თბილისი, ისანი-სამგორი, სოფელი დიდი ლილო
- სექტორი
- ქართული
- ცვლა
- 1
- საერთო ლიმიტი
- 75
- თავისუფალი ადგილი
- 53
- სსსმ ლიმიტი
- 8
- სსსმ თავისუფალი ადგილი
- 8
თბილისი · ისანი-სამგორი · თბილისი, ისანი-სამგორი, დიდი ლილო
გახსენით სასურველი სექცია ტექსტის, თემატური ბმულებისა და დოკუმენტების ჩამონათვალის სანახავად.
მისია . სსიპ ქ. თბილისის საჯარო სკოლა უზრუნველყოფს ეფექტური სასწავლო -აღმზრდელობითი და უსაფრთხო გარემოს შექმნას, რომელიც ხელს შეუწყობს მოსწავლეებში ეროვნული ღირებულებების ჩამოყალიბებას, მათი შესაძლებლობების, ინტერესების, საჭიროების უწვეტ განვითარებას და მიღებული ცოდნის ცხოვრებისეულ კონტექსტში გამოყენებას. ხედვა- სკოლა უზრუნველყოფს მოსწავლის აღჭურვას 21 საუკუნის კომპეტენციებით, თანამედროვე მიდგომებითა და ეროვნულ-ტრადიციული აღზრდის მეთოდებით; ხელს უწყობს პიროვნული განვითარებისადმი შემოქმედებით და კონსტრუქტივისტულ მიდგომას,ციფრულ, რაოდენიბრივი და მედიაწიგნიერების უნარების განვითარებას. სწავლების პროცესში სკოლა ეფუძნება ცოდნის სამივე კატეგორიას და ცხოვრებისეულ კონტექსტში გამოყენებას. სასკოლო გარემო ეფუძნება თანამშრომლობითი პრინციპებით განხორციელებულ გუნდურ მუშაობას, საგანთა შორის ინტეგრაციას და მიღებული ცოდნის გამოყენებას ღირებულებითი განათლების შესაქმნელად. ღირებულებები სკოლა უპირველეს ყოვლისა, ხელმძღვანელობს სასწავლო პროცესში ჩართული პირების ინტერესებით და საქმიანობას წარმართავს შემდეგ ღირებულებებზე დაყრდნობით: გამჭირვალობა: ჩვენი საქმიანობა, ხედვები და ღირებულებები საჯაროდაა ხელმისაწვდომი და წინასწარ ცნობილია სასკოლო საზოგადოებისა და ყველა დაინტერესებული პირისათვის, სკოლის შინაგანაწესის შესაბამისად უზრუნველყოფილია სკოლის საქმიანობის შესახებ ინფორმაციის საჯაროობა. მიუკერძოებლობა: ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ სკოლის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები შეესაბამებოდეს მოქმედ კანონმდებლობასა და ითვალისწინებდებს დაინტერესებულ მხარეთა ინტერესებს. თანამშრომლობა: ჩვენ ღია ვართ დაინტერესებულ მხარეებთან თანამშრომლობისათვის. მშობლებთან, მოსწავლეებთან და თემის წარმომადგენლებთან კონსტრუქციულად განვიხილავთ სიახლეებს, წინადადებებს, განსხვავებულ პოზიციებსა და ორიენტირებულნი ვართ პრობლემების გადაჭრაზე. ობიექტურობა: ჩვენ მიერ განხორციელებული შეფასებები, ეფუძნება ეროვნულ სასწავლო გეგმას და ფაქტობრივ გარემოებებს. დადგენილი პროცედურები მაქსიმალურად გამორიცხავს შეფასებაში მონაწილე პირების სუბიექტივიზმს. განვითარება და ინოვაციურობა: სისტემატურად ვაფასებთ ჩვენს საქმიანობას და შეფასების შედეგებზე დაყრდნობით, ვგეგმავთ განვითარების ინოვაციურ გზებს. არ ვერიდებით სიახლეების დანერგვას.
წარმოდგენილი სქემა ასახავს: სსიპ ქალაქ თბილისის N 217 საჯარო სკოლის ორგანიზაციულ სტრუქტურას, მართვის ორგანოებისა და სტრუქტურული ერთეულების ურთიერთკავშირს.სტრუქტურა დამტკიცებულია სკოლის დირექტორის ბრძანებით და შეესაბამება სკოლის შინაგანაწესსა და წესდებას.
სტრატეგიული გეგმა იხილეთ ფაილში
სსსიპ ქ. თბილისის N217 საჯარო სკოლის 2024-2025 სასწავლო წლის ერთწლიანი სამოქმედო გეგმის შესრულების მონიტორინგის შედეგი.
ინკლუზიური განათლების მხარდაჭერის გეგმა და ასისტენტის მომსახურების დოკუმენტი
სკოლაში ქცევისა და დისციპლინარული ნორმების დაცვის მექანიზმები, ასევე მოსწავლეთა უფლებებისა და შეფასების აპელაციის უზრუნველყოფის დოკუმენტაცია
სკოლის მატერიალურ-ტექნიკური ბაზისა და ინფრასტრუქტურის განვითარების გეგმა.
სსიპ ქალაქ თბილისის N217 საჯარო სკოლის ფინანსური რესურსები სკოლას აქვს სამეურვეო საბჭოს მიერ დამტკიცებული ბიუჯეტი, რომელშიც ასახულია შემოსავალი და ხარჯი. სკოლის შემოსავალი შედგება ვაუჩერული დაფინანსებისგან. ყოველი მომდევნო წლის ბიუჯეტი მტკიცდება კალენდარული წლის დასრულებისას და მიმდინარე წლის განმავლობაში ხორციელდება ფაქტობრივი შემოსავლებისა და ხარჯების დაზუსტება. სკოლას შემუშავებული აქვს ფინანსური რესურსების მართვის (დაგეგმვის, განკარგვის, მონიტორინგის) სისტემა. სკოლის ბუღალტერი, რომელიც პასუხისმგებელია სკოლის ფინანსების მართვაზე, ყოველი წლის 10 დეკემბრამდე სამეურვეო საბჭოს წინაშე წარადგენს წლიურ ფინანსურ ანგარიშს. სკოლას არა აქვს ფინანსური დავალიანება. სკოლა, სწორი ბიუჯეტირებით და ხარჯების ოპტიმიზაციით ახერხებს მასწავლებლების, ტექ.-პერსონალის, შტატგარეშე თანამშრომლების ხელფასებისა, ასევე, საკანცელარიო, სამეურნეო, სანიტარული და ჰიგიენური საშუალებების მთელი სასწავლო წლის განმავლობაში აუცილებელი მარაგის შეძენას. ეტაპობრივად სკოლის ფინანსები ხმარდება ზედაპირულ სარემონტო და სახელოსნო სამუშაოების ჩატარებას (მერხების, კარების, სველი წერიტლების, ონკანების, კედლებისა და იატაკის) დაზიანებების აღმოფხვრას. სკოლის ეკონომიკური შემოსავალი მიმართულია შინდა სასკოლო პროექტების და მოსწავლეთა მოტივაციის ასამაღლებელი აქტივობების ფინანსურ მხარდაჭერაზე. კერძოდ, შიდა სასკოლო ღონისძიებები, მოსწავლეთა წახალისებისათვის საჭირო რესურსების შეძენა.