თეთრი წყარო, სოფ. ასურეთი
- სექტორი
- ქართული
- ცვლა
- 1
- საერთო ლიმიტი
- 50
- თავისუფალი ადგილი
- 35
- სსსმ ლიმიტი
- 6
- სსსმ თავისუფალი ადგილი
- 5
ქვემო ქართლი · თეთრი წყარო · თეთრი წყარო, სოფელი ასურეთი
გახსენით სასურველი სექცია ტექსტის, თემატური ბმულებისა და დოკუმენტების ჩამონათვალის სანახავად.
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მისია მისია - ხელი შეუწყოს მასწავლებელთა პროფესიულ განვითარებას, სწავლა-სწავლების პროცესში თანამედროვე ტექნოლოგიებისა და მრავალფეროვანი აქტივობების გამოყენებას, თანამშრომლობითი კულტურის დანერგვას, უსაფრთხო და წამახალისებელი გარემოს შექმნას, რაც უზრუნველყოფს მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე, დამოუკიდებლად, კრიტიკულად და შემოქმედებითად მოაზროვნე პიროვნებების ჩამოყალიბებას. შესაძლებლობებისა და ინტერესების უწყვეტ განვითარებაზე და შეძლებს მათი მაქსიმალურ რეალიზებას როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის საზღვრებს გარეთაც. მოსწავლემ შეძლოს კომუნიკაცია ინდივიდებთან და ჯგუფებთან. აღზარდოს კანონმორჩილი, ტოლერანტი მოქალაქე. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ხედვა ხედვა - უფრო მრავალმხრივი და შემოქმედებითი გახადოს სამოქმედო გეგმა; პრობლემის მოგვარების პროცესი გახდეს უფრო მობილური; უზრუნველყოს განსხვავებული ხედვის გათვალისწინების შესაძლებლობა; სკოლის ხედვაა: აღზარდოს ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების მატარებელი თავისუფალი პიროვნება, რომელსაც მისცემს საფუძვლიან განათლებას და იქნება ლიდერი საგანმანათლებლო სივრცეში. ჩვენი ხედვა უზრუნველყოფს სკოლა გახდეს წარმატებული, კონკურენტუნარიანი, პრესტიჟული, ლიდერი საგანმანათლებლო სივრცეში. შესაბამისად: ხელი შეუწყოს სკოლაში მასწავლებელთა პროფესიულ განვითარებას, სწავლა-სწავლების პროცესში თანამედროვე ტექნოლოგიებისა და მრავალფეროვანი აქტივობების გამოყენებას, თანამშრომლობითი კულტურის დანერგვას, რაც უზრუნველყოფს მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე, დამოუკიდებლად, კრიტიკულად და შემოქმედებითად მოაზროვნე პიროვნების ჩამოყალიბებას. დანერგვის პრინციპები: • სკოლის ავტორიტეტის ამაღლება და კონკურენტუნარიანობის გაზრდა; • კეთილგანწყობილი და ჰარმონიული სასკოლო გარემოს შექმნა და სასკოლო საზოგადოების ინტერესების გათვალისწინება; • სამართლიანი და ობიექტური შეფასების სისტემის მეშვეობით ეფექტური ადმინისტრირება; • უფლებამოსილების ფარგლებში და მისი აღსრულებისას სასკოლო საზოგადოების დაცვა უსამართლობისა და უკანონობისაგან; ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ღირებულებები • კანონის უზენაესობა; • კეთილსინდისიერება; • პროფესიონალიზმი; • გამჭირვალობა; • პიროვნების ღირსების დაცვა და პატივისცემა სწავლა-სწავლების ხარისხის ამაღლება, მოსწავლეთა ფიზიკური და ჰარმონიული აღზრდის სისტემის სრულყოფა, სამართლებრივი და მოქალაქეობრივი აღზრდის პრინციპების დამკვიდრება და განვითარება; თვითმმართველობითი და დემოკრატიული სისტემის ჩამოყალიბება; შიდამონიტორინგის სისტემის სრულყოფა და ეფექტურობის უზრუნველყოფა; სასკოლო გარემოს კეთილმოწყობა; სკოლის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის სრულყოფა, განვითარება და აღჭურვა; სკოლის აღჭურვა სასწავლო რესურსებითა და სწავლების ხელშემწყობი სხვა საშუალებებით; თანამშრომლობითი კულტურის დამკვიდრება; სასკოლო საზოგადოების გააქტიურება და მშობელთა ჩართულობა; ანგარიშვალდებულების სისტემის ჩამოყალიბება; რისკების მართვა.