ბორჯომი, სოფ. ზანავი
- სექტორი
- ქართული
- ცვლა
- 1
- საერთო ლიმიტი
- 20
- თავისუფალი ადგილი
- 20
- სსსმ ლიმიტი
- 2
- სსსმ თავისუფალი ადგილი
- 2
სამცხე-ჯავახეთი · ბორჯომი · ბორჯომი, სოფელი კორტანეთი
გახსენით სასურველი სექცია ტექსტის, თემატური ბმულებისა და დოკუმენტების ჩამონათვალის სანახავად.
სსიპ ბორჯომის მუნისიპალიტეტის სოფელ კორტანეთის საჯარო სკოლის მისიაა -- მივცეთ ჩვენს აღსაზრდელებს თანამედროვე მოთხოვნათა შესაბამისი მაღალი აკადემიური განათლება; ხელი შევუწყოთ მათი პოტენციური შესაძლებლობების გამოვლენასა და განვითარებას, ჩამოვუყალიბოთ და განვუვითაროთ მათ დამოუკიდებელი, კრიტიკული და ლოგიკური აზროვნება და მოვამზადოთ ისინი საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში ინტეგრაციისათვის. უზრუნველყოს უსაფრთხო და პოზიტიური გარემო; მისიის განსახორციელებლად სკოლა ისახავს შემდეგ მიზნებს: • საგანმანათლებლო კურიკულუმების დახვეწა, სწავლების მეთოდებისა, მოდელების და ფორმატების პერმანენტული გადახედვის გზით. • სწავლების ხარისხის შეფასების კრიტერიუმების მუდმივი სრულყოფა; • სასწავლო–საინფორმაციო ბაზის განვითარება. • სასწავლებლის ცხოვრებაში მოსწავლეების უშუალო ჩართვასა და მათ აქტიურ მონაწილეობაში ხელშეწყობა. • მასწავლებლების პროფესიული განვითარების ხელშეწ ყობა; • სწავლების ინოვაციური მეთოდების აპრობირებასა და სასწავლო პროცესში მათ დანერგვაში ხელშწყობა. • ახალი თანამედროვე საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავება და სასწავლო პროცესში დანერგვა. ხედვა სკოლის ყველა თანამშრომელი ზრუნავს ბავშვის გონებრივ, ფიზიკურ, ემოციურ, სულიერ, განვითარებაზე, რათა ჩამოყალიბდეს სოციუმის სრულუფასოვან წევრად. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ სწავლება და სწავლა უნდა იყოს ყველასთვის განსხვავებული. სკოლის ყველა თანმშრომლს კარგად ესმის, რომ არ არსებობს სწორხაზოვანი სწავლება, რადგან ყველა ბავშვს აქვს ინდივიდუალური ნიჭი, შესაძლებლობა და განვითარების განსხვავებული პოტენციალი, ამიტომ სკოლა ზრუნავს, თითოეულმა მოსწავლემ შეიგრძნოს და დაინახოს სკუთარი განვითარების პროგრესი. როგორ? თანადგომით, პასუხისმგებლობით, თანამშრომლობით, სიყვარულით, ერთგულებით. მოსწავლეები უზრუნველყოფილი არიან ღირებული სასწავლო გამოცდილებით, სწავლება/სწავლის ინოვაციური მეთოდებით, აქვთ საკუთარი განვითარების ინდივიდულური გზა. ისინი არიან მტკიცე, თუმცა სიკეთითა და მიუკერძოებლობით გამსჭვალული. სკოლა მიმართულია თითოეული მოსწავლის შესაძლებლობების, პოტენციალისა და განსაკუთრებული ნიჭის გამოვლენასა და მაქსიმალურად განითარებაზე. ხელს უწყობს თითოეული ბავშვის ცხოვრებას და წარმატებას დღევანდელ საზოგადოებაში სკოლისა და ოჯახის კონსტრუქციული თანამშრომლობისა და პასუხისმგებლობის გადანაწილების გზით. სკოლის ღირებულებები განცხადებული მომავლის ხედვისა და სკოლის მისიის განხორციელების მიზნით სასკოლო საზოგადოება თანხმდება, რომ სკოლამ მთლიანობაში და მისმა ყოველმა ცალკეულმა თანამშრომელმა თავიანთი ყოველდღიური საქმიანობის განხორციელებაში უნდა იხელმძღვანელონ შემდეგი სამუშაო პრინციპებითა და მიდგომებით: • სკოლისთვის მნიშვნელოვანია: საქართველოს წარმატება; პროფესიონალიზმი, საქმის სიყვარული და ერთგულება; პატიოსნება და კეთილსინდისიერება; შრომის, მიღწევებისა და აზრის პატივისცემა; მიუკერძოებლობა; • სასკოლო საზოგადოება აცნობიერებს საკუთარ პასუხისმგებლობას; არის შედეგზე ორიენტირებული და ითვალისწინებს გაწეულ ხარჯსა და მიღებულ სარგებელს; აკეთებს საერთო საქმეს და არის ჩვენი სკოლის ერთგული; • სკოლა ნერგავს ინოვაციური მიდგომებს და ითვალისწინებს წარსულ გამოცდილებას; ზრუნავს სწავლა-სწავლების მაღალ ხარისხზე; ემსახურება საზოგადოებრივ ინტერესებს და საზოგადოებრივი სიკეთის შექმნას; აფასებს ინიციატივას და ზრუნავს მის მუდმივ გაუმჯობესებაზე; • სკოლის პერსონალისთვის მნიშვნელოვანია მუდმივი პროფესიული ზრდა და განვითარება; მუშაობს გუნდურად და იცავს კოლეგიალობას;
სკოლის სტრუქტურა
დანართი №1 დამტკიცებულია სსიპ ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ კორტანეთის საჯარო სკოლის დირექტორის მ.შ 2024 წლის 5 აპრილის №11 ბრძანებით სსიპ - ბორჯომის მუნოციპალიტეტის სოფელ კორტანეთის საჯარო სკოლის მოსწავლეთა ინიციატივების მხარდაჭერის წესი 2024 წელი მუხლი 1. ზოგადი დებულებები 1. სსიპ - ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ კორტანეთის საჯარო სკოლის (შემდგომი - სკოლა) მოსწავლეთა ინიციატივების მხარდაჭერის წესის (შემდგომში - წესი) მიზანია მოსწავლეთა მხარდაჭერის, ინფორმირებულობის, პოზიტიური სასწავლო გარემოს შექმნის ხელშეწყობა, არსებული სირთულეების, საჭიროებების და ინიციატივების იდენტიფიცირების მიზნით შესაბამის ღონისძიებებისა და აქტივობების განხორციელება. 2. წინამდებარე დებულება ხელს შეუწყობს ყველა ბავშვისთვის ხარისხიანი განათლების და პოზიტიური სასწავლო გარემოს შექმნის შესაძლებლობის გაზრდას. მუხლი 2. მოსწავლეთა ინიციატივების მხარდაჭერის ჯგუფის ფუნქციები 1. წინამდებარე დებულების მიზნებიდან გამომდინარე დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით იქმნება მოსწავლეთა ინიციატივების მხარდაჭერის ჯგუფი (შემდგომში - ჯგუფი), რომლის შემადგენლობაშიც შედიან კლასების დამრიგებლები. 2. ჯგუფი იქმნება სასწავლო წლის დასაწყისში და მოქმედებს ერთი წლის ვადით; 3. ჯგუფის ძირითადი ფუნქციებია: 3.1. მოსწავლეთა შესაძლებლობების განვითარების ხელშეწყობა; 3.2. მოსწავლეთა განვითარებისათვის ეფექტური პოზიტიური სასწავლო გარემოს შექმნის ხელშეწყობა; 3.3. მოსწავლეთა სირთულეებისა და არსებული პრობლემების იდენტიფიცირება და დახმარების პროცესის ხელშეწყობა; 3.4. მოსწავლეთა ინდივიდუალური შესაძლებლობების გამოვლენა და ხელშეწყობა; 3.5. მოსწავლეებისთვის სასწავლო პროცესთან და სასკოლო აქტივობასთან დაკავშირებით ინფორმაციის დროულად მიწოდება; 3.6. მოსწავლის სასკოლო ცხოვრებაში ჩართულობის ხელშეწყობა; 3.7. მოსწავლეთა ინტერესების დადგენა და ინფორმაციის შეგროვება; 3.8. იდენტიფიცირებული პრობლემისა და საჭიროების სკოლის დირექციისათვის მიწოდება და გადაჭრის გზების შეთავაზება; 3.9. მოსწავლის ინტერესებიდან გამომდინარე მისი მხარდაჭერის მიზნით საჭიროებისამებრ, სხვა სახის ჩართულობა; 4. მოსწავლეთა მხარდაჭერის ჯგუფი საქმიანობას ახორციელებს მოსწავლეთა მშობელათან, სკოლის სტრუქტურულ ერთეულებთან, მათ შორის მოსწავლეთა თვითმმართველობასთან, დირექციასთან და ადმინისტრაციასთან თანამშრომლობით. 5. ჯგუფს ჰყავს თავმჯდომარე და მდივანი, რომელიც განისაზღვრება ჯგუფის შექმნის შესახებ დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით; მუხლი 3. მოსწავლეთა ინიციატივების წარდგენის წესი 1. მოსწავლეებს ინიციატივის დაყენების უფლება აქვთ კლასის დამრიგებელთან, მასწავლებელთან, ჯგუფთან, მოსწავლეთა თვითმმართველობასთნ, სკოლის დირექტორთან, როგორც ზეპირად ასევე წერილობითი ფორმით; 2. მასწავლებელთან ინიციატივის წარდგენის შემთხვევაში, მასწავლებელი აღნიშნულის შესახებ აცნობებს კლასის დამრიგებელს; 3. კლასის დამრიგებელი უფლებამოსილია მოსწავლის მიერ წარდგენილი ინიციატივები განიხილოს ჯგუფის შეხვედრაზე ან დირექციასთან; 4. მოსწავლეთა თვითმმართველობის წინაშე წარდგენილი ინიციატივები განიხილება თვითმმართველობის წევრების მიერ და ეცნობება სკოლის დირექციას შემდგომი ნაბიჯებისათვის მხარდაჭერის მიზნით; 5. დირექტორთან წარდგენილი ინიციატივები განიხილება მათ მიერ ან სამუშაო ჯგუფთან ერთად, დირექტორის გადაწყვეტილებით. მუხლი 4. ჯგუფის შეხვედრები 1. ჯგუფი ატარებს შეხვედრებს, რომელსაც ესწრებიან ჯგუფის წევრები. სკოლასთან და მოსწავლესთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხი შეიძლება განხილულ იყოს. შეკითხვების დასმა და აზრის გამოთქმა თავისუფალია ყველასათვის. ასევე, განიხილება ჯგუფის მომავალი ღონისძიებები/აქტივობები და დგინდება ღონისძიების ჩატარებისთვის საჭიროებები; 2. ჯგუფის ყველა წევრი წახალისებულია დაესწროს და აქტიურად მიიღოს მონაწილეობა ჯგუფის შეხვედრებში/სხდომებში. მუხლი 5. მოსწავლეთა ინიციატივების მხარდაჭერის ხელშეწყობა 1. სკოლის დირექცია უზრნველყოფს მოსწავლეთა ინიციატივების მხარდაჭერას ფინანსური და ადმინისტრაციული რესურსების და შესაძლებლობების ფარგლებში; 2. მოსწავლეთა ინიციატივების მხარდაჭერის მიზნით დირექცია კომუნიკაციას ამყარებს ჯგუფთან და სკოლის მოსწავლეებთან წერილობით, ინდივიდუალური ან ჯგუფური შეხვედრებით; 3. დაყენებულ ინიციატივას სკოლის დირექცია განიხილავს და მიღებულ გადაწყვეტილებას შეხვედრის ფორმატში აცნობებს ჯგუფის წევრებს. მუხლი 6. წესის დამტკიცება და ცვლილებების შეტანა 1. წინამდებარე წესს ამტკიცებს სკოლის დირექტორი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტით; 2. წესში ცვლილებების შეტანის ინიცირების უფლება აქვს მოსწავლეთა მხარდაჭერის ჯგუფის წევრებს; 3. წესის გაუქმება შესაძლებელია პირველ პუნქტში მითითებული წესით.
სსიპ - ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ კორტანეთის საჯარო სკოლის მიმართ წარდგენილი განცხადების/საჩივრის განხილვის პროცედურა აღნიშნული სახელმძღვანელო ინსტრუქცია განსაზღვრავს სკოლაში წარდგენილი განცხადების/ საჩივრის დარეგისტრირების,განხილვისა და შედეგის დადგენის პროცედურებს 2024 წელი „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, საჯარო სკოლამ უნდა უზრუნველყოს თითოეული მოსწავლის, მშობლისა და მასწავლებლის უფლება, გაასაჩივროს მასწავლებლისა და სკოლის უკანონო და სხვა არამართლზომიერი ქმედებები, აგრეთვე მიიღოს მიყენებული ზიანის სრული ანაზღაურება. ამის მისაღწევად სკოლამ უნდა შეიმუშაოს საჩივრების მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი განხილვის ეფექტიანი საშუალება. საჩივრების ეფექტური სისტემა შემდეგ ძირითად პრინციპებს უნდა ემყარებოდეს: • • წამოჭრილი პრობლემის არაფორმალური მოგვარების მხარდაჭერა; • • საჩივრების პროცედურების ხელმისაწვდომობა; • • საჩივრების პროცედურების სიმარტივე; • • გონივრული და მკაფიოდ განსაზღვრული დროის ფარგლები საჩივრის განხილვის/გამოძიებისა და გადაწყვეტისათვის; • • საჩივრით წამოჭრილი საკითხების სამართლიანი, სრული და მიუკერძოებელი განხილვა/გამოძიება და გადაწყვეტა. ხელმისაწვდომობა და საჯაროობა. სსიპ - ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ კორტანეთის საჯარო სკოლაში მოქმედი საჩივრების პროცედურები საჯარო და ფართოდ ხელმისაწვდომი უნდა იყოს. თითოეულ დაინტერესებულ პირს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, ამომწურავი ინფორმაცია მიიღოს თავისი უფლებების, სკოლაში არსებული საჩივრების სისტემისა და პროცედურების შესახებ. ინფორმაცია საჩივრების პროცედურების შესახებ უნდა გავრცელდეს მოსწავლეებს, მათ მშობლებსა და მასწავლებლებს შორის სკოლაში სწავლის ან მუშაობის დაწყებისას, ასევე გამოქვეყნდეს: • სკოლის შენობაში თვალსაჩინო ადგილას. მნიშვნელოვანია, რომ პრობლემის წარმოქმნის შემთხვევაში მოსწავლეებსა და სხვა დაინტერესებულ პირებს ჰქონდეთ დროული რჩევის მიღების შესაძლებლობა ამ პრობლემის მოგვარების საშუალებების შესახებ. ამისათვის საჯარო სკოლამ უნდა უზრუნველყოს ყველა დაინტერესებული პირის შესაძლებლობა, გაიაროს კონსულტაცია სკოლის მიერ სპეციალურად უფლებამოსილ პირებთან. ასეთი კონსულტაცია კონფიდენციალურ ხასიათს უნდა ატარებდეს და არ უნდა ჩაითვალოს ფორმალური საქმისწარმოების დაწყებად. პრობლემის არაფორმალური მოგვარება. საჯარო სკოლა საგამოძიებო დაწესებულება არ არის. საჩივრების სისტემის არსებობა და მის საფუძველზე გარკვეული გამოძიების განხორციელება სკოლის მიერ მისი საგანმანათლებლო ფუნქციის შესრულებას ემსახურება. გარდა ამისა, სკოლების ეფექტური ფუნქციონირების ძირითადი პირობა სკოლის თანამშრომლებსა და მოსწავლეებს შორის კეთილგანწყობისა და ნდობის მაღალი ხარისხია. შესაბამისად, ფორმალური საჩივრის წარდგენამდე ყველა დაინტერესებული პირი ვალდებულია, წარმოქმნილი პრობლემის გადაჭრას არაფორმალურად, სადავო საკითხზე პასუხისმგებელი პირისადმი მიმართვის გზით შეეცადოს. გამონაკლისია შემთხვევა, როდესაც საქმე გვაქვს უფლებებისა და თავისუფლებების უხეშ დარღვევასთან, რელიგიური, ეთნიკური ან სხვა ნიშნით დევნასთან ან როდესაც ნებისმიერმა დაყოვნებამ შეიძლება მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს პიროვნების კანონიერ ინტერესებს. ამ შემთხვევაში დაინტერესებულ პირს უფლება აქვს, პირდაპირ წარადგინოს ფორმალური საჩივარი. საჩივრების განმხილველი ორგანო. სკოლის წესდების მიხედვით, საჩივრებს განიხილავს დირექტორი, სამეურვეო საბჭო და დისციპლინური კომიტეტი, რომელიც იქმნება სამეურვეო საბჭოს მიერ. დაუშვებელია, საქმის განხილვა/გამოძიებასა და გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობა მიიღოს პირმა, რომელსაც პირადი ინტერესი აქვს საქმის შედეგისადმი, საჩივრით ინიცირებული საქმის წარმოების მხარეა, საქმისწაროების ერთ-ერთ მხარესთან, თანამდებობრივი ურთიერთობის გარდა, აქვს ნათესაური, მეგობრული ან სხვა ახლობლური ურთიერთობა. ინტერესთა კონფლიქტის წარმოქმნის შემთხვევაში დირექტორი, სამეურვეო საბჭოს ან დისციპლინური კომიტეტის წევრი ვალდებულია, განაცხადოს თვითაცილება. თუ ის არ განაცხადებს თვითაცილებას, მას აცილება შეიძლება მისცენ საქმისწარმოების მხარეებმა. განცხადება აცილების შესახებ დასაბუთებული უნდა იყოს. პირს, რომელსაც აცილება მისცეს, აცილების საკითხის განხილვამდე უფლება აქვს, მისცეს განმარტება. სააპელაციო კომიტეტის აცილებული წევრის ჩანაცვლება უნდა მოხდეს სამეურვეო საბჭოს მიერ შერჩეული პირით, ხოლო დირექტორის ნაცვლად საჩივარს განიხილავს სამეურვეო საბჭო ან დისციპლინარული კომიტეტი. საჩივრის სუბიექტი. ფორმალური საჩივრის წარდგენის უფლება აქვს ყველა დაინტერესებულ პირს, რომლის კანონიერ ინტერესზე გავლენას ახდენს სკოლის მიერ გამოცემული ადმინისტრაციული აქტი ან სხვა ქმედება, სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლის ან მასწავლებლის ქმედება. საჩივრის წარდგენა უნდა მოხდეს სადავო ქმედების განხორციელებიდან ან ადმინისტრაციული აქტის გამოცემიდან 30 დღის ვადაში. გაშვებული ვადა უნდა აღდგეს, თუ 30-დღიანი ვადის გაშვება მოხდა დაუძლეველი ძალის, ავადმყოფობის, სკოლის ან სხვა საპატიო მიზეზით. სკოლის ადმინისტრაციის წევრს უფლება არ აქვს, წარადგინოს საჩივარი მის მიერ ადმინისტრაციული ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებით. წარმომადგენლობის უფლება. საჩივრის საფუძველზე ინიცირებული საქმისწარმოების მხარეს უფლება აქვს, საჩივართან დაკავშირებულ ნებისმიერ განხილვაზე თუ შეხვედრაზე კანონიერი წარმომადგენლის ან დამცველის თანხლებით გამოცხადდეს. მტკიცების ტვირთი და სტანდარტი. მოსწავლისა და მასწავლებლის უფლებებითა და თავისუფლებებით სარგებლობისას მათი კანონიერება ივა
მოკლე ინფორმაცია სკოლის ბიუჯეტი შეადგენს - 357 850.00 ლარს შრომის ანაზღაურებისთვის გაიცემა - 271 628.00 ლარი სკოლის განვითარებისთვის განკუთვნილია - 3 000.00 ლარი კომუნალური გადასახადებისთვის განკუთვნილია - 14 800.00 ლარი სხვა - 5 000.00