რეესტრში დაბრუნება
საჯარო სკოლა · EMIS მონაცემი

სსიპ - ქალაქ თბილისის №45 საჯარო სკოლა

თბილისი · გლდანი-ნაძალადევი · თბილისი, გლდანი-ნაძალადევი, სარაჯიშვილის გამზირი №25, (ნაკვეთი 27/005)

რეესტრის კოდი#20
მოსწავლე1635
მასწავლებელი96
შენობა1
სკოლის პროფილი

ძირითადი ინფორმაცია

დირექტორი
მზია გელაშვილი
სწავლების საფეხურები
დაწყებითი (1-6), საბაზო (7-9), საშუალო (10-12)
სწავლების სექტორი
ქართული
ავტორიზაციის დასაწყისი
31/08/2023
ავტორიზაციის დასრულება
31/08/2032
პირველკლასელთა მიღება

ადგილების მიმდინარე ინფორმაცია

თბილისი, გლდანი-ნაძალადევი, სარაჯიშვილის ქ. №25

სექტორი
ქართული
ცვლა
2
საერთო ლიმიტი
125
თავისუფალი ადგილი
1
სსსმ ლიმიტი
13
სსსმ თავისუფალი ადგილი
8
EMIS-ის სრული ჩანაწერი

დამატებითი ინფორმაცია და დოკუმენტები

გახსენით სასურველი სექცია ტექსტის, თემატური ბმულებისა და დოკუმენტების ჩამონათვალის სანახავად.

მისია, ხედვა და ღირებულებებიტექსტური ინფორმაცია

სკოლის მისია ურთიერთზრუნვითა და თანამშრომლობით ვქმნით უსაფრთხო, ინოვაციურ და ინკლუზიურ სასწავლო გარემოს, თითოული მოსწავლის წარმატებული და ბედნიერი მომავლისათვის. ხედვა ჩვენ ვიქნებით ყველაზე ინოვაციური და მოთხოვნადი სკოლა საქართველოში. ღირებულებები სკოლა უპირველეს ყოვლისა, ხელმძღვანელობს სასწავლო პროცესში ჩართული პირების საუკეთესო ინტერესებით და საქმიანობას წარმართავს შემდეგ ღირებულებებზე დაყრდნობით: • გამჭირვალობა: ჩვენი საქმიანობა, ხედვები და ღირებულებები საჯაროდაა ხელმისაწვდომი და წინასწარ ცნობილია ყველა დაინტერესებული პირისათვის, უზრუნველყოფილია სკოლის საქმიანობის შესახებ ინფორმაციის საჯაროობა. • მიუკერძოებლობა: ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ სკოლის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები შეესაბამება მოქმედ კანონმდებლობასა და ითვალისწინებს დაინტერესებულ მხარეთა საუკეთესო ინტერესებს. • თანამშრომლობა: ჩვენ ღია ვართ დაინტერესებულ მხარეებთან თანამშრომლობისათვის. კონსტრუქციულად განვიხილავთ სიახლეებს, წინადადებებს, განსხვავებულ პოზიციებსა და ორიენტირებულნი ვართ პრობლემების გადაჭრაზე. • ობიექტურობა: ჩვენ მიერ განხორციელებული შეფასებები, ეფუძნება ეროვნულ სასწავლო გეგმას და ფაქტობრივ გარემოებებს. დადგენილი პროცედურები მაქსიმალურად გამორიცხავს შეფასებაში მონაწილე პირების სუბიექტივიზმს. • განვითარება და ინოვაციურობა: სისტემატურად ვაფასებთ ჩვენს საქმიანობას და შეფასების შედეგებზე დაყრდნობით, ვგეგმავთ განვითარების ინოვაციურ გზებს. არ ვერიდებით სიახლეების დანერგვას.

სტრუქტურა
სტრატეგიული გეგმაგეგმა და შესრულების ანგარიში

გეგმა

სტრატეგიული გეგმა წინამდებარე დოკუმენტი მოიცავს სკოლის მისიას, ხედვას, ღირებულებებსა და სტრატეგიულ მიზნებს. სტრატეგია განსაზღვრავს თუ როგორ უნდა მიაღწიოს სკოლამ დასახულ მიზნებს არსებული მატერიალურ-ტექნიკური, ადამიანური და ფინანსური რესურსების ეფექტურად გამოყენების გზითა და საჭირო დამატებითი რესურსების მოძიებით. სტრატეგიული გეგმა დეტალურად ახდენს გარემო ფაქტორების და შიდა გარემოს SWOT (სიძლიერე, სისუსტე, შესაძლებლობები და საფრთხე) ანალიზს. 7 (შვიდ) წლიანი სტრატეგიული გეგმის პროექტის შედგენისას გათვალისწინებული იქნა, როგორც წინარე გამოცდილება, ასევე, ახალი გამოწვევები. ინფორმაციის შეჯერების, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საუკეთესო პრაქტიკის გამოყენებითა და თანამედროვე მოთხოვნების გათვალისწინებით: ძირითად ამოცანად სკოლა ისახავს მოსწავლეებს მისცეს ხარისხიანი, 21-ე საუკუნის შესაბამისი განათლება, მოამზადოს ისინი დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის, ხელი შეუწყოს საჭირო უნარ ჩვევების, პიროვნული ღირებულებების ჩამოყალიბებას შესაბამისი კვალიფიციური კადრების მეშვეობით. სტრატეგიული განვითარების შვიდწლიანი გეგმის შემუშავების პროცესის წარმართვაზე პასუხისმგებელია სკოლის დირექტორი, რომელიც უზრუნველყოფს კომუნიკაციას სკოლის სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულებთან, საჭირო ინფორმაციის შეგროვებას. სკოლის სტრატეგიული განვითარების გეგმის რეალიზება ხდება შიდა და გარე ფაქტორების გათვალისწინებით. ობიექტური ანალიზის საფუძველზე, შესაძლებელია მოხდეს სკოლის სტრატეგიული განვითარების გეგმის გადახედვა გარკვეული პერიოდულობით.

დოკუმენტები

შვიდწლიანი სტრატეგიული გეგმა 2023-2030 წელი.pdf26/12/2023 13:40:20 · 0.23 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე
წლიური სამოქმედო გეგმაგეგმა და შესრულების ანგარიში

გეგმა

სამოქმედო გეგმა ერთწლიანი სამოქმედო გეგმა გამომდინარეობს 2023 – 2030 წლების სტრატეგიული განვითარების შვიდწლიან გეგმიდან, სკოლის მისიიდან და სკოლის სტრატეგიული მიზნებიდან. მასში ასახულია სტრატეგიული მიზნებისა და ამოცანების შესაბამისი აქტივობები, შესრულების ინდიკატორები, შესრულებაზე პასუხისმგებელი პირები/სტრუქტურული ერთეულები, შესაბამისი რესურსები და დასახული მიზნების რეალიზების ვადები.

დოკუმენტები

ერთწლიანი სამოქმედო გეგმა 2023-2024 მოქმედი.pdf26/12/2023 13:40:12 · 0.31 MB
ერთწლიანი სამოქმედო გეგმა 2024-2025.pdf27/12/2024 13:55:24 · 0.31 MB
სასკოლო სასწავლო გეგმა 2024-25 დასრულებული (2).pdf18/12/2025 14:06:59 · 0.55 MB
სამოქმედო გეგმა 2025-2026 45 საჯარო სკოლა - კოპირება.pdf18/12/2025 14:06:59 · 0.32 MB
სასკოლო სასწავლო გეგმა (კონცეპტუალური ნაწილი) 2025-2026 მოქმედი.pdf26/12/2025 09:57:07 · 0.27 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე

დოკუმენტები

დირექტორის ანგარიში.pdf27/12/2024 13:55:24 · 5.86 MB
2025-2026 წლის სამოქმედო გეგმის პრიორიტეტები 2024-2025 წლის მონიტორინგის შედეგები.pdf18/12/2025 14:06:59 · 0.18 MB
2024-2025 წლის დირექტორის ანგარიში.pdf18/12/2025 14:06:59 · 0.26 MB
2024-2025 წ. პრიორიტეტები 2023-2024წ. სამოქმედო გეგმის მონიტორინგის შედეგები.pdf18/12/2025 14:06:59 · 0.23 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე
პროგრამები და მხარდაჭერის სერვისები12 დამატებითი მასალა

პროგრამები ,მხარდაჭერის სერვისები სკოლის პოლიტიკიდან გამომდინარე, ძირითადი საგნების შესწავლასთან ერთად, მნიშვნელოვანია არაფორმალური განათლების მიღება, მოსწავლეების განვითარება კულტურილი, სპორტული და სხვა მიმართულებით. სკოლის სურვილია მოსწავლეებს შეეძლოთ მათთვის საინტერესო მომსახურება მიიღონ ადგილზე. არაფორმალური განათლება წარმოადგენს განათლების ახალი როლის - ,, განათლება-მდგრადი განვითარებისთვის’’ მნიშვნელოვან შემადგენელ ნაწილს და გარკვეულწილად პასუხობს განათლების ახალ გამოწვევას. სკოლაში არაფორმალური განათლება ორიენტირებულია მოსწავლეთა საჭიროებებისა და ინტერესების დაკმაყოფილებაზე. არაფორმალური განათლება სკოლაში იქნება უფრო მიმზიდველი, რადგან ფორმალურ განათლებასთან მიმართებაში მისი ძირითადი მახასიათებელია:  მოსწავლეთა საჭიროებებზე მორგებული სწავლება ;  მყარი კავშირი პრაქტიკასთან (ფორმალური და არაფორმალური განათლების ინტეგრაცია - ,,გამაკეთებინე და ვისწავლი’’);  პროფესიული/სახელოვნებო განათლების მხარდაჭერა;  სწავლებისთვის ინკლუზიური გარემოს უზრუნველყოფა. არაფორმალური განათლების ხელშეწყობის მიზნით სკოლა უზრუნველყოფს :  არაფორმალური სივრცეების მოწყობას;  წრეებისა და კლუბების შექმნას მოსწავლეთა ინტერესების მიხედვით;  ერთობლივი პროექტების განხორციელება პროფესიულ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით;  საზაფხულო ბანაკების მოწყობა;  პროექტებით სწავლება;  რემედიაცია. მოსწავლეთა ინტერესების გათვალისწინებით, სკოლაში ფუნქციონირებს შემდეგი კლუბები :  ,,მწვანე სიცოცხლე“;  ,,ჩხირკედელა 2’’;  სახალისო ფრენბურთი;  ,,წიგნის ქურდი ქურდი არ არის“;  ,,სამოქალაქო კლუბი სმარტი“;  ლიტერატურის კლუბი “პლატფორმა 9 3/4“;  ,,წაიღე-წიგნები-საგზლად'.' ისტორიის კლუბი ,,ნიკე"; სკოლაში ფუნქციონირებს დამატებით საგანმანათლებლო და სააღმზრდელო მომსახურება ფასიანი წრის სახით: ,,გახანგრძლივებულის წრე“

დოკუმენტები

სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობის დებულება .pdf24/09/2025 14:48:23 · 1.88 MB
პროექტი „შემოდგომის ესკიზი“.pdf24/09/2025 14:48:23 · 0.91 MB
კონფერენციის დებულება.pdf24/09/2025 14:48:23 · 0.13 MB
+9. რობოტიკსი-ინოვატორები (pdf.io).pdf24/09/2025 14:48:24 · 0.17 MB
+8. ჩხირკედელა 2 (pdf.io).pdf24/09/2025 14:48:24 · 0.17 MB
+7. ხელოვნების კლუბი,,ჩუქურთმა'' გეგმა (pdf.io).pdf24/09/2025 14:48:24 · 0.32 MB
+6. ,,სახალისო ფრენბურთი'' (pdf.io).pdf24/09/2025 14:48:24 · 0.19 MB
+5 კლუბის ,,სმარტი'' წესდება და სამოქმედო გეგმა (pdf.io).pdf24/09/2025 14:48:24 · 0.06 MB
+4.კლუბი,,წიგნის ქურდების,, სამოქმედო გეგმა (pdf.io).pdf24/09/2025 14:48:24 · 0.22 MB
+3. ლიტერატურული კლუბი მკითხველი (pdf.io).pdf24/09/2025 14:48:24 · 0.25 MB
+2. ისტორიის კლუბი-ს-სამოქმედო-გეგმა (pdf.io).pdf24/09/2025 14:48:24 · 0.24 MB
+1. 2024-კლუბი-წაიღე-წიგნები-საგზლად-სამოქმედო-2024-25.pdf24/09/2025 14:48:24 · 0.28 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე
ქცევის წესები და გასაჩივრების მექანიზმები3 დამატებითი მასალა

მოსწავლეთა უფლებების დაცვა სასწავლო პროცესში სკოლა იცავს ,,ზოგადი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონით აღიარებულ მოსწავლის უფლებებსა და თავისუფლებას. მათ შორის: 1. სკოლა უზრუნველყოფს ზოგადი განათლების მიღების თანაბარ ხელმისაწვდომობას ყველა მოსწავლისათვის. 2. სკოლაში უზრუნველყოფილია სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლისათვის განათლების მიწოდება შესაბამისი ადამიანური რესურსითა და პროგრამებით/სერვისებით. 3. სკოლა იღებს ყველა გონივრული ზომას მოსწავლის ცოდნის სამართლიანი შეფასების უზრუნველსაყოფად. დაუშვებელია, მოსწავლის აკადემიური შეფასება განპირობებული იყოს მისი დისციპლინით. 4. სკოლაში ჩარიცხული ყველა მოსწავლე დაცულია არასათანადო მოპყრობის, უყურადღებობისა და შეურაცხყოფისაგან. 5. სკოლის ტერიტორიაზე და სასკოლო დროს უზრუნველყოფილია ჯანმრთელობისათვის, სიცოცხლისა და საკუთრებისათვის უსაფრთხო გარემო და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის წესი და პირობები. 6. სკოლა იღებს ყველა გონივრულ ზომას სასკოლო დროს, აგრეთვე სკოლის ან მის მიმდებარე ტერიტორიაზე მოსწავლის, მშობლის და მასწავლებლის უფლებებისა და თავისუფლებების ჯეროვანი დაცვის, დარღვევის თავიდან აცილების ან აღკვეთის მიზნით. 7. სკოლაში სასკოლო დისციპლინა დაცულია სკოლის შინაგანაწესით. 8. სკოლის მოსწავლე სარგებლობის მობილობის უფლებით, რის შესახებაც ინფორმირებულია მოსწავლის მშობელი. 9. სკოლის ყველა მოსწავლე და მშობელი ფლობს ინფორმაციას საკუთარი და სხვა მოსწავლეების უფლებებისა და თავისუფლებების, აგრეთვე მათი შეზღუდვის საფუძვლების შესახებ, რის გაცნობასაც უზრუნველყოფს სკოლა დამრიგებლების მეშვეობით. 10. სკოლა უზრუნველყოფს მოსწავლეთა ჩართულობას სკოლის მართვაში (მოსწავლეთა თვითმმართველობა, დისციპლინური კომიტეტი, სამეურვეო საბჭო). 11. სკოლა მოსწავლის მიმართ ქმედების განხორციელებისას გადაწყვეტილებას იღებს მოსწავლის ჭეშმარიტი ინტერესის გათვალისწინებით. 12. მოსწავლეს და მის მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს უფლება აქვს, უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად გაასაჩივრონ მის მიმართ მიღებული უკანონო და სხვა არამართლზომიერი ქმედებები.

დოკუმენტები

მოსწავლეთა ადაპტაციის წესი.pdf26/12/2023 10:50:04 · 0.08 MB
შინაგანაწესი.pdf26/12/2023 10:50:05 · 0.23 MB
მოსწავლის-ჩარიცხვის-მოსწავლის-სტატუსის შეჩერების და გასაჩივრების წესი.pdf26/12/2023 10:50:05 · 0.17 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე
ინფრასტრუქტურა1 დამატებითი მასალა
ფინანსები2 დამატებითი მასალა

ზოგადი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,თ’’ ქვეპუნქტისა და ,,ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის N448 ბრძანების დანართი N1-ით დამტკიცებული ,,საჯარო სკოლის წესდების“ მე-7 მუხლის პირველი პუნქტის ,,კ’’ ქვეპუნქტის თანახმად, სკოლის დირექტორს ეკისრება ვალდებულება ყოველი წლის 10 დეკემბრამდე სამეურვეო საბჭოს წინაშე წარსდგეს და გააცნოს ანგარიში ფინანსური საქმიანობისა და სასწავლო პროცესის მიმდინარეობის შესახებ.

დოკუმენტები

10-დეკემბრის-ფინანსური-ანგარიში-2023.pdf26/12/2023 10:39:55 · 0.04 MB
2024-2025 წლის დირექტორის ანგარიში.pdf18/12/2025 14:03:27 · 0.26 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე