რეესტრში დაბრუნება
საჯარო სკოლა · EMIS მონაცემი

სსიპ - ქალაქ თბილისის №219 საჯარო სკოლა

თბილისი · ისანი-სამგორი · თბილისი, ისანი-სამგორი, სოფელი წინუბანი, მშვიდობის ქუჩა №42

რეესტრის კოდი#2071
მოსწავლე290
მასწავლებელი28
შენობა1
სკოლის პროფილი

ძირითადი ინფორმაცია

დირექტორი
შალვა ხუციშვილი
სწავლების საფეხურები
დაწყებითი (1-6), საბაზო (7-9), საშუალო (10-12)
სწავლების სექტორი
ქართული
ავტორიზაციის დასაწყისი
09/06/2026
ავტორიზაციის დასრულება
09/06/2035
პირველკლასელთა მიღება

ადგილების მიმდინარე ინფორმაცია

თბილისი, ისანი-სამგორი, სოფ. წინუბანი

სექტორი
ქართული
ცვლა
1
საერთო ლიმიტი
75
თავისუფალი ადგილი
45
სსსმ ლიმიტი
8
სსსმ თავისუფალი ადგილი
7
EMIS-ის სრული ჩანაწერი

დამატებითი ინფორმაცია და დოკუმენტები

გახსენით სასურველი სექცია ტექსტის, თემატური ბმულებისა და დოკუმენტების ჩამონათვალის სანახავად.

მისია, ხედვა და ღირებულებები5 დამატებითი მასალა

დოკუმენტები

საშუალო საფ.კურიკულუმი.pdf09/02/2026 14:27:35 · 3.97 MB
საბაზო საფ.კურიკულუმი.pdf09/02/2026 14:27:35 · 3.95 MB
დაწყებითი საფ.კურიკულუმი.pdf09/02/2026 14:27:36 · 0.26 MB
სსგ 219 სკოლაN1 (კონცეპტუალური ნაწილი) 2025-2026.docx23/03/2026 08:31:29 · 7.37 MB
დანართი N 1 სსიპ ქალაქ თბილისის N219 საჯარო სკოლის ფილოსოფიის დოკუმენტი.pdf23/04/2026 10:48:58 · 0 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე
სტრუქტურა2 დამატებითი მასალა

სსიპ ქალაქ თბილისის N219 საჯარო სკოლის სტრუქტურა სტრუქტურა განსაზღვრულია „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის N448 ბრძანებით, რომლის შესაბამისად, სკოლის სტრუქტურა მოიცავს პედაგოგიურ საბჭოს, სამეურვეო საბჭოს, სკოლის დირექციას, მოსწავლეთა თვითმმართველობას და დისციპლინურ კომიტეტს, ასევე, სკოლაში შეიძლება შეიქმნას სააპელაციო კომიტეტი. სკოლის სტრუქტურული განაწილება დეტალურადაა წარმოდგენილი ელექტრონული სქემის საშუალებით. სკოლის სტრუქტურული ერთეულების დეტალური ფუნქციები მკაფიოდაა განსაზღვრული შრომითი ხელშეკრულებებით.

დოკუმენტები

სკოლის სტრუქტურული ერთეულების დებულება.pdf15/01/2026 10:40:51 · 0.09 MB
N219 სკოლის სტრუქტურა-სქემა.pdf15/01/2026 10:40:51 · 0.18 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე
სტრატეგიული გეგმაგეგმა და შესრულების ანგარიში

გეგმა

სსიპ ქალაქ თბილისის N219 საჯარო სკოლის სტრატეგიული დაგეგმვის სამუშაო ჯგუფის მიერ, სკოლის დირექციასა და სასკოლო საზოგადოების ჩართულობით და სტრატეგიული დაგეგმვის მეთოდოლოგიის გათვალისწინებით, 2023 წელს, შემუშავებული იქნა შვიდწლიანი სტრატეგიული გეგმა. სტრატეგიული გეგმის გათვალისწინებით შემუშავდა ერთწლიანი სამოქმედო გეგმა.

დოკუმენტები

სტრატეგიული დაგეგმვის მეთოდოლოგია სსიპ ქალაქ თბილისის N219 საჯარო სკოლა.pdf15/01/2026 10:45:48 · 0.52 MB
ანგარიში ერთწლიანი სამოქმედო გეგმის შესრულების 2024-2025.pdf25/03/2026 07:16:25 · 0.26 MB
დანართი N1 სსიპ ქალაქ თბილისის N219 სკოლის შვიდწლიანი 2023-2030 წ.წ. სტრატეგიული განვითარების გეგმა_კორექტირებული_პროექტი.pdf23/04/2026 10:47:01 · 0 MB
დანართი N2_N219 ერთწლიანი სამოქმედო გეგმა 2025-2026_კორექტირებული.pdf23/04/2026 10:47:01 · 0 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე
წლიური სამოქმედო გეგმაგეგმა და შესრულების ანგარიში

გეგმა

წლიური სამოქმედო გეგმა მოკლე ინფორმაცია სსიპ ქალაქ თბილისის N219 საჯარო სკოლის სტრატეგიული დაგეგმვის სამუშაო ჯგუფის მიერ, სკოლის დირექციასა და სასკოლო საზოგადოების ჩართულობით და სტრატეგიული დაგეგმვის მეთოდოლოგიის გათვალისწინებით, 2023 წელს, შემუშავებული იქნა შვიდწლიანი სტრატეგიული გეგმა სტრატეგიული გეგმის გათვალისწინებით შემუშავდა ერთწლიანი სამოქმედო გეგმა, სამოქმედო გეგმაში განსაზღვრულია სტრატეგიული მიზნებისა და ამოცანების შესაბამისი აქტივობები, შესრულების გაზომვადი ინდიკატორები, რეალისტური ვადები, პასუხისმგებელი პირები/სტრუქტურული ერთეულები და შესაბამისი რესურსები, რომელთა უზრუნველყოფაც მიღწევადია. ერთწლიანი სამოქმედო გეგმის შესაბამისი ინდიკატორები გვაძლევს საშუალებას დავადგინოთ რამდენად სრულყოფილად განხორციელდა გეგმით გათვალისწინებული აქტივობები. სკოლაში, ყველა სასწავლო წლის ბოლოს, სამეურვეო საბჭოს სხდომაზე ხდება ერთწლიანი სამოქმედო გეგმის შეჯამება. სამუშაო ჯგუფის ანგარიშების საფუძველზე სკოლის დირექტორი წარმოადგენს სამოქმედო გეგმის შესრულების ანგარიშს და ხორციელდება სამოქმედო გეგმის თითოეული ნაწილის განხილვა. განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ისეთ საკითხებს, რომლის შესრულებაც ვერ მოხერხდა, რათა მომავალი წლის სამოქმედო გეგმაში იქნას გათვალისწინებული.

დოკუმენტები

N219 ერთწლიანი სამოქმედო გეგმა 2025-2026.pdf15/01/2026 10:50:37 · 0.31 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე
პროგრამები და მხარდაჭერის სერვისები4 დამატებითი მასალა

მოსწავლეთა აღზრდისა და მხარდაჭერის სისტემები სსიპ ქალაქ თბილისის N219 საჯარო სკოლის ფილოსოფია (მისია, ხედვა, ღირებულებები) და სტრატეგია ორიენტირებულია მოსწავლეთა აღზრდისა და მხარდაჭერის სისტემების დახვეწასა და განვითარებაზე. მოსწავლეთა კანონიერი უფლებების დაცვა ხორციელდება სკოლის შინაგანაწესით და სკოლის მიერ შემუშავებული შიდა მარეგულირებელი დოკუმენტებით. ასევე სკოლაში შემუშავებულია ბავშვის მიმართ განხორციელებულ ძალადობასთან დაკავშირებული შიდა ინსტრუქცია/წესი, რომელიც არეგულირებს ოჯახში და მის გარეთ ბავშვის ძალადობის ყველა ფორმისაგან დაცვის მიზნით, ბავშვზე ძალადობის შემთხვევაში, სკოლის ეფექტური და სწრაფი რეაგირების მექანიზმებს, დირექტორის ბრძანებით განსაზღვრულია ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურების განხორციელებაზე უფლებამოსილი პირი. სასწავლო წლის დაწყებიდან არაუგვიანეს ერთი თვის ვადაში, სკოლა უზრუნველყოფს მოსწავლეთა უფლებებისა და წესების გაცნობას ყველა მოსწავლისათვის. დამრიგებელი სასწავლო წლის დასაწყისში, მოსწავლეებს და მათ მშობლებს/კანონიერ წარმომადგენლებს აცნობს სკოლის შინაგანაწესს, დამრიგებლის მუშაობის პრინციპებს, ქცევის კოდექსს, უსაფრთხოების წესებს და აფორმებს სკოლასა და მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს შორის საგანმანათლებლო მომსახურების ხელშეკრულებას. სკოლის დირექტორის ბრძანებით სკოლაში დაცულია მოსწავლეთა ჩარიცხვის, საფეხურის დაძლევის, მობილობის, სტატუსის შეჩერებისა და შეწყვეტის მექანიზმები, სკოლაში საჩივრისა და განცხადების წარდგენის წესი. კლასის დამრიგებლების მიერ მშობლებსა და მოსწავლეებს მიეწოდებათ ინფორმაცია წლის განმავლობაში გამოცხადებული კონკურსების, ოლიმპიადების, ღონისძიებებისა და სასკოლო ექსკურსიების შესახებ. მოსწავლეთა მშობლებს/კანონიერ წარმომადგენლებს დამრიგებლები აცნობენ სკოლის მიერ მიღებულ ყოველ ახალ გადაწყვეტილებას და სკოლის მიერ შეთავაზებული პროგრამების, სერვისების, აქტივობების, რესურსების შესახებ ინფორმაციას. სკოლა უზრუნველყოფს განათლების თანაბარ ხელმისაწვდომობას ყველა მოსწავლისათვის, მათ შორის სსსმ მოსწავლეებისთვის საჭირო სერვისების შეთავაზებას. სკოლას, დირექტორის ბრძანებით შემუშავებული აქვს სასკოლო გარემოსთან მოსწავლეთა ადაპტაციის მექანიზმი. ასევე სკოლის პრიორიტეტია მოსწავლეთა მხარდაჭერა, მომავალი პროფესიისა და კარიერული დაგეგმვის ხელშეწყობის მიმართულებით, რომლის ფარგლებში მოსწავლეები სტუმრობენ სხვადასხვა პროფესიულ კოლეჯებს, ეცნობიან პროფესიულ პროგრამებს, რაც ეხმარება მათ სამომავლო პროფესიის არჩევაში. ასევე სკოლა მოსწავლეებს ინფორმაციას აწვდის უნივერსიტეტების ღია კარის დღეების გამართვის, საგრანტო პროგრამებისა და სტიპენდიების შესახებ, რითაც ხელს უწყობს მოსწავლეებს კარიერული მიზნების დასახვაში. სკოლაში ჩარიცხული მოსწავლეების ადაპტაციის მიზნით სკოლას შემუშავებული აქვს მოსწავლეთა ადაპტაციის წესი, რაც მიზნად ისახავს დაეხმაროს მოსწავლეს შეეგუოს სასწავლო პროცესს და სასკოლო ცხოვრებას. დაამყაროს წარმატებული კომუნიკაცია სასკოლო საზოგადოებასთან და ჰქონდეს შესაძლებლობა მაქსიმალურად ჩაერთოს საგაკვეთილო პროცესში. აგრეთვე, აკადემიური სირთულეების მქონე მოსწავლეების მხარდასაჭერად სკოლაში შემუშავებულია რემედიაციის პროგრამა, რაც ხელს უწყობს მოსწავლეთა ინდივიდუალური სასწავლო შედეგების ხარისხის გაუმჯობესებას. ასევე აკადემიური მხარდაჭერის სერვისებია სასწავლო რესურსები/მასალები, რომლებიც ხელს უწყობს დამოუკიდებელ სწავლებასა და კვლევას. ემოციური და სოციალური მხარდაჭერის სერვისების სახით სკოლა სსსმ მოსწავლეებს სთავაზობს ინკლუზიური განათლების დამხმარე სპეციალისტის-ფსიქოლოგის მომსახურებას, რომელიც ეხმარება მოსწავლეებს სხვადასხვა ემოციური გამოწვევების გადალახვაში. სკოლა ზრუნავს სპეციალური განათლების მხარდაჭერის სერვისების განვითარებაზე. კერძოდ, გარემოს ადაპტაციას, ინდივიდუალური სასწავლო გეგმების შემუშავებას, ადაპტირებული სწავლების მეთოდების გამოყენებას, სპეციალური პედაგოგის, ფსიქოლოგისა და ასისტენტის მხარდაჭერას. ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის მხარდაჭერად სკოლა მოსწავლეებს სთავაზობს პირველადი დახმარების და ჯანმრთელობის მონიტორინგის სამედიცინო სერვისს, ასევე ჯანსაღი კვებისა და ფიზიკური აქტივობის პროგრამებს, ხოლო დისციპლინური და ქცევის მხარდაჭერის მიმართულებით მედეაციის გზით მოსწავლეებს ეხმარება კონფლიქტების მშვიდობიან გადაჭრასა და პოზიტიური ქცევების განვითარებაში.

დოკუმენტები

ხარისხის უზრუნველყოფის პოლიტიკა_219 სკოლა.pdf15/01/2026 11:01:22 · 0.1 MB
მოსწავლეთა-ადაპტაციის-წესი_219 სკოლა.pdf15/01/2026 11:01:23 · 0.12 MB
მოსწავლეთა ჩარიცხვის, საფეხურის დაძლევის, მობილობის, სტატუსის შეჩერებისა და შეწყვეტის წესი.pdf15/01/2026 11:01:23 · 0.24 MB
ბავშვის მიმართ განხორციელებულ ძალადობასთან დაკავშირებული შიდა ინსტრუქცია_219 სკოლა.pdf15/01/2026 11:01:23 · 0.17 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე
ქცევის წესები და გასაჩივრების მექანიზმები4 დამატებითი მასალა

მოსწავლის ქცევას სასკოლო დროს არეგულირებს სკოლის შინაგანაწესი, რომელიც შემუშავებულია საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად სკოლის დირექტორის ჩართულობით და დამტკიცებულია სამეურვეო საბჭოს მიერ. სკოლის შინაგანაწესით განსაზღვრულია მოსწავლეთა დისციპლინური გადაცდომები შესაბამისი პასუხისმგებლობის სახეები, მოსწავლის წახალისების ფორმები და გამოყენების წესი, ასევე სკოლაში ჩაცმულობისა და ტელეფონის გამოყენების წესები, სასწავლო პროცესის მარეგულირებელი ფორმები, მოსწავლის მატერიალური პასუხისმგებლობისა და განცხადებისა და საჩივრების განხილვის წესები. თითოეული მოსწავლე და მისი მეურვე ვალდებულია იცნობდეს და იცავდეს სკოლის შინაგანაწესს. სკოლა ვალდებულია ყოველდღიურად იზრუნოს თითოეული მოსწავლის უფლებების დაცვაზე, გააცნოს მათ საკუთარი უფლებები და სკოლის მიერ დადგენილი წესები, რასაც სკოლა კლასის დამრიგებლის საშუალებებით ახორციელებს მოსწავლეთა ასაკობრივი თავისებურებების გათვალისწინებით სხვადასხვა პოზიტიური ფორმით. სკოლის დირექტორის ბრძანებით დამტკიცებულია სკოლაში განცხადებისა და საჩივრის განხილვის წესი. სკოლის ყველა მოსწავლემ და მისმა მეურვემ რომელსაც სურს სკოლას მიმართოს განცხადებით/საჩივრით უნდა დაიცვას აღნიშნული წესით გათვალისწინებული ნორმები. ამ წესით განსაზღვრული მოსწავლის უფლებები, ვალდებულებები და ქცევის წესები ვრცელდება სკოლის ყველა მოსწავლეზე.

დოკუმენტები

შინაგანაწესი 2025.pdf15/01/2026 11:05:48 · 0.27 MB
მოსწავლის ქცევის წესები და აპელაციის მექანიზმი.pdf15/01/2026 11:05:48 · 0.08 MB
კანონიერი უფლებების დაცვა_219 სკოლა.pdf15/01/2026 11:05:48 · 0.2 MB
განცხადებისა და საჩივრების განხილვის წესი_219 სკოლა.pdf15/01/2026 11:05:48 · 0.12 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე
ინფრასტრუქტურა1 დამატებითი მასალა

მატერიალური რესურსი და ინფრასტრუქტურა სკოლის სრული ტერიტორია შეადგენს 4129 კვადრატულ მეტრს. სკოლის სამივე სართულზე 41 ოთახია, აქედან 16 საკლასო ოთახი, 5 სანიტარული კვანძი, 2 კაბინეტ-ლაბორატორია, 1 რესურს ოთახი, ექიმის კაბინეტი, მანდატურის ოთახი, 1 ბიბლიოთეკა, 1 სასადილო ოთახი, 2 ადმინისტრაციის ოთახი, 1 სამასწავლებლო, 1 მუსიკის ოთახი, 1 საწყობის ოთახი, 1 სპორტული დარბაზი (2 გასახდელი, 3 სათავსო), 1 სააქტო დარბაზი, 1 საწყობი, 1 დამლაგებლების ოთახი. სკოლის შენობას 2014-2015 წელს, ინფრასტრუქტურული სამუშაოების ფარგლებში ნაწილობრივ რეაბილიტირდა სკოლის სახურავი. ფასადს და ინტერიერს, სკოლის ხარჯებით ჩაუტარდა კოსმეტიკური რემონტი. საკლასო ოთახები, სველი წერტილები, დერეფნები, კიბის უჯრედები, და ფოიე, ასევე, სკოლის ხარჯებით მოწესრიგდა კოსმეტიკურად. 2012 წელს განხორციელდა კარ-ფანჯრის შეცვლა, რომელიც უკვე მოძველებულია, 2013 წელს დამონტაჟდა გათბობის სისტემა, იატაკი არასდროს შეკეთებულა, მხოლოდ იღებება სკოლის ძალებით. განათების სისტემა შეიცვლა 2016 წელს, სკოლის ძალებით მოწესრიგდა ავტომატური დენის კოლოფი, ხშირი გამორთვების აღმოსაფხვრელად. საგანმანათლებლო მატერიალური გარემო ნაწილობრივ აკმაყოფილებს მოთხოვნებს. სკოლაში ფუნქციონირებს სამედიცინო კაბინეტი, რომელიც აღჭურვილია პირველადი დახმარების სრულყოფილი აღჭურვილობით, რაც უზრუნველყოფს ჯანმრთელობის საგანგებო და ყოველდღიური შემთხვევების დროულ და ეფექტურ რეაგირებას. ინფრასტრუქტურული და ჯანმრთელობის შესაბამისი გარემოს გარდა, სკოლის საზოგადოებაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მოსწავლეების ფსიქოლოგიური კეთილდღეობის შენარჩუნებისა და განვითარების მხარდაჭერას. სკოლის რესურს ოთახი აღჭურვილია კომპიუტერით და სხვადასხვა საგანმანათლებლო და კოგნიტური რესურსებით, სკოლას გააჩნია 25 სამაგიდო კომპიუტერი, რომელიც განთავსებულია ადმინისტრაციის კაბინეტებში, კომპიუტერულ ლაბორატორიაში, ბიბლიოთეკასა და სხვა სივრცეებში. 2022-2024 წლებში სკოლას გადმოეცა 6 ცალი პორტაბელური კომპიუტერი, ასევე, 2024 წლის დეკემბერში წელს სკოლას გადაეცა 44 პორტაბელური კომპიუტერი, რომლებსაც მასწავლებლები იყენებენ, რაც, კიდევ უფრო ხელს უწყობს თანამედროვე ტექნოლოგიების გაძლიერებულ გამოყენებას სასწავლო პროცესში. სკოლა აღჭურვილია 5 პროექტორით და 5 პრინტერით, რომლებიც თანაბრად ხელმისაწვდომია სასკოლო საზოგადოების წევრებისთვის, როგორც საგანმანათლებლო, ასევე თავისუფალი სამუშაო სივრცეებში. ინტერნეტთან წვდომა უზრუნველყოფილია სამინისტროს მიერ მოწოდებული ინტერნეტით, რომელიც შეყვანილია ყველა საკლასო ოთახში, სამასწავლებლოში, კაბინეტებში, ლაბორატორიებში, მანდატურის და რესურს ოთახებში. სკოლაში Wi-Fi საშუალებით უზრუნველყოფილია რამდენიმე საკლასო ოთახი და რესურს ოთახი. სკოლას, ასევე, აქვს ბიბლიოთეკა, რომელიც მოიცავს 17550-მდე წიგნად ფონდს და უზრუნველყოფს როგორც მოსწავლეების, ისე მასწავლებლების მოთხოვნების დაკმაყოფილებას. ბიბლიოთეკაში ხელმისაწვდომია, პერიოდული გამოცემები და მეთოდური ლიტერატურა. ბიბლიოთეკაში განთავსებულია ბიბლიოთეკარის სამუშაო კომპიუტერი. საბუნებისმეტყველო ლაბორატორია აღჭურვილია კოლბებით, მულაჟებით, თვალსაჩინოებებითა და სხვა საჭირო ინვენტარით, თუმცა გამწოვის არ არსებობის გამო, ვერ მიმდინარეობს ქიმიური ცდების რეალურად ჩატარება. სკოლის დირექტორის ბრძანებით, სკოლაში დამტკიცებულია ,,ლაბორატორიით სარგებლობის წესი“, ასევე, „მატერიალური რესურსებით სარგებლობის წესი“ და ,,ბიბლიოთეკის დებულება“, რაც ხელს უწყობს პასუხისმგებელ პირებს და სასკოლო საზოგადოების ყველა წევრს ორგანიზებულად და წესების დაცვით ისარგებლონ შესაბამისი მატერიალური რესურსების გამოყენებისას. სკოლაში, ასევე, დანიშნულია მატერიალური რესურსების მოვლა-პატრონობაზე პასუხისმგებელი პირები რომლებიც უზრუნველყოფენ ინვენტარის მოვლა-პატრონობასა და პრობლემების შემთხვევაში დირექტორის დროულ ინფორმირებას. სკოლას აქვს სპორტული შიდა სპორტული დარბაზი, მაგრამ ის საჭიროებს რეაბილიტაციას, თუმცა გაკვეთილები ტარდება მოსწავლეთათვის უსაფრთხო გარემოში. კარგ ამინდში მასწავლებლები სარგებლობენ გარე ღია სპორტული მოედნით. სკოლას, ამ ეტაპზე, არ აქვს სასადილო და ბუფეტი.

დოკუმენტები

მატერიალური რესურსებით სარგებლობის წესი_219 სკოლა.pdf15/01/2026 11:11:07 · 0.06 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე
ფინანსები4 დამატებითი მასალა

სსიპ ქალაქ თბილისის N219 საჯარო სკოლის ფინანსური რესურსები სკოლას აქვს სამეურვეო საბჭოს მიერ დამტკიცებული ბიუჯეტი, რომელშიც ასახულია შემოსავალი და ხარჯი. სკოლის შემოსავალი შედგება ვაუჩერული დაფინანსებისგან. ყოველი მომდევნო წლის ბიუჯეტი მტკიცდება კალენდარული წლის დასრულებისას და მიმდინარე წლის განმავლობაში ხორციელდება ფაქტობრივი შემოსავლებისა და ხარჯების დაზუსტება. სკოლის ფინანსური რესურსით უზრუნველყოფილია სამოქმედო გეგმის განხორციელება, შესაბამისად სკოლა ფინანსურად მდგრადია. ასევე სკოლას შემუშავებული აქვს ფინანსური რესურსების მართვის (დაგეგმვის, განკარგვის, მონიტორინგის) სისტემა. სკოლის ბუღალტერი, რომელიც პასუხისმგებელია სკოლის ფინანსების მართვაზე, ყოველი წლის 10 დეკემბრამდე სამეურვეო საბჭოს წინაშე წარადგენს წლიურ ფინანსურ ანგარიშს. სკოლას არა აქვს ფინანსური დავალიანება. სკოლა, თავისი შემოსავლების ფარგლებში, სწორი ბიუჯეტირებით და ხარჯების ოპტიმიზაციით ახერხებს მასწავლებლების, ტექ.-პერსონალის, შტატგარეშე თანამშრომლების ხელფასებისა და კომუნალური ხარჯების დაფარვას, ასევე, საკანცელარიო, სამეურნეო, სანიტარული და ჰიგიენური საშუალებების მთელი სასწავლო წლის განმავლობაში აუცილებელი მარაგის შეძენას. ეტაპობრივად სკოლის ფინანსები ხმარდება ზედაპირულ სარემონტო და სახელოსნო სამუშაოების ჩატარებას (მერხების, კარების, სველი წერილების, ონკანების, კედლებისა და იატაკის) დაზიანებების აღმოფხვრას. სკოლის ეკონომიკური შემოსავალი მიმართულია შინდა სასკოლო პროექტების და მოსწავლეთა მოტივაციის ასამაღლებელი აქტივობების ფინანსურ მხარდაჭერაზე. კერძოდ, შიდა სასკოლო ღონისძიებები, მოსწავლეთა წახალისებისათვის საჭირო რესურსების შეძენა. სკოლის დირექტორის ბრძანებით დამტკიცებულია სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების წესი, რომლის შესაბამისადაც სკოლამ, ყოველი წლის 20 ნოემბრამდე ბაზრის კვლევის საფუძველზე ამტკიცებს წლიური შესყიდვების გეგმას, რომელშიც საჭიროების შემთხვევაში კანონმდებლობის გათვალისწინებული წესის დაცვით შედის ცვლილებები წლის განმავლობაში.

დოკუმენტები

ფინანსური ანგარიშგება 2025 წლის 1 იანვრისათვის - 219 სკოლა.pdf15/01/2026 11:19:14 · 0.9 MB
სსიპ ქალაქ თბილისის N219 საჯარო სკოლის 2026 წლის ბიუჯეტი.pdf15/01/2026 11:19:14 · 1.54 MB
სკოლის დირექტორის ანგარიში 2025 წლის ფინანსური საქმიანობის შესახებ.pdf15/01/2026 11:19:15 · 0.06 MB
სამეურვეო საბჭოს ოქმი N5 08.12.2025 წელი.pdf15/01/2026 11:19:15 · 2.35 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე