ქ. რუსთავი/მაჩაბელის ქ. №3
- სექტორი
- ქართული
- ცვლა
- 1
- საერთო ლიმიტი
- 125
- თავისუფალი ადგილი
- 16
- სსსმ ლიმიტი
- 13
- სსსმ თავისუფალი ადგილი
- 10
ქვემო ქართლი · რუსთავი · რუსთავი, მაჩაბლის ქ. №3
გახსენით სასურველი სექცია ტექსტის, თემატური ბმულებისა და დოკუმენტების ჩამონათვალის სანახავად.
სკოლის მისია: ქალაქ რუსთავის N7 საჯარო სკოლა ემსახურება კონკურენტუნარიანი, მუდმივ განვითარებაზე ორიენტირებული გარემოს შექმნას,რომელიც მოამზადებს განათლებულ, კრიტიკულად და შემოქმედებითად მოაზროვნე, მაღალი მოქალაქეობრივი თვითშეგნების მქონე პიროვნებას, რომელიც ეროვნულ ფასეულობებზე დაყრდნობით ინტეგრირებული იქნება საერთაშორისო სივრცესთან. სკოლის ხედვა: ჩვენი სკოლის მიზანია მოსწავლეებსა და მასწავლებლებს ჰქონდეთ თანადროული განათლების მიღების შესაძლებლობა. სკოლაში მოსწავლეები მოდიოდნენ სიხარულით, სწავლობდნენ ხალისით, სკოლას ამთავრებდნენ დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის საჭირო უნარ-ჩვევებითა და მაღალი სააზროვნო უნარებით; იზიარებდნენ და პატივს სცემდნენ ეროვნულ და მსოფლიო ღირებულებებს. შეძლონ საკუთარი ცოდნისა და ქცევის მართვა, პროფესიული არჩევანის გაკეთება. მასწავლებლებლები საქმიანობდნენ ენთუზიაზმით, მშობლებთან ჰქონდეთ პარტნიორული ურთიერთობები. ყოველწლიურად იზრდებოდეს ლიდერ მასწავლებელთა რიცხვი. ჩვენი ყოველდღიური საზრუნავია სახელმწიფოს მდგრადი განვითარებისადმი სასწავლო პროცესის მონაწილეთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის ჩამოყალიბება. ციფრული ეპოქის შესაბამისი გარემოს შექმნა და ადეკვატურად გამოყენების უნარების განვითარება. სკოლის ღირებულებები: • პასუხისმგებლობა • პროფესიონალიზმი და ენთუზიაზმი • ნდობა და თანამშრომლობა • ურთიერთპატივისცემა • გამჭირვალობა: • ობიექტურობა: • განვითარება და ინოვაციურობა:
სკოლას აქვს ორგანიზაციული სტრუქტურა, რომელიც არის საქმიანობის დაგეგმვის ეფექტური საშუალება.სასკოლო საზოგადოების თითოეულმა წარმომადგენელმა იცის საკუთარი საქმიანობა და განსაზღვრულია მისი როლი. სტრუქტურულ ერთეულებს შორის თანამშრომლობითი ურთიერთობები განსაზღვრავს სკოლის წარმატებულ მუშაობას.
სკოლა მოსწავლეებს სთავაზობს მრავალფეროვან მხარდამჭერ სერვისებს კლუბების,სასწავლო და სოციალური პროექტების სახით.
სკოლის შინაგანაწესი განხილული და შემუშავებულია სასკოლო საზოგადოების ჩართულობით.