რეესტრში დაბრუნება
საჯარო სკოლა · EMIS მონაცემი

სსიპ - ქალაქ გორის №5 საჯარო სკოლა

შიდა ქართლი · გორი · ქ. გორი, რუხაძის ქ. №64

რეესტრის კოდი#2147
მოსწავლე963
მასწავლებელი55
შენობა1
სკოლის პროფილი

ძირითადი ინფორმაცია

დირექტორი
ლეილა ნამორაძე
სწავლების საფეხურები
დაწყებითი (1-6), საბაზო (7-9), საშუალო (10-12)
სწავლების სექტორი
ქართული
ავტორიზაციის დასაწყისი
02/11/2023
ავტორიზაციის დასრულება
02/11/2032
პირველკლასელთა მიღება

ადგილების მიმდინარე ინფორმაცია

ქ. გორი, რუხაძის ქ. №64

სექტორი
ქართული
ცვლა
1
საერთო ლიმიტი
150
თავისუფალი ადგილი
86
სსსმ ლიმიტი
15
სსსმ თავისუფალი ადგილი
15
EMIS-ის სრული ჩანაწერი

დამატებითი ინფორმაცია და დოკუმენტები

გახსენით სასურველი სექცია ტექსტის, თემატური ბმულებისა და დოკუმენტების ჩამონათვალის სანახავად.

მისია, ხედვა და ღირებულებებიტექსტური ინფორმაცია

მისია: შევქმნათ მოსწავლეთა ინტერესებსა და შესაძლებლობებზე ორიენტირებული, უსაფრთხო და პოზიტიური გარემო, რაც ხელს შეუწყობს მოაზროვნე, მოტივირებული, ტოლერანტი, მრავალმხრივად განვითარებული პიროვნების ჩამოყალიბებას, რომელიც გაიზიარებს ზოგადსაკაცობრიო იდეალებს და თავს დაიმკვიდრებს საზოგადოებაში. ხედვა: მუდმივი პროფესიული განვითარებით, უწყვეტი თანამშრომლობის პრინციპზე დაფუძნებითა და სასკოლო საზოგადოების აქტიური ჩართულობით ჩვენი სკოლა გახდება წარმატებული და მეტად მოთხოვნადი. ღირებულებები:  გუნდურობა  პროფესიონალიზმი;  ტოლერანტობა;  პასუხისმგებლობა;  გამჭვირვალობა;  თანასწორობა;  ადამიანის უფლებების პატივისცემა;  მონაწილეობის ვალდებულება და ინკლუზია.

სტრუქტურა
სტრატეგიული გეგმაგეგმა და შესრულების ანგარიში

გეგმა

სსიპ ქალაქ გორის №5 საჯარო სკოლის სტრატეგიული გეგმა არის დოკუმენტი, რომელიც აღწერს სკოლის მისიას, ხედვას და ღირებულებებს; სტრატეგიულ მიზნებს/ამოცანებსა და მათი მიღწევის გზებს. სტრატეგიული გეგმა ხელს უწყობს სკოლის სტრუქტურული ერთეულების შეთანხმებულ და ეფექტიან მუშაობას, დადგენილ ვადებში სტრატეგიული მიზნების მიღწევას და საქმიანობის შეფასებას. სტრატეგიული გეგმა ორიენტირებულია გაუზიაროს სკოლის ხედვა, მისია და ღირებულებები ყველა დაინტერესებულ მხარეს (მოსწავლე, მასწავლებელი, მშობელი, თემი), ხელი შეუწყოს ეფექტურ კომუნიკაციას. სტრატეგიული გეგმის შემუშავების მიზნით, სკოლის დირექტორის ბრძანების საფუძველზე, შეიქმნა სტრატეგიული დაგეგმვის ჯგუფი საგნობრივი კათედრების, მოსწავლეთა თვითმმართველობის წარმომადგენლებისა და მოსწავლეთა მშობლების მონაწილეობით. ჯგუფმა, პედაგოგიური საბჭოსთან ერთად, მოამზადა სკოლის არსებული მდგომარეობის SWOT ანალიზი. მის შედეგებზე დაყრდნობით განისაზღვრა სკოლის განვითარების სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, ჩამოყალიბდა სტრატეგიული მიზნები.

წლიური სამოქმედო გეგმაგეგმა და შესრულების ანგარიში

გეგმა

სსიპ ქალაქ გორის N5 საჯარო სკოლის ერთწლიანი (2023-2024 წწ.) სამოქმედო გეგმა გამომდინარეობს სკოლის 7 - წლიანი სტრატეგიული გეგმიდან და პასუხობს სკოლის საჭიროებებს. მასში ჩაშლილია სკოლის განვითარების ძირითადი მიმართულებები, აქტივობების განხორციელების დრო და პასუხისმგებელი პირები.

პროგრამები და მხარდაჭერის სერვისებიტექსტური ინფორმაცია

სკოლაში შემუშავებულია და ხორციელდება სხვადასხვა სახის მხარდაჭერის სერვისები: ტრანზიციის გეგმა; ინტერვენციის გეგმა; მოსწავლეთა ინიციატივების მხარდაჭერის წესი; სსსმ პირთათვის საგანმანათლებლო სერვისების მიწოდების რეგულაციები; პერსონალის ადაპტაციის წესი; სასკოლო სასწავლო გეგმა; მოსწავლეთა ჩარიცხვის წესი.

ქცევის წესები და გასაჩივრების მექანიზმები1 დამატებითი მასალა

წინამდებარე სსიპ ქალაქ გორის N5 საჯარო სკოლის შინაგანაწესი ვრცელდება სკოლაში დასაქმებულ პირებზე, მოსწავლეებსა და მათ მშობლებზე/კანონიერ წარმომადგენლებზე, ასევე სკოლის ტერიტორიაზე მყოფ ნებისმიერ პირზე და სავალდებულოა შესასრულებლად.

დოკუმენტები

სსიპ ქალაქ გორის N5 საჯარო სკოლის შინაგანაწესი.pdf04/04/2024 13:59:10 · 0.18 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე
ინფრასტრუქტურატექსტური ინფორმაცია

სსიპ ქალაქ გორის N5 საჯარო სკოლა სრულად რეაბილიტირებულია ათასწლეულის გამოწვევის ფონდ - საქართველოს მიერ 2016 წელს.

ფინანსებიტექსტური ინფორმაცია

სსიპ ქალაქ გორის N5 საჯარო სკოლის სკოლის ბიუჯეტი შეადგენს - 1 286 099 ლარს. შრომის ანაზღაურება - 1 188 999 ლარი; კომუნალური გადასახადები - 53 500 ლარი; სოციალური დახმარება - 3 600; საპენსიო ფონდი - 2 000 ლარი; სხვა ხარჯები - 38 000 ლარი.