ქ. რუსთავი/გურამიშვილის ქ. №6
- სექტორი
- ქართული
- ცვლა
- 1
- საერთო ლიმიტი
- 75
- თავისუფალი ადგილი
- 32
- სსსმ ლიმიტი
- 8
- სსსმ თავისუფალი ადგილი
- 5
ქვემო ქართლი · რუსთავი · რუსთავი, დავით გურამიშვილის ქ. №6
გახსენით სასურველი სექცია ტექსტის, თემატური ბმულებისა და დოკუმენტების ჩამონათვალის სანახავად.
მისია სკოლის მისიაა, გავხდეთ ლიდერი სკოლა რეგიონის მასშტაბით გერმანული ენის გაძლიერებული სწავლებით, ვიმუშაოთ მსოფლიო დონის საგანმანათლებლო დაწესებულებებთან და მოვამზადოთ მოსწავლეები წარმატებული პროფესიული კარიერისთვის, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე. აღნიშნულის რეალიზება ურუნველყოფილი იქნება უსაფრთხო, პოზიტიურ და თანამშრომლობაზე ორიენტირებულ საგანმანათლებლო გარემოში. ხედვა: სკოლა 2030 წლამდე გახდება სივრცე, რომელიც ინტენსიური გერმანულენოვანი საგანმანათლებლო და სოციალური პროექტების განხორციელებით, კულტურული გაცვლებისა და თანამედროვე სწავლების მეთოდების გამოყენებით, უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების დამკვიდრებით, უზრუნველყოფს ევროპულ და გლობალურ სივრცეში კონკურენტუნარიანი, ლიდერი მოქალაქეების აღზრდას. ღირებულებები 1. ინკლუზიურობა და თანასწორობა - მრავალფეროვანი კულტურული გარემოს შექმნა, სადაც ყველა მოსწავლე იღებს თანაბარ შესაძლებლობებს. 2. ინოვაცია და კრიტიკული აზროვნება - თანამედროვე სასწავლო მეთოდების გამოყენება და დამოუკიდებელი აზროვნების განვითარება. 3. პასუხისმგებლობა და სამართლიანობა - ეთიკის რთიერთპატივისცემის და კულტურათაშორისი გაგების ხელშეწყობა. 4. თანამშრომლობა და საზოგადოებაზე ორიენტირება - მშობლებთან, მასწავლებლებთან და ადგილობრივ თუ საერთაშორისო პარტნიორებთან მჭიდრო კავშირი. 5. პატრიოტიზმი და გლობალური მოქალაქეობა - საკუთარი კულტურის დაფასება და გერმანულენოვანი სამყაროს ღირებულებების გაგება, ევროპულ სივრცეში აქტიური ჩართვის ხელშეწყობა. 2020 წლიდან სკოლა ქართველი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის, ლევან გოთუას სახელობისაა და სრულად იზიარებს იმ ღირებულებებს, რომელიც გაცხადებულია მწერლის შემოქმედებაში და მკაფიოდ იკითხება, ლევან გოთუას, როგორც უსაზღვროდ პატრიოტი, ახალგაზრდებისათვის სამაგალითო პიროვნების ბიოგრაფიაში.
სსიპ ლევან გოთუას სახელობის ქალაქ რუსთავის №17 საჯარო სკოლას აქვს 2023-2030 წლის 7 წლიანი სტრატეგიული გეგმა, რომელიც გამომდინარეობს ორგანიზაციის მისია, ხედვა, ღირებულებებიდან და აზუსტებს მას კონკრეტული სტრატეგული მიზნებით, ამოცანებითა და განხორციელების პერიოდით. ორგანიზაციის სტრატეგიული გეგმის შედგენისას გათვალისწინებულ იქნა სასკოლო საზოგადოების გამოკითხვის ანალიზის საფუძველზე გამოკვეთილი მომავალი პრიორიტეტები. მათ შორის, სკოლის შენობის რეაბილიტაცია და კეთილმოწყობა, სწავლა-სწავლების ხარისხის გაუმჯობესება, უსაფრთხო და პოზიტიური გარემოს შექმნა, პედაგოგიური პერსონალის განვითარება, გერმანული ენის გაძლიერებული სწავლება და საერთაშორისო პროექტებში მონაწილეობა. საჭიროებიდან გამომდინარე შესაძლოა განხორციელდეს სტრატეგიული მიზნების, ამოცანების, პრიორიტეტებისა და აქტივობების გადახედვა და აუცილებლობის შემთხვევაში განხორციელდება სტრატეგიული გეგმის ცვლილება.
სკოლის საქმიანობა აგებულია თითოეული მოსწავლის საჭიროებასა და მოთხოვნილებაზე, რათა მოსწავლეებმა შეძლონ სკოლაში მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება. სკოლას ჰყავს მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე მოსწავლეები და წარმატებული კურსდამთავრებულები. დიდი ყურადღება ეთმობა სკოლაში მოსწავლეთა არაფორმალურ განათლებას, მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართული სხვადასხვა პროექტებში, მოსწავლეთა ინტერესების გათვალისწინებით შექმნილია შემდეგი კლუბები: ქართული ენისა და ლიტერატურის კლუბი - ,,რიბირაბო" ისტორიის კლუბი: ,,მოგზაური გოთუელები" ,,გერმანული ენის კლუბი"
სკოლას შემუშავებული აქვს ქცევის წესი და აპელაციის მექანიზმები, რომელიც არეგულირებს სკოლაში მიმდინარე პროცესებს, უზრუნველყოფს სკოლაში ახალი პედაგოგებისა და მოსწავლეების ადაპტაციას; შემუშავებული აქვს მოსწავლეთა უფლებების დაცვისა და გასაჩივრების მექანიზმები, რომელიც მიმართულია მოსწავლის საუკეთესო ინტერესების დაცვისაკენ; სკოლა საქმიანობას ახორციელებს საზოგადოებასთან ურთიერთობის წესის შესაბამისად, რომელიც არეგულირებს, როგორც შიდა სასკოლო საზოგადოებასთან, ასევე დაინტერესებულ მხარეებთან ინფორმაციის გაზიარების მექანიზმებს; სკოლის მიერ შემუშავებული შინაგანაწესი უზრუნველყოფს სასწავლო-სააღმზრდელო პროცესის ორგანიზებას, განსაზღვრავს ამ პროცესის მონაწილეთა უფლება-მოვალეობებს, ასევე სკოლასა და მოსწავლეთა მშობლებს (კანონიერ წარმომადგენლებს) შორის ურთიერთობათა პირობებს.