გორი, სოფ. ბერბუკი
- სექტორი
- ქართული
- ცვლა
- 1
- საერთო ლიმიტი
- 25
- თავისუფალი ადგილი
- 25
- სსსმ ლიმიტი
- 3
- სსსმ თავისუფალი ადგილი
- 3
შიდა ქართლი · გორი · გორი, სოფელი ბერბუკი
გახსენით სასურველი სექცია ტექსტის, თემატური ბმულებისა და დოკუმენტების ჩამონათვალის სანახავად.
სკოლა მიზნად ისახავს მოსწავლეების მომზადებას საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში ინტეგრაციისათვის. სკოლის მიზანია აღზარდოს მაღალი აკადემიური განათლების, ანალიტიკურად მოაზროვნე, მოტივირებული, კანონმორჩილი, ტოლერანტი, მრავალმხრივად განვითარებული პიროვნება, რომელიც შეძლებს როგორც სხვისი, ისე საკუთარი კულტურის წარმოჩენას, მიიღებს საერთაშორისო სტანდარტებთან მიახლოებულ ხარისხიან განათლებას, შეიტანს საკუთარ წვლილს საზოგადოების წინსვლასა და საქართველოს მსოფლიო ინტეგრაციაში. სკოლის მიზანია ხელი შევუწყოთ ჩვენს მოსწავლეებს ადრეული ასაკიდანვე გამოიმუშავონ დასწავლის უნარ-ჩვევები, რათა დამოუკიდებლად თუ სხვებთან ერთად შეძლონ ცოდნის შეძენა და გაღრმავება; სკოლის მიზანია მოსწავლეებმა განივითარონ ეფექტური კომუნიკაციის უნარები, რათა მოახერხონ თავდაჯერებულად და კრეატიულად თვითგამოხატვა სხვადასხვა კულტურულ და სოციალურ გარემოში. სკოლის ხედვაა: გახდეს წამყვანი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება , შეძლოს საკუთარი წარმატებული პრაქტიკის ეროვნულ დონეზე გაზიარება და სწავლების ყველა საფეხურზე განათლების მაღალი ხარისხის სასკოლო კურიკულუმების შეთავაზება, ასევე თანამედროვე მოთხოვნებისა და გამოწვევების შესაბამისად მოსწავლის თავისუფალ და წარმატებულ პიროვნებად ჩამოყალიბება. ღირებულებები: სიყვარული, თანადგომა, სამართლიანობა, ურთიერთპატივისცემა, პატრიოტიზმი, ერთგულება, პასუხისმგებლობა, თანამშრომლობა, ტოლერანტობა, თანასწორობა, განვითარებისკენ სწრაფვა.
სკოლის სტრუქტურა მოიცავს პედაგოგიურ საბჭოს, სამეურვეო საბჭოს, სკოლის დირექციას, მოსწავლეთა თვითმმართველობას და დისციპლინურ კომიტეტს. სკოლაში შეიძლება შეიქმნას სააპელაციო კომიტეტი. სასკოლო ცხოვრებაში აქტიურადაა ჩართული სკოლის თვითმმართველობა, რომელთა ინიციატივითა და თანამონაწილეობით უამრავი ღონისძიება ხორციელდება
სსიპ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერბუკის საჯარო სკოლის ბიუჯეტი შეადგენს 500 930 ლარს. შრომის ანაზრაურება - 500 930 ლარი. კომუნალური გადასახადები - 11 000 ლარი შენობის ინფრასტრუქტურის განვითარება - 50 000 ლარი სხვა ხარჯები - 65 175 ლარი