რეესტრში დაბრუნება
საჯარო სკოლა · EMIS მონაცემი

სსიპ - ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის №3 საჯარო სკოლა

სამცხე-ჯავახეთი · ნინოწმინდა · ნინოწმინდა, სოფელი გორელოვკა

რეესტრის კოდი#1970
მოსწავლე51
მასწავლებელი25
შენობა1
სკოლის პროფილი

ძირითადი ინფორმაცია

დირექტორი
ნათია კაპანაძე
სწავლების საფეხურები
დაწყებითი (1-6), საბაზო (7-9), საშუალო (10-12)
სწავლების სექტორი
ქართული
ავტორიზაციის დასაწყისი
15/11/2023
ავტორიზაციის დასრულება
15/11/2032
პირველკლასელთა მიღება

ადგილების მიმდინარე ინფორმაცია

ნინოწმინდა, სოფ. გორელოვკა

სექტორი
ქართული
ცვლა
1
საერთო ლიმიტი
10
თავისუფალი ადგილი
7
სსსმ ლიმიტი
1
სსსმ თავისუფალი ადგილი
1
EMIS-ის სრული ჩანაწერი

დამატებითი ინფორმაცია და დოკუმენტები

გახსენით სასურველი სექცია ტექსტის, თემატური ბმულებისა და დოკუმენტების ჩამონათვალის სანახავად.

მისია, ხედვა და ღირებულებები1 დამატებითი მასალა

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მისია სსიპ - ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N3 საჯარო სკოლა ქმნის პირობებს, სასკოლო საზოგადოების ყველა წევრმა შეძლოს საკუთარი შესაძლებლობების მრავალმხრივად წარმოჩენა; ზრუნავს ეროვნული ინტერესებისა და ტრადიციების დამცველი, კრიტიკულად და შემოქმედებითად მოაზროვნე, კომუნიკაბელური, პასუხისმგებლიანი, კანონმორჩილი, ტოლერანტი, ჯანსაღი თაობის აღზრდაზე, რომლითაც შესაძლებელი იქნება თვითრეალიზება სამშობლოსა და მსოფლიოში. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ხედვა სსიპ - ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N3 საჯარო სკოლა მყარი და სასკოლო საზოგადოების მუდმივ განვითარებაზე ორიენტირებული ცოდნის კერაა. თანამედროვე მოთხოვნათა და გამოწვევათა შესაბამისად, ზრუნავს თავისუფალი, ჯანსაღი, ტოლერანტი, კომპეტენტური, კონკურენტუნარიანი ადამიანის ჩამოყალიბებაზე. მიმართულია თითოეული მოსწავლის შესაძლებლობების, პოტენციალისა და განსაკუთრებული ნიჭის გამოვლენასა და განვითარებაზე. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ღირებულებები სსიპ - ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N3 საჯარო სკოლის ღირებულებებია: თანამშრომლობა, სიყვარული, თანადგომა, სამართლიანობა, ურთიერთპატივისცემა, პატრიოტიზმი, ერთგულება, პასუხისმგებლობა, ტოლერანტობა, პროფესიონალიზმი, მუდმივი ზრუნვა თვითგანვითარებაზე. სასკოლო საზოგადოება თანხმდება, რომ სკოლამ მთლიანობაში და მისმა ცალკეულმა თანამშრომელმა თავიანთი ყოველდღიური საქმიანობის განხორციელებაში უნდა იხელმძღვანელონ შემდეგი სამუშაო პრინციპებითა და მიდგომებით: • ჩვენთვის მნიშვნელოვანია საქართველოს წარმატება; • ჩვენთვის მნიშვნელოვანია პროფესიონალიზმი, საქმის სიყვარული და ერთგულება; • ჩვენთვის მნიშვნელოვანია პატიოსნება და კეთილსინდისიერება; • ჩვენთვის მნიშვნელოვანია სხვათა შრომის, მიღწევებისა და აზრის პატივისცემა; • ჩვენთვის მნიშვნელოვანია მიუკერძოებლობა; • ჩვენ ვაცნობიერებთ საკუთარ პასუხისმგებლობას; • ჩვენ გვესმის, რომ ვაკეთებთ საერთო საქმეს და ვართ ჩვენი სკოლის ერთგულნი; • ჩვენ ვნერგავთ ინოვაციურ მიდგომებს და ვითვალისწინებთ წარსულ • გამოცდილებას; • ჩვენ ვზრუნავთ სწავლა-სწავლების მაღალ ხარისხზე; • ჩვენ ვემსახურებით საზოგადოებრივ ინტერესსა და საზოგადოებრივი სიკეთისშექმნას; • ჩვენ ვაფასებთ ინიციატივას და ვზრუნავთ მის მუდმივ გაუმჯობესებაზე; • ჩვენთვის მნიშვნელოვანია მუდმივი პროფესიული ზრდა და განვითარება; • ჩვენ ვმუშაობთ გუნდურად და ვიცავთ კოლეგიალობას; • ჩვენ ვართ შედეგზე ორიენტირებული და ვითვალისწინებთ გაწეულ ხარჯსა და მიღებულ სარგებელს.

დოკუმენტები

სკოლის ფილოსოფია (მისია, ხედვა, ღირებულებები).pdf13/10/2023 13:23:02 · 0.06 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე
სტრუქტურა2 დამატებითი მასალა

სსიპ - ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N3 საჯარო სკოლის ორგანიზაციური სტრუქტურა სტრუქტურული ერთეულები დირექცია ადმინისტაცია სამეურვეო საბჭო პედაგოგიური საბჭო მოსწავლეთა თვითმმართველობა დისციპლინური კომიტეტი მრჩეველთა საბჭო თანამდებობების დასახელებები დირექტორი დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ბუღალტერი მასწავლებელი სპეციალური მასწავლებელი საქმისმწარმოებელი ბიბლიოთეკარი ექთანი დარაჯი დამლაგებელი

დოკუმენტები

სტრუქტურურული ერთეულისა და პერსონალის ფუნქცია-მოვალეობები.pdf30/10/2023 09:59:39 · 0.16 MB
დამრიგებლის მუშაობის დებულება.pdf30/10/2023 10:12:38 · 0.05 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე
სტრატეგიული გეგმაგეგმა და შესრულების ანგარიში

დოკუმენტები

7 წლიანი სტრატეგიული გეგმა.pdf23/10/2023 14:45:58 · 0.28 MB
SWOT-ანალიზი -.pdf31/10/2023 16:36:23 · 0.05 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე
წლიური სამოქმედო გეგმაგეგმა და შესრულების ანგარიში

გეგმა

ერთწლიანი სამოქმედო გეგმა და სასკოლო სასწავლო გეგმა

დოკუმენტები

ერთწლიანი სამოქმედო გეგმა.pdf23/10/2023 17:13:10 · 0.19 MB
სასკოლო სასწავლო გეგმა.pdf30/10/2023 10:05:50 · 0.5 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე
პროგრამები და მხარდაჭერის სერვისები2 დამატებითი მასალა

სკოლას შემუშავებული აქვს მოსწავლეთა სასკოლო გარემოში ადაპტაციის მექანიზმი, ადამიანური რესურსის მართვის პოლიტიკის დოკუმენტი. სასწავლო წლის განმავლობაში სკოლა შესაძლებლობის ფარგლებში, მოსწავლეთა ინტერესების გათვალისწინებით, სასკოლო საზოგადოებას შესთავაზებს სხვადასხვა სასწავლო პროექტს. ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი სთავაზობს მოსწავლეებს უფასო მომსახურებას - ლიტერატურის კლუბი. პროგრამის "ასწავლე საქართველოსთვის" მონაწილე ისტორიის მასწავლებელი მეთორმეტე კლასის მოსწავლეებს სთავაზობს უფასოდ ისტორიის გაძლიერებულად შესწავლას.

დოკუმენტები

ადამიანური რესურსის მართვა და კონკურის ჩატარების წესი.pdf23/10/2023 10:32:49 · 0.19 MB
მოსწავლეთა ადაპტაცია.pdf23/10/2023 10:32:49 · 0.11 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე
ქცევის წესები და გასაჩივრების მექანიზმები2 დამატებითი მასალა

შინაგანაწესი წარმოადგენს სკოლასა და სკოლაში დასაქმებულებს შორის გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს. დასაქმებული ვალდებულია გაეცნოს შინაგანაწესს და აღნიშნული დაადასტუროს საკუთარი ხელმოწერით. შინაგანაწესი ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისათვის. შინაგანაწესით განისაზღვრება: ა) სამუშაო კვირის ხანგრძლივობა, ყოველდღიური სამუშაოს დაწყებისა და დამთავრების დრო; ბ) დასვენების ხანგრძლივობა; გ) შრომის ანაზღაურების გაცემის დრო და წესი; დ) ანაზღაურებადი შვებულების ხანგრძლივობა და მიცემის წესი; ე) ანაზღაურების გარეშე შვებულების ხანგრძლივობა და მიცემის წესი; ვ) შრომის პირობების დაცვის წესები; ზ) წახალისებისა და პასუხისმგებლობის სახე და გამოყენების წესი; თ) მატერიალური პასუხისმგებლობა; ი) განცხადების/საჩივრის განხილვის წესი; კ) სასწავლო პროცესის მარეგულირებელი ზოგადი ნორმები; ლ) სკოლაში ჩაცმულობის წესი.

დოკუმენტები

შინაგანაწესი 2023.pdf23/10/2023 17:16:03 · 0.24 MB
დანართი N1 - განცხადებისა და საჩივარის განხილვის წესი.pdf26/10/2023 10:59:11 · 0.04 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე
ინფრასტრუქტურატექსტური ინფორმაცია

სკოლა მდებარეობს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკაში. სკოლის შენობა არის 2 სართულიანი. სკოლაში არის 12 საკლასო ოთახი, სამასწავლებლო, ექიმის კაბინეტი, დირექციის/ადმინისტრაციის ოთახი, რესურსოთახი, კომპიუტერების ოთახი, ბიბლიოთეკა. სკოლაში არის 6 პერსონალური კომპიუტერი, 9 ლეპტოპი, 4 პრინტერი, 6 პროექტორი. სკოლის ეზოში არის ხელოვნურსაფარიანი სპორტული მოედანი. სკოლის ბიბლიოთეკის წიგნადი ფონდი მოიცავს გრიფმინიჭებულ სახელმძღვანელოებს, მცირე რაოდენობით მხატვრულ ლიტერატურას და დამხმარე სახელმძღვანელოებს. ყველა საკლასო ოთახში არის მოსწავლეების რაოდენობის შესაბამისი მოსწავლის მერხი და სკამი, ასევე მასწავლებლის მაგიდა და სკამი, დაფა. საკლასო ოთახებში ასევე განლაგებულია წიგნების კარადა და საკიდები. სკოლაში არის 3 სველი წერტილი, გოგონების - 1, ვაჟების - 1, ადაპტირებული - 1. სკოლის ინფრასტრუქტურა , მატერიალური რესურსები ხელმისაწვდომია როგორც სკოლაში დასაქმებულ პირთათვის, ასევე მოსწავლეებისთვის.

ფინანსები3 დამატებითი მასალა

სკოლა ფინანსურად მდგრადია. ფინანსდება ვაუჩერული დაფინანსებით. სკოლის ძირითადი ფინანსური რესურსი იხარჯება დასაქმებულთა შრომის ანაზღაურებაზე, საჭირო მატერიალური რესურსების შესყიდვაზე. ასევე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებზე. სკოლის ბიუჯეტით გათვალიწინებულია სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული აქტივობების უზრუნველყოფა. სკოლის ბიუჯეტს ამტკიცებს სამეურვეო საბჭო, დირექტორის ბრძანებით დამტკიცებულია შესყიდვების წესი, გეგმა. სკოლის დირექტორი ყოველი წლის 10 დეკემბრამდე ანგარიშით წარდგება სამეურვეო საბჭოს წინაშე. ვებგვერდზე განთავსებულია სკოლის საპროგნოზო ბიუჯეტი.

დოკუმენტები

ბიუჯეტი 2023.pdf23/10/2023 14:11:34 · 0.92 MB
10 ეკემბრის ანგარიში.pdf10/07/2024 14:13:45 · 2.57 MB
ბიუჯეტი 2024 წელი.pdf10/07/2024 14:13:45 · 1.48 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე