რეესტრში დაბრუნება
საჯარო სკოლა · EMIS მონაცემი

სსიპ - ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ციხისჯვარის საჯარო სკოლა

სამცხე-ჯავახეთი · ბორჯომი · ბორჯომი, სოფელი ციხისჯვარი

რეესტრის კოდი#1945
მოსწავლე25
მასწავლებელი16
შენობა1
სკოლის პროფილი

ძირითადი ინფორმაცია

დირექტორი
ინეზა აბულაძე
სწავლების საფეხურები
დაწყებითი (1-6), საბაზო (7-9)
სწავლების სექტორი
ქართული
ავტორიზაციის დასაწყისი
21/10/2024
ავტორიზაციის დასრულება
21/10/2033
პირველკლასელთა მიღება

ადგილების მიმდინარე ინფორმაცია

ბორჯომი, სოფელი ციხისჯვარი

სექტორი
ქართული
ცვლა
1
საერთო ლიმიტი
25
თავისუფალი ადგილი
24
სსსმ ლიმიტი
3
სსსმ თავისუფალი ადგილი
3
EMIS-ის სრული ჩანაწერი

დამატებითი ინფორმაცია და დოკუმენტები

გახსენით სასურველი სექცია ტექსტის, თემატური ბმულებისა და დოკუმენტების ჩამონათვალის სანახავად.

მისია, ხედვა და ღირებულებები2 დამატებითი მასალა

სკოლის მომავლის ხედვა სსიპ ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ციხისჯვარის საჯარო სკოლის ხედვაა, რომ როგორც სკოლა, ასევე თითოეული სკოლის თანამშრომელი ინდივიდუალური მიდგომით, სწავლა-სწავლების პრინციპის გამოყენებით ზრუნავს აღზარდოს გონებრივად, ფსიქოლოგიურად, სულიერად და ფიზიკურად ჯანსაღი მოსწავლეები და ამით უზრუნველყონ მათი საზოგადოების სრულფასოვან წევრებად ჩამოყალიბება. პედაგოგები ზრუნავენ, რომ თანადგომით, ერთგულებით, ზრუნვით, თანამშრომლობითა და სიყვარულით შეუწყონ ხელი მოსწავლეების პიროვნულ განვითარებას. სკოლა ზრუნავს თითოეული მოსწავლის ხელშეწყობასა და განვითარებაზე, რადგან უფრო მოტივირებულები და წარმატებულები გახდნენ და მშობლებთან ურთიერთთანამშრომლობის საფუძველზე ხელს უწყობს მათი ნიჭის გამოვლინებას და შესაძლებლობების აღმოჩენას. სკოლის მისია სსიპ ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ციხისჯვარის საჯარო სკოლა ცდილობს მოსწავლეებს განუვითაროს მაღალი სულიერი ფასეულობები, აღზარდოს განათლებული, თავისუფალი, ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების მატარებელი პიროვნება, რომელსაც ექნება განვითარებული გონებრივი და ფიზიკური უნარ-ჩვევები, დემოკრატიულ ღირებულებებზე დაფუძნებული სამოქალაქო ცნობიერება და პასუხისმგებლობა ოჯახის, საზოგადოებისა და სახელმწიფოს წინაშე, იქნება ტოლერანტული და კონკურენტუნარიანი. სკოლის ღირებულებები განცხადებული მომავლის ხედვისა და სკოლის მისიის განხორციელების მიზნით სკოლა თანხმდება, რომ სკოლამ მთლიანობაში და მისმა ყოველმა ცალკეულმა თანამშრომელმა თავიანთ ყოველდღიური საქმიანობის განხორციელებისას უნდა იხელმძღვანელონ შემდეგი სამუშაო პრინციპებითა და მიდგომებით: • ჩვენთვის მნიშვნელოვანია საქართველოს წარმატება; • ჩვენთვის მნიშვნელოვანია პროფესიონალიზმი, საქმის სიყვარული და ერთგულება; • ჩვენთვის მნიშვნელოვანია პატიოსნება და კეთილსინდისიერება; • ჩვენთვის მნიშვნელოვანია სხვათა შრომის, მიღწევებისა და აზრის პატივისცემა; • ჩვენთვის მნიშვნელოვანია მიუკერძოებლობა; • ჩვენ ვაცნობიერებთ საკუთარ პასუხისმგებლობას; • ჩვენ გვესმის, რომ ვაკეთებთ საერთო საქმეს და ვართ ჩვენი სკოლის ერთგულნი; • ჩვენ ვნერგავთ ინოვაციურ მიდგომებს და ვითვალისწინებთ წარსულ გამოცდილებას; • ჩვენ ვზრუნავთ მომსახურების მაღალ ხარისხზე; • ჩვენ ვემსახურებით საზოგადოებრივ ინტერესსა და საზოგადოებრივი სიკეთის შექმნას; • ჩვენ ვაფასებთ ინიციატივას და ვზრუნავთ მის მუდმივ გაუმჯობესებაზე; • ჩვენთვის მნიშვნელოვანია მუდმივი პროფესიული ზრდა და განვითარება; • ჩვენ ვმუშაობთ გუნდურად და ვიცავთ კოლეგიალობას; • ჩვენ ვართ შედეგზე ორიენტირებული და ვითვალისწინებთ გაწეულ ხარჯსა და მიღებულ სარგებელს; • ჩვენ უზრუნველვყოფთ სკოლაში ხარისხიანი განათლების თანაბარ ხელმისაწვდომობას მოსწავლეებისთვის; • ჩვენ ორიენტირებულები ვართ მოსწავლეთა პიროვნული განვითარებისა და სწავლის შედეგების გაუმჯობესებაზე, რაც გულისხმობს უსაფრთხო, კეთილგანწყობილი, ინკლუზიური, წამახალისებელი, თანამშრომლობითი და გენდერულად დაბალანსებული გარემოს შექმნას, სასკოლო ცხოვრებაში ჩართულობას, ადეკვატურად მაღალი მოლოდინების დასახვას და სწავლის შედეგების ეფექტურობის და ეფექტიანობის მონიტორინგსა და შეფასებას.

დოკუმენტები

სკოლის მისია, ხედვა, ღირებულებები - ციხისჯვარი.docx18/12/2024 14:48:54 · 0.02 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე
სტრუქტურატექსტური ინფორმაცია

სსიპ ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ციხისჯვარის საჯარო სკოლის სტრუქტურა დაფუძნებულია ურთიერთთანამშრომლობის პრინციპზე.