რეესტრში დაბრუნება
საჯარო სკოლა · EMIS მონაცემი

სსიპ - გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალდაბის საჯარო სკოლა

შიდა ქართლი · გორი · გორი, სოფელი ახალდაბა

რეესტრის კოდი#2136
მოსწავლე203
მასწავლებელი26
შენობა1
სკოლის პროფილი

ძირითადი ინფორმაცია

დირექტორი
ანნა შატაკიშვილი
სწავლების საფეხურები
დაწყებითი (1-6), საბაზო (7-9), საშუალო (10-12)
სწავლების სექტორი
ქართული
ავტორიზაციის დასაწყისი
ავტორიზაციის დასრულება
პირველკლასელთა მიღება

ადგილების მიმდინარე ინფორმაცია

გორი, სოფ. ახალდაბა

სექტორი
ქართული
ცვლა
1
საერთო ლიმიტი
50
თავისუფალი ადგილი
38
სსსმ ლიმიტი
6
სსსმ თავისუფალი ადგილი
6
EMIS-ის სრული ჩანაწერი

დამატებითი ინფორმაცია და დოკუმენტები

გახსენით სასურველი სექცია ტექსტის, თემატური ბმულებისა და დოკუმენტების ჩამონათვალის სანახავად.

მისია, ხედვა და ღირებულებები1 დამატებითი მასალა

სკოლის მისიაა: მივცეთ მოსწავლეებს შესაძლებლობა საკუთარი უნარების, ინტელექტუალური შესაძლებლობების სრულად გამოყენებით და სასკოლო საზოგადოების დახმარებით შექმნან მომავლის სკოლა სკოლის ხედვა: 2030 წლისთვის ჩვენი გამორჩეული თვისება-მამოტივირებელი გავლენა მოვახდინოთ მოსწავლეთა სწავლა სწავლების პროცესზე-საშუალებას მოგვცემს ჩამოვუყალიბოთ მოსწავლეებს თანამედროვე, კონკურენტულ სამყაროში ადაპტაციის, ტექნოლოგიური მიღწევების გათავისების უნარი და ტოლერანტი, პასუხისმგებლიანი ახალგაზრდის ჩამოყალიბებით დავიმკვიდროთ გამორჩეული ადგილი საქართველოს საუკეთესო 20 სკოლას შორის. სკოლის ღირებულებები: ინოვაციური, ინკლუზიური, მეგობრული და ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული გარემოს შექმნა; თანამშრომლობითი ურთიერთობით Სწრაფვა მუდმივი განვითარებისა და სრულყოფისაკენ; მოტივაციის ხელშეწყობა; გლობალური მოქალაქეობა და მუდმივი მაძიებლობა;

დოკუმენტები

მისიის, ხედვის, ღირებულებების და სტრატეგიული დაგეგმარების მეთოდოლოგიური დოკუმენტი-2025.docx23/01/2025 15:09:41 · 0.34 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე
სტრუქტურა1 დამატებითი მასალა

სკოლის სტრუქტურა მოიცავს პედაგოგიურ საბჭოს, სამეურვეო საბჭოს, სკოლის დირექციას, მოსწავლეთა თვითმმართველობას და დისციპლინურ კომიტეტს. სკოლაში შეიძლება შეიქმნას სააპელაციო კომიტეტი. სასკოლო ცხოვრებაში აქტიურადაა ჩართული სკოლის თვითმმართველობა, რომელთა ინიციატივითა და თანამონაწილეობით უამრავი ღონისძიება ხორციელდება . სსიპ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალდაბის საჯარო სკოლის სტრუქტურა ასეთია: 1. სკოლის სტრუქტურის სქემა 2. სამეურვეო საბჭო 3. დირექცია 3.1 .დირექტორი 3.2. დირექტორის მოადგილე 3.3.ბუღალტერი 4. ადმინისტრაცია და ტექ.პერსონალი 5. დისციპლინური კომიტეტი 6. პედაგოგიური საბჭო 7. ხარისხის განვითარებისა და პროფესიული მხარდაჭერის ჯგუფი 8. საგნობრივი კათედრები 9. მოსწავლეთა თვითმმართველობა 10. უსაფრთხოების მრჩეველთა საბჭო 11. სპეცმასწავლებელი 12. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირის ასისტენტი 13. სკოლის ექთანი

სტრატეგიული გეგმაგეგმა და შესრულების ანგარიში

დოკუმენტები

სტრატეგიული განვითარების გეგმა ..pdf05/12/2023 15:31:24 · 0.28 MB
კურიკულუმის -სასკოლო სასწავლო გ ეგმის განვითარების მეთოდოლოგია-2025.docx23/01/2025 15:09:35 · 0.04 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე
წლიური სამოქმედო გეგმაგეგმა და შესრულების ანგარიში

დოკუმენტები

ერთწლიანი2025.pdf25/03/2025 12:53:36 · 11.57 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე
პროგრამები და მხარდაჭერის სერვისები9 დამატებითი მასალა

2023 წლის შემოდგფომიდან სკოლა ჩაერთო ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემიის მარათონში, თვითმმართველობის ინიციატივით შეიქმნა სასკოლო ეკო კლუბი "ნუზლი," რომელიც აქტიურად აგროვებს ნერგებს მარათონში უკეთესი შედეგების მისაღწევად. 2024 წლიდან ვიწყებთ პროექტის განხორციელებას სახელწოდებით "ჩემი სოფლის ორნამენტი" პროექტს აფინანსებს ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერია. პროექტი ითვალისწინებს სკოლის სოციალურად დაუცველი მოსწავლეებისთვის, ასევე სსსმ და სხვა მსურველი მოსწავლეებისთვის ხეზე კვეთის და მხატვრული დამუშავების წრის არსებობას, რომელსაც გაუძღვება ცნობილი და გამოცდილი მოწვეული სპეციალისტი. პროგრამა უფასო იქნება ნებისმიერი მოსწავლისთვის. პროექტის ფარგლებში სკოლა მიიღებს მონაწილეობას გამოფენა გაყიდვებში, სემოსული თანხით შესაძლებელი იქნება შევინარჩუნოთ პროექტის მდგრადობა. სკოლას ჰყავს ექთანი, რომელიც საჭიროების შემთხვევაში შესაბამის დახმარებას უწევს მოსწავლეებს. აღსანიშნავია, რომ მრავალფეროვანი კლუბების შეთავაზებით, სკოლა მიზნად ისახავს, მოსწავლეებს მისცეს მათი პოტენციალის აღმოჩენის და განვითარების საშუალება, ციფრული, სახელოვნებო, სპორტული თუ სხვა მიმართულებით. სკოლაში ფუნქციონირებს STEM კლუბი, რომელიც ერთვება სხვადასხვა სახის რაიონულ თუ რესპუბლიკურ აქტივობებში.მოქმედებს ასევე წიგნის მკითხველთა კლუბი, რომელიც ახორციელებს ბევრ საინტერესო აქტივობას. 2023 წლის ნოემბრიდან სკოლას აქვს მოსწავლეთა მიერ შექმნილი სკოლის ლოგო, რომელიც მოსწავლეთა თვითმმართველობის სურვილით კონკურსის წესით შეირჩა. 2024 წლის ივნისიდან სკოლის მასწავლებლებს შეუძლიათ ისარგებლონ ფიტპასით, რომელიც მათ ცხოვრებას ჯანსაღს, მოქნილს და უფრო ხალისიანს გახდის. სკოლაში მუშაობს სტემ კლუბი "ჩხირკედელა", რომლის ხელმძღვანელია ფიზიკის მასწავლებელი, ქალბატონი ლალი მურადაშვილი. ინკლუზიური განათლება:სკოლა სსსმ მოსწავლეთათვის შეთავაზებულ სერვისისთან ერთად სხვადახვა დარღვევის მქონე მოსწავლეებს სთავაზობს ინტეგრირებული კლასის სერვისით მომსახურებას, რომელშიც ირიცხება 2025-26 სასწავლო წლისთვის 10 სსსმ მოსწავლე. მათთან მუშაობს 2 სპეციალური მასწავლებელი, 2 სსსმ პირის ასისტენტი . სკოლის რესურს ოთახში შექმნილია ყველა აუცილებელი პირობა, რაც სსსმ მოსწავლეთათვის სსასკოლო პროცესში აქტიურ ჩართვასთანაა დაკავშირებული. ქვემოთ იხილეთ სკოლის მასწავლებელთა მონაცემები! 1. ანნა შატაკიშვილი- სკოლის დირექტორი, გერმანული და ინგლისური ენების მასწავლებელი; (მენტორი) 2. მზია ბურჯანაძე-ბიოლოგიის მასწავლებელი; (უფროსი) 3. მარეხ გიორგაშვილი-ბუღალტერი, მათემატიკის მასწავლებელი (უფროსი) 4. სესილი თანდიაშვილი-სპეც.მასწავლებელი (უფროსი) 5. ანა თინიკაშვილი-რუსულის მასწავლებელი (უფროსი) 6. მარინე კარელიძე-ისტორია-სამოქალაქო განათლების მასწავლებელი (წამყვანი) 7. ნანა კარელიძე-საქმის მწარმოებელი, ისტ-ის მასწავლებელი; 8. ოლია კოპაძე-მათემატიკის მასწავლებელი (უფროსი); 9. მზია ლომიძე -ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი (წამყვანი); 10. მაკა მაისურაძე-ინგლისური ენის მასწავლებელი (უფროსი); 11. დარეჯან მდინარიძე-ბუნებისმეტყველების (დაწყებითი) მასწავლებელი (უფროსი); 12. თეა მდინარიძე -ბიბლიოთეკარი; 13. ლია მდინარიძე-ხელოვნების მასწავლებელი (უფროსი); 14. მაია მდინარიძე- მათემატიკის (დაწყებითი) მასწავლებელი (უფროსი); 15. ლალი მურადაშვილი-ფიზიკისა და ისტ-ის მასწავლებელი (წამყვანი); 16. მზია ნებისაძე-მუსიკის მასწავლებელი (უფროსი); 17. დალი პაპუაშვილი- მათემატიკის, დაწყებითისა და სპორტის მასწავლებელი (წამყვანი); 18. ინგა როსტომაშვილი-სკოლის დირექტორის მოადგილე, დაწყებითისა და მათემატიკის მასწავლებელი (წამყვანი); 19. მზევინარ როსტომაშვილი-სპეც მასწავლებელი (უფროსი); 20. ქეთევან სახუგაშვილი -მათემატიკის(დაწყებითი) მასწავლებელი (უფროსი); 21. მაგული სეხნიაშვილი-ისტორიისა და სამოქალაქო განათლების მასწავლებელი (წამყვანი); 22. ნათია სეხნიაშვილი-ქიმიისა და ბიოლოგიის მასწავლებელი (წამყვანი); 23. სოფიო ტუსიაშვილი-სამოქალაქო განათლებისა და გეოგრაფიის მასწავლებელი (უფროსი); 24. თამარ ყულიაშვილი-ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი (წამყვანი); 25. იოსებ ყულიაშვილი-სპორტის მასწავლებელი (უფროსი); 26. ანა ჯებისაშვილი-ინგლისურის მასწავლებელი (უფროსი); 27. კობა ზარხოზაშვილი-დარაჯი; 28. ვეფხვია მდინარიძე-დარაჯი, ცეცხლფარეში; 29. მერი როსტომაშვილი-დამლაგებელი; 30. ნანი სეხნიაშვილი-დამლ;აგებელი; 31. ნანა მურადაშვილი-დამლაგებელი; 32.თამთა ყულიაშვილი-ექთანი; 33. ჯუნა ჯავახიშვილი-სპეც. ასისტენტი; 34. მარიამ გოგიჩაშვილი-სპეც.ასისტენტი; 35. ლია ფარეხელაშვილი-მნე;

დოკუმენტები

Ganacxadis_Porma_N1_Tanadapinanseba.docx19/03/2024 14:34:18 · 0.05 MB
მემო-ვარიანი.pdf07/04/2025 14:15:22 · 1.14 MB
მემო-განთიადი.pdf07/04/2025 14:15:22 · 0.73 MB
შინდისი-მემორანდუმი.pdf07/04/2025 14:15:22 · 0.78 MB
საქაშეთი-მემორანდუმი.pdf07/04/2025 14:15:22 · 0.75 MB
CV-ანნა შატაკიშვილი...docx29/09/2025 11:10:12 · 0.1 MB
CV-მზია ბურჯანაძე.docx29/09/2025 11:10:13 · 0.4 MB
თანხმობა პერს.მონცემების დამუშავებაზე.pdf04/12/2025 09:35:57 · 1.11 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე
ქცევის წესები და გასაჩივრების მექანიზმები3 დამატებითი მასალა

სკოლას აქვს შინაგანაწესი, ასევე ბიბლიოთეკის მუშაობის დებულება. ქცევის წესების დაცვა და შენარჩუნება სასკოლო საზოგადოების ყველა წევრისთვის სავალდებულოა

დოკუმენტები

შინაგანაწესი-მოქმედი2024.pdf28/11/2024 12:32:54 · 0.23 MB
ბიბლიოთეკის დებულება (2) (1).pdf28/11/2024 12:32:54 · 0.12 MB
ჩარიცხვის,სტატუსის შეჩერებისა და აღდგენის წესი.pdf17/03/2025 16:02:14 · 9.97 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე
ინფრასტრუქტურა1 დამატებითი მასალა

სკოლა აშენდა 1978 წელს და ამავე წელს მიიღო პირველი მოსწავლეები. სკოლას აქვს დიდი სამ სართულიანი შენობა, რომელიც გათვლილია დაახლოებით 300 მოსწავლეზე. სკოლას ჰქონდა დიდი სპორტული დარბაზი, რომელიც ამჟამად ამორტიზებულია და ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით ექვემდებარება დემონტაჟს. მიმდინარეობს მოლაპარაკებები და დოკუმენტაციის წარმოება ამ საკითხზე და დემონტაჟი იგეგმება მომდევნო წლების პერიოდში. სკოლაში არის კომპიუტერული ლაბორატორია, სადაც სასკოლო საზოგადოებას აქვს შესაძლებლობა იმუშაოს და გამოიყენოს კომპიუტერული ტექნიკა სურვილისამებრ. ყველა კათედრას, ბიბლიოთეკას, რესურს ოთახს აქვს თავისი ლეპტოპი, სკოლა აღჭურვილია ინტერნეტ კავშირით და რადიო ხაზით, რომლის აქტიური ამოქმედება იგეგმება 2025 წლის იანვრიდან. მიმდინარე პროექტების ინიციატორია სკოლის თვითმმართველობა. სკოლას აქვს დიდი და გამწვანებული ეზო, რომელსაც სისტემატიური მოვლა სჭირდება. მიმდინარე სასწავლო წლის შემოდგომაზე მერიის მხარდაჭერით დაირგო 35 ძირი სხვადასხვა ბუჩქოვანი და ფოთლოვანი მცენარე, მიმდინარე წელს მოსწავლეთა თვითმმართველობის აქტიური ჩართულობით რამდენჯერმე დასუფთავდა სკოლის ეზო და სარდაფი, გაზაფხულზე დაგეგმილია ეზოში ყვავილების დარგვა და მიწის გაფხვიერება. სარემონტოა სკოლის მთლიანი შენობა, ღობე და ეზო.

ფინანსები1 დამატებითი მასალა

მიბმულ ფაილებში იხილავთ სრულ ინფორმაციას დირექტორის მიერ 2023 წლის 10 დეკემბრისთვის გაკეთებულ ფინანსურ ანგარიშს.

დოკუმენტები

10 დეკემბრის ფინანსურიანგარიში, 2023ახალდაბა.doc19/03/2024 14:38:22 · 0.07 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე