ბორჯომი, მეხეთის ქ. №89
- სექტორი
- ქართული
- ცვლა
- 1
- საერთო ლიმიტი
- 45
- თავისუფალი ადგილი
- 45
- სსსმ ლიმიტი
- 5
- სსსმ თავისუფალი ადგილი
- 5
სამცხე-ჯავახეთი · ბორჯომი · ბორჯომი, მეხეთის ქ. №87
გახსენით სასურველი სექცია ტექსტის, თემატური ბმულებისა და დოკუმენტების ჩამონათვალის სანახავად.
სსიპ - ქალაქ ბორჯომის ლიკანის საჯარო სკოლის მისიაა - მივცეთ ჩვენს აღსაზრდელებს თანამედროვე მოთხოვნათა შესაბამისი მაღალი აკადემიური განათლება; ხელი შევუწყოთ მათი პოტენციური შესაძლებლობების გამოვლენასა და განვითარებას, ჩამოვუყალიბოთ და განვუვითაროთ მათ დამოუკიდებელი, კრიტიკული და ლოგიკური აზროვნება და მოვამზადოთ ისინი საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში ინტეგრაციისათვის. უზრუნველყოს უსაფრთხო და პოზიტიური გარემო; მისიის განსახორციელებლად სკოლა ისახავს შემდეგ მიზნებს: • საგანმანათლებლო კურიკულუმების დახვეწა, სწავლების მეთოდებისა, მოდელების და ფორმატების პერმანენტული გადახედვის გზით. • სწავლების ხარისხის შეფასების კრიტერიუმების მუდმივი სრულყოფა; • სასწავლო–საინფორმაციო ბაზის განვითარება. • სასწავლებლის ცხოვრებაში მოსწავლეების უშუალო ჩართვასა და მათ აქტიურ მონაწილეობაში ხელშეწყობა. • მასწავლებლების პროფესიული განვითარების ხელშეწ ყობა; • სწავლების ინოვაციური მეთოდების აპრობირებასა და სასწავლო პროცესში მათ დანერგვაში ხელშწყობა. • ახალი თანამედროვე საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავება და სასწავლო პროცესში დანერგვა. • ხედვა სკოლის ყველა თანამშრომელი ზრუნავს ბავშვის გონებრივ, ფიზიკურ, ემოციურ, სულიერ, განვითარებაზე, რათა ჩამოყალიბდეს სოციუმის სრულუფასოვან წევრად. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ სწავლება და სწავლა უნდა იყოს ყველასთვის განსხვავებული. სკოლის ყველა თანმშრომლს კარგად ესმის, რომ არ არსებობს სწორხაზოვანი სწავლება, რადგან ყველა ბავშვს აქვს ინდივიდუალური ნიჭი, შესაძლებლობა და განვითარების განსხვავებული პოტენციალი, ამიტომ სკოლა ზრუნავს, თითოეულმა მოსწავლემ შეიგრძნოს და დაინახოს სკუთარი განვითარების პროგრესი. როგორ? თანადგომით, პასუხისმგებლობით, თანამშრომლობით, სიყვარულით, ერთგულებით. მოსწავლეები უზრუნველყოფილი არიან ღირებული სასწავლო გამოცდილებით, სწავლება/სწავლის ინოვაციური მეთოდებით, აქვთ საკუთარი განვითარების ინდივიდულური გზა. ისინი არიან მტკიცე, თუმცა სიკეთითა და მიუკერძოებლობით გამსჭვალული. სკოლა მიმართულია თითოეული მოსწავლის შესაძლებლობების, პოტენციალისა და განსაკუთრებული ნიჭის გამოვლენასა და მაქსიმალურად განითარებაზე. ხელს უწყობს თითოეული ბავშვის ცხოვრებას და წარმატებას დღევანდელ საზოგადოებაში სკოლისა და ოჯახის კონსტრუქციული თანამშრომლობისა და პასუხისმგებლობის გადანაწილების გზით. სკოლის ღირებულებები მომავლის ხედვისა და სკოლის მისიის განხორციელების მიზნით სასკოლო საზოგადოება თანხმდება, რომ სკოლამ მთლიანობაში და მისმა ყოველმა ცალკეულმა თანამშრომელმა თავიანთი ყოველდღიური საქმიანობის განხორციელებაში უნდა იხელმძღვანელონ შემდეგი სამუშაო პრინციპებითა და მიდგომებით: • სკოლისთვის მნიშვნელოვანია: საქართველოს წარმატება; პროფესიონალიზმი, საქმის სიყვარული და ერთგულება; პატიოსნება და კეთილსინდისიერება; შრომის, მიღწევებისა და აზრის პატივისცემა; მიუკერძოებლობა; • სასკოლო საზოგადოება აცნობიერებს საკუთარ პასუხისმგებლობას; არის შედეგზე ორიენტირებული და ითვალისწინებს გაწეულ ხარჯსა და მიღებულ სარგებელს; აკეთებს საერთო საქმეს და არის ჩვენი სკოლის ერთგული; • სკოლა ნერგავს ინოვაციური მიდგომებს და ითვალისწინებს წარსულ გამოცდილებას; ზრუნავს სწავლა-სწავლების მაღალ ხარისხზე; ემსახურება საზოგადოებრივ ინტერესებს და საზოგადოებრივი სიკეთის შექმნას; აფასებს ინიციატივას და ზრუნავს მის მუდმივ გაუმჯობესებაზე. იმის გათვალისწინებით, რომ სკოლა მდებარეობს ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი მიმდებარედ ეს რესურსი სკოლამ უნდა გამოიყენოს მოსწავლეებში ბუნებისადმი სიყვარულის გაღვივებაში, გაფრთხილებაში, მოსწავლეებში ავამაღლოთ ცნობიერება ბუნების მნიშვნელობის. სკოლის პერსონალისთვის მნიშვნელოვანია მუდმივი პროფესიული ზრდა და განვითარება; მუშაობს გუნდურად და იცავს კოლეგიალობას.
ზოგადი დებულებები 1. სტრატეგიული განვითარების შვიდწლიანი გეგმა შემუშავებულია „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს კონსტიტუციის, ეროვნული სასწავლო გეგმის, სასკოლო სასწავლო გეგმისა და სხვა ნორმატიული აქტების საფუძველზე. 2. სსიპ - ქალაქ ბორჯომის ლიკანის საჯარო სკოლის შვიდწლიანი სტრატეგიული განვითარების გეგმა განსაზღვრავს სკოლის ძირითად მიმართულებებსა დააქტივობებს შვიდი წლის განმავლობაში. 3. განვითარების სტრატეგია შეესაბამება დაწესებულების მისიასა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ რეგულაციებს. 4. სტრატეგიული განვითარების შვიდწლიანი გეგმა ასახავს სკოლის საქმიანობის ძირითად მახასიათებლებს და სავალდებულოა გასათვალისწინებლად სკოლის ყველა სტრუქტურული ერთეულისთვის. სკოლის მიზნები და ამოცანები სკოლის მიზანია: • უზრუნველყოს მოსწავლეები ხარისიანი განათლებით, გაზარდოს ცოდნის მიღებაზე ორიენტირებული, კრიტიკულად და შემეცნებითად მოაზროვნე, დემოკრატიული ღირებულებების მქონე მოქალაქეები. • შექმნას მოსწავლეების ინდივიდუალურ საჭიროებაზე ორიენტირებული, ფსიქოლოგიურად ჯანსაღი საგანმანათლებლო გარემო. სკოლის ამოცანებია: 1. ორგანიზაციული განვითარება ხედვა - სკოლის მმართველობაში თანამედროვე მართვის სისტემის დამკვიდრება. ვებგვერდის შექმნა და განვითარება; ინფრასტრუქტურის განვთარება და გაუმჯობესება; სკოლის თვითშეფასების მექანიზმების დამკვიდრება და განვითარება; პედაგოგის პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა; 2. მატერიალურ-ტექნიკური ბაზის სრულყოფა ხედვა - თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება სწავლა-სწავლების პროცესის ხელშეწყობის მიზნით. ელექტრონული ჟურნალების მშობლებისთვის წვდომის უზრუნველყოფა; ლაბორატორიის შექმნა; ბიბლიოთეკის რეაბილიტაცია და წიგნადი ფონდის შევსება ინვენტარითა და ტექნიკური საშუალებებით შევსება; ელექტრონული სასწავლო რესურსებით სკოლის გამდიდრება; სკოლის უზრუნველყოფა სპორტული დარბაზით; 3. სასწავლო პროცესის ეფექტური მართვა, ხარისხიანი სწავლების უზრუნველყოფა ხედვა - ხარისიანი განათლების უზრუნველყოფა მოსწავლეების ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინებით. ხარისხის განვითარების სისტემის შემუშავება, შიდა შეფასების მექანიზმის დანერგვა, ტექნოლოგიების გამოყენება საგანმანათლებლო და სააღმზრდელო პროცესში, ტოლერანტული, მოტივაციის ხელშემწყობი გარემოს შექმნა. თანამედროვე სწავლების მეთოდების გამოყენება და დახვეწა; მოსწავლეთა განვითარების დინამიკის შესწავლა; ინკლუზიური განათლების ხელშეწყობა; სასკოლო პრეზენტაციების ჩატარება; სასწავლო მასალების შემუშავება/განახლება; კონკურსებში მოსწავლეთა მონაწილეობის წახალისება; ყოველწლიურად სასწავლო პროცესში ყველაზე დიდი დინამიკის მქონე მოსწავლის წახალისება კლასების მიხედვით; 4. მოსწავლეთა კლასგარეშე აქტივობების მექანიზმების შემუშავება და დანერგვა ხედვა - მოსწავლეების თვითგამოხატვის, თვითრეალიზაციის, სოციალური აქტივობების ხელშეწყობა. მოსწავლეთა ჯგუფების/წრეების შექმნა ინტერესის მიხედვით (ინტელექტუალური, სპორტული, შემეცნებითი, გასართობი და სხვა); საზოგადოებრივი პროექტების განხორციელება; შემეცნებითი ტიპის ღონისძიებების ორგანიზება; სპორტული ტიპის ღონისძიებების ორგანიზება; 5. პედაგოგთა კვალიფიკაციის ამაღლება და პროფესიული ზრდის მოტივაცია: ხედვა - პედაგოგების კვალიფიკაციის ამაღლების ეფექტური სისტემის დანერგვა. ტრენინგები და სემინარები პედაგოგების წახალისება მასწავლებელთა პროფესიული განვითარების მომართულებით; მასწავლებელთა პროფესიული განვითარების შიდა მექანიზმის ხელშეწყობა; თანამშრომლობა გუნდური მუშაობის პრინციპის ხელშეწყობა; პრობლემის გადაჭრაზე ორიენტირებული მიდგომის დანერგვა; გამოცდილების გაზიარება; SWOT ანალიზი 1. განსაზღვრავს იმ ძლიერ მხარეებს, რომლებიც სტრატეგიული და სამოქმედო გეგმების განხორციელებას უწყობს ხელს; 2. განსაზღვრავს იმ სუსტ მხარეებს, რომლებიც უნდა გამოსწორდეს, რათა მისიაში მოცემულ მიზნებს მივაღწიოთ. 3. ადგენს იმ შესაძლებლობებს, რომლებიც აქამდე გამოუყენებელი დარჩა ან რისი უკეთესად გამოყენებაც შესაძლებელია მომავალში. 4. აღმოაჩენს იმ საფრთხეებს, რომელთა თავიდან აცილება დროულად უნდა მოხდეს. S- ძლიერი მხარეები 1. შინაგანაწესი. 2. მატერიალურ-ტექნიკური ბაზა და დაცული სასწავლო გარემო. 3. კვალიფიციური პედაგოგები. 4. ადმინისტრაციის მზაობა სიახლეებისთვის. 5. თითოეული მოსწავლის განვითარების საჭიროებების გათვალისწინება. 6. ინფრასტრუქტურა. 7. უსაფრთხო გარემო. W- სუსტი მხარეები 1. საბუნებისმეტყველო ლაბორატორია; 2. ბიბლიოთეკა; 3. სსსმ ინფრასტრუქტურა. O- შესაძლებლობები 1. სწავლა-სწავლების პროცესში თანამედროვე, ციფრული და მულტიმედიური ტექნოლოგიების ფართოდ გამოყენება და სხვა თანამედროვე სასწავლო რესურსების განვითარება; 2. გამჭოლი კომპეტენციების (წიგნიერება, რაოდენობრივი აზროვნება, სამოქალაქო და სოციალური კომპეტენციები, ეკოლოგია, და სხვა) განვითარების ხელშეწყობა; 3. მოსწავლეთა თვითმმართველობის აქტიური მუშაობა; 4. მშობელთა ჩართულობა; 5. დამატებითი წრეების გახსნა/სკოლის ბაზაზე დამატებითი მომსახურება; 6. სკოლაში მასწავლებელთა საჭიროების მიხედვით შერეული შესაბამისი ტრენინგ- კურსების დაგეგმვა, ჩატარება; 7. სოციალური პროგრამები, პროექტები. T- საფრთხეები 1. კონკურენტული გარემო; 2. სკოლაში დასაქმებულ კადრებში დაუგეგმავი ცვლილებები (მასწავლებელთა გადასვლა სხვა საჯარო სკოლებში); 3. დემოგრაფია;
მუხლი 1. ზოგადი დებულებები 1. სსიპ - ქალაქ ბორჯომის ლიკანის საჯარო სკოლის (შემდგომი - სკოლა) მოსწავლეთა ინიციატივების მხარდაჭერის წესის (შემდგომში - წესი) მიზანია მოსწავლეთა მხარდაჭერის, ინფორმირებულობის, პოზიტიური სასწავლო გარემოს შექმნის ხელშეწყობა, არსებული სირთულეების, საჭიროებების და ინიციატივების იდენტიფიცირების მიზნით შესაბამის ღონისძიებებისა და აქტივობების განხორციელება. 2. წინამდებარე დებულება ხელს შეუწყობს ყველა ბავშვისთვის ხარისხიანი განათლების და პოზიტიური სასწავლო გარემოს შექმნის შესაძლებლობის გაზრდას. მუხლი 2. მოსწავლეთა ინიციატივების მხარდაჭერის ჯგუფის ფუნქციები 1. წინამდებარე დებულების მიზნებიდან გამომდინარე დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით იქმნება მოსწავლეთა ინიციატივების მხარდაჭერის ჯგუფი (შემდგომში - ჯგუფი), რომლის შემადგენლობაშიც შედიან კლასების დამრიგებლები. 2. ჯგუფი იქმნება სასწავლო წლის დასაწყისში და მოქმედებს ერთი წლის ვადით; 3. ჯგუფის ძირითადი ფუნქციებია: 3.1. მოსწავლეთა შესაძლებლობების განვითარების ხელშეწყობა; 3.2. მოსწავლეთა განვითარებისათვის ეფექტური პოზიტიური სასწავლო გარემოს შექმნის ხელშეწყობა; 3.3. მოსწავლეთა სირთულეებისა და არსებული პრობლემების იდენტიფიცირება და დახმარების პროცესის ხელშეწყობა; 3.4. მოსწავლეთა ინდივიდუალური შესაძლებლობების გამოვლენა და ხელშეწყობა; 3.5. მოსწავლეებისთვის სასწავლო პროცესთან და სასკოლო აქტივობასთან დაკავშირებით ინფორმაციის დროულად მიწოდება; 3.6. მოსწავლის სასკოლო ცხოვრებაში ჩართულობის ხელშეწყობა; 3.7. მოსწავლეთა ინტერესების დადგენა და ინფორმაციის შეგროვება; 3.8. იდენტიფიცირებული პრობლემისა და საჭიროების სკოლის დირექციისათვის მიწოდება და გადაჭრის გზების შეთავაზება; 3.9. მოსწავლის ინტერესებიდან გამომდინარე მისი მხარდაჭერის მიზნით საჭიროებისამებრ, სხვა სახის ჩართულობა; 4. მოსწავლეთა მხარდაჭერის ჯგუფი საქმიანობას ახორციელებს მოსწავლეთა მშობელათან, სკოლის სტრუქტურულ ერთეულებთან, მათ შორის მოსწავლეთა თვითმმართველობასთან, დირექციასთან და ადმინისტრაციასთან თანამშრომლობით. 5. ჯგუფს ჰყავს თავმჯდომარე და მდივანი, რომელიც განისაზღვრება ჯგუფის შექმნის შესახებ დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით; მუხლი 3. მოსწავლეთა ინიციატივების წარდგენის წესი 1. მოსწავლეებს ინიციატივის დაყენების უფლება აქვთ კლასის დამრიგებელთან, მასწავლებელთან, ჯგუფთან, მოსწავლეთა თვითმმართველობასთნ, სკოლის დირექტორთან, როგორც ზეპირად ასევე წერილობითი ფორმით; 2. მასწავლებელთან ინიციატივის წარდგენის შემთხვევაში, მასწავლებელი აღნიშნულის შესახებ აცნობებს კლასის დამრიგებელს; 3. კლასის დამრიგებელი უფლებამოსილია მოსწავლის მიერ წარდგენილი ინიციატივები განიხილოს ჯგუფის შეხვედრაზე ან დირექციასთან; 4. მოსწავლეთა თვითმმართველობის წინაშე წარდგენილი ინიციატივები განიხილება თვითმმართველობის წევრების მიერ და ეცნობება სკოლის დირექციას შემდგომი ნაბიჯებისათვის მხარდაჭერის მიზნით; 5. დირექტორთან წარდგენილი ინიციატივები განიხილება მათ მიერ ან სამუშაო ჯგუფთან ერთად, დირექტორის გადაწყვეტილებით. მუხლი 4. ჯგუფის შეხვედრები 1. ჯგუფი ატარებს შეხვედრებს, რომელსაც ესწრებიან ჯგუფის წევრები. სკოლასთან და მოსწავლესთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხი შეიძლება განხილულ იყოს. შეკითხვების დასმა და აზრის გამოთქმა თავისუფალია ყველასათვის. ასევე, განიხილება ჯგუფის მომავალი ღონისძიებები/აქტივობები და დგინდება ღონისძიების ჩატარებისთვის საჭიროებები; 2. ჯგუფის ყველა წევრი წახალისებულია დაესწროს და აქტიურად მიიღოს მონაწილეობა ჯგუფის შეხვედრებში/სხდომებში. მუხლი 5. მოსწავლეთა ინიციატივების მხარდაჭერის ხელშეწყობა 1. სკოლის დირექცია უზრნველყოფს მოსწავლეთა ინიციატივების მხარდაჭერას ფინანსური და ადმინისტრაციული რესურსების და შესაძლებლობების ფარგლებში; 2. მოსწავლეთა ინიციატივების მხარდაჭერის მიზნით დირექცია კომუნიკაციას ამყარებს ჯგუფთან და სკოლის მოსწავლეებთან წერილობით, ინდივიდუალური ან ჯგუფური შეხვედრებით; 3. დაყენებულ ინიციატივას სკოლის დირექცია განიხილავს და მიღებულ გადაწყვეტილებას შეხვედრის ფორმატში აცნობებს ჯგუფის წევრებს. მუხლი 6. წესის დამტკიცება და ცვლილებების შეტანა 1. წინამდებარე წესს ამტკიცებს სკოლის დირექტორი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტით; 2. წესში ცვლილებების შეტანის ინიცირების უფლება აქვს მოსწავლეთა მხარდაჭერის ჯგუფის წევრებს; 3. წესის გაუქმება შესაძლებელია პირველ პუნქტში მითითებული წესით.
მოსწავლის ქცევის კოდექსი თავი I ზოგადი დებულებები მუხლი 1. რეგულირების საგანი 1. მოსწავლის ქცევის კოდექსი (შემდგომში „ქცევის კოდექსი“) არეგულირებს მოსწავლის ქცევის წესებს, რომლებსაც მოსწავლე იცავს სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას სკოლაში, აგრეთვე სკოლის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში მონაწილეობის დროს. 2. ქცევის კოდექსი ხელს უწყობს სწავლისათვის ისეთი გარემოსა და პირობების შექმნას, სადაც მოსწავლე შეძლებს ცოდნის მიღებას, უნარ-ჩვევების გამომუშავებასა და ღირებულებების ჩამოყალიბებას. 3. სკოლა ვალდებულია ყველა მასწავლებელს, მოსწავლესა და მშობელს გააცნოს მოსწავლის ქცევის კოდექსი. 4. სკოლის შინაგანაწესი უნდა ეფუძნებოდეს მოსწავლის ქცევის კოდექსს. მუხლი 2. ქცევის კოდექსის მიზანი 1. ქცევის კოდექსის მიზანია, დანერგოს მოსწავლის ქცევის ერთიანი წესები. 2. ქცევის კოდექსი ხელს უწყობს მოსწავლის მიერ საკუთარი ქცევის მართვას, მოსწავლეთა დისციპლინისა და ურთიერთპატივისცემის, სკოლაში კეთილგანწყობილი და უსაფრთხო სასწავლო გარემოს დამკვიდრებას. მუხლი 3. რეგულირების სფერო 1. ქცევის კოდექსი ვრცელდება საქართველოს მოქალაქე, უცხო ქვეყნის მოქალაქე და მოქალაქეობის არმქონე სკოლის ყველა მოსწავლეზე. 2. სკოლის დირექცია, მასწავლებლები, სკოლაში დასაქმებული სხვა პირები და მშობლები ხელს უწყობენ მოსწავლეს ქცევის კოდექსის დაცვაში. თავი II მოსწავლის ქცევის წესები მუხლი 4. მასწავლებელთან და სკოლაში დასაქმებულ სხვა პირთან დამოკიდებულება 1. მოსწავლე ყოველთვის თავაზიანია მასწავლებელთან და სკოლაში დასაქმებულ სხვა პირთან ურთიერთობაში და არ აყენებს მათ რაიმე სახის შეურაცხყოფას. 2. მოსწავლე ემორჩილება სკოლის დირექტორის, მასწავლებლის, სკოლაში დასაქმებული სხვა პირისა და მანდატურის კანონიერ მითითებებს. მუხლი 5. მოსწავლეებთან დამოკიდებულება მოსწავლე თავაზიანად ეპყრობა სხვა მოსწავლეებს, თავს იკავებს მათთან ძალადობის მუქარისგან, ცილისმწამებლური ან დამცინავი განცხადებებისაგან და არ აყენებს მათ რაიმე სახის შეურაცხყოფას. მუხლი 6. მოსწავლის ჩაცმის წესი მოსწავლე სკოლაში ცხადდება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებისათვის შესაფერისი სამოსითა და აქსესუარებით. მუხლი 7. მოსწავლის ქცევა სკოლის ტერიტორიაზე, სასწავლო პროცესისა და სასკოლო ღონისძიებების დროს 1. მოსწავლე დროულად ცხადდება გაკვეთილზე ან სკოლის მიერ ორგანიზებულ სხვა საგანმანათლებლო ღონისძიებაზე. 2. გაკვეთილზე ყოფნისას მოსწავლეს აქვს სასწავლო პროცესისათვის აუცილებელი ნივთები. 3. მოსწავლე გამოხატავს აზრებს და შეხედულებებს სხვა პირთა უფლებების შელახვის გარეშე. 4. მოსწავლე არ იყენებს მობილურ ტელეფონს ან სხვა ტექნიკურ საშუალებებს სასწავლო პროცესის დროს, არასასწავლო მიზნით. 5. მოსწავლე ხელს არ უშლის მასწავლებელსა და სხვა მოსწავლეებს, სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას. 6. მოსწავლე პატივს სცემს სხვის აზრსა და აკადემიურ ნაშრომს, სხვისი ინტელექტუალური საქმიანობის შედეგად შექმნილ პროდუქტს არ ასაღებს თავისად. 7. მოსწავლე არ ეწევა რელიგიურ და პოლიტიკურ პროპაგანდას. 8. მოსწავლე არ ტოვებს გაკვეთილს მასწავლებლის ნებართვის გარეშე. 9. მოსწავლე უფრთხილდება და არ აზიანებს საკუთარ, სხვა პირთა და სკოლის ქონებას. 10. მოსწავლე იცავს სისუფთავეს სკოლაში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე. მუხლი 8. სკოლაში აკრძალული ნივთები მოსწავლე არ ცხადდება სკოლაში შემდეგი ნივთებით: ა) თამბაქოს ნაწარმი; ბ) ყველანაირი სახის იარაღი ან ისეთი ბასრი ნივთები, რომლებიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს იარაღად; გ) სანთებელა ან ასანთი; დ) ალკოჰოლური საშუალებები; ე) ტექნიკური საშუალებები, რომლებმაც შეიძლება ხელი შეუშალოს სასწავლო პროცესს; ვ) ძვირადღირებული ნივთები ან დიდი ოდენობის ფული; ზ) აზარტული თამაშის საშუალებები; თ) უხამსობის ამსახველი ნივთები; ი) ნარკოტიკული საშუალებები; კ) ასაფეთქებელი და მომწამლავი ნივთიერებები; ლ) ფსიქოტროპული საშუალებები, ექიმის შესაბამისი ნებართვის გარეშე. მუხლი 9. პასუხისმგებლობა ქცევის კოდექსის დარღვევისათვის მოსწავლის მიერ ამ კოდექსით განსაზღვრული ქცევის ნორმების დარღვევა იწვევს დისციპლინური დევნის დაწყებას “ზოგადი განათლების შესახებ„ საქართველოს კანონისა და სკოლის შინაგანაწესით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით.
2024 წლის ბიუჯეტი 2025 წლის ბიუჯეტი