თბილისი, ძველი თბილისი, წავკისი, რუსთაველის ქ.#1
- სექტორი
- ქართული
- ცვლა
- 1
- საერთო ლიმიტი
- 50
- თავისუფალი ადგილი
- 42
- სსსმ ლიმიტი
- 6
- სსსმ თავისუფალი ადგილი
- 5
თბილისი · ძველი თბილისი · თბილისი, ძველი თბილისი, სოფელი წავკისი, რუსთაველის ქუჩა №1
გახსენით სასურველი სექცია ტექსტის, თემატური ბმულებისა და დოკუმენტების ჩამონათვალის სანახავად.
სკოლის მისია: ჩვენ ვზრუნავთ აღვზარდოთ ეროვნულ-პატრიოტული სულისკვეთების მოქალაქეები, რომლებიც თანამედროვე, მრავალფეროვან, კონკურენტულ და გამოწვევებით სავსე გარემოში შეძლებენ საკუთარი პოტენციალის სრულად რეალიზებას და საზოგადოებაში ღირსეული ადგილის დამკვიდრებას. სკოლის ხედვა: სსიპ ქალაქ თბილისის №211 საჯარო სკოლა არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც 2031 წლისთვის ეროვნულ-პატრიოტულ სულისკვეთებაზე, პიროვნულ განვითარებაზე, სოციალურ-ემოციურ განვითარებაზე, საერთაშორისოდ აღიარებულ ეთიკურ პრინციპებსა და დემოკრატიულ ღირებულებებზე, ინკლუზიაზე, კეთილგანწყობაზე, მაღალ სოციალურ პასუხისმგებლობასა და ხელმისაწვდომობაზე ორიენტირებულ გარემოში, გარე და შიდა ფაქტორების სისტემატიური ანალიზით, ფორმალურ და არაფორმალურ განათლებაში სწავლა-სწავლების ინოვაციურ-ეფექტური სასწავლო მეთოდების დანერგვით მოზარდებს ეხმარება სოციალური წარმატებისთვის და თვითრეალიზებისთვის საჭირო ცოდნა-უნარების შეძენა-განვითარებაში, რათა სწორად განსაზღვრონ პიროვნულ და პროფესიულ ინტერესთა ორიენტირები და შექმნან მატერიალური, სულიერი და ინტელექტუალური ღირებულებები. სკოლის ღირებულებები: სკოლა უპირველეს ყოვლისა, ხელმძღვანელობს სწავლის პროცესში ჩართული პირების საუკეთესო ინტერესებით და საქმიანობას წარმართავს შემდეგ ღირებულებებზე დაყრდნობით: 1. სამართლიანობა და თანასწორობა 2. პასუხისმგებლობა 3. გუნდურობა და თანამშრომლობა 4. პროფესიონალიზმი 5. უწყვეტი განვითარება და ინოვაციურობა 6. გამჭვირვალობა
2024 წელს სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მიერ სკოლას ჩაუტარდა სრული გამაგრება/რეაბილიტაცია. სკოლის შენობა 350 მოსწავლეზეა გათვლილი და ადგილზე ფუნქციონირებს: სასწავლო სივრცეები, საბუნებისმეტყველო და კომპიუტერული ლაბორატორიები, ბიბლიოთეკა, რესურს ოთახი, სამედიცინო კაბინეტი, სპორტული დარბაზი და მოედანი. სკოლა სრულადაა ადაპტირებული სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის.