გორი, სოფ. ბერშუეთი
- სექტორი
- ქართული
- ცვლა
- 1
- საერთო ლიმიტი
- 50
- თავისუფალი ადგილი
- 42
- სსსმ ლიმიტი
- 6
- სსსმ თავისუფალი ადგილი
- 6
შიდა ქართლი · გორი · გორი, სოფელი ბერშუეთი
გახსენით სასურველი სექცია ტექსტის, თემატური ბმულებისა და დოკუმენტების ჩამონათვალის სანახავად.
მისია: სსიპ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერშუეთის საჯარო სკოლა მშობლებთან და ადგილობრივ საზოგადოებასთან თანამშრომლობის საფუძველზე მიზნად ისახავს მასტიმულირებელ და უსაფრთხო გარემმოში თითოეული მოსწავლის აკადემიური,სოციალური და ფიზიკური მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას. სკოლის მიზანია განუვიტაროს მოზარდს უნარი,რომ სწორად განსაზღვროს საკუტარი ქვეყნის სახელმწიფოებრივი,კულტურული,ეკონომიკური და პოლიტიკური ინტერესები. მოზაარდმა უნდა იცოდეს რა ბუნებრივ გარემოში ცხოვრობს,როგორ სეინარჩუნოს და და ადიცვას იგი,ასევე სკოლამ უნდა განუვიტაროს საკომუნიკაციო უნარ-ჩვევები,(წერა,კითხვა,მეტყველება,მოსმენა)ასევე უნდა გამოვუმუშაოთ ადამიანის უფლებების დაცვისა და პატივისცემის უნარი,დამოუკიდებელ გადაწყვეტილებათა მიღების უნარ-ჩვევები,იყოს შემოქმედებითი,უნდა ჩამოვუყალიბოთ უწყვეტი განვიტარების,ახალი ცოდნის,მიღებული ცოდნის ტრანსფერის უნარი,ასევე ჩვევების დამოუკიდებლად შეძენის უნარი. სკოლას ყავდეს პროფესიონალი,მაღალკვალიფიციური კადრი,რომლებიც შეძლებენ თანამედროვე უნარ-ჩვევებიტა და საგნობრივ კომპეტენციებზე ,სტანდარტებზე დაყრდნობით შეძლონ მოსწავლეთა თვიღიზოლაცია. ხედვა: სკოლა,მისიიდან და მიზნებიდან გამომდინარე,ხელს უწყობს ურთიერთპატივისცემისა და თანასწორობის პრინციპების დაცვას,თანამშრომლობითი და შემოქმედებითი გარემოს შექმნას სკოლის საზოგადოების წევრებისათვის,ხელს შეუწყობს და ორგანიზებას გაუწევს სპორტულ,სახელოვნობო,საკლუბო აქტივობებსა და სასკოლო პროექტებს,რომლებშიც სხვადასხვა კლასის მოსწავლეები,მასწავლებლები და მსობლებიც იქნებიან ჩართულნი. სკოლის ღირებულებები: სკოლა უპირველეს ყოვლისა, ხელმძღვანელობს სასწავლო პროცესში ჩართული პირების საუკეთესო ინტერესებით და საქმიანობას წარმართავს შემდეგ ღირებულებებზე დაყრდნობით: • გამჭირვალობა: ჩვენი საქმიანობა, ხედვები და ღირებულებები საჯაროდაა ხელმისაწვდომი და წინასწარ ცნობილია ყველა დაინტერესებული პირისათვის, უზრუნველყოფილია სკოლის საქმიანობის შესახებ ინფორმაციის საჯაროობა. • მიუკერძოებლობა: ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ სკოლის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები შეესაბამება მოქმედ კანონმდებლობასა და ითვალისწინებს დაინტერესებულ მხარეთა საუკეთესო ინტერესებს. • თანამშრომლობა: ჩვენ ღია ვართ დაინტერესებულ მხარეებთან თანამშრომლობისათვის. კონსტრუქციულად განვიხილავთ სიახლეებს, წინადადებებს, განსხვავებულ პოზიციებსა და ორიენტირებულნი ვართ პრობლემების გადაჭრაზე. • ობიექტურობა: ჩვენ მიერ განხორციელებული შეფასებები, ეფუძნება ეროვნულ სასწავლო გეგმას და ფაქტობრივ გარემოებებს. დადგენილი პროცედურები მაქსიმალურად გამორიცხავს შეფასებაში მონაწილე პირების სუბიექტივიზმს. • განვითარება და ინოვაციურობა: სისტემატურად ვაფასებთ ჩვენს საქმიანობას და შეფასების შედეგებზე დაყრდნობით, ვგეგმავთ განვითარების ინოვაციურ გზებს. არ ვერიდებით სიახლეების დანერგვას.
სკოლის სტრუქტურა მოიცავს: დირექცია, პედაგოგიური საბჭო, სამეურვეო საბჭო, დისციპლინარული კომიტეტი, მოსწავლეთა თვითმართველობა. პედაგოგიური საბჭოსა მოსწავლეთა თვითმართველობას
სკოლის შესაძლებლობებისა და გარემოს შესწავლის (SWOT ანალიზი), მისიითა და ხედვით განსაზღვრული მიზნებისა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლება/მოვალეობების განხორციელებისათვის სსიპ - გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერშუეთის საჯარო სკოლას დაგეგმილი აქვს 2023-2030 წლებში იმუშაოს შემდეგი სტრატეგიული მიმართულებით: სასწავლო პროცესის ხარისხის ამაღლება; ადამიანური რესურსის განვითარება; მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესება; უსაფრთხო, ორგანიზებული და დისციპლინირებული გარემოს უზრუნველყოფა; სასკოლო საზოგადოების ჩართულობა; მოსწავლეთა მხარდაჭერის გაუმჯობესება; ორგანიზაციული განვითარება.
სსიპ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბბერშუეთის საჯარო სკოლამ 2023-2024 სასწავლო წლის სტრატეგიული გეგმის შედგენისას იხელმძღვანელა წინა სასწავლო წლის ერთწლიანი სამოქმედო გეგმის შფასებით. გარდა ამისა, გაითვალისწინა ახალი გამოწვევები და მეტი განვითარებისათვის გამოყო 6 ძირითადი მიმართულება. ესენია: სასწავლო პროცესის ხარისხის ამაღლება და მოსწავლეთა სოციალიზაცია; სასკოლო დოკუმენტაციის შემუშავება/განახლება და ორგანიზაციული განვითარება; მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესება; ადამიანური რესურსების პროფესიული განვითარება; მოსწავლეთა კონტიგენტის გაზრდა; მოსწავლეთა პიროვნულ განვითარებაზე ზრუნვა და მათთვის მრავალფეროვანი შესაძლებლობების ხელშეწყობა;
საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა; უსაფრთხოების ნორმების დაცვა; უსაფრთხოების ნორმების დაცვის მიზნით პრევენციული ღონისძიებების განხორციელება. სკოლაში სასწავლო პროცესი და ზოგადად აღზრდის სისტემა უნდა ეფუძნებოდეს სამართლიანობისა და ნდობის პრინციპებს. მოსწავლე უსაფრთხოდ და დაცულად უნდა გრძნობდეს თავს. სკოლაში შექმნილი უნდა იყოს ყველა პირობა, რათა დაკმაყოფილებული იყოს სასკოლო საზოგადოების ფიზიკური უსაფრთხოების მოთხოვნები. სკოლაში ფუნქციონირებს უსაფრთხოების მკაფიოდ შემუშავებული სისტემა, რომელშიც მოიაზრება მანდატურები, დარაჯები, ვიდეო კამერები, სახანძრო უსაფრთხოებისა ნორმების დაცვა, პრევენციული ღონისძიებები. სკოლამ უნდა მისცეს მოსწავლეებსა და თანამშრომლებს აუცილებელი ცოდნა კრიტიკულ სიტუაციებში ქცევის შესახებ და განუვითაროს შესაბამისი უნარ-ჩვევები.
სკოლის ბიუჯეტი შეადგენს - შრომის ანაზღაურება - საქონელი და მომსახურეობა - კომუნალური ხარჯი - ოფისის ხარჯი - შენობის ინფრასტრუქტურის ხარჯი - სხვა ხარჯი - სულ ხარჯი -