რუსთავი, კონსტიტუციის ქ. №17
- სექტორი
- ქართული
- ცვლა
- 1
- საერთო ლიმიტი
- 50
- თავისუფალი ადგილი
- 43
- სსსმ ლიმიტი
- 6
- სსსმ თავისუფალი ადგილი
- 6
ქვემო ქართლი · რუსთავი · რუსთავი, კონსტიტუციის ქ. №17
გახსენით სასურველი სექცია ტექსტის, თემატური ბმულებისა და დოკუმენტების ჩამონათვალის სანახავად.
სსიპ - ქალაქ რუსთავის №3 საჯარო სკოლის მისიაა ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების მქონე, თავისუფლად მოაზროვნე, ტოლერანტი თაობების აღზრდა, თითოეული მოსწავლის ინტერესსა და შესაძლებლობებზე, სწავლების შედეგსა და უნარ-ჩვევებზე ორიენტირება, მოსწავლეთა დამოუკიდებელი და კრიტიკული აზროვნების განვითარების ხელშეწყობა და პატივისცემა, მორალური, ზნეობრივი და ჯანსაღი ქცევის ნორმების დამკვიდრება, საინფორმაციო ტექნოლოგიური საშუალებების პრაქტიკულად გამოყენების უნარ-ჩვევებისა და პრაგმატულად მოაზროვნე პიროვნებების ჩამოყალიბებაზე პასუხისმგებლობა. რუსულ სექტორზე, ეთნიკური უმცირესობების მოსწავლეების ქართული ენის სრულყოფილად შესწავლაში დახმარება. დაწყებითი საფეხურის მისიაა: ა) საგანთა თანამიმდევრული სწავლა-სწავლების გზით მოსწავლის გონებრივი, ფიზიკური, ემოციური და სოციალური განვითარების ხელშეწყობა; ბ) საბაზისო უნარების - წიგნიერებისა და რაოდენობრივი წიგნიერების განვითარების ხელშეწყობა; გ) სასკოლო გარემოსა და სწავლის მიმართ დადებითი დამოკიდებულების ჩამოყალიბება, ცნობისმოყვარეობის ცოდნისმოყვარეობაში გადაზრდა და მოსწავლის მომზადება საბაზო საფეხურისთვის. საბაზო საფეხურის მისიაა: საგანთა სწავლა-სწავლების საფუძველზე მყარი, დინამიკური და ფუნქციური ცოდნის კონსტრუირება, მოსწავლის ინტერესებისა და მიდრეკილებების გამოვლენა, მოსწავლის დამოუკიდებელი სწავლის უნარისა და შრომისუნარიანობის განვითარება, აქტიური მოქალაქის ფორმირების ხელშეწყობა და საფუძველების შექმნა განათლების მომდევნო საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის ან შრომითი საქმიანობისთვის. საშუალო საფეხურის მისიაა: ა) საგანთა გაღრმავებული სწავლების გზით სისტემური ცოდნის კონსტრუირება; ბ)მოაზროვნე, მაძიებელი, ახლის შემოქმედი, წიგნიერი, ინფორმირებული და პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე მოქალაქის ჩამოყალიბება, რომელსაც შეუძლია გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღება, საკუთარი მიღწევების გამოყენება ახალი მატერიალური, ინტელექტუალური, თუ სულიერი ღირებულებების შესაქმნელად.