რუსთავი, გ. ნიკოლაძის ქ. №6
- სექტორი
- ქართული
- ცვლა
- 1
- საერთო ლიმიტი
- 100
- თავისუფალი ადგილი
- 21
- სსსმ ლიმიტი
- 11
- სსსმ თავისუფალი ადგილი
- 9
ქვემო ქართლი · რუსთავი · რუსთავი, გ. ნიკოლაძის ქ. №6
გახსენით სასურველი სექცია ტექსტის, თემატური ბმულებისა და დოკუმენტების ჩამონათვალის სანახავად.
სსიპ შოთა რუსთაველის სახელობის ქალაქ რუსთავის N2 საჯარო სკოლის მისია უსაფრთხო და კეთილგანწყობილი სასწავლო გარემოს ფორმირება; შედეგზე ორიენტირებული სასწავლო პროცესის ორგანიზება; თანამედროვე პედაგოგიური ტექნოლოგიებისა და მეთოდოლოგიების დანერგვა სასწავლო და საგაკვეთილო პროცესში; საგანმანათლებლო და სააღმზრდელო მუშაობის ინტეგრაცია; მოზარდის სულიერი, კულტურული, სოციალური და პიროვნული ზრდისთვის ჰარმონიული და ეფექტური გარემოს შექმნა; მოზარდის ინტელექტუალური პოტენციალის გამოვლენა და განვითარება; ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება; სკოლის საქმიანობის აგება ზოგადსაკაცობრიო და ეროვნული ტრადიციებისა და ღირებულებების გათვალისწინებით; ინტელექტუალური და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის ფორმირება და მუდმივი სრულყოფა; სსიპ შოთა რუსთაველის სახელობის ქალაქ რუსთავის N2 საჯარო სკოლის ხედვა 2030 წლამდე ჩვენ შევძლებთ, უსაფრთხო, პოზიტიურ ინკლუზიურ გარემოში პროფესიონალთა გუნდის მიერ დემოკრატიულ ღირებულებებზე დაფუძნებით და მოსწავლეთა პოტენციალის მაქსიმალური გამოყენებით ხელი შევუწყოთ ისეთი თაობების აღზრდას, რომლებიც შეძლებენ თვითრეალიზებას და პოზიტიური ცვლილებების გახორციელებას მუდმივად განვითარებად სამყაროში. სსიპ შოთა რუსთაველის სახელობის ქალაქ რუსთავის N2 საჯარო სკოლის ღირებულებები სკოლა უპირველეს ყოვლისა, ხელმძღვანელობს სასწავლო პროცესში ჩართული პირების საუკეთესო ინტერესებით და საქმიანობას წარმართავს შემდეგ ღირებულებებზე დაყრდნობით: გამჭირვალობა: ჩვენი საქმიანობა, ხედვები და ღირებულებები საჯაროდაა ხელმისაწვდომი და წინასწარ ცნობილია ყველა დაინტერესებული პირისათვის, უზრუნველყოფილია სკოლის საქმიანობის შესახებ ინფორმაციის საჯაროობა. მიუკერძოებლობა: ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ სკოლის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები შეესაბამება მოქმედ კანონმდებლობასა და ითვალისწინებს დაინტერესებულ მხარეთა საუკეთესო ინტერესებს. თანამშრომლობა: ჩვენ ღია ვართ დაინტერესებულ მხარეებთან თანამშრომლობისათვის. კონსტრუქციულად განვიხილავთ სიახლეებს, წინადადებებს, განსხვავებულ პოზიციებსა და ორიენტირებულნი ვართ პრობლემების გადაჭრაზე. ობიექტურობა: ჩვენ მიერ განხორციელებული შეფასებები, ეფუძნება ეროვნულ სასწავლო გეგმას და ფაქტობრივ გარემოებებს. დადგენილი პროცედურები მაქსიმალურად გამორიცხავს შეფასებაში მონაწილე პირების სუბიექტივიზმს. განვითარება და ინოვაციურობა: სისტემატურად ვაფასებთ ჩვენს საქმიანობას და შეფასების შედეგებზე დაყრდნობით, ვგეგმავთ განვითარების ინოვაციურ გზებს. არ ვერიდებით სიახლეების დანერგვას.
სსიპ შოთა რუსთაველის სახელობის ქალაქ რუსთავის N2 საჯარო სკოლის სტრუქტურა
2023-2030 წლების სტრატეგიული განვითარების გეგმა
2023-2024 სასწავლო წლის სამოქმედო გეგმა 2024-2025 სასწავლო წლის სამოქმედო გეგმა
2023-2024 სასწავლო წლის სასკოლო-სასწავლო გეგმა
სკოლის შინაგანაწესი ,ქცევის წესები და აპელაცია
სსიპ შოთა რუსთაველის სახელობის ქალაქ რუსთავის N2 საჯარო სკოლა
2024 წლის ბიუჯეტი