გარდაბანი, მარტყოფი
- სექტორი
- ქართული
- ცვლა
- 1
- საერთო ლიმიტი
- 50
- თავისუფალი ადგილი
- 20
- სსსმ ლიმიტი
- 5
- სსსმ თავისუფალი ადგილი
- 5
ქვემო ქართლი · გარდაბანი · გარდაბანი, სოფელი მარტყოფი
გახსენით სასურველი სექცია ტექსტის, თემატური ბმულებისა და დოკუმენტების ჩამონათვალის სანახავად.
მისია სსიპ-გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტყოფის N2 საჯარო სკოლის მისიაა: აღზარდოს ქვეყნის ინტერესების, ტრადიციებისა და მომავლის წინაშე საკუთარი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისა და პოზიციის მქონე, პიროვნება, შესძინოს საკუთარი ცოდნის,შესაძლებლობების სრულფასოვნად გამოვლინების და რეალიზების უნარი. მომავლის ხედვა სსიპ -გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტყოფის N2 საჯარო სკოლის მომავლის ხედვაა: იყოს მუდმივ განვითარებაზე ორიენტირებული ცოდნის კერა, რათა შეძლოს თავისუფალი,მოაზროვნე, ეროვნული ღირებულებების მქონე პატრიოტულად განწყობილი, კომპეტენტური ადამიანის ჩამოყალიბება. ღირებულებები მომავლის ხედვისა და სკოლის მისიის განხორციელების მიზნით სასკოლო საზოგადოება თანხმდება, რომ სკოლამ მთლიანობაში და მისმა ყოველმა ცალკეულმა თანამშრომელმა თავიანთი ყოველდღიური საქმიანობის განხორციელებაში უნდა იხელმძღვანელოს შემდეგი სამუშაო პრინციპებითა და მიდგომებით: • საკუთარ პასუხისმგებლობის გაცნობიერება; • ჩვენი ქვეყნის,ჩვენი სოფლის და ჩვენი სკოლის ერთგულება; • ინოვაციურ მიდგომების დანერგვა წარსულ გამოცდილების გათვალისწინებით; • სწავლა-სწავლების ხარისხის მუდმივი გაუმჯობესება; • ინიციატივის დაფასება; • უწყვეტი პროფესიული ზრდა და განვითარება; • გუნდურობა და კოლეგიალობა; • შედეგზე ორიენტირებულობა; • მიუკერძოებლობა; • სხვათა შრომის, მიღწევებისა და აზრის პატივისცემა; • პროფესიონალიზმი, საქმის სიყვარული და ერთგულება; • წარმატებული სკოლების გამოცდილების გაზიარება;
სკოლის სტრუქტურა მოცემულია სქემის სახით მიბმულ დოკუმენტში
სკოლას აქვს შემუშავებული შვიდ წლიანი განვითარების სტრატეგიული გეგმა
სკოლას შემუშავებული აქვს ერთწლიანი სამოქმედო გეგმა, სამოქმედო გეგმა არის ერთწლიანი. ის ეფუძნება სკოლის სტრატეგიულ გეგმას და სკოლის ყოველწლიურ თვითშეფასებას. სტრატეგიული გეგმიდან გამომდინარე ყოველი ახალი სასწავლო წლის დასაწყისში ხდება ერთწლიანი სამოქმედო გეგმის შემუშავება, სტრატეგიული გეგმის გადახედვა და გარკვეული ცვლილებების შეტანა.ცვლილებები ძირითადად ხდებოდა სამეურვეო საბჭოს სხდომაზე,პედ საბჭოს სხდომაზე ან ზეპირად,არ გვქონდა რაიმე დოკუმენტი,სადაც გაწერილი იქნებოდა ის მექანიზმები (შემუშავებული გამოკითხვის ფორმა,ფოკუს ჯგუფი) რითაც შესაძლებელი იქნებოდა თვისობრივი კვლევა. თუმცა პერიოდულად ხდებოთა მოსწავლეთა გამოკითხვა უსაფრთხოების კვლევის მიზნით,მასწავლებლების გამოკითხვა სასწავლო პროცესთან დაკავშირებით,მშობლების გამოკითხვა სპეციალურად შედგენილი კითხვარის საშუალებით.კათედრის საქმიანობის კვლევა.ახალი სასწავლო წლიდან დირექტორის ბრძანებით შეიქმნება კომისია,რომლის შემადგენლობაში იქნებიან სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლები(პედ.საბჭო,მოსწავლეთა თვითმმართველობა,მოსწავლეთა მშობლები,თემიდან მოწვეული წარმომადგენელი) რომლებსაც დაევალებათ მონაცემთა შეგროვება(გამოვიყენებთ სხვადასხვა მეთოდებს. მაგ. ფორმალურ და არაფორმალურ გარემოში საგაკვეთილო პროცესზე დაკვირვება, გამოკითხვა, ფოკუსჯგუფი, ინტერვიუ), სასკოლო საზოგადოების აზრის შესწავლა და სტრატეგიული მიზნებიდან გამომდინარე ერთწლიანი გეგმის შემუშავება,მონიტორინგის მექანიზმების შემუშავება და მონიტორინგის წარმოება. 4. გეგმა მოიცავს სკოლის მისიას, ხედვას, ღირებულებებსა და მიზნებს, განსაზღვრავს თუ როგორ უნდა მიაღწიოს სკოლამ დასახულ მიზნებს არსებული მატერიალურ-ტექნიკური, ადამიანური და ფინანსური რესურსების ეფექტურად გამოყენების გზითა და საჭირო დამატებითი რესურების მოძიებით. გეგმა დეტალურად ახდენს გარემო ფაქტორების, კონკურენტებისა და სიძლიერე, სისუსტეების,შესაძლებლობების, საფრთხეების დანახვისა და გაანალიზების საშუალებას.ერთწლიან გეგმაში გაწერილია 2022-2023 წლის სასწავლო პროცესის ეფექტურად წარმართვისა და განვითარების სტრატეგია, რომლებიც ნათლად წარმოაჩენს დასახული მიზნების წარმატებით ან წარუმატებლად განხორციელებას. გეგმის სრულად განხორციელება ხელს უწყობს სკოლის წარმატებულ საქმიანობას. სამოქმედო გეგმაში რომელიც გამომდინარეობს სტრატეგიული გეგმიდან განსაზღვრულია მიზნებისა და ამოცანების შესაბამისი აქტივობები. ერთწლიან სამოქმედო გეგმაში ძირითადი აქცენტები გაკეთებულია: ა) სასწავლო პროცესის ხარისხის ამაღლება ; ბ)სკოლის ორგანიზაციული განვითარება; გ)მატ.ტექნიკური ბაზის გაუმჯობესება; დ)უსაფრთხოება; ე) მშობელთა ჩართულობის ხელშეწყობა; განსაზღვრულია ვადები და პასუხისმგებელი პირები/სტრუქტურული ერთეულები.სასწავლო წლის ბოლოს მოხდება ერთწლიანი სამოქმედო გეგმის განხორციელების შეფასება სპეციალური შეფასების კრიტერიუმების დახმარებით,აღნიშნული კვლევა დაგვანახებს რამდენად მოხდა გეგმით განსაზღვრული მიზნის შესრულება. შედეგებიდან გამომდინარე მოხდება ახალი ერთწლიანი გეგმის შემუშავება
2024-2025 სასწავლო წლის ერთწლიანი სამოქმედო გეგმის შესრულების ანგარიში
მატერიალური რესურსები და ინფრასტრუქტურა სსიპ გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტყოფის N2 საჯარო სკოლა განთავსებულია გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტყოფში მდებარე სამსართულიან შენობაში. სკოლის შენობა, შესაბამისი მიწის ფართით სახელმწიფო საკუთრებაა და სკოლას გადაეცა უვადოდ, კანონმდებლობით დადგენილი წესით. სამსართულიანი შენობა-ნაგებობის ფართია ---.სკოლის ეზო (ფართი 4095,00კმ ) გამწვანებულია ფოთლოვანი და წიწვოვანი ხე მცენარეებით.ეზოში განთავსებულია ღია სპორტული მოედანი. სკოლის მატერიალური რესურსი და ინფრასტრუქტურა გამოიყენება დაწესებულების მისიით განსაზღვრული მიზნების მისაღწევად და შეესაბამება არსებულ და დაგეგმილ მოსწავლეთა რაოდენობას დაწესებულების ინფრასტრუქტურა, მათ შორის საერთო სარგებლობის სივრცეები და მატერიალური რესურსი ხელმისაწვდომია სასკოლო საზოგადოების წევრებისთვის; სკოლის ინფრასტრუქტურა ქმნის სწავლის ინკლუზიურ გარემოს; სკოლაში სულ 20 საკლასო ოთახია. სასწავლო პროცესი ერთ ცვლაში მიმდინარეობს. გარდა საკლასო ოთახებისა, სკოლაში არის კომპიუტერული ლაბორატორია, საბუნებისმეტყველო ლაბორატორია,სამოქალაქო განათლების კაბინეტი, სააქტო დარბაზი,სპორტული დარბაზი, რესურსოთახი, ბიბლიოთეკა, სამასწავლებლო, ექიმის კაბინეტი, ადმინისტრაციის ოთახები, ოთახი მანდატურის სამსახურისათვის, ბიჭების/გოგონების, პერსონალის და სსსმ პირისთვის განკუთვნილი სველი ადაპტირებული წერტილები. სკოლის ეზოში შესაძლებელია მოსწავლეთა შეკრება და სხვადასხვა სახის აქტივობების გამართვა,ასევე გაკვეთილების ჩატარება ღია სივრცეში. საკლასო ოთახები აღჭურვილია მოსწავლეთა რაოდენობისა და ასაკის შესაბამისი მერხებით, სკამებით, მასწავლებლის მაგიდით, სკამით და დაფებით. სკოლის ბალანსზეა - 500 მერხი. ადმინისტრაციის ყველა წევრს აქვს სამუშაო ოთახი აღჭურვილი საჭირო ინვენტარით, მათ შორის კომპიუტერული ტექნიკით. სკოლა უზრუნველყოფილია ცენტრალური გათბობით. ყველა საკლასო ოთახი არის ნათელი და კეთილმოწყობილი. სკოლის ბიბლიოთეკა გარდა სამკითხველო ფუნქციისა წარმოადგენს საგანმანათლებლო სივრცეს, როგორც ფორმალური ისე არაფორმალური განათლების მიღების კუთხით.ბიბლიოთეკა იძლევა დებატების,პრეზენტაციების,ცნობილ ადამიანებთან შეხვედრების და სხვა მრავალი აქტივობის ორგანიზების შესაძლებლობას. ბიბლიოთეკაში არის 2500 ერთეული მხატვრული ლიტერატურა ქართულ ენაზე, 50 ერთეული მხატვრული ლიტერატურა ინგლისურ ენაზე და 125 რუსულ ენაზე, მეთოდური ლიტერატურა და გრიფირებული სასკოლო სახელმძღვანელოები. კომპიუტერების ლაბორატორიაში განთავსებულია 20 ინტერნეტით უზრუნველყოფილი კომპიუტერი, პრინტერი. სკოლას სულ აქვს 46კომპიუტერი და ლეპტოპი.5 საკლასო ოთახი აღჭურვილია პროექტორითსაკლასო ოთახების დიდ ნაწილში არის კომპიუტერები. კომპიუტერები არის ასევე სამასწავლებლოში, ბიბლიოთეკაში, საბუნებისმეტყველო ლაბორატორიაში. ადმინისტრაციის ოთახებში. მასწავლებლებს შესაძლებლობა აქვთ ისარგებლონ პერიოდიკით - ,,მასწავლებელი“, ,,ახალი განათლება“. სკოლის მატერიალური რესურსი და ინფრასტრუქტურა გამოიყენება დაწესებულების მისიით განსაზღვრული მიზნების მისაღწევად და შეესაბამება არსებულ და დაგეგმილ მოსწავლეთა რაოდენობას დაწესებულების ინფრასტრუქტურა, მათ შორის საერთო სარგებლობის სივრცეები და მატერიალური რესურსი ხელმისაწვდომია სასკოლო საზოგადოების წევრებისთვის. სკოლის ინფრასტრუქტურა ქმნის სწავლის ინკლუზიურ გარემოს;
2024 წლის ფინანსური ანგარიში