ბოლნისი, დ. აღმაშენებლის ქ. №71
- სექტორი
- ქართული
- ცვლა
- 2
- საერთო ლიმიტი
- 29
- თავისუფალი ადგილი
- 0
- სსსმ ლიმიტი
- 3
- სსსმ თავისუფალი ადგილი
- 2
ქვემო ქართლი · ბოლნისი · ბოლნისი, დ. აღმაშენებლის ქ. №71
გახსენით სასურველი სექცია ტექსტის, თემატური ბმულებისა და დოკუმენტების ჩამონათვალის სანახავად.
სკოლის მისიაა მოსწავლეთა პოტენციალის გამოვლენა და განვითარების ხელშეწყობა, რათა ისინი ჩამოყალიბდნენ მაძიებელ, კონკურენტუნარიან, განათლებულ და მზრუნველ მოქალაქეებად, რომელთაც შეუძლიათ გამოიჩინონ ინიციატივა ქვეყნის უკეთესობისაკენ შესაცვლელად. ხედვა- სკოლის გაციფრულებითა და არაფორმალური განათლების მიმართულებით სკოლა უნდა გახდეს წამყვანი და კონკურენტული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება შესაბამისი განათლების მიმწოდებელთა შორის . ღირებულებები • სასკოლო საზოგადოებას ახასიათებს მაღალი თანამშრომლობითი კულტურა. აცნობიერებს საკუთარ პასუხისმგებლობას; არის შედეგზე ორიენტირებული და ითვალისწინებს მიღებულ სარგებელს; აკეთებს საერთო საქმეს და არის სკოლის ერთგული; • სკოლა ნერგავს სწავლის მასტიმულირებელ ინოვაციურ მიდგომებს და ითვალისწინებს წარსულ გამოცდილებას; ზრუნავს სწავლა-სწავლების მაღალ ხარისხზე; ემსახურება საზოგადოებრივ ინტერესებს და საზოგადოებრივი სიკეთის შექმნას; აფასებს ინიციატივას და ზრუნავს მის მუდმივ გაუმჯობესებაზე; • სკოლის პერსონალისთვის მნიშვნელოვანია მუდმივი პროფესიული ზრდა და განვითარება; მუშაობს გუნდურად და იცავს კოლეგიალობას;
მოსწავლის ქცევის კოდექსი მოსწავლის ქცევის კოდექსი არეგულირებს მოსწავლის ქცევის წესებს, რომლებსაც მოსწავლე იცავს სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას სკოლაში, აგრეთვე სკოლის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში მონაწილეობის დროს. მოსწავლის ქცევის წესები მუხლი 4. მასწავლებელთან და სკოლაში დასაქმებულ სხვა პირთან დამოკიდებულება 1. მოსწავლე ყოველთვის თავაზიანია მასწავლებელთან და სკოლაში დასაქმებულ სხვა პირთან ურთიერთობაში და არ აყენებს მათ რაიმე სახის შეურაცხყოფას. 2. მოსწავლე ემორჩილება სკოლის დირექტორის, მასწავლებლის, სკოლაში დასაქმებული სხვა პირისა და მანდატურის კანონიერ მითითებებს. მუხლი 5. მოსწავლეებთან დამოკიდებულება მოსწავლე თავაზიანად ეპყრობა სხვა მოსწავლეებს, თავს იკავებს მათთან ძალადობის მუქარისგან, ცილისმწამებლური ან დამცინავი განცხადებებისაგან და არ აყენებს მათ რაიმე სახის შეურაცხყოფას. მუხლი 6. მოსწავლის ჩაცმის წესი მოსწავლე სკოლაში ცხადდება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებისათვის შესაფერისი სამოსითა და აქსესუარებით. მუხლი 7. მოსწავლის ქცევა სკოლის ტერიტორიაზე, სასწავლო პროცესისა და სასკოლო ღონისძიებების დროს 1. მოსწავლე დროულად ცხადდება გაკვეთილზე ან სკოლის მიერ ორგანიზებულ სხვა საგანმანათლებლო ღონისძიებაზე. 2. გაკვეთილზე ყოფნისას მოსწავლეს აქვს სასწავლო პროცესისათვის აუცილებელი ნივთები. 3. მოსწავლე გამოხატავს აზრებს და შეხედულებებს სხვა პირთა უფლებების შელახვის გარეშე. 4. მოსწავლე არ იყენებს მობილურ ტელეფონს ან სხვა ტექნიკურ საშუალებებს სასწავლო პროცესის დროს, არასასწავლო მიზნით. 5. მოსწავლე ხელს არ უშლის მასწავლებელსა და სხვა მოსწავლეებს, სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას. 6. მოსწავლე პატივს სცემს სხვის აზრსა და აკადემიურ ნაშრომს, სხვისი ინტელექტუალური საქმიანობის შედეგად შექმნილ პროდუქტს არ ასაღებს თავისად. 7. მოსწავლე არ ეწევა რელიგიურ და პოლიტიკურ პროპაგანდას. 8. მოსწავლე არ ტოვებს გაკვეთილს მასწავლებლის ნებართვის გარეშე. 9. მოსწავლე უფრთხილდება და არ აზიანებს საკუთარ, სხვა პირთა და სკოლის ქონებას. 10. მოსწავლე იცავს სისუფთავეს სკოლაში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე. მუხლი 8. სკოლაში აკრძალული ნივთები მოსწავლე არ ცხადდება სკოლაში შემდეგი ნივთებით: ა) თამბაქოს ნაწარმი; ბ) ყველანაირი სახის იარაღი ან ისეთი ბასრი ნივთები, რომლებიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს იარაღად; გ) სანთებელა ან ასანთი; დ) ალკოჰოლური საშუალებები; ე) ტექნიკური საშუალებები, რომლებმაც შეიძლება ხელი შეუშალოს სასწავლო პროცესს; ვ) ძვირადღირებული ნივთები ან დიდი ოდენობის ფული; ზ) აზარტული თამაშის საშუალებები; თ) უხამსობის ამსახველი ნივთები; ი) ნარკოტიკული საშუალებები; კ) ასაფეთქებელი და მომწამლავი ნივთიერებები; ლ) ფსიქოტროპული საშუალებები, ექიმის შესაბამისი ნებართვის გარეშე. მუხლი 9. პასუხისმგებლობა ქცევის კოდექსის დარღვევისათვის მოსწავლის მიერ ამ კოდექსით განსაზღვრული ქცევის ნორმების დარღვევა იწვევს დისციპლინური დევნის დაწყებას “ზოგადი განათლების შესახებ„ საქართველოს კანონისა და სკოლის შინაგანაწესით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით.
მატერიალური რესურსები და ინფრასტრუქტურა სსიპ ქ.ბოლნისის N5 საჯარო სკოლა ფუნქციონირებს, ქ. ბოლნისში დ.აღმაშენებლის N86-ში მდებარე ორსართულიან შენობაში. სკოლის შენობა, შესაბამისი მიწის ფართით სახელმწიფო საკუთრებაა და სკოლას გადაეცა უვადოდ კანონმდებლობით დადგენილი წესით. ორსართულიანი შენობა-ნაგებობების ფართია 1080,47კვ.მ., ეზოში არსებული სპორტული დარბაზის ნაგებობის საერთო ფართი-147,24კვ.მ (დარბაზის ფართი-134,51კვ.მ). სკოლის ეზოში იზოლირებულად მდგომი საქვაბის ფართია-22,72კვ.მ. მიწის დაზუსტებული ფართი 5255კვ.მ. სკოლის მატერიალური რესურსი და ინფრასტრუქტურა გამოიყენება დაწესებულების მისიით განსაზღვრული მიზნების მისაღწევად და შეესაბამება არსებულ და დაგეგმილ მოსწავლეთა რაოდენობას დაწესებულების ინფრასტრუქტურა, მათ შორის საერთო სარგებლობის სივრცეები და მატერიალური რესურსი ხელმისაწვდომია სასკოლო საზოგადოების წევრებისთვის; სკოლის ინფრასტრუქტურა ქმნის სწავლის ინკლუზიურ გარემოს; სკოლაში სულ 13 საკლასო ოთახია. სასწავლო პროცესი ორ ცვლაში მიმდინარეობს. გარდა საკლასო ოთახებისა, სკოლაში არის კომპიუტერული ლაბორატორია, საბუნებისმეტყველო ლაბორატორია, სპორტული დარბაზი, ეზოში ღია მოედანი, რესურსოთახი, ბიბლიოთეკა, სამასწავლებლო, ექიმის კაბინეტი, ადმინისტრაციის ოთახები, ოთახი მანდატურის სამსახურისათვის, ბიჭების/გოგონების, პერსონალის და სსსმ პირისთვის განკუთვნილი სველი ადაპტირებული წერტილები. სკოლას აქვს ეზო, სადაც შესაძლებელია მოსწავლეთა შეკრება და სხვადასხვა სახის აქტივობების გამართვა. საკლასო ოთახები აღჭურვილია მოსწავლეთა რაოდენობის შესაბამისი მერხებით, სკამებით, მასწავლებლის მაგიდით, სკამით და დაფებით. სკოლის ბალანსზეა - 390 მერხი. ადმინისტრაციის ყველა წევრს აქვს სამუშაო ოთახი აღჭურვილი საჭირო ინვენტარით, მათ შორის კომპიუტერული ტექნიკით. სკოლა უზრუნველყოფილია ცენტრალური გათბობით. ყველა საკლასო ოთახი არის ნათელი და კეთილმოწყობილი ასევე ე.წ.,,იდიათეკა“{ საგანმანათლებლო სივრცე, რომელიც ფორმალური და არაფორმალური განათლების მიღების შესაძლებლობას ერთდროულად იძლევა, სივრცე ტექნოლოგიების ათვისებითა და დახმარებით მოსწავლეს შესაძლებლობას მისცემს ძალიან სწრაფად ცვალებად დროში იპოვონ საკუთარი ადგილი, საკუთარი იდეა. კომპიუტერების ლაბორატორიაში განთავსებულია 17 ინტერნეტით უზრუნველყოფილი კომპიუტერი, პრინტერი. სკოლას სულ აქვს 46კომპიუტერი და ლეპტოპი. საკლასო ოთახების დიდ ნაწილში არის კომპიუტერები. კომპიუტერები არის ასევე სამასწავლებლოში, ბიბლიოთეკაში, საბუნებისმეტყველო ლაბორატორიაში. ადმინისტრაციის ოთახებში. ბიბლიოთეკაში არის 749 ერთეული მხატვრული ლიტერატურა ქართულ ენაზე, 89 ერთეული მხატვრული ლიტერატურა გერმანულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე, მეთოდური ლიტერატურა 89 ერთეული და 14767 ერთეული გრიფირებული სახელმძღვანელო. ბიბლიოთეკაში ასევე არის მასწავლებელის წიგნები და მეთოდური სახელმძღვანელოები 89 ერთეული. მასწავლებლებს შესაძლებლობა აქვთ ისარგებლონ პერიოდიკით - ,,მასწავლებელი“, ,,ახალი განათლება“. სკოლის მატერიალური რესურსი და ინფრასტრუქტურა გამოიყენება დაწესებულების მისიით განსაზღვრული მიზნების მისაღწევად და შეესაბამება არსებულ და დაგეგმილ მოსწავლეთა რაოდენობას დაწესებულების ინფრასტრუქტურა, მათ შორის საერთო სარგებლობის სივრცეები და მატერიალური რესურსი ხელმისაწვდომია სასკოლო საზოგადოების წევრებისთვის; სკოლის ინფრასტრუქტურა ქმნის სწავლის ინკლუზიურ გარემოს;
სსიპ ქალაქ ბოლნისის N5 საჯარო სკოლის ფინანსები 2023 წელი 1 ვაუჩერი - 368562.00 ლარი 2 მასწავლებლების დანამატი - 364864.00 ლარი 3 სამინისტროდან შემოსული პროგრამული დაფინანსება - 4436.00 ლარი 4 სსსმ მოსწავლეთა დაფინანსება - 25200.00 ლარი 5 იჯარა - 5000.00 ლარი 6 ბანკის სარგებელი - 6710.00 ლარი