გორი, სოფ. ბნავისი
- სექტორი
- ქართული
- ცვლა
- 1
- საერთო ლიმიტი
- 25
- თავისუფალი ადგილი
- 23
- სსსმ ლიმიტი
- 3
- სსსმ თავისუფალი ადგილი
- 2
შიდა ქართლი · გორი · გორი, სოფელი ბნავისი
გახსენით სასურველი სექცია ტექსტის, თემატური ბმულებისა და დოკუმენტების ჩამონათვალის სანახავად.
მისია სკოლის მისია არის მოსწავლეთა პოტენციალის გამოვლენისა და რეალიზების ხელშეწყობა, რისი მეშვეობითაც ისინი ჩამოყალიბდებიან აქტიურ მოქალაქეებად და შეძლებენ საკუთარი წვლილი შეიტანონ საზოგადოებაში პოზიტიური ცვლილებების განხორციელებისა და განვითარებისათვის. სკოლის მისია თანხვედრაშია გაეროს მდგრადი განვითარების მეოთხე მიზანთან - ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობასთან. ხედვა 2030 წლამდე დაიგეგმება ისეთი გრძელვადიანი მიზნები და ამოცანები, რომელთა განხორციელებითაც სკოლა შეძლებს მოსწავლეთა სწავლის ხარისხის ამაღლებას, სოციალიზაციას და მოსწავლეთა კონტიგენტის გაზრდას, მოსწავლეთა არა მხოლოდ აკადემიურ სწავლებაზე, არამედ პიროვნულ განვითარებაზე ზრუნვას, ადამიანური რესურსების განვითარების -მასწავლებელთა პროფესიული განვითარების მხარდაჭერას, მოსწავლეთა კონტიგენტის გაზრდის შემდეგ სკოლის საშუალო საფეხურზე ზრუნვას. ღირებულებები თანამშრომლობა-გუნდური მუშაობა; პროფესიონალიზმი-ზრუნვა პროფესიულ განვითარებაზე; ღიაობა; ინოვაციურობა; აღიარება;
სტრატეგიული მიზნები: 1. ადამიანური რესურსის პროფესიული განვითარება; (2023-2030) 2. სწავლის ხარისხის ამაღლება და მოსწავლეთა სოციალიზაცია; (2023-2030) 3. მოსწავლეთა პიროვნულ განვითარებაზე ზრუნვა და მათთვის მრავალფეროვანი შესაძლებლობების ხელშეწყობა; (2023-2030) 4. მოსწავლეთა კონტიგენტის გაზრდა; (2023-2026) 5. სკოლის საშუალო საფეხურის მოპოვება; (2027-2030)
სსიპ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბნავისის საჯარო სკოლას 2021-2022 წლებში ჩაუტარდა საქართველოს მუნიციპალიტეტის ფონდის პროექტის ფარგლებში სრული რეაბილიტაცია.
სკოლის ბიუჯეტი შეადგენს - 346 566 ლარს შრომის ანაზღაურება - 244 360 საქონელი და მომსახურეობა - 18 960 კომუნალური ხარჯი - 27 200 ოფისის ხარჯი - 13 800 შენობის ინფრასტრუქტურის ხარჯი - 9 000 ლარი სხვა ხარჯი - 33 246 სულ ხარჯი - 346 566