ბოლნისი, სოფ. რაჭისუბანი
- სექტორი
- ქართული
- ცვლა
- 1
- საერთო ლიმიტი
- 25
- თავისუფალი ადგილი
- 21
- სსსმ ლიმიტი
- 3
- სსსმ თავისუფალი ადგილი
- 3
ქვემო ქართლი · ბოლნისი · ბოლნისი, სოფელი რაჭისუბანი
გახსენით სასურველი სექცია ტექსტის, თემატური ბმულებისა და დოკუმენტების ჩამონათვალის სანახავად.
მისია მოსწავლეზე ორიენტირებულ, პოზიტიურ სასწავლო გარემოში ფორმალური და არაფორმალური განათლების ორგანული შერწყმით, საზოგადოებრივი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების გაძლიერებული სწავლებით, აღვზარდოთ ტოლერანტი, კონკურენტუნარიანი, გლობალური და ეროვნული ღირებულებების დამცველი, მაღალი პასუხისმგებლობის მქონე პატრიოტი მოქალაქეები. ხედვა სკოლა უახლოესი ათწლეულის განმავლობაში შეძლებს მოსწავლეთა აღჭურვას 21-ე საუკუნისთვის შესაბამისი კომპეტენციებითა და უნარებით, რასაც მივაღწევთ ინოვაციური და ტრადიციული სწავლების მეთოდებით, სტრატეგიებითა და მიდგომებით. კურსდამთავრებულები მეტაკოგნიციის საშუალებით შეძლებენ განათლების უწყვეტ პროცესში ორგანულ ჩართვას, რითაც თავს დაიმკვიდრებენ კავკასიის რეგიონსა და მსოფლიო შრომით ბაზარზე. ღირებულებები: 1. თანამშრომლობა; 2. გუნდურობა; 3. გამჭირვალობა; 4. დემოკრატია; 5. ობიექტურობა; 6. განვითარება; 7. ინოვაციურობა; 8.მოქალაქეობა.
სსიპ ემზარ რეხვიაშვილის სახელობის ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ რაჭისუბნის საჯარო სკოლის 2025-2026 სასწავლო წლის განვითარების ერთ წლიანი სამოქმედო გეგმის შესრულების ანგარიში. 2025 წლის 11 სექტემბერს შეიქმნა მონიტორინგის ჯგუფი შემდეგი შემადგენლობით: 1. ლიანა ბურჭულაძე - თავმჯდომარე 2. ნატალია რეხვიაშვილი -წევრი 3. ნათია რეხვიაშვილი - წევრი 4. მარიამ ჩოქური - წევრი 5. ნონა კოპალიანი - წევრი 2025-2026 სასწავლო წლის განვითარების ერთწლიანი სამოქმედო გეგმის შესრულების მონიტორინგის ანგარიში სკოლის სახელი: სსიპ ემზარ რეხვიაშვილის სახელობის ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ რაჭისუბნის საჯარო სკოლა მონიტორინგის პერიოდი: 2025 წლის სექტემბერი – 2025წლის დეკემბერი მონიტორინგის ჯგუფი: შექმნილია სპეციალური მონიტორინგის ჯგუფი, რომელიც პასუხისმგებელია სამოქმედო გეგმის შესრულების აღრიცხვასა და ანალიზზე. ჯგუფში შედიან ადმინისტრაციის წარმომადგენლები, მასწავლებლები და სკოლის ფსიქოლოგი. მონიტორინგის შემსრულებელი: ლიანა ბურჭულაძე- თავმჯდომარე მონიტორინგის მომზადების თარიღი: 26.12.2025 ________________________________________ 1. შესავალი 2025-2026 სასწავლო წლის განვითარების ერთწლიანი სამოქმედო გეგმა მიზნად ისახავდა: • სასწავლო პროცესის მუდმივ გაუმჯობესებას, ინკლუზიურ და შემოქმედებით სწავლებას; • სკოლის ინფრასტრუქტურის და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განვითარებას; • ორგანიზაციული ეფექტიანობის ამაღლებას, თანამშრომელთა პროფესიული განვითარების გაზრდას. მონიტორინგის ჯგუფმა შეაფასა თითოეული მიმართულება, შეაგროვა მონაცემები კლასებში განხორციელებული აქტივობებიდან, მოსწავლეთა მიღწევებიდან, ინფრასტრუქტურული მდგომარეობის შემოწმებიდან და მასწავლებელთა ტრენინგებიდან. მონაცემების შეგროვება განხორციელდა დაკვირვების, გაკვეთილების მონიტორინგის და ინტერვიუების საშუალებით. ________________________________________ 2. ძირითადი მიზნები და შესრულებული აქტივობები მიზანი განხორციელებული აქტივობები შეფასება შენიშვნები 1. სასწავლო პროცესის ხარისხის ამაღლება - მასწავლებელთა ტრენინგებზე დასწრება - ფოლკლორისა და თეატრალური წრეების შექმნა - ახალი სერტიფიცირებული სპეციალური მასწავლებლის ჩართვა - მოსწავლეთა ჩართვა პროექტურ აქტივობებში (ისტორიის პროექტში გამარჯვება) სრულად შესრულებულია ტრენინგები და წრეები ხელს უწყობენ შემოქმედებით, ინკლუზიურ სწავლების მეთოდებს; პროექტებში მონაწილეობა ამაღლებს მოსწავლეთა ცოდნის, შემოქმედებისა და პასუხისმგებლობის უნარებს 2. სკოლის ინფრასტრუქტურის და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესება - კომპიუტერების შეძენა - ცენტრალური გათბობის დამონტაჟება ნაწილობრივ შესრულებულია აუცილებელია საპირფარეშოების შენობაში გადატანა, პანდუსის და ლიფტის დამონტაჟება, იატაკების შეცვლა. შენობა სარემონტოა, რაც ავლენს საჭირო რესურსების დეფიციტს 3. სკოლის ორგანიზაციული ეფექტიანობის ამაღლება. მოსწავლეებში პროფესიული უნარების განვითარება - სკოლაში ახალი სპეციალური მასწავლებლის მიღება - მასწავლებელთა პროფესიული განვითარება სრულად შესრულებულია პერსონალის გაძლიერება უწყობს ორგანიზაციული ეფექტიანობის ზრდას. ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება 11 სსმ და 5 შშმ მოსწავლისთვის აუცილებელია ________________________________________ 3. მიღწევები 1. მასწავლებელთა პროფესიული განვითარება – 90% მასწავლებელი დაესწრო ტრენინგებს, რამაც გააუმჯობესა სასწავლო მეთოდები და ინკლუზიური პრაქტიკა. 2. შემოქმედებითი წრეები – ფოლკლორისა და თეატრალური წრეები მოიცავდა 50-ზე მეტ მოსწავლეს, გაიზარდა მათი შემოქმედებითი უნარები და სოციალური ჩართულობა. 3. მოსწავლეთა მიღწევები – ერთმა მოსწავლემ გაიმარჯვა ისტორიის პროექტში, რაც ხაზს უსვამს სასწავლო პროცესის ხარისხსა და პროექტური სწავლების ეფექტურობას. 4. ინფრასტრუქტურა – შეძენილია კომპიუტერები, დამონტაჟდა ცენტრალური გათბობა, რაც მნიშვნელოვნად აუმჯობესებს სასწავლო გარემოს. 5. ინკლუზიური გარემო – სერტიფიცირებული სპეციალური მასწავლებლის ჩართვა უზრუნველყოფს ინდივიდუალურ მხარდაჭერას სსმ და შშმ მოსწავლეებისთვის. ________________________________________ 4. გამოწვევები • საპირფარეშოები ჯერ კიდევ გარეთ ეზოშია; შენობაში გადატანა აუცილებელია. • შენობაში საჭიროებია პანდუსის და ლიფტის დამონტაჟება, რათა შენობა იყოს ხელმისაწვდომი ყველა მოსწავლისთვის. • შენობა სარემონტოა, იატაკები გამოსაცვლელია, რაც გავლენას ახდენს უსაფრთხოებაზე. • კომპიუტერების რაოდენობა ჯერ კიდევ არასაკმარისია ყველა კლასისთვის. • ზოგიერთი სასწავლო აქტივობა საჭიროებს დამატებით ფინანსურ რესურსს. ________________________________________ 5. რეკომენდაციები მომავალი წლისთვის 1. გადაიტანოს საპირფარეშოები შენობაში, რათა უზრუნველყოს უსაფრთხო და კომფორტული გარემო. 2. დაიდგას პანდუსი და ლიფტი, რათა შენობა სრულად გახდეს ხელმისაწვდომი სსმ და შშმ მოსწავლეებისთვის. 3. განახორციელოს სარემონტო სამუშაოები, იატაკების შეცვლის ჩათვლით. 4. გააფართოვოს ტექნიკური აღჭურვილობა და კომპიუტერების რაოდენობა ყველა კლასში. 5. გააძლიეროს შემოქმედებითი და პროექტური აქტივობები მოსწავლეებისთვის. 6. რეგულარულად გაგრძელდეს მასწავლებელთა ტრენინგები, რომელიც აქცენტს აკეთებს ინკლუზიურ და შემოქმედებით სწავლებაზე. ________________________________________ დასკვნა: 2025-2026 სასწავლო წლის სამოქმედო გეგმის მონიტორინგის შედეგად დასტურდება, რომ სკოლამ მნიშვნელოვანი პროგრესს მიაღწია სასწავლო პროცესის, შემოქმედებითი აქტივობებისა და ორგანიზაციული ეფექტიანობის მიმართულებებში. ინფრასტრუქტურული საკითხები (საპირფარეშოები, პანდუსი, ლიფტი, იატაკები) და ტე
სსიპ ემზარ რეხვიაშვილის სახელობის ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ რაჭისუბნის საჯარო სკოლაში(მცირე კონტიგენტიანი) გვყავს როგორც ნიჭიერი ისე საშუალო დონის მოსწავლეები. ჩვენ ვზრუნავთ ყველა მოსწავლეში განვავითაროთ მათში არსებული ნიჭი, მივცეთ მოტივაცია. ჩვენი საქმიანობა აგებულია თითოეული მოსწავლის საჭიროებასა და მოთხოვნილებაზე, რათა მოსწავლეებმა შეძლონ სკოლაში მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება. გვყავს ოქროს მედალოსნები და ,,ჩემი პირველი კომპიუტერი" პროექტის ფარგლებში ჩართული მოსწავლეები. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სკოლაში არაფორმალური განათლებას, ჩვენთვის მნიშვნელოვანია მოსწავლეებმა თავისუფალი დრო მიზანმიმართულად გამოიყენონ. სკოლაში(მცირე კონტიგენტიანი) მუშაობს შემდეგი კლუბები: 1. ფოლკლორის 2. თეატრალური