რეესტრში დაბრუნება
საჯარო სკოლა · EMIS მონაცემი

სსიპ - გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხროვანის საჯარო სკოლა

ქვემო ქართლი · გარდაბანი · გარდაბანი, სოფელი მუხროვანი

რეესტრის კოდი#2027
მოსწავლე31
მასწავლებელი14
შენობა1
სკოლის პროფილი

ძირითადი ინფორმაცია

დირექტორი
სვეტლანა სუხორუკოვა
სწავლების საფეხურები
დაწყებითი (1-6), საბაზო (7-9)
სწავლების სექტორი
ქართული
ავტორიზაციის დასაწყისი
18/12/2023
ავტორიზაციის დასრულება
18/12/2032
პირველკლასელთა მიღება

ადგილების მიმდინარე ინფორმაცია

გარდაბანი, სოფელი მუხროვანი

სექტორი
ქართული
ცვლა
1
საერთო ლიმიტი
25
თავისუფალი ადგილი
23
სსსმ ლიმიტი
3
სსსმ თავისუფალი ადგილი
3
EMIS-ის სრული ჩანაწერი

დამატებითი ინფორმაცია და დოკუმენტები

გახსენით სასურველი სექცია ტექსტის, თემატური ბმულებისა და დოკუმენტების ჩამონათვალის სანახავად.

მისია, ხედვა და ღირებულებები2 დამატებითი მასალა

სსიპ - გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხროვანის საჯარო სკოლის მისია: აღზარდოს წიგნიერი, შემოქმედებითად და კრიტიკულად მოაზროვნე, ტოლერანტი, ეროვნული ღირებულებების მქონე პიროვნება, რომელიც წარმატებით ინტეგრირდება მუდმივად ცვალებად გარემოში და ხელს შეუწყობს ქვეყნის განვითარებას. სკოლის ხედვა ჩამოყალიბდეს მუდმივ განვითარებაზე ორიენტირებულ საგანმანათლებლო დაწესებულებად, რომელიც უზრუნველყოფს უსაფრთხო და გარემოში მრავალმხრივი უნარებისა და ეროვნული ღირებულებების მქონე მოქალაქის აღზრდას.

დოკუმენტები

შვიდწლიანი სტრატეგიული გეგმა (2023-2030).docx12/05/2026 12:05:17 · 0 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე
სტრუქტურა3 დამატებითი მასალა

დოკუმენტები

სტრუქრურა.docx10/05/2026 08:11:10 · 0 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე
სტრატეგიული გეგმაგეგმა და შესრულების ანგარიში

დოკუმენტები

შვიდწლიანი სტრატეგიული გეგმა (2023-2030).docx12/05/2026 13:07:09 · 0 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე
წლიური სამოქმედო გეგმაგეგმა და შესრულების ანგარიში

გეგმა

ერთწლიანი სამოქმედო გეგმა გამომდინარეობს 2023 – 2030 წლების სტრატეგიული განვითარების შვიდწლიან გეგმიდან, სკოლის მისიიდან და სკოლის სტრატეგიული მიზნებიდან. მასში ასახულია სტრატეგიული მიზნებისა და ამოცანების შესაბამისი აქტივობები, შესრულების ინდიკატორები, შესრულებაზე პასუხისმგებელი პირები/სტრუქტურული ერთეულები, შესაბამისი რესურსები და დასახული მიზნების რეალიზების ვადები.

დოკუმენტები

სასკოლო სასწავლო გეგმა 2025-2026.doc12/05/2026 13:06:06 · 0 MB
ერთწლიანი სამოქმედო გეგმა 2025-2026.docx12/05/2026 13:06:06 · 0 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე

შესრულების ანგარიში

სსიპ გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხროვანის საჯარო სკოლის ერთწლიანი სამოქმედო გეგმის შესრულების ანგარიში

დოკუმენტები

ანგარიში.pdf03/06/2026 10:14:23 · 0 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე
ქცევის წესები და გასაჩივრების მექანიზმები2 დამატებითი მასალა

დოკუმენტები

პერსონალის მართვის წესი.docx12/05/2026 13:01:13 · 0 MB
პერსონალურ მონაცემთა დაცვის წესი და მონიტორინგის მექანიზმები 2023.doc12/05/2026 13:01:13 · 0 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე
ინფრასტრუქტურატექსტური ინფორმაცია

სსიპ- გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხროვანის საჯარო სკოლა 30 წელია არსებობს. სკოლა განთავსებულია ახალაშენებულ შენობაში, რომელიც სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ, 2020 წელს აშენდა. მშენებლობა განხორციელდა საქართველოში მოქმედი სამშენებლო ნორმებისა და უსაფრთხოების წესების დაცვით, ეკოლოგიურად სუფთა მასალების გამოყენებით. შენობაში მოეწყო სველი წერტილები, ადაპტირებული საპირფარეშო, ექიმის ოთახი, საბუნებისმეტყველო მეცნიერების და კომპიუტერული ტექნოლოგიების ლაბორატორია. სკოლა ადაპტირებულია სპეციალური საჭიროების მქონე პირებისთვის, კერძოდ, მოწყობილია სკოლის შემოსასვლელთან პანდუსი. სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების ფონდის მიერ სკოლა აღიჭურვა მატერიალური რესურსებით: ახალი საოფისე ავეჯით, სასკოლო ინვენტარით, რომელიც განთავსებულია ყველა საკლასო ოთახში, დირექცია-ადმინისტრაციის ოთახებში, სამასწავლებლოში, ექიმის ოთახში, ბიბლიოთეკაში და ლაბორატორიებში.2023-2024 სასწავლო წელს სკოლას გადაეცა 8 პორტაბელური კომპიუტერი(ლეპტოპი). ასევე სკოლა აღჭურვილია 7 პროექტორით და 3 პრინტერით, რომლებიც ხელმისაწვდომია სასკოლო საზოგადოების წევრებისათვის. სკოლას ყველა ოთახს მიეწოდება საკაბელო ინტერნეტი, რომელიც დაკავშირებულია კომპიუტერულ ტექნიკასთან. სკოლა აღჭურვილია სპორტული ინვენტარით: ბურთებით, ჩოგბურთის მაგიდა და შესაბამისი ინვენტარი, სახტუნაო, ფრენბურთის და კალათბურთის ბადეები და სხვა შესაბამისი ინვენტარი. ასევე ფუნქციონირებს სკოლის ბიბლიოთეკა, რომელიც დაცულია მოსწავლეთა ასაკის შესაბამისი მხატვრული ლიტერატურა, სახელმძღვანელოები და პერიოდული გამოცემები, მეთოდური სახელმძღვანელოები და ციფრული რესურსებით. სკოლში პირველადი სამედიცინო დახმარების მიღების მიზნით, მოწყობილია სამედიცინო კაბინეტი, რომელიც აღჭურვილია ყველა საჭირო ინვენტარით. სამედიცინო დახმარების კაბინეტის მოწყობისას გათვალისწინებულია ყველა არსებული ნორმატიული აქტით და შესაბამისი რეკომენდაციებით. სკოლის მატერიალური რესურსები და ინფრასტრუქტურა უზრუნველყოფს ეფექტიანი საგანმანათლებლო პროცესების უსაფრთხოდ წარმართვას და სრულად პასუხობს თანამედროვე განათლების მოთხოვნებს და საჭიროებებს.

ფინანსები2 დამატებითი მასალა

დოკუმენტები

10 დეკემბრის ანგარიში სამეურვეო საბჭოს..doc12/05/2026 12:31:23 · 0 MB
2026-წლის-საბიუჯეტო-განაცხადი-მუხროვანის საჯარო-სკოლა.xlsx15/05/2026 09:53:55 · 0 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე