გარდაბანი, სოფ. ნორიო
- სექტორი
- ქართული
- ცვლა
- 1
- საერთო ლიმიტი
- 75
- თავისუფალი ადგილი
- 46
- სსსმ ლიმიტი
- 8
- სსსმ თავისუფალი ადგილი
- 8
ქვემო ქართლი · გარდაბანი · გარდაბანი, სოფელი ნორიო
გახსენით სასურველი სექცია ტექსტის, თემატური ბმულებისა და დოკუმენტების ჩამონათვალის სანახავად.
სსიპ გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ნორიოა საჯარო სკოლის მისიაა დაამკვიდროს მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლება. ხელი შეუწყოს მათ გონებრივი და ფიზიკური პოტენციალის გამოვლენას. შესძინოს მას თვითრეალიზაციისთვის საჭირო ცოდნა და ცნობიერება, შეუქმნას მოსწავლეს სათანადო პირობები საერთაშორისო სტანდარტის მქონე განათლების მისაღებად. სსიპ გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ნორიოს საჯარო სკოლის მომავლის ხედვაა, რომ იგი იყოს მყარი და მუდმად განვითარებაზე ორიენტირებული. ზოგადი განათლების ეროვნული მიზნებიდან გამომდინარე, თანამედროვე მოთხოვნათა და გამოწვევათა შესაბამისად, ზრუნავდეს თავისუფალი და კომპეტენტური ადამიანის ჩამოყალიბებაზე. წვლილი შეჰქონდეს ქვეყნის სამეცნიერო, კულტურულ, სოციალურ და ეკონომიკურ განვითარებაში. სკოლა აღზრდის ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების მატარებელი თავისუფალ პიროვნებას, რომელსაც მისცემს საფუძვლიან განათლებას. განცხადებული მომავლის ხედვისა და სკოლის მისიის განხორციელების მიზნით სასკოლო საზოგადოება თანხმდება, რომ სკოლამ და მისმა ყოველმა ცალკეულმა თანამშრომელმა თავიანთი ყოველდღიური საქმიანობის განხორციელებაში უნდა იხელმძღვანელონ შემდეგი სამუშაო პრინციპებითა და მიდგომებით. • ჩვენთვის მნიშვნელოვანია პროფესიონალიზმი, საქმის სიყვარული და ერთგულება; • ჩვენთვის მნიშვნელოვანია მიუკერძოებლობა; ჩვენ ვიაზრებთ საკუთარ პასუხისმგებლობას; • ჩვენ გვესმის, რომ ვაკეთებთ საერთო საქმეს და ვართ ჩვენი სკოლის ერთგულნი; • ჩვენ არ გვეშინია შეცდომების და ექსპერიმენტების; • ჩვენ ვმუშაობთ გუნდურად და ვიცავთ კოლეგიალობას.
სამეურვეო საბჭო საქართველოს საჯარო სკოლებში თვითმმართველობის უმაღლესი არჩევითი ორგანო არის სკოლის სამეურვეო საბჭო. სამეურვეო საბჭოში მშობლებისა და პედაგოგების არჩევა ხდება 3 წლის ვადით. სამეურვეო საბჭო შედგება: მასწავლებლის, მშობლის და საშუალო საფეხურის მოსწავლისგან რომელთაც აქვს თანაბარი ხმის უფლება გადაწყვეტილებების ხმის პროცესში სამეურვეო საბჭოს ფუნქციები: • ირჩევს სკოლის დირექტორს • სკოლის დირექტორის წარდგენით, ამტკიცებს სკოლის ბიუჯეტს: • სკოლის დირექტორის წარდგენით, ამტკიცებს სკოლის შინაგანაწესს: • აკონტროლებს სკოლის დირექციის მიერ ფინანსების ხარჯვას და ქონების განკარგვას; • სკოლის წესდებით გათვალისწინებული წესით, განიხილავს საჩივრებს და იღებს შესაბამის ზომებს • ირჩევს დისციპლინურ კომიტეტს დირექცია სკოლის დირექცია შედგება სკოლის დირექტორის მისი მოადგილისა და ბუღალტერისგან დირექციის ფუნქციები: • მართავს სკოლას; • წარმოადგენს სკოლას მესამე პირთან ურთიერთობებში პედაგოგიური საბჭო საქართველოს საჯარო სკოლაში მასწავლებელთა თვითმმართველობის ორგანო არის პედაგოგიური საბჭო, რომელიც აერთიანებს სკოლის მასწავლებელსა და მასწავლებლობის მაძიებელს. საბჭოს ყველა წევრი სარგებლობს თანაბარი ხმის უფლებით. საჯარო სკოლის პედაგოგიური საბჭოს ფუნქციები: • ხელმძღვანელობს სასწავლო პროცესს; • განსაზღვრავს სასწავლო პროგრამებს. დისციპლინური კომიტეტი საჯარო სკოლაში დისციპლინური გადაცდომების განხილვის მიზნით, საბჭო ირჩევს დისციპლინურ კომიტეტს, რომლის შემადგენლობაში თანაბარი რაოდენობით შედიან პედაგოგი, მშობელი და საშუალო საფეხურის მოსწავლე. სკოლაში დისციპლინური კომიტეტის გადაწყვეტილებების გასაჩივრების მიზნით სამეურვეო საბჭოს მიერ შესაძლებელია შეიქმნას სააპელაციო კომიტეტი, რომლის შემადგენლობაში პედაგოგი, მშობელი და საშუალო საფეხურის მოსწავლე თანაბარი რაოდენობით შედიან. მოსწავლეთა თვითმმართველობა მოსწავლეები საკუთარ თვითმმართველობებს საბაზო და საშუალო საფეხურის დონეზე ირჩევენ თანასწორობის საფუძველზე, ფარული კენჭისყრით, კლასების მიხედვით თანაბარი წარმომადგენლობის პრინციპის დაცვით. მოსწავლეთა თვითმმართველობებს ფუნქციები • მუშავებს რეკომენდაციებს სკოლის შინაგანაწესის შესახებ; • უფლებამოსილია სამეურვეო საბჭოს წარუდგინოს წინადადებები სკოლისთვის მნიშვნელოვან ყველა საკითხთან დაკავშირებით; • ირჩევს თავის წარმომადგენელს სამეურვეო საბჭოში; • სკოლის წესდებით დადგენილი წესით საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მონაწილეობს მოპოვებული გრანტის განკარგვაში; • წევრთა ერთი მეხუთედის ინიციატივით ქმნის სასკოლო კლუბებს; • საშუალო საფეხურზე ირჩევს თავის წარმომადგენელს დისციპლინურ კომიტეტში
სტრატეგიული განვითარების გეგმა შეთანხმებულია სამეურვეო საბჭოსთან 2023 წლის 18 სექტემბრის ოქმი N2 2023 წელი სარჩევი 1. შესავალი....................................................................................................................................................... 3 2. სკოლის მანდატის მიმოხილვა ..................................................................... 3. მომავლის ხედვა..................................................................................................... 4. მისია ................................................................................................................................. 8 5. ღირებულებები 6. სტრატეგიული ჩარჩო 7. SWOT ანალიზი ......................................................................................22 1. შესავალი: სსიპ ნორიოს მუნიციპალიტეტის სოფელ ნორიოს საჯარო სკოლის გრძელვადიანი (2023-2030 წწ) სტრატეგიული გეგმა მოიცავს სკოლის მისიას, ხედვას, ღირებულებებსა და მიზნებს. სტრატეგია განსაზღვრავს თუ როგორ უნდა მიაღწიოს სკოლამ დასახულ მიზნებს არსებული მატერიალურ-ტექნიკური, ადამიანური და ფინანსური რესურსების ეფექტურად გამოყენების გზითა და საჭირო დამატებითი რესურების მოძიებით. სტრატეგილი გეგმა დეტალურად ახდენს გარემო ფაქტორების და SWOT (სიძლიერე, სისუსტე, შესაძლებლობები და საფრთხე) ანალიზს. სტრატეგიულ გეგმაში გაწერილია (2023-2030 წწ) წლების სასწავლო პროცესის ეფექტურად წარმართვისა და განვითარების, საზოგადოებასთან ურთიერთობის სტრატეგია, სადაც იდენტიფიცირებულია ყველა საკომუნიკაციო არხი შესაბამისი სეგმენტის მიხედვით. სტრატეგიული მიზნების განხორციელების ვადის პარალელურად, მოცემულია შეფასების კრიტერიუმები,რომლებიც ნათლად წარმოაჩენს დასახული მიზნების წარმატებით ან წარუმატებლად განხორციელებას. სტრატეგიული გეგმის სწორად განხორციელება ხელს უწყობს სკოლის წარმატებულ საქმიანობას. 2. სკოლის მანდატის მიმოხილვა საჯარო სამართლის იურიდიული პირი – გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ნორიოს საჯარო სკოლა (შემდგომში – სკოლა) საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსწავლეებისთვის სრული ზოგადი განათლების უზრუნველსაყოფად დაფუძნდა. იგი ასრულებს კანონით განსაზღვრულ ფუნქციებს და ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების მისაღწევად ახორციელებს ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვას. ახორციელებს შესაბამის საქმიანობას. სკოლა არის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი. სსიპ გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ნორიოს საჯარო სკოლა, ზოგადი განათლების შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანებით დაფუძნდა. სკოლა თავის საქმიანობას წარმართავს საჯაროობისა და გამჭვირვალობის პრინციპების დაცვით და ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, ზოგადი განათლების შესახებ " საქართველოს კანონითა და სხვა სამართლებრივი აქტებით. სკოლა შექმნილია სახელმწიფო ქონების საფუძველზე და მის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. დასახულ მიზნებსა და დაკისრებული ფუნქციებს სკოლა ახორციელებს სპეციალური უფლებაუნარიანობის ფარგლებში. იგი საკუთარი სახელით იძენს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს და გამოდის სასამართლოში მოსარჩელედ და მოპასუხედ. სკოლას აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, მრგვალი ბეჭედი, ანგარიში ბანკში და საჯარო სამართლის იურიდიული პირის სხვა ატრიბუტიკა. საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებში და სკოლის წესდებით განსაზღვრული მიზნების მისაღწევად სკოლა: • ქმნის პირობებს ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების მატარებელი, თავისუფალი პიროვნების ჩამოყალიბებისათვის; • ხელს უწყობს მოზარდის გონებრივი და ფიზიკური უნარ-ჩვევების განვითარებას, აუცილებელი ცოდნით უზრუნველყოფას, ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებას, მოსწავლეთაა ლიბერალურ-დემოკრატიულ ღირებულებებზე დამყარებული სამოქალაქო ცნობიერების ჩამოყალიბებას, კულტურულ ფასეულობათა პატივისცემას, მოსწავლის მიერ ოჯახის, საზოგადოების, სახელმწიფოსა და გარემოს წინაშე საკუთარი უფლებამოვალეობების გაცნობიერებას. • საჯარო სკოლა მისთვის სახელმწიფოს მიერ გადაცემულ ქონებას განკარგავს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს თანხმობის საფუძველზე, კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. • საჯარო სკოლას უფლება აქვს მოიზიდოს საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა ფინანსური სახსრები, მათ შორის, მიიღოს შემოსავალი ეკონომიკური საქმიანობით, თუ ეს საქმიანობა არ არის სახიფათო ჯანმრთელობისათვის და არ ახდენს მავნე ზეგავლენას მოსწავლეთა ფიზიკურ და ზნეობრივ განვითარებაზე. მიღებული სახსრები კანონმდებლობის შესაბამისად ხმარდება მხოლოდ სკოლის მიზნებისა და ფუნქციების განხორციელებას. • საჯარო სკოლა საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა- ანგარიშგების
სტრატეგიული განვითარების გეგმა შეთანხმებულია სამეურვეო საბჭოსთან 2023 წლის 18 სექტემბრის ოქმი N2 2023 წელი 1. შესავალი: სსიპ ნორიოს მუნიციპალიტეტის სოფელ ნორიოს საჯარო სკოლის გრძელვადიანი (2023-2030 წწ) სტრატეგიული გეგმა მოიცავს სკოლის მისიას, ხედვას, ღირებულებებსა და მიზნებს. სტრატეგია განსაზღვრავს თუ როგორ უნდა მიაღწიოს სკოლამ დასახულ მიზნებს არსებული მატერიალურ-ტექნიკური, ადამიანური და ფინანსური რესურსების ეფექტურად გამოყენების გზითა და საჭირო დამატებითი რესურების მოძიებით. სტრატეგილი გეგმა დეტალურად ახდენს გარემო ფაქტორების და SWOT (სიძლიერე, სისუსტე, შესაძლებლობები და საფრთხე) ანალიზს. სტრატეგიულ გეგმაში გაწერილია (2023-2030 წწ) წლების სასწავლო პროცესის ეფექტურად წარმართვისა და განვითარების, საზოგადოებასთან ურთიერთობის სტრატეგია, სადაც იდენტიფიცირებულია ყველა საკომუნიკაციო არხი შესაბამისი სეგმენტის მიხედვით. სტრატეგიული მიზნების განხორციელების ვადის პარალელურად, მოცემულია შეფასების კრიტერიუმები,რომლებიც ნათლად წარმოაჩენს დასახული მიზნების წარმატებით ან წარუმატებლად განხორციელებას. სტრატეგიული გეგმის სწორად განხორციელება ხელს უწყობს სკოლის წარმატებულ საქმიანობას. 2. სკოლის მანდატის მიმოხილვა საჯარო სამართლის იურიდიული პირი – გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ნორიოს საჯარო სკოლა (შემდგომში – სკოლა) საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსწავლეებისთვის სრული ზოგადი განათლების უზრუნველსაყოფად დაფუძნდა. იგი ასრულებს კანონით განსაზღვრულ ფუნქციებს და ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების მისაღწევად ახორციელებს ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვას. ახორციელებს შესაბამის საქმიანობას. სკოლა არის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი. სსიპ გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ნორიოს საჯარო სკოლა, ზოგადი განათლების შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანებით დაფუძნდა. სკოლა თავის საქმიანობას წარმართავს საჯაროობისა და გამჭვირვალობის პრინციპების დაცვით და ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, ზოგადი განათლების შესახებ " საქართველოს კანონითა და სხვა სამართლებრივი აქტებით. სკოლა შექმნილია სახელმწიფო ქონების საფუძველზე და მის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. დასახულ მიზნებსა და დაკისრებული ფუნქციებს სკოლა ახორციელებს სპეციალური უფლებაუნარიანობის ფარგლებში. იგი საკუთარი სახელით იძენს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს და გამოდის სასამართლოში მოსარჩელედ და მოპასუხედ. სკოლას აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, მრგვალი ბეჭედი, ანგარიში ბანკში და საჯარო სამართლის იურიდიული პირის სხვა ატრიბუტიკა. საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებში და სკოლის წესდებით განსაზღვრული მიზნების მისაღწევად სკოლა: • ქმნის პირობებს ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების მატარებელი, თავისუფალი პიროვნების ჩამოყალიბებისათვის; • ხელს უწყობს მოზარდის გონებრივი და ფიზიკური უნარ-ჩვევების განვითარებას, აუცილებელი ცოდნით უზრუნველყოფას, ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებას, მოსწავლეთაა ლიბერალურ-დემოკრატიულ ღირებულებებზე დამყარებული სამოქალაქო ცნობიერების ჩამოყალიბებას, კულტურულ ფასეულობათა პატივისცემას, მოსწავლის მიერ ოჯახის, საზოგადოების, სახელმწიფოსა და გარემოს წინაშე საკუთარი უფლებამოვალეობების გაცნობიერებას. • საჯარო სკოლა მისთვის სახელმწიფოს მიერ გადაცემულ ქონებას განკარგავს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს თანხმობის საფუძველზე, კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. • საჯარო სკოლას უფლება აქვს მოიზიდოს საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა ფინანსური სახსრები, მათ შორის, მიიღოს შემოსავალი ეკონომიკური საქმიანობით, თუ ეს საქმიანობა არ არის სახიფათო ჯანმრთელობისათვის და არ ახდენს მავნე ზეგავლენას მოსწავლეთა ფიზიკურ და ზნეობრივ განვითარებაზე. მიღებული სახსრები კანონმდებლობის შესაბამისად ხმარდება მხოლოდ სკოლის მიზნებისა და ფუნქციების განხორციელებას. • საჯარო სკოლა საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა- ანგარიშგების დოკუმენტებს აწარმოებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. • სახელმწიფო უზრუნველყოფს სრული ზოგადი განათლების მიღებას. მოსწავლის განათლების სახელმწიფო დაფინანსება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში გრძელდება 12 წლის განმავლობაში. • დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად “საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, სკოლას საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცემა შესაბამისი ქონება. • სკოლა უფლებამისილია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს თანხმობით განახორციელოს შემდეგი ქმედებები: ა) უძრავი ქონების შ
წინამდებარე დოკუმენტი: განხილულია პედაგოგიური საბჭოს სხდომაზე დამტკიცებულია სამეურვეო საბჭოს სხდომაზე სსიპ გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ნორიო საჯარო სკოლის ერთწლიანი სამოქმედო გეგმა 2023-2024 წლები ერთწლიანი სამოქმედო გეგმა გამომდინარეობს 2023 – 2030 წლების სტრატეგიული განვითარების შვიდწლიან გეგმიდან, სკოლის მისიიდან და სკოლის სტრატეგიული მიზნებიდან. მასში ასახულია სტრატეგიული მიზნებისა და ამოცანების შესაბამისი აქტივობები, შესრულების ინდიკატორები, შესრულებაზე პასუხისმგებელი პირები/სტრუქტურული ერთეულები, შესაბამისი რესურსები და დასახული მიზნების რეალიზების ვადები. 1. სასწავლო პროცესის ხარისხის ამაღლება სტრატეგიული მიზნები ამოცანები აქტივობები პასუხისმგებელი პირი შესრულების პერიოდი IX X XI XII I II III IV V VI VII VIII შესრულების ინდიკატორები რესურსები სასწავლო პროცესის ხარისხის ამაღლება ახალი პროგრამების შემუშავება/ დანერგვა სასწავლო პროგრამების/კურიკულუმების/ შემუშავება მასწავლებლები; საგნობრივი კათედრები; კურიკულუმი; საგნობრივი კათედრის ოქმები; პედაგოგიური საბჭოს ოქმი; სამეურვეო საბჭოს ოქმი არსებული რესურსი სასკოლო დოკუმენტაციაში ცვლილებების შეტანა/საჭიროების შემთხვევაში ახლის დამტკიცება დირექტორი; სამეურვეო საბჭო; პედაგოგიური საბჭო; შესაბამისი დოკუმენტაციის დამტკიცების მასალები არსებული რესურსი საჭიროების შემთხვევაში, სსსმ მოსწავლეთათვის ინდივიდუალური სასწავლო გეგმების შემუშავება/სწავლება დირექტორი; ისგ ჯგუფები; სპეციალური მასწავლებლები; ინკლუზიურ განათლებაში ჩართული სხვა სპეციალისტები; პედაგოგიური საბჭოს ოქმი; სამეურვეო საბჭოს ოქმი; ისგ ჯგუფის ოქმები; ინდივიდუალური გეგმები არსებული რესურსი მოსწავლეთათვის მრავალფეროვანი, დამატებითი სასწავლო პროგრამების შეთავაზება დირექტორი; დირექტორის მოადგილე; საგნობრივი კათედრები; მასწავლებლები; სასკოლო კურიკულუმი; დამატებითი სასწავლო პროგრამების აღწერილობა არსებული რესურსი სადამრიგებლო პროგრამების შემუშავება/დანერგვა დირექტორის მოადგილე, დამრიგებლები სადამრიგებლო პროგრამები; დამრიგებლის პორტფოლიო არსებული რესურსი სასწავლო პროცესის ხარისხის გაზრდა შიდა სასკოლო პროექტების დანერგვა და მართვა დირექტორი; დირექტორის მოადგილე; საგნობრივი კათედრები; პროექტის პროგრამა; ფოტო-ვიდეო მასალა არსებული რესურსი სწავლა სწავლების კონსტრუქტივისტული პრინციპების დამკვიდრება მასწავლებლები კურიკულუმი; სასწავლო პროექტები; მოსწავლეთა მიერ შესრულებული დავალებები; სასწავლო პროცესში გამოყენებული მასალები/აქტივობები; მასწავლებლის პორტფოლიო არსებული რესურსი გამჭვირვალე, სანდო, ობიექტური და სამართლიანი შეფასების სისტემის დანერგვა დირექტორი; მასწავლებლები კურიკულუმი; მოსწავლეთა მიერ შესრულებული დავალებები; შეფასებები არსებული რესურსი სასწავლო პროცესის მონიტორინგი და შედეგების გათვალისწინებით შესაბამისი აქტივობების დაგეგმვა/ განხორციელება სხვადასხვა ტიპის კითხვარების შემუშავება. მოსწავლეთა, მასწავლებელთა და მშობელთა პერიოდული გამოკითხვა სასწავლო პროცესთან დაკავშირებული საჭიროებების კვლევის მიზნით დირექტორი; დირექტორის მოადგილე; კითხვარების ანალიზი არსებული რესურსი სასწავლო პროცესის დიაგნოსტიკური წერების ჩატარება დირექტორი; დირექტორის მოადგილე; ჩატარებული დიაგნოსტიკური წერის ანალიზი არსებული რესურსი სასწავლო პროცესის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, მოსწავლეთა მიღწევების დინამიკის შესწავლა და პერიოდულად მონიტორინგის ჩატარება დირექტორი; დირექტორის მოადგილე; განხორციელებული მონიტორინგის ანგარიში არსებული რესურსი სასკოლო სასწავლო გეგმის შესრულების მონიტორინგი დირექტორი; დირექტორის მოადგილე; განხორციელებული მონიტორინგის ანგარიში არსებული რესურსი სსსმ მოსწავლეთათვის ინდივიდუალური სასწავლო გეგმების შესრულების მონიტორინგი ინკლუზიური განათლების შიდა მონიტორინგის ჯგუფი ინკლუზიური განათლების შიდა მონიტორინგის ჯგუფის ოქმი; ინკლუზიური განათლების შიდა მონიტორინგის ჯგუფის დასკვნა არსებული რესურსი საგაკვეთილო პროცესზე დასწრება, შედეგების ანალიზი და შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა/განხორციელება დირექტორი; დირექტორის მოადგილე; ხარისხის განვითარებისა და პროფესიული მხარდაჭერის ჯგუფი; საგნობრივი კათედრები გაკვეთილზე დასწრების შედეგები და მისი ანალიზი; ხარისხის განვითარებისა და პროფესიული მხარდაჭერის ჯგუფის ოქმები; ურთიერთდასწრების შედეგები არსებული რესურსი აკადემიური მოსწრების გაუმჯობესებისთვის მოსწავლეებში მოტივაციის გაზრდა მოსწავლეთა მოტივაციის გაზრდა, მოიპოვონ დაფინანსება და პროფესიას დაეუფლონ პრესტიჟულ უმაღლეს სასწავლებლებში დირექტორი; დამრიგებლები მასწავლებლები მოსწავლეთა უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხვის დინამიკა; დამრიგებლის საათი. არსებული რესურსი მოსწავლეთა მიღწევების დინამიკის შესწავლის შედეგად საუკეთესო მოსწავლეთა წახალისების პრაქტიკის დამკვიდრება დირექტორი; დირექტორის მოადგილე; საგნობრივი კათედრები; წახალისების შესახებ გადაწყვეტილებები არსებული რესურსი მოსწავლეთათვის მხარდამჭერი და მიმღებლობითი გარემოს შექმნა დირექტორი; მასწავლებლები; კურიკულუმი; მოსწავლეთა ინტერვიუები არსებული რესურსი ოლიმპიადებში, კონფერენციებსა და პროექტებშ
სსიპ.გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ნორიოს საჯარო სკოლა სკოლის ერთწლიანი სამოქმედო გეგმის შესრულების ანგარიში 2024-2025 სასწავლო წლის ერთწლიანი სამოქმედო გეგმა გამომდინარეობს შვიდწლიანი სტრატეგიული განვითარების გეგმიდან და კონკრეტული ამოცანების გადაჭრას ისახავდა მიზნად. სკოლამ სასწავლო წლის დასაწყისში დაისახა ამოცანები, გამოკვეთა პრიორიტეტები და რეგულარულად აწარმოებდა მისი შესრულებასა და მონიტორინგს. სასწავლო პროცესის ხარისხის ამაღლებების კუთხით შემუშავდა სასწავლო პროგრამები/ კურიკულუმები. დაიხვეწა და მოწესრიგდა სასკოლო დოკუმენტაცია. საჭიროებისამებრ, მოხდა ცვლილებების შეტანა და ახლის დამტკიცება. სასწავლო პროცესის ხარისხის გაზრდის მიზნით, ეროვნული სასწავლო მიზნებიდან გამომდინარე, შეიქმნა და დაინერგა ვალიდური, გამჭვირვალე, სანდო, ობიექტური და სამართლიანი შეფასება; აკადემიური მოსწრების გაუმჯობესებისთვის მოსწავლეებში გაიზარდა მოტივაცია; მოხდა სხვადასხვა ტიპის კითხვარების შემუშავება. მოსწავლეთა, მასწავლებელთა და მშობელთა პერიოდული გამოკითხვა სასწავლო პროცესთან დაკავშირებული საჭიროებების კვლევის მიზნით; სასწავლო პროცესის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, საბაზო და საშუალო საფეხურზე დავგეგმეთ წლიური გამოცდები. მოსწავლეთა მიღწევების დინამიკის შესწავლა და პერიოდულად მონიტორინგის ჩატარება; სასკოლო სასწავლო გეგმის შესრულების მონიტორინგი; საგაკვეთილო პროცესზე დასწრება, შედეგების ანალიზი და შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა/განხორციელება. მოსწავლეთათვის მხარდამჭერი და მიმღებლობითი გარემოს შექმნა; ოლიმპიადებში, კონფერენციებსა და პროექტებში მოსწავლეთა ჩართვა და წარმატებული მოსწავლეების წახალისება. სემესტრის განმავლობაში სისტემატიურად ტარდებოდა მონიტორინგი სასწავლო-სადამრიგებლო დარგებში. რისი მიზანიც იყო ერთის მხრივ პრობლემების აღმოჩენა და მათი მოგვარების გზებზე მსჯელობა და მეორეს მხრივ გამოცდილებისა და თანამედროვე მეთოდოლოგიის გაზიარება. სკოლა მუდმივად ცდილობს მოსწავლეს შეუქმნას ჯანსაღი გარემო და სასწავლო მიდგომები მორგებული იყოს თანამედროვე სწავლების მიდგომებზე და მეთოდებზე. ჩამოუყალიბოს მოსწავლეს სწავლისადმი პოზიტიური დამოკიდებულება და სამყაროს შემეცნების მიმართ ინტერესი, შეუქმნას მოსწავლეს პირობები საკუთარი შესაძლებლობების გამოსავლენად და სწავლისთვის საჭირო უნარ-ჩვევების გამოსამუშავებლად, სასწავლო-სადამრიგებლო მიდგომები და მეთოდები მორგებულია კლასის ინტერესების გათვალისწინებით. სასწავლო პროცესი მიმდინარეობს ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით. მოსწავლეთა ემოციური ფონისა და ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით სკოლაში მუშაობს ექიმი, რომელიც ეხმარება მოსწავლეებს ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებაში. სადამრიგებლო საქმიანობა სკოლის წარმატებულად მუშაობისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რგოლია. დამრიგებელი რეგულარულად ატარებს სადამრიგებლო საათს. სადამრიგებლო საათის მიზანია, მოსწავლის კრიტიკული, ანალიტიკური და კრეატიული აზროვნების განვითარება, მოსწავლეთა პიროვნული ზრდა, ღირებულებათა სისტემის, მოქალაქეობრივი ცნობიერების ფორმირება, ასევე, ხელს უწყობს მოსწავლეებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას, უვითარებს ლიბერალურ და დემოკრატულ ღირებულებებზე დამყარებულ სამოქალაქო ცნობიერებას და ეხმარება მათ ოჯახის, საზოგადოებისა და სახელმწიფოს წინაშე საკუთარი უფლება-მოვალეობების გაცნობიერებაში. სადამრიგებლო საათი აღრმავებს ცოდნას ეთიკის, ფსიქოლოგიის,სამოქალაქო განათლების სფეროსა და სხვა საკითხშები, ეხმარება მოსწავლეებს ღირებულებათა იერარქიის ფორმირებაში. აკადემიური პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლების ხელშემწყობის მიზნით მასწავლებლები ერთმანეთს უზიარებდნენ გამოცდილებას. სკოლაში დავნერგეთ „კრიტიკული მეგობრის „ ინსტიტუტი. კათედრის წარმომადგენლის მხრიდან ხორციელდებოდა გაკვეთილებზე დასწრება და მასწავლებლებისათვის ხდებოდა უკუკავშირის გაზიარება. სკოლას მატერიალურ-ტექნიკური ბაზა ძირითადად მოწესრიგებული აქვს. სკოლა ახალი გარემონტებულია აღჭურვილია საჭირო ინვენტარით და სასწავლო პროცესისთვის აუცილებელი პირობებით. სკოლის ეზოს კეთილმოწყობის მიზნით , ჩავატარეთ სასკოლო აქცია მოსწავლეების ნამუშევრების გამოფენა გაყიდვა, რომელშიც მონაწილეობდა სასკოლო საზოგადოება. შემოსული თანხით და მასწავლებელთა საკუთარი სახსრებით შევიძინეთ მწვანე ნარგავები. უსაფრთხო, ორგანიზებული და დისციპლინირებული გარემოს უზრუნველყოფა დასახული ამოცანებიდან: 1. საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა; 2. უსაფრთხოების ნორმების დაცვა; უსაფრთხოების ნორმების დაცვის მიზნით პრევენციული ღონისძიებების განხორციელება, განხორციელდა შემდეგი აქტივობები: უწყვეტად მიმდინარეობდა სკოლის შიდა და გარე ტერიტორიის დაცვა; სასკოლო სივრცეში არსებული წესების სასკოლო საზოგადოებისათვის გაცნობა; სახანძრო უსაფრთხოების წესების გაცნობა; ვიდეო კამერების მონიტორინგი; მასწავლებელთა მორიგეობის სისტემის შექმნა; სკოლის ტერიტორიაზე ვიზიტორთა აღრიცხვა; ცნობიერების ამაღლების მიზნით მშობლებთან და მოსწავლეებთან შეხვედრების ორგანიზება. შემუშავდა საგანგებო სიტუაციების მართვის გეგმა და გადაგზავნილ იქნა უფლებამოსილ ორგანოსთან შესათანხმებლად. სკოლამ განაცხადი წარადგინა შენობის ექსპლოატაციის უსაფრთხოების შესახებ. ასევე, მიმართა შესაბამის უფლებამოსილ უწყებას შენობა-ნაგებობის სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნებთან შესაბამისობის შესახებ. სკოლა აღჭურვილია ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების უზრუნველყოფის მექანიზმებითა და ხანძარსაწინააღმდეგო ინვენტარით, საევაკუაციო გეგმა სართულებზე განთავსებულია თვალსაჩინო ადგილას. სამედიცინო დახმარების გაწე
სკოლაში პროგრამების განხორციელება სრულდება დირექტორის ბრძანების შესაბამისად
ა) გაკვეთილზე არაერთგზის დაგვიანება; ბ) გაკვეთილის ჩაშლა ან ჩაშლის მცდელობა; გ) გაკვეთილის თვითნებურად მიტოვება; დ) სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონით ან/და ნებისმიერი სხვა სახის ტექნიკური საშუალებით არასასწავლო მიზნით სარგებლობა; ე) სკოლისათვის მატერიალური/ქონებრივი ზიანის მიყენება ან ასეთი ზიანის წარმოშობის საშიშროების შექმნა; ვ) მოსწავლის მიერ შინაგანაწესით დადგენილი ჩაცმულობის წესის დაუცველად სკოლის ტერიტორიაზე გამოცხადება, გარდა სკოლის მიერ წინასწარ განსაზღვრულ ღონისძიებაში მონაწილეობის მიღების მიზნით გამოცხადებისა; ზ) მოსწავლის/სკოლაში დასაქმებულის/მოსწავლის მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის/სკოლის ტერიტორიაზე შემოსული გარეშე პირის სიტყვიერი შეურაცხყოფა; თ) მოსწავლის/სკოლაში დასაქმებულის/მოსწავლის მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის/სკოლის ტერიტორიაზე შემოსული გარეშე პირის ფიზიკური შეურაცხყოფა; ი) სკოლის ტერიტორიაზე მოსწავლის გამოცხადება შემდეგი ნივთებით: ი.ა) თამბაქოს ნაწარმი/ელექტრონული სიგარეტი; ი.ბ) ალკოჰოლური საშუალებები; ი.გ) ნარკოტიკული საშუალებები და ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებისათვის საჭირო ნივთები; ი.დ) ფსიქოტროპული საშუალებები, ექიმის შესაბამისი ნებართვის გარეშე; ი.ე) ასაფეთქებელი და მომწამვლავი ნივთიერებები; ი.ვ) ნებისმიერი სახის იარაღი, კასტეტი ან ბასრი ნივთი, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს იარაღად; ი.ზ) სანთებელა ან ასანთი; ი.თ) აზარტული თამაშის საშუალებები; ი.ი) უხამსობის ამსახველი ნივთები/საშუალებები; ი.კ) ელექტროშოკური მოწყობილობა; ი.ლ) ნებისმიერი სხვა ნივთი, რომელიც შეიძლება საფრთხეს უქმნიდეს სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. კ) მოსწავლის დისკრიმინაცია; ლ) მოსწავლის ან/და სკოლაში დასაქმებული პირის პირად ცხოვრებაში ჩარევა; მ) ფულის ან სხვა ნივთების გამოძალვა; ნ) მოსწავლის მიერ წინამდებარე პუნქტის „ი“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ნივთის/ნივთების გამოყენება; ო) სკოლაში დასაქმებული პირების კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობა; პ) სკოლის ტერიტორიაზე სხვისი ნივთის უნებართვოდ აღება, დაკარგვა ან/და დაზიანება; ჟ) სკოლის უსაფრთხოების წესების დარღვევა, რომელმაც ზიანი გამოიწვია; რ) მოსწავლეთა ქცევის კოდექსის დარღვევა; ს) მოსწავლის ან/და სკოლაში დასაქმებული პირის მიმართ ფსიქოლოგიური ზეწოლა; ტ) სკოლის დოკუმენტაციის ხელყოფა; უ) სკოლის საქმიანობისთვის განკუთვნილი კომპიუტერული მონაცემის მიღება ან/და კომპიუტერული სისტემის უნებართვოდ ან სკოლის ინტერესების საწინააღმდეგოდ გამოყენება; ფ) არაფხიზელ მდგომარეობაში სკოლაში გამოცხადება; ქ) მოსწავლისთვის შეუფერებელი სხვა ქმედების ჩადენა. 2. დისციპლინური გადაცდომის ჩადენისათვის მოსწავლის მიმართ გამოიყენება შემდეგი დისციპლინური პასუხისმგებლობის სახე: ა) შენიშვნა; ბ) გაფრთხილება; გ) მკაცრი გაფრთხილება; დ) საყვედური; ე) სასტიკი საყვედური; ვ) სკოლიდან დროებით დათხოვნა; ზ) სკოლისათვის სასარგებლო საქმიანობის დაკისრება; თ) მოსწავლის სკოლიდან გარიცხვა (საშუალო საფეხურზე).
სკოლა არის ახალი გარემონტებული აქვს სპორტული მოედანი, სპორტული დარბაზი, სააქტო დარბაზი
სკოლა ფინანსდება ბიუჟეტიდან. ვაუჩერული დაფინანსების სისტემით მისიაა - სსიპ გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ნორიოა საჯარო სკოლის მისიაა დაამკვიდროს მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლება. ხელი შეუწყოს მათ გონებრივი და ფიზიკური პოტენციალის გამოვლენას. შესძინოს მას თვითრეალიზაციისთვის საჭირო ცოდნა და ცნობიერება, შეუქმნას მოსწავლეს სათანადო პირობები საერთაშორისო სტანდარტის მქონე განათლების მისაღებად. ხედვაა - სსიპ გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ნორიოს საჯარო სკოლის მომავლის ხედვაა, რომ იგი იყოს მყარი და მუდმად განვითარებაზე ორიენტირებული. ზოგადი განათლების ეროვნული მიზნებიდან გამომდინარე, თანამედროვე მოთხოვნათა და გამოწვევათა შესაბამისად, ზრუნავდეს თავისუფალი და კომპეტენტური ადამიანის ჩამოყალიბებაზე. წვლილი შეჰქონდეს ქვეყნის სამეცნიერო, კულტურულ, სოციალურ და ეკონომიკურ განვითარებაში. სკოლა აღზრდის ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების მატარებელი თავისუფალ პიროვნებას, რომელსაც მისცემს საფუძვლიან განათლებას. ღირებულებები - განცხადებული მომავლის ხედვისა და სკოლის მისიის განხორციელების მიზნით სასკოლო საზოგადოება თანხმდება, რომ სკოლამ და მისმა ყოველმა ცალკეულმა თანამშრომელმა თავიანთი ყოველდღიური საქმიანობის განხორციელებაში უნდა იხელმძღვანელონ შემდეგი სამუშაო პრინციპებითა და მიდგომებით. • ჩვენთვის მნიშვნელოვანია პროფესიონალიზმი, საქმის სიყვარული და ერთგულება; • ჩვენთვის მნიშვნელოვანია მიუკერძოებლობა; ჩვენ ვიაზრებთ საკუთარ პასუხისმგებლობას; • ჩვენ გვესმის, რომ ვაკეთებთ საერთო საქმეს და ვართ ჩვენი სკოლის ერთგულნი; • ჩვენ არ გვეშინია შეცდომების და ექსპერიმენტების; • ჩვენ ვმუშაობთ გუნდურად და ვიცავთ კოლეგიალობას.