გორი, სოფელი არბო
- სექტორი
- ქართული
- ცვლა
- 1
- საერთო ლიმიტი
- 25
- თავისუფალი ადგილი
- 25
- სსსმ ლიმიტი
- 3
- სსსმ თავისუფალი ადგილი
- 3
შიდა ქართლი · გორი · გორი, სოფელი არბო
გახსენით სასურველი სექცია ტექსტის, თემატური ბმულებისა და დოკუმენტების ჩამონათვალის სანახავად.
სკოლის მისიაა აღვზარდოთ წიგნიერი, კრიტიკულად მოაზროვნე, შემოქმედებითი, ჯანსაღი, სამართლიანი და კომუნიკაბელური პიროვნება, რომელიც ორიენტირებულია ეროვნულ და საკაცობრიო ღირებულებებსა და ფასეულობებზე, რომელიც შეძლებს საკუთარი შესაძლებლობებისა და ინტერესების მაქსიმალურად რეალიზებას. სკოლის ხედვა სსიპ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ არბოს საჯარო სკოლა იქნება ერთ-ერთ წარმატებული, კონკურენტუნარიანი საგანმანათლებლო დაწესებულება. სკოლა ორიენტირებულია თითოეული მოსწავლის შესაძლებლობების, პოტენციალისა და განსაკუთრებული ნიჭის გამოვლენასა და მაქსიმალურად განითარებაზე. კარგად გვაქვს გაცნობიერებული, ის, რომ ყველა ბავშვს აქვს განსხვავებული შესაძლებლობები და განვითარების განსხვავებული პოტენციალი, ამიტომ სკოლა ზრუნავს, თითოეულმა მოსწავლემ შეიგრძნოს, დაინახოს და გამოავლინოს სკუთარი შესაძლებლობები. სკოლა ორიენტირებულია მოსწავლეები აღზარდოს ისეთ მოქალაქეებად, რომლებიც თავიანთ პროფეციულ ცოდნასა და უნარ-ჩვევებს გამოიყენებენ ქვეყნისა და კაცობრიობის საკეთილდღეოდ. სკოლის ღირებულება: • კანონის უზენაესობა; • უსაფრთხოება; • მუდმივი სწრაფვა განვითარებისაკენ; • პროფესიონალიზმი, საქმის სიყვარული და ერთგულება; • ურთიერთთანამშრომლობა და გუნდური მუშაობა;
სკოლის სტრუქტურა სკოლის სტრუქტურა მოიცავს: სამეურვეო საბჭოს, მოსწავლეთა თვითმართველობას, დირექციას, ადმინისტრაციას, ტექნიკურ პერსონალს, პედაგოგიურ საბჭოს, საგნობრივ კათედრებს, დიცწიპლინარულ კომიტეტსა და მრჩეველთა საბჭოს.
სსიპ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ არბოს საჯარო სკოლას აქვს შინაგანაწესი შემუშავებული და შეთანხმებული სასკოლო საზოგადოებასთან და დამტკიცებული სამეურვეო საბჭოს მიერ. რომლის დაცვისა და აღსრულების უზრუნველსაყოფად იგი გაზიარებულია სასკოლო საზოგადოებისათვის.
სსიპ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ არბოს საჯარო სკოლის ბიუჯეტი შეადგენს - 382354 ლარს. შრომის ანაზღაურება - 327230ლარი; კომუნალური გადასახადები - 17297 ლარი; სოციალური დახმარება და საპენსიო ფონდი - 11846 ლარი; სხვა ხარჯები - 13258ლარი.