ბოლნისი, სოფელი ქვეში
- სექტორი
- ქართული
- ცვლა
- 1
- საერთო ლიმიტი
- 25
- თავისუფალი ადგილი
- 15
- სსსმ ლიმიტი
- 3
- სსსმ თავისუფალი ადგილი
- 3
ქვემო ქართლი · ბოლნისი · ბოლნისი, სოფელი ქვეში
გახსენით სასურველი სექცია ტექსტის, თემატური ბმულებისა და დოკუმენტების ჩამონათვალის სანახავად.
სსიპ ბოლნისისი მუნიციპალიტეტის სოფელ ქვეშის საჯარო სკოლის ფილოსოფია მისია სსიპ ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვეშის საჯარო სკოლის მისიაა, - შევქმნათ ისეთი გარემო, სადაც თითოეულ მოსწავლეს საშუალება ექნება ჩამოყალიბდეს სრულფასოვან, განათლებულ,მაღალი პასუხისმგებლობის მქონე გლობალურად მოაზროვნე მოქალაქედ. ჩვენი პრიორიტეტია ხელი შევუწყოთ არაქართველი მოსწავლეების ინტეგრაციას ქართულ გარემოში. სკოლის თითოეულ მოსწავლეს ჩამოვუყალიბოთ დემოკრატიულ ღირებულებებზე დამყარებული სამოქალაქო ცნობიერება. სკოლის ხედვა სსიპ ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვეშის საჯარო სკოლა არის მუდმივ განვითარებაზე ორიენტირებული სკოლა. სწავლა-სწავლების მაღალი ხარისხით ხელი შეუწყოს მოაზროვნე, ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულების, მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის მქონე, თავისუფალი, აქტიური თაობების აღზრდას და იგი 2030 წლისთვის ქვემო ქართლის რეგიონში იქნება ერთ-ერთი სკოლა, როგორც გამორჩეული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც ხელს შეუწყობს კონკურენტუნაირანი, თავისუფალი და ტოლერანტი ადამიანის ჩამოყალიბებას. ღირებულებები: 1. თანამშრომლობა; 2. გუნდურობა; 3. გამჭირვალობა; 4. დემოკრატია; 5. ობიექტურობა; 6. განვითარება და ინოვაციურობა.
სკოლა ყველა მოსწავლისათვის ქმნის სწავლის თანაბარ შესაძლებლობას, მიუხედავად მათ შორის არსებული განსხვავებისა. ასეთი მიდგომითა და უნივერსალური დიზაინის გათვალისწინებით სკოლაში ბავშვთა უფლებები დაცულია არსებული კანონმდებლობითა და სკოლის შინაგანაწესით, რომელიც იცავს, როგორც ბავშვთა უფლებებს, ასევე არეგულირებს დისციპლინურ საკითხება. სკოლაში ტარდება თვითმმართველობის არჩევნები კანონის შესაბამისად. თვითმართველობის თავმჯდომარე არის სკოლის თვითმმართველობის უმაღლესი არჩევითი ორგანოს, სამეურვეო საბჭოს წევრი და იცავს მოსწავლეთა ინტერესებს, მოსწავლეთა თვითმმართველობა ირჩევს სკოლის დისციპლინურ კომიტეტში თავის წარმომადგენელს, ასევე სკოლის მრჩეველთა საბჭოს წევრია სკოლის თვითმმართველობის თავმჯდომარე. ის ესწრება სხდომებს და ღებულობს მონაწილეობას ყველა გადაწყვეტილებაში.
შინაგანაწესი ვრცელდება სკოლაში დასაქმებულ პირებზე, მოსწავლეებსა და მათ მშობლებზე/კანონიერ წარმომადგენლებზე, ასევე სკოლის ტერიტორიაზე მყოფ ნებისმიერ პირზე და სავალდებულოა შესასრულებლად. შინაგანაწესი ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისათვის.
ერთი თვის ვაუჩერი: 7114 ლარი დამატებითი დაფინანსება მასწავლებლების ხელფასისთვის: 28658 ლარი ექთნის შრომის ანაზღაურებისთვის დამატებითი დაფინანსება: 670 ლარი სკოლის ტერიტორიის უსაფრთხოებისა და საზოგად.წესრიგის დაცვაზე უზრუნვ.პირის დამატ.დაფინანსება: 125 ლარი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთა დაფინანსება: 1400 ლარი