ბორჯომი, სოფელი ყვიბისი
- სექტორი
- ქართული
- ცვლა
- 1
- საერთო ლიმიტი
- 25
- თავისუფალი ადგილი
- 22
- სსსმ ლიმიტი
- 3
- სსსმ თავისუფალი ადგილი
- 3
სამცხე-ჯავახეთი · ბორჯომი · ბორჯომის მუნიციპალიტეტი, სოფელი ყვიბისი, ილია ჭავჭავაძის ქუჩა N4
გახსენით სასურველი სექცია ტექსტის, თემატური ბმულებისა და დოკუმენტების ჩამონათვალის სანახავად.
ყოველმხრივ ჰარმონიულად განვითარებული, ჯანსაღი თაობის აღზრდა. სკოლის მიზანია: თავისუფლად მოაზროვნე თაობების აღზრდა, თითოეულ მოსწავლის ინტერესსა და შესაძლებლობებზე, სწავლების შედეგებსა და უნარ-ჩვევებზე ორიენტირება, მოსწავლეთა დამოუკიდებელი და კრიტიკული აზროვნების განვითარებისათვის ხელშეწყობა და პატივისცემა, ტოლერანტობის, მორალური, ზნეობრივი და ჯანსაღი ქცევის ნორმების დამკვიდრება. სკოლა ხელს შეუწყობს მოსწავლეების ღირსეულ, წარმატებულ, დემოკრატიული ღირებულებების მატარებელ ადამიანად ჩამოყალიბებას. სკოლა ახორციელებს სასწავლო–სააღმზრდელო პროცესის წარმართვას ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად, რომლის ცენტრში დგას თითოეული მოსწავლე და ყველაფერი კეთდება მისი ნიჭის და შესაძლებლობების მაქსიმალური გამოვლენისათვის და განათლების ხარისხის გაუმჯობესებისათვის. სკოლა მისიის განსახორციელებლად ნერგავს თანამედროვე სასწავლო ტექნოლოგიებს, აწყობს სასწავლო–სამეცნიერო და შემოქმედებით ღონისძიებებს, კონფერენციებს, ლაშქრობებს, საქართველოს სხვადასხვა კუთხის ისტორიულ–გეოგრაფიულ მოკვლევებს. სკოლის მიზანია მოზარდის სულიერი, გონებრივი და ფიზიკური უნარ-ჩვევების განვითარება, ტოლერანტური ნორმებით ცხოვრება, აუცილებელი ცოდნით უზრუნველყოფა, მოსწავლეთა ლიბერალურ-დემოკრატიულ ღირებულებებზე დამყარებული სამოქალაქო ცნობიერების ჩამოყალიბება, კულტურულ ფასეულობათა პატივისცემა, მოსწავლის მიერ ოჯახის, საზოგადოების სახელმწიფოსა და გარემოს წინაშე საკუთარი უფლება-მოვალეობების გაცნობიერებაში ხელშეწყობა. ექნება მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა ბუნებრივი გარემოს წინაშე, გააცნობიერებს ცხოვრების ჯანსაღი წესის მნიშვნელობას. შრომის მაღალნაყოფიერების, ინიციატივების, მასწავლებელთა უწყვეტი პროფესიული განვითარების, დადებითი ფსიქოლოგიური კლიმატისა და კოლექტივის ერთიანობისათვის ხელსაყრელი გარემოს შექმნა. პედაგოგთა მუშაობის გაზომვის ობიექტური, სანდო და კოლეგიალური შეფასების მეთოდების დანერგვა.
სსიპ ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ყვიბისის საჯარო სკოლის სტრუქტურა დაფუძნებულია ურთიერთთანამშრომლობისა და პატივისცემის პრინციპზე.
მოკლე ინფორმაცია წლიური სამოქმედო გეგმა იხილეთ მიბმულ ფაილად.
მოკლე ინფორმაცია სკოლის ბიუჯეტი შეადგენს -408,952.00 ლარს შრომის ანაღზაურებისთვის გაიცემა -393,107,00 ლარი სკოლის განვითარებისთვის განკუთვნილია -2,500,00 ლარი კომუნალური გადასახადებისთვის განკუთვნილია -10,300.00 ლარი სხვა-3,045,00 ლარი