თეთრი წყარო, სოფ. დიდგორი
- სექტორი
- ქართული
- ცვლა
- 1
- საერთო ლიმიტი
- 4
- თავისუფალი ადგილი
- 4
- სსსმ ლიმიტი
- 1
- სსსმ თავისუფალი ადგილი
- 1
ქვემო ქართლი · თეთრი წყარო · თეთრი წყარო, სოფელი დიდგორი
გახსენით სასურველი სექცია ტექსტის, თემატური ბმულებისა და დოკუმენტების ჩამონათვალის სანახავად.
სკოლის მისია სსიპ - თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ დიდგორის საჯარო სკოლის მისიაა დანერგოს ხარისხიანი განათლება, ხელი შეუწყოს მოსწავლეთა პოტენციალის გამოვლენა-განვითარებას, რათა ისინი აღიზარდონ ეროვნულ და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების მქონე, თავისუფალ, თანასწორუფლებიან და მუდმივ განვითარებაზე ორიენტირებულ აქტიურ მოქალაქეებად. ხედვა სსიპ - თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ დიდგორის საჯარო სკოლა მუდმივ განვითარებაზეა ორიენტირებული თანამედროვე მოთხოვნათა და გამოწვევათა შესაბამისად. რაც გულისხმობს 2030 წლისთვის ისეთი პიროვნების ჩამოყალიბებას, რომლებიც თავიანთი ცოდნითა და უნარებით შეძლებენ იყონ კონკურენტუნარიანი კადრები შრომის ბაზარზე, თავიანთი პროდუქტიულობით შექმნიან ინტელექტუალურ კაპიტალს სამოქალაქო საზოგადოებისთვის. ღირებულებები სსიპ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ დიდგორის საჯარო სკოლის ღირებულებებია: • თანასწორობა; • სამართლიანობა; • ზრუნვა; • გამჭვირვალობა. • გუნდურობა;
განხილულია პედაგოგიური საბჭოს 2023 წლის 1 ნოემბრის N4 სხდომაზე დამტკიცებულია სამეურვეო საბჭოს 2023 წლის 2 ნოემბრის N3 სხდომაზე სსიპ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ დიდგორის საჯარო სკოლის შვიდწლიანი განვითარების სტრატეგიული გეგმა 2023-2030 წლები შესავალი წინამდებარე დოკუმენტი მოიცავს სკოლის მისიას, ხედვას, ღირებულებებსა და სტრატეგიულ მიზნებს. სტრატეგია განსაზღვრავს თუ როგორ უნდა მიაღწიოს სკოლამ დასახულ მიზნებს არსებული მატერიალურ-ტექნიკური, ადამიანური და ფინანსური რესურსების ეფექტურად გამოყენების გზითა და საჭირო დამატებითი რესურსების მოძიებით. სტრატეგიული გეგმა დეტალურად ახდენს გარემო ფაქტორების და შიდა გარემოს SWOT (სიძლიერე, სისუსტე, შესაძლებლობები და საფრთხე) ანალიზს. 7 (შვიდ) წლიანი სტრატეგიული გეგმის პროექტის შედგენისას გათვალისწინებული იქნა, როგორც წინარე გამოცდილება, ასევე, ახალი გამოწვევები. ინფორმაციის შეჯერების, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საუკეთესო პრაქტიკის გამოყენებითა და თანამედროვე მოთხოვნების გათვალისწინებით: ძირითად ამოცანად სკოლა ისახავს მოსწავლეებს მისცეს ხარისხიანი, 21-ე საუკუნის შესაბამისი განათლება, მოამზადოს ისინი დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის, ხელი შეუწყოს საჭირო უნარ-ჩვევების, პიროვნული ღირებულებების ჩამოყალიბებას შესაბამისი კვალიფიციური კადრების მეშვეობით. სტრატეგიული განვითარების შვიდწლიანი გეგმის შემუშავების პროცესის წარმართვაზე პასუხისმგებელია სკოლის დირექტორი, რომელიც უზრუნველყოფს კომუნიკაციას სკოლის სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულებთან, საჭირო ინფორმაციის შეგროვებას. სკოლის სტრატეგიული განვითარების გეგმის რეალიზება ხდება შიდა და გარე ფაქტორების გათვალისწინებით. ობიექტური ანალიზის საფუძველზე, შესაძლებელია მოხდეს სკოლის სტრატეგიული განვითარების გეგმის გადახედვა გარკვეული პერიოდულობით. სკოლის შესახებ ინფორმაცია სსიპ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ დიდგორის საჯარო სკოლა დაფუძნებულია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის #448 ბრძანების საფუძველზე. სკოლა დამოუკიდებლად ახორციელებს საგანმანათლებლო საქმიანობას და უზრუნველყოფს ზოგადი განათლების მიღებას: დაწყებით, საბაზო და საშუალო საფეხურზე, ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად. წარმოდგენილი სტრატეგიული გეგმა განსაზღვრავს სკოლის განვითარების ძირითად მიმართულებას რომელიც ემყარება: საქართველოს კონსტიტუციას, „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონს, ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნებს,საჯარო სკოლის შესახებ წესდებას, სკოლის შინაგანაწესს, ეროვნული სასწავლო გეგმას, ბავშვთა უფლებების კონვენციას, სხვა ნორმატიულ აქტებს და მიზნად ისახავს ზოგადი განათლების ეროვნული მიზნებით დასახული ამოცანების შესრულება. სკოლის მისია: სსიპ - თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ დიდგორის საჯარო სკოლის მისიაა დანერგოს ხარისხიანი განათლება, ხელი შეუწყოს მოსწავლეთა პოტენციალის გამოვლენა-განვითარებას, რათა ისინი აღიზარდონ ეროვნულ და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების მქონე, თავისუფალ, თანასწორუფლებიან და მუდმივ განვითარებაზე ორიენტირებულ აქტიურ მოქალაქეებად. სკოლის ხედვა სსიპ - თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ დიდგორის საჯარო სკოლა მუდმივ განვითარებაზეა ორიენტირებული თანამედროვე მოთხოვნათა და გამოწვევათა შესაბამისად. რაც გულისხმობს 2030 წლისთვის ისეთი პიროვნების ჩამოყალიბებას, რომლებიც თავიანთი ცოდნითა და უნარებით შეძლებენ იყონ კონკურენტუნარიანი კადრები შრომის ბაზარზე, თავიანთი პროდუქტიულობით შექმნიან ინტელექტუალურ კაპიტალს სამოქალაქო საზოგადოებისთვის. სკოლის ღირებულებები: სსიპ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ დიდგორის საჯარო სკოლის ღირებულებებია: • თანასწორობა; • სამართლიანობა; • ზრუნვა; • გამჭვირვალობა. • გუნდურობა; მისია, ხედვა და ღირებულებები შემუშავებულია სასკოლო საზოგადოების მიერ, საჯაროა და ხელმისაწვდომი. სკოლა, უპირველეს ყოვლისა, ხელმძღვანელობს სწავლის პროცესში ჩართული პირების საუკეთესო ინტერესებით და საქმიანობას წარმართავს შემდეგ ღირებულებებზე დაყრდნობით: SWOT - ანალიზი იმისათვის, რომ სკოლამ მოახერხოს თავისი მისიის შესრულება და მოსწავლეებისათვის საუკეთესო საგანმანათლებლო მომსახურების შეთავაზება, აუცილებელია სწორად იქნეს დანახული სკოლის მიერ დასახული და შესრულებული სტრატეგიული გეგმის დადებითი და უარყოფითი, სუსტი და ძლიერი მხარეები. სისუსტეების გამოვლენა მიმართულია იმისკენ, რომ არსებული შესაძლებლობის ფარგლებში გადაიქცეს ძლიერ მხარეებად, ხოლო საფრთხეების წინასწარ შეფასება საშუალებას იძლევა, რომ სკოლა მზად დახვდეს სავარაუდო გამოწვევებს. S (ძლიერი მხარე) W (სუსტი მხარე) • პოზიტიური, წამახალისებელი, მოსწავლეზე ორიენტირებული, უსაფრთხო და თანამშრომლობითი სასწავლო გარემო; • მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა; • გამწვანებული დიდი ეზო; • სასკოლო კულტურა; • მოტივირებული, სიახლეებისადმი მიმღებლობით გამორჩეული პერსონალი; • არაფორმალური განათლება; • მოსწავლეთა აკადემიური შედეგები ერთიან ეროვნულ გამოცდებზე. • მატერიალურ-ტექნიკური რესურსების (ლაბორატორიები და ბიბლიოთეკის წიგნადი ფონდი) ნაკლებობა ან არ არსებობა; • გაცდენის შემთხვევაში, ჩამნაცვლებელი მასწავლებლების არარსებობა; • სასკოლო ცხოვრებაში საბაზო და საშუალო საფეხურის მშობელთა დაბალი დაინტერესება და ჩართულობა; • კვალიფიციური კადრების ნაკლებობა (სახვითი ხელოვნება, მუსიკა, დაწყებითის მასწავლებელი) O (შესაძლებლობები) T (საფრთხე) • დამატებითი შემოსავლების მოზიდვა/მოძიება; • სხვა სა
სსიპ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ დიდგორის საჯარო სკოლის განვითარების სტრატეგიული გ ე გ მა 2019-2025 შესავალი: სსიპ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ დიდგორის საჯარო სკოლა დაფუძნებულია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის #448 ბრძანების საფუძველზე. სკოლა დამოუკიდებლად ახორციელებს საგანმანათლებლო საქმიანობას და უზრუნველყოფს ზოგადი განათლების მიღებას: დაწყებით, საბაზო და საშუალო საფეხურზე, ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად. წარმოდგენილი სტრატეგიული გეგმა განსაზღვრავს სკოლის განვითარების ძირითად მიმართულებას რომელიც ემყარება: საქართველოს კონსტიტუციას, „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონს, ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნებს,საჯარო სკოლის შესახებ წესდებას, სკოლის შინაგანაწესს, ეროვნული სასწავლო გეგმას, ბავშვთა უფლებების კონვენციას, სხვა ნორმატიულ აქტებს და მიზნად ისახავს ზოგადი განათლების ეროვნული მიზნებით დასახული ამოცანების შესრულება. სკოლის მისია, მიზანი და ამოცანა: სკოლის მისიაა: თემისა და საზოგადოების აქტიური მონაწილეობით აღზარდოს ბუნებრივი გარემოს დამცველი, კანონმორჩილი, ტოლერანტი მოქალაქე; სკოლის მიზნები: 1. შექმნას შესაბამისი პირობები ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების მატარებელი თავისუფალი პიროვნების ჩამოყალიბებისათვის. ხელი შეუწყოს მოსწავლეებში ლიბერალურ-დემოკრატიულ ღირებულებებზე დამყარებული სამოქალაქო ცნობიერების განვითარებას, კულტურულ ფასეულობათა პატივისცემას. მოსწავლეებში შთანერგოს ოჯახის, საზოგადოების, სახელმწიფოსა და კანონის მიმართ პატივისცემის ვალდებულება. 2. ამ მიზნის მისაღწევად სკოლამ შექმნა და ქმნის მართვის, აღზრდის, განათლების ხარისხის უზრუნველყოფის, შეფასებისა და თვითშეფასების თანამედროვე სისტემებს. 3. მოსწავლეთა მიერ სამყაროს ერთიანი აღქმისათვის უზრუნველყოს მოსწავლეთა საბუნებისმეტყველო საგნებში საჭირო ცოდნისა და ამ ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარ-ჩვევების გამომუშავება და საგნობრივ (ფიზიკა,ქიმია,ბიოლოგია)სასწავლო ოლიმპიადებში და კონფერენციებში მაღალი შედეგების მიღწევა. ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მაღალი შედეგების მიღწევა. სკოლის ამოცანაა: სკოლის მისიის შესასრულებლად და პრობლემათა დასაძლევად შემუშავებულია მისი განვითარების სტრატეგიული გეგმა, რომელიც გულისხმობს რამდენიმე, სასაკოლო პრაქტიკისათვის არსებით, კონკრეტულ ქმედებათა გააზრებასა და რეალიზებას, რამაც თვისებრივად უნდა გააუმჯობესოს სასწავლო დაწესებულების მართვის სისტემა, მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, გარემო, განათლების ხარისხი, მოსწავლეთა აღზრდის სისტემა, საკადრო პოტენციალი. დაამკვიდროს მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლება, შექმნას უსაფრთხო გარემო, ხელი შეუწყოს მოსწავლის გონებრივ და ფიზიკურ განვითარებას. მოსწავლეს შესძინოს თვითრეალიზაციისათვის საჭირო ცოდნა და უნარები. განუხრელად იზრუნოს პედაგოგის ხარისხობრივ ზრდაზე, იყოს კონკურენტუნარიანი. ყოველ სასწავლო წელს მოახდინოს შიდაშეფასება და წარუდგინოს ანგარიში განათლების ხარისხის განვითარების ცენტრს. I. ინფორმაცია სკოლის შესახებ: სკოლა მუშაობას წარმართავს განათლების რეფორმის მოთხოვნათა შესაბამისად. პრაქტიკაში ინერგება ახალი პედაგოგიური ტექნოლოგიები და ინოვაციები. შექმნილია ძიების, შემოქმედებითი თანამშრომლoბის ატმოსფერო. პრაქტიკულადაა ხორცშესხმული მოსწავლეზე ორიენტირებული განათლება. ყველაფერი კეთდება მოზარდის ნიჭის, ინტერესების, სწავლის პოტენციური შესაძლებლობების მაქსიმალური განვითარებისათვის. სკოლას აქვს კომპიუტერული ტექნიკის კაბინეტი. II. სასკოლო სასწავლო გეგმას ყოველწლიურად ამტკიცებს პედსაბჭო. III. სკოლის ბიუჯეტს ამტკიცებს სამეურვეო საბჭო . I. სკოლის სამეურვეო საბჭო: ა) განსაზღვრავს სკოლის მისიას და ხედვას; ბ) ამტკიცებს სტრატეგიული განვითარების გეგმას; გ) ახდენს სკოლის საქმიანობის შეფასებას; II. სკოლის დირექტორი: ა) შეიმუშავებს სკოლის ხედვას, მისიას, მიზნებს და ამოცანებს; ბ) შეიმუშავებს სტრატეგიული განვითარების გეგმას; გ) ხელმძღვანელობს კოლექტივს და ანაწილებს რესურსებს; დ) სკოლას სთავაზობს რეკომენდაციებსა და ცვლილებებს; IV. პედაგოგთა მოტივაციის ამაღლებისა და წახალისების სისტემა: მოსწავლეთა და პედაგოგთა, ასევე ადმინისტრაციის სათანადო მოტივაციისა და წახალისების გარეშე შეუძლებელია წარმატებაზე ფიქრი. ამგვარო მოტივაციის არსებობა ხელს შეუწყობს სიახლეთა ძიებას, აღქმისა და დანერგვის პასუხისმგებლობის გაზრდას, მკაფიოდ ჩამოყალიბებულ ფუნქციათა ხარისხიანად შესრულებას. ჩამოყალიბდა და ამოქმედდა პედაგოგთა შრომის შეფასების ორიგინალური სისტემა, შემუშავდა ადმინისტრაციის მუშაობის შემფასებელი სპეციალური კითხვარი(პედაგოგის, მოსწავლისა და მშობლისათვის); წელიწადში ორჯერ (საშობაო არდადეგების წინ და სასწავლო წლის ბოლოს ) მატერიალურად დაჯილდოვება სკოლის მუშაკს და წარმატებულ მოსწავლეებს- სკოლის ბიუჯეტიდან გამოიყიფა შესაბამისი სახსრები. 2017-2018 სასწავლო წლის მდგომარეობით ა)ძირითადი-16 ბ) უმაღლესი განათლებით-13 გ)საშუალო სპეც.განათ-3 დ) მათ შორის ქალი-8 ე) სერტიფიცირებული- 10 ვ) წამყვანი -1 V. სკოლის დირექცია: დირექტორი, ბუღალტერი: ა) ასახავენ პირად პროფესიულ მიზნებს; ბ) ახორციელებენ დაკისრებულ ამოცანებს; გ) აფასებენ სკოლის საქმიანობას; დ) უფლებამოსილების განსახორციელებლად ეძლევათ შესაბამისი რესურსები; ე) იმაღლებენ კვალიფიკაციას, გადიან ტრენინგებს. VI. სკოლი
სსიპ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ დიდგორის საჯარო სკოლის ერთწლიანი სამოქმედო გეგმა 2023 წელი სტრატეგიული მიზანი ამოცანები აქტივობები შესრულების ინდიკატორები ვადები პასუხისმგებები პირი რესურსები I მიმართულება- თანამედროვე მოთხოვნებისა და გამოწვევების შესაბამისი სასწავლო-სააღმზრდელო პროცესის განვითარება 1. სასწავლო პროცესის ხარისხის ამაღლება ამოცანა 1.1 მოსწავლეთა დიაგნოსტირება და საჭიროებების შესაბამისად დიფერენცირებული მიდგომების დანერგვა; ა) დიაგნოტიკური წერა (სემესტრული ან წლიური) ბ) მესამე თაობის ესგ-ეს დანერგვის პროცესის დიაგნოსტირება სასწავლო წერაზე დაყრდნობით. მონიტორინგი- ფორმალური და არაფორმალური დასწრება დეკემბერი-მაისი დირექცია ამოცანა 1.2 მოსწავლეთა აკადემიური შედეგების მონიტორინგი და ხარისხზე ზრუნვა. ა) საგნობრივი კურიკულუმების მოდიფიცირება მოსწავლეთა საჭიროებიდან გამომდინარე. ბ) კომპლექსური დავალების ანგარიშის ფორმის (რეფლექსია)ანალიზი. მონიტორინგი /ანალიზი /ანგარიშები დეკემბერი- ივნისი დირექცია /ხარისხის მართვის ჯგუფი სტრატეგიული მიზანი 2. ტექნოლოგიური, ლაბორატორიული და ბიბლიოთეკის კაბინეტის აღჭურვა; ამოცანა 2.1 STEAM -ის დანერგვა პროექტების განხორციელება STEAM -ის გამოყენებით პროექტზე მუშაობის ანგარიში მაისი ლალი ნარსავიძე ამოცანა 2.2 არაფორმალური განათლების სტრატეგიების გამოყენება კლუბური მუშაობა საწრეო მუშაობა სასკოლო პროექტები კლუბური მუშაობის ანგარიში საწრეო მუშაობის ანაგარიში პროექტის ანგარიში აპრილი-მაისი ქრისტინა ნინუა/თინათინ გოზალიშვი სტრატეგიული მიზანი 3. გამჭოლ კომპეტენციებზე მუშაობა და შესაბამისი უნარების განვითარება ამოცანა 3.1 გააზრებული კითხვისა და წერის უნარების გამომუშავება; კითხვისა და წერის სტრატეგიების ეფექტური გამოყენება საგაკვეთილო პროცესში მონიტორინგი /ანალიზი ნოემბერი - მაისი დირექცია / ხარისხის მართვის ჯგუფი ამოცანა 3.2 წიგნიერება და მედიაწიგნიერება ა. სემინარების ჩატარება; ბ. კლუბური მუშაობა; გ. საწრეო მუშაობა ანგარიშის ფორმა აპრილი-მაისი ნონა მჭედლიშვილი/ქრისტინა ნინუა II მიმართულებ- მასწავლებეთა პროფესიულიზრდა თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად. სტრატეგიული მიზანი 4 თანამედროვე გამოწვევების შესაბამისი უნარების განვითარება ამოცანა 4.1 მასწავლებელთა საჭიროებების კვლევა და შესაბამისი ინტერვენციების განხორციელება; ა) მასწავლებლის მუშაობის მონიტორინგი ბ) ტრენინგ- კურსების გავლა მონიტორინგი /ანალიზი /ანგარიშები ნოემბერი- ივნისი დირექცია / ხარისხის მართვის ჯგუფი III სტრატეგიული მიმართლება - სკოლის ორგანიზაციული განვითარება სტრატეგიული მიზანი 5. სკოლის სტრუქტურულ რგოლებს შორის თანამშრომლობის განვითარება ამოცანა 5.1. კათედრებს შორის ინტეგრირებული აქტივობების დანერგვა • ინტეგრირებული გაკვეთილები • გაერთიანებული კათედრის სხდომები • ინტეგრირებული გაკვეთილის რეფლექსია; • კათედრის ოქმები. ოქტომბერი-აპრილი ლალი ნარსავიძე/ზაზა სუბელიანი/ნონა მჭედლიშვილი ამოცანა 5.2. სასკოლო პროექტებში კათედრების თანაბარი ჩართულობა სასკოლო პროექტი პროექტის გეგმა და ანგარიშის ფორმა მარტი-აპრილი, მაისი, ივნისი დირექცია/ ქრისტინა ნინუა, ბადრი გერლიანი ამოცანა 5.3. მშობელთა თანამონაწილეობა და ჩართულობა სასკოლო-სასწავლო აქტივობებში; • სადამრიგებლო პროგრამის შედგენისას მშობელთა აქტიური ჩართულობა; • სასკოლო პროექტებში მშობელთა ჩართულობა მშობელთა კრების ოქმები და პროექტის ანგარიში სექტემბერი/მაისი დირექცია /დამრიგებლები მიზანი 6. სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებთან თანამშრომლობა ამოცანა 1. სკოლათაშორის ერთობლივი პროექტების დაგეგმვა და განხორციელება პროექტები პროექტის გეგმა და ანგარიში ოქტომბერი-ივნისი დირექცია, კათედრები
მოსწავლის ინიციატივების მხარდამჭერი მექანიზმი სსიპ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ დიდგორის საჯარო სკოლა მოსწავლეთა ინიციატივების მხარდამჭერი მექანიზმი 2023 წელი მუხლი 1. ზოგადი დებულებები 1. აღნიშნული დოკუმენტი განსაზღვრავს სსიპ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ დიდგორის საჯარო სკოლის მოსწავლეთა ინიციატივების მხარდამჭერ მექანიზმს. 2. აღნიშნული მექანიზმი ვრცელდება სკოლის ყველა მოსწავლეზე სასწავლო და სამუშაო პროცესში. მუხლი 2. მოსწავლის ინიციატივის მხარდამჭერი მექანიზმის აღმწერები: 1. მოსწავლეს უფლება აქვს კანონმდებლობით დადგენილი წესით, წერილობით ან/და ზეპირად გამოხატოს საკუთარი აზრი და გამოიჩინოს ინიციატივა; 2. მოსწავლეს ან/და მოსწავლეთა გარკვეულ ჯგუფს შეუძლია ინიციატივით მიმართოს სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობას/კლასის დამრიგებელს/დირექციას და ჩაერთოს ინიციატივის განხილვის პროცესში; 3. მოსწავლეთა თვითმმართველობა ან/და კლასის დამრიგებელი უფლებამოსილია მხარი დაუჭიროს მოსწავლის ან/და მოსწავლეთა გარკვეული ჯგუფის ინიციატივას და მიმართოს სკოლის დირექციას; 4. სკოლის დირექტორის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტის საფუძველზე მოსწავლის ან/და მოსწავლეთა გარკვეული ჯგუფის ინიციატივების მხარდასაჭერად შესაძლებელია შეიქმნას: • მოსწავლეთა ინიციატივების განხილვისა და განხორციელების მხარდამჭერი ჯგუფი; • მოსწავლეთა ინიციატივების განხორციელების პროცესისა და შედეგების მონიტორინგის ჯგუფი. 5. მოსწავლეთა ინიციატივების განსახორციელებლად სკოლას შეუძლია ფინანსური რესურსის მობილიზება; 6. მოსწავლეთა ინიციატივების მხარდაჭერის მიზნით სკოლა უზრუნველყოფს სპეციალური სამუშაო სივრცის მოწყობასა და საინფორმაციო კამპანიას; 7. მოსწავლეთა ინიციატივების განხილვა - განხორციელებისას დაუშვებელია რომელიმე მოსწავლის დისკრიმინაცია ან ნებისმიერი ქმედება, რომელიც პირდაპირ ან ირიბად უკავშირდება მოსწავლის უფლება-ვალდებულებების შეზღუდვას; 8. კანონდმებლობით დადგენილი წესით, სკოლა უფლებამოსილია შეიძინოს და განკარგოს ნებისმიერი რესურსი, რომელიც ხელს შეუწყობს მოსწავლეთა ინიციატივების განხორციელებას; 9. ნებისმიერი მოსწავლე ულებამოსილია საკუთარი ინიციატივის მხარდაჭერისა და განხორციელების მიზნით ითანამშრომლოს სასკოლო საზოგადოების ნებისმიერ წევრთან. მუხლი 3. პასუხისმგებლობა 1. წინამდებარე მექანიზმის სრულად დაცვის მიზნით გარკვეული პასუხისმგებლობა ეკისრებათ: • მოსწავლეებს; • მოსწავლეთა თვითმმართველობას; • სკოლის დირექციას; • კლასის დამრიგებელს. 2. აღნიშნულ დოკუმენტში შეტანილმა ნებისმიერმა ცვლილებამ არ უნდა გამოიწვიოს მოსწავლეთა ინიციატივების მხარდაჭერის რაიმე სახით შეზღუდვა; 3. აღნიშნულ დოკუმენტს ამტკიცებს სკოლის დირექტორი შესაბამისი ინდივიდუალურ სამართლებრივი აქტით; 4. აღნიშნულ დოკუმენტში ნებისმიერი ცვლილებისა და დამატების შეტანა შესაძლებელია ამავე მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე.
მოსწავლეთა უფლებების დაცვის მექანიზმების შემუშავება - განხორციელებაზე პასუხისმგებელი პირის განსაზღვრა: მოსწავლეთა უფლებების დაცვის ეფექტური განხორციელებისთვის, საჭიროების შემთხვევაში, მოსწავლის უფლების დარღვევის ფაქტის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, სკოლა ქმნის (სკოლის საქმიანობის მარეგულირებელი დოკუმენტის საფუძველზე), მოსწავლეთა უფლებების დაცვის შემსწავლელ კომისიას, სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლების, მშობლების/კანონიერი წარმომადგენლების, ფსიქოლოგისა და მოსწავლეების (საჭიროების შემთხვევაში სახალხო დამცველის მოწვეული წარმომადგენლის) შემადგენლობით. კომისიას უხელმძღვანელებს სკოლის დირექტორი, მისი არყოფნის შემთხვევაში კი მოადგილე. სკოლის დირექტორის ან მისი მოადგილის მიმართ საჩივრის შემთხვევაში განათლების სფეროში მოქმედი უწყების წარმომადგენელი. კომისიის შემადგენლობის დაკომპლექტება განისაზღვრება სკოლის დირექციის, მასწავლებლების და მშობლები/კანონიერი წარმომადგენლების თანაბარი რაოდენობით, რათა დაცული იქნეს საქმეზე ობიექტურობისა და სამართლიანობის პრინციპი. კომისია უზრუნველყოფს მოსწავლეთა უფლებების დარღვევის ფაქტ(ებ)ზე მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის საჩივრების რეგისტრაციას და მისი განხილვისთვის საჭირო პროცედურების განხორციელებას. კერძოდ, სკოლაში მოსწავლის უფლების დარღვევის ფაქტის თაობაზე მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი აღნიშნული ინფორმაციის შესაბამისად, ბავშვის უფლების და კანონიერი ინტერესების დასაცავად მიმართავს უპირველეს ყოვლისა სკოლის ადმინისტრაციას და სკოლაში არსებულ ზემოაღნიშნულ მოსწავლეთა უფლებების დაცვის შემსწავლელ კომისიას. ამასთან, მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი ინფორმირებულია, რომ საკითხის კომისიური წესით განხილვისა და მიღებული შედეგით უკმაყოფილების შემთხვევაში, გასაჩივრების შემდეგ ეტაპს წარმოადგენს, განათლების სფეროში მოქმედი უწყებისთვის ან/და სახალხო დამცველისთვის მიმართვა. კომისიამ თავისი საქმიანობის პროცესების ეფექტიანად წარმართვისას უნდა იხელმძღვანელოს საქართველოს კანონმდებლობით და საერთაშორისო კონვენციებით დადგენილი წესების დაცვით, სახელმწიფოს მიერ დადგენილი სტანდარტით, განსაზღვრული პრინციპებით და მიდგომებით. სკოლის ადმინისტრაცია თავისი საქმიანობის განხორციელების პროცესში მუდმივად ზრუნავს მოსწავლის უფლებების დაცვა/რეალიზაციაზე; სწორედ ადამიანის ფუნდამენტური უფლებიდან გამომდინარე - „იცოდეს თავისი უფლებები და დაცვის მექანიზმები“ - ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება უზრუნველყოფს სკოლის საქმიანობის მარეგულირებელი დოკუმენტის საჯაროობას და მოსწავლეთა უფლებების დაცვის შემსწავლელი კომისიის ფუნქცია-მოვალეობებისთვის ხაზგასმას, რადგანაც სწორედ ზემოაღნიშნული წარმოადგენს სკოლაში მოსწავლის უფლებების დარღვევის ფაქტზე რეაგირების და დაცვის საშუალებას. ზემოაღნიშნულ დოკუმენტში გაწერილი ფუნქცია-მოვალეობების შესრულებაზე პასუხისმგებელ პირს წარმოადგენს სკოლის დირექტორი და სკოლის დირექტორის მიერ დოკუმენტით განსაზღვრული ადმინისტრაციის თანამშრომელ(ებ)ი. მოსწავლის უფლება-მოვალეობები: მოსწავლის უფლებები დაცულია, საქართველოს კონსტიტუციით, ბავშვთა უფლებების დაცვის კონვენციით, ბავშვის უფლებათა კოდექსით დადგენილი სტანდარტებით, „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონითა და სხვა საკანონმდებლო მარეგულირებელი აქტებით, რომლის შესრულება სავალდებულოა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის. მოსწავლის უფლებაა მოითხოვოს: ღირსეული მოპყრობის უფლება, აზრის გამოთქმის უფლება, დისკრიმინაციის, ბულინგის აკრძალვა, დაცული იქნეს მისი პერსონალური მონაცემები, გაერთიანების, რწმენის თავისუფლება, ხარისხიანი განათლების მიღების, საკუთარი პიროვნების სრულად განვითარების, უსაფრთხო გარემოში სწავლების და ა.შ. მოსწავლეთა უფლებების დაცვის ამ და სხვა უამრავ ჩამონათვალს ასევე განსაზღვრავს სახელმწიფოს შიდა და საერთაშორისო მარეგულირებელი საკანონმდებლო დანაწესები, აქტები, საერთაშორისო ხელშეკრულებები, რომელსაც აღიარებს სახელმწიფო და ხელს უწყობს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს მისი დაცვის მექანიზმების შემუშავებაში.