რეესტრში დაბრუნება
საჯარო სკოლა · EMIS მონაცემი

სსიპ - თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის დაბა მანგლისის №1 საჯარო სკოლა

ქვემო ქართლი · თეთრი წყარო · თეთრი წყარო, დაბა მანგლისი, წერეთლის ქ. №3

რეესტრის კოდი#2160
მოსწავლე173
მასწავლებელი22
შენობა2
სკოლის პროფილი

ძირითადი ინფორმაცია

დირექტორი
ლეილა აფციაური
სწავლების საფეხურები
დაწყებითი (1-6), საბაზო (7-9), საშუალო (10-12)
სწავლების სექტორი
ქართული
ავტორიზაციის დასაწყისი
ავტორიზაციის დასრულება
პირველკლასელთა მიღება

ადგილების მიმდინარე ინფორმაცია

თეთრი წყარო, დაბა მანგლისი, წერეთლის ქ. №3

სექტორი
ქართული
ცვლა
1
საერთო ლიმიტი
25
თავისუფალი ადგილი
16
სსსმ ლიმიტი
3
სსსმ თავისუფალი ადგილი
3

თეთრი წყარო, სოფ.ნაპილნარი

სექტორი
ქართული
ცვლა
1
საერთო ლიმიტი
25
თავისუფალი ადგილი
25
სსსმ ლიმიტი
2
სსსმ თავისუფალი ადგილი
2
EMIS-ის სრული ჩანაწერი

დამატებითი ინფორმაცია და დოკუმენტები

გახსენით სასურველი სექცია ტექსტის, თემატური ბმულებისა და დოკუმენტების ჩამონათვალის სანახავად.

მისია, ხედვა და ღირებულებებიტექსტური ინფორმაცია

სკოლის მისიაა ყველა მოზარდს ჩამოუყალიბოს ლიბერალურ-დემოკრატიულ ფასეულობებზე დამყარებული სამოქალაქო ცნობიერება და დაეხმაროს ოჯახის, საზოგადოების და სახელმწიფოს წინაშე უფლება - მოვალეობის გაცნობიერებაში, მოზარდს უნდა განუვითაროს დამოუკიდებელ გადაწყვეტილებათა მიღების უნარ-ჩვევები რათა იგი იყოს შემოქმედი და თავადაც შექმნას ღირებულებები, სკოლამ უნდა ჩამოუყალიბოს მოზარდს ახალი ცოდნის დამოუკიდებლად შეძენის უნარი, განუვითაროს მას საკომუნიკაციო უნარ-ჩვევები, რათა მან დაიმკვიდროს საზოგადოებაში საკუთარი ადგილი. სკოლა უნდა იყოს ორიენტირებული თითოეული მოსწავლის შესაძლებლობების რეალიზებაზე და მათი ცხოვრებაში გამოყენებაზე, რისთვისაც საჭიროა მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლება, კარიერული წინსვლა,ასევე ისეთი გარემოს შექმნა რომელიც უზრუნველყოფს ბავშვის კომფორტულ და თავისუფალ განვითარებას. ვინაიდან სკოლა არის მრავალეროვანი და ასევე არიან განსხვავებული რელიგიის წარმომადგენლებიც, სკოლის მისიის ერთერთი მნიშვნელოვანი საფეხურია,რომ ბავშვები ერთად მეგობრულ გარემოში სწავლობდნენ, მოისპოს მათ შორის ენობრივი ბარიერი, ისწავლონ ერთმანეთის სიყვარული და პატივი სცენ როგორც საკუთარ ასევე სხვის ენას და აღმსარებლობას. ასევე ყველა მათგანმა შეისწავლოს ქართული ენა, ვინაიდან სწავლა მიმდინარეობს ქართულ ენაზე. სკოლის ხედვაა აღზარდოს ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების მატარებელი თავისუფალი პიროვნება, რომელსაც მისცემს საფუძვლიან განათლებას და იქნება ლიდერი საგანმანათლებლო სივრცეში. შესაბამისად საჭიროა ხელი შეუწყოს მასწავლებელთა პროფესიულ განვითარებას, სწავლა-სწავლების პროცესში თანამედროვე ტექნოლოგიების და მრავალფეროვანი აქტივობების გამოყენებას, თანამშრომლობითი კულტურის დანერგვას, რაც ხელს შეუწყობს დამოუკიდებლად, კრიტიკულად და შემოქმედებითად მოაზროვნე პიროვნებად ჩამოყალიბებას. სკოლამ უნდა იზრუნოს საგანმანათლებლო საზოგადოებაში სკოლის რეიტინგის და კონტიგენტის ზრდაზე, სასკოლო საზოგადოება უნდა იყოს კმაყოფილი, ასევე სკოლა წარმატებული უნდა იყოს, როგორც დაბის, რაიონის და რესპუბლიკის დონეზე. ჩვენი ხედვით სკოლა უნდა გავხადოთ წარმატებული, კონკურენტუნარიანი და პრესტიჟული სკოლა უპირველეს ყოვლისა, ხელმძღვანელობს სასწავლო პროცესში ჩართული პირების საუკეთესო ინტერესებით და საქმიანობას წარმართავს შემდეგ ღირებულებებზე დაყრდნობით: • გამჭირვალობა: ჩვენი საქმიანობა, ხედვები და ღირებულებები საჯაროდაა ხელმისაწვდომი და წინასწარ ცნობილია ყველა დაინტერესებული პირისათვის, უზრუნველყოფილია სკოლის საქმიანობის შესახებ ინფორმაციის საჯაროობა. • მიუკერძოებლობა: ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ სკოლის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები შეესაბამება მოქმედ კანონმდებლობასა და ითვალისწინებს დაინტერესებულ მხარეთა საუკეთესო ინტერესებს. • თანამშრომლობა: ჩვენ ღია ვართ დაინტერესებულ მხარეებთან თანამშრომლობისათვის. კონსტრუქციულად განვიხილავთ სიახლეებს, წინადადებებს, განსხვავებულ პოზიციებსა და ორიენტირებულნი ვართ პრობლემების გადაჭრაზე. • ობიექტურობა: ჩვენ მიერ განხორციელებული შეფასებები, ეფუძნება ეროვნულ სასწავლო გეგმას და ფაქტობრივ გარემოებებს. დადგენილი პროცედურები მაქსიმალურად გამორიცხავს შეფასებაში მონაწილე პირების სუბიექტივიზმს. • განვითარება და ინოვაციურობა: სისტემატურად ვაფასებთ ჩვენს საქმიანობას და შეფასების შედეგებზე დაყრდნობით, ვგეგმავთ განვითარების ინოვაციურ გზებს. არ ვერიდებით სიახლეების დანერგვას. სკოლის ღირებულებები არის უნივერსალური, ისინი ისწავლება მხოლოდ ცხოვრების პირველ წლებში და მათი მნიშვნელობა სამუდამოდ დარჩება მათ მეხსიერებაში. სკოლაში აუცილებლად უნდა იყოს პატივისცემა მოსწავლესა და მასწავლებელს, მოსწავლეთა შორის, მასწავლებელთა შორის, ასევე სასკოლო საზოგადოების სხვა დანარჩენ წევრებთან, ყველა მათგანს აქვს თავის დანიშნულება სკოლაში და ისინი უნდა ემორჩილებოდნენ სკოლის შინაგანაწესს, ზოგადად კანონებს. სასკოლო საზოგადოების ყველა წევრს უნდა ჰქონდეს პასუხისმგებლობა, როგორც ვალდებულების ან მოვალეობის შესრულება, იქნება ეს სოციალური, აკადემიური თუ მორალური, აუცილებელია ვალდებულებების შესრულება დადგენილ ან დაგეგმილ დროში, პუნქტუალობა ანუ დროულად მისვლა სკოლაში და გასვლა სკოლიდან. აუცილებელია ადამიანთა შორის ტოლერანტობა, ანუ სხვისი მოსაზრების პატივისცემა, ასევე აუცილებელია შეუპოვრობა, ანუ თუ ბავშვს ექმნება გამოწვევები, დაბრკოლებების მიუხედავად შეძლოს ბრძოლა და მიზნის მიღწევა.

სტრუქტურა