რეესტრში დაბრუნება
საჯარო სკოლა · EMIS მონაცემი

სსიპ - საბა დადვანის სახელობის ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ტანძიის საჯარო სკოლა

ქვემო ქართლი · ბოლნისი · ბოლნისი, სოფელი ტანძია

რეესტრის კოდი#2005
მოსწავლე71
მასწავლებელი18
შენობა1
სკოლის პროფილი

ძირითადი ინფორმაცია

დირექტორი
თამაზ ბერიანი
სწავლების საფეხურები
დაწყებითი (1-6), საბაზო (7-9), საშუალო (10-12)
სწავლების სექტორი
ქართული
ავტორიზაციის დასაწყისი
ავტორიზაციის დასრულება
პირველკლასელთა მიღება

ადგილების მიმდინარე ინფორმაცია

ბოლნისი, სოფ.ტანძია

სექტორი
ქართული
ცვლა
1
საერთო ლიმიტი
25
თავისუფალი ადგილი
21
სსსმ ლიმიტი
3
სსსმ თავისუფალი ადგილი
3
EMIS-ის სრული ჩანაწერი

დამატებითი ინფორმაცია და დოკუმენტები

გახსენით სასურველი სექცია ტექსტის, თემატური ბმულებისა და დოკუმენტების ჩამონათვალის სანახავად.

სტრატეგიული გეგმაგეგმა და შესრულების ანგარიში

გეგმა

სსიპ საბა დადვანის სახელობის ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ტანძიის საჯარო სკოლის შვიდწლიანი განვითარების სტრატეგიული გეგმა 2025-2032 წლები შესავალი წინამდებარე დოკუმენტი მოიცავს სკოლის მისიას, ხედვას, ღირებულებებსა და სტრატეგიულ მიზნებს. სტრატეგია განსაზღვრავს თუ როგორ უნდა მიაღწიოს სკოლამ დასახულ მიზნებს არსებული მატერიალურ-ტექნიკური, ადამიანური და ფინანსური რესურსების ეფექტურად გამოყენების გზითა და საჭირო დამატებითი რესურსების მოძიებით. სტრატეგიული გეგმა დეტალურად ახდენს გარემო ფაქტორების და შიდა გარემოს SWOT (სიძლიერე, სისუსტე, შესაძლებლობები და საფრთხე) ანალიზს. 7 (შვიდ) წლიანი სტრატეგიული გეგმის პროექტის შედგენისას გათვალისწინებული იქნა, როგორც წინარე გამოცდილება, ასევე, ახალი გამოწვევები. ინფორმაციის შეჯერების, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საუკეთესო პრაქტიკის გამოყენებითა და თანამედროვე მოთხოვნების გათვალისწინებით: ძირითად ამოცანად სკოლა ისახავს მოსწავლეებს მისცეს ხარისხიანი, 21-ე საუკუნის შესაბამისი განათლება, მოამზადოს ისინი დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის, ხელი შეუწყოს საჭირო უნარ-ჩვევების, პიროვნული ღირებულებების ჩამოყალიბებას შესაბამისი კვალიფიციური კადრების მეშვეობით. სტრატეგიული განვითარების შვიდწლიანი გეგმის შემუშავების პროცესის წარმართვაზე პასუხისმგებელია სკოლის დირექტორი, რომელიც უზრუნველყოფს კომუნიკაციას სკოლის სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულებთან, საჭირო ინფორმაციის შეგროვებას. სკოლის სტრატეგიული განვითარების გეგმის რეალიზება ხდება შიდა და გარე ფაქტორების გათვალისწინებით. ობიექტური ანალიზის საფუძველზე, შესაძლებელია მოხდეს სკოლის სტრატეგიული განვითარების გეგმის გადახედვა გარკვეული პერიოდულობით. სკოლის შესახებ ინფორმაცია: სსიპ საბა დადვანის სახელობის ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ტანძიის საჯარო სკოლა მდებარეობს ბოლნისის მუნიციპალიტეტში მისამართზე: ბოლნისის მუნიციპალიტეტი სოფელ ი ტანძია.სკოლაში სწავლობს 63 მოსწავლე, 19 მასწავლებელია,სულ სკოლაში მუშაობს 22 თანამშრომელი. სკოლა აშენდა 1987 წელს.სკოლა არის დიდი ტრადიციების მატარებელი.ის არის ორი გმირის სკოლა.სკოლის კურსდამთავრებულების არიან სპორტსმენები,სხვადასხვა სფეროებში მოღვაწე ადამიანები. მისია ჯანსაღ, უსაფრთხო და პოზიტიურ სასკოლო გარემოში ხარისხიანი განათლებითა და საზოგადოებრივი მეცნიერებების გაძლიერებული სწავლების მხარდაჭერით აღვზარდოთ კონკურენტუნარიანი, გლობალური და ეროვნული ღირებულებების დამცველი მოქალაქეები. ხედვა სსიპ საბა დადვანის სახელობის ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ტანძიის საჯარო სკოლა შეძლებს მოსწავლეთა აღჭურვას 21-ე საუკუნის კომპეტენციებითა და გლობალურ-ფუნქციური უნარებით, რასაც მივაღწევთ ინოვაციური და ტრადიციული სწავლების მეთოდებით, სტრატეგიებითა და მიდგომებით. კურსდამთავრებულები მეტაკოგნიციის საშუალებით შეძლებენ განათლების უწყვეტ პროცესში ორგანულ ჩართვას, რითაც თავს შრომის ბაზარზეც, როგორც საქართველოში, ასევე მსოფლიო მასშტაბით. ღირებულებები: 1. თანამშრომლობა; 2. გუნდურობა; 3. გამჭირვალობა; 4. დემოკრატია; 5. ობიექტურობა; 6. განვითარება და ინოვაციურობა. სსიპ საბა დადვანის სახელობის ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ტანძიის საჯარო სკოლა მიზნები სკოლის მიზანია: • აღზარდოს მაღალი აკადემიური ცოდნის მიღებაზე ორიენტირებული თავისუფალი და პასუხისმგებელი, კრიტიკული აზროვნების, ეფექტური კომუნიკაციის უნარების, ჯანსაღი ღირებულებების მატარებელი ადამიანები, რომელთაც შეეძლებათ საკუთარი შესაძლებლობების ოპტიმალური შეფასება და ცხოვრებაში რეალიზება. • ხელი შეუწყოს მასწავლებელთა პროფესიულ ზრდას და პედაგოგიური პრაქტიკის შემდგომ დახვეწასა და გამდიდრებას. • მოსწავლეთათვის შესაბამისი უნარების განვითარება, დამოუკიდებლად მოახერხოს საჭირო ინფორმაციის მოძიება, აღქმა, ანალიზი, დასკვნის გაკეთება და გადაწყვეტილების მიღება; • მოსწავლეთა შესაძლებლობების მაქსიმალური გამოვლენა და განვითარება; • მატერიალურ-ტექნიკური ბაზის მუდმივი განახლება; • უსაფრთხო და შესაძლებლობებით მრავალფეროვანი გარემოს შექმნა და მუდმივი სრულყოფა; • სასკოლო საზოგადოების გააქტიურება. SWOT - ანალიზი იმისათვის, რომ სკოლამ მოახერხოს თავისი მისიის შესრულება და მოსწავლეებისათვის საუკეთესო საგანმანათლებლო მომსახურების შეთავაზება, აუცილებელია სწორად იქნეს დანახული სკოლის მიერ დასახული და შესრულებული სტრატეგიული გეგმის დადებითი და უარყოფითი, სუსტი და ძლიერი მხარეები. სისუსტეების გამოვლენა მიმართულია იმისკენ, რომ არსებული შესაძლებლობის ფარგლებში გადაიქცეს ძლიერ მხარეებად, ხოლო საფრთხეების წინასწარ შეფასება საშუალებას იძლევა, რომ სკოლა მზად დახვდეს სავარაუდო გამოწვევებს. S (ძლიერი მხარე) W (სუსტი მხარე) • პოზიტიური, წამახალისებელი გარემო; • მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო გარემო; • თანამშრომლობითი სასწავლო გარემო; • ეკოლოგიურად სუფთა გარემო,გამწვანებული დიდი ეზო; • სასკოლო კულტურა; • მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის მოტივაცია; • მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის მობილიზების სწრაფად ორგანიზების უნარი; • სასწავლო პროცესის მართვა (ტრადიციული სწავლების ფორმატში); • მოსწავლეთა საჭიროებებზე მორგებული ინფრასტრუქტურა; • პროფესიულ კოლეჯებთან თანამშრომლობა; • მოსწავლეთა არაფორმალურ აქტივობების მაღალი მაჩვენებელი; • სკოლის განვითარების გეგმების მონიტორინგის მექანიზმი. • ონლაინ სწავლების გამოცდილება. • მატერიალურ-ტექნიკური ბაზა; • გაცდენის შემთხვევაში, ჩამნაცვლებელი მასწავლებლების არარსებობა; • სასკოლო ცხოვრებაში საბაზო და საშუალო საფეხურის მშობელთა დაბალი დაინტერესება