ბორჯომი, რუსთაველის ქ. №25
- სექტორი
- ქართული
- ცვლა
- 1
- საერთო ლიმიტი
- 25
- თავისუფალი ადგილი
- 16
- სსსმ ლიმიტი
- 3
- სსსმ თავისუფალი ადგილი
- 3
სამცხე-ჯავახეთი · ბორჯომი · ბორჯომი, რუსთაველის ქ. №25
გახსენით სასურველი სექცია ტექსტის, თემატური ბმულებისა და დოკუმენტების ჩამონათვალის სანახავად.
მისია - ახალდაბის საჯარო სკოლა ზრუნავს მისცეს მოსწავლეს პირობები საკუთარი ინტელექტუალური, ფიზიკური და სულიერი განვითარებისთვის; გამოუმუშაოს მას საზოგადოებრივ ცხოვრებაში დამოუკიდებელი გადაწყვეტილებათა მიღების უნარ-ჩვევები. იყოს კანონმორჩილი, ტოლერანტი და აქტიური მოქალაქე, რათა ჰქონდეს საკუთარი შესაძლებლობების განსაზღვრისა და საზოგადოებაში ადგილის დამკვიდრების უნარი. ხედვა - სსიპ ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა ახალდაბის საჯარო სკოლის ხედვაა, რომ როგორც სკოლა, ასევე თითოეული სკოლის თანამშრომელი ინდივიდუალური მიდგომით, სწავლა-სწავლების პრინციპის გამოყენებით ზრუნავს აღზარდოს გონებრივად, ფსიქოლოგიურად, სულიერად და ფიზიკურად ჯანსაღი მოსწავლეები და ამით უზრუნველყონ მათი საზოგადოების სრულფასოვან წევრებად ჩამოყალიბება,რომლებიც თავის წვლილს შეიტანენ ქვეყნის მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევაში. ღირებულებები - განცხადებული მომავლის ხედვისა და სკოლის მისიის განხორციელების მიზნით სასკოლო საზოგადოება თანხმდება, რომ სკოლამ მთლიანობაში და მისმა ყოველმა ცალკეულმა თანამშრომელმა თავიანთ ყოველდღიური საქმიანობის განხორციელებაში უნდა იხელმძღვანელონ შემდეგი სამუშაო პრინციპებითა და მიდგომებით: • ჩვენთვის მნიშვნელოვანია საქართველოს წარმატება; • ჩვენთვის მნიშვნელოვანია პროფესიონალიზმი, საქმის სიყვარული და ერთგულება; • ჩვენთვის მნიშვნელოვანია სხვათა შრომის, მიღწევებისა და აზრის პატივისცემა; • ჩვენ ვაცნობიერებთ საკუთარ პასუხისმგებლობას; • ჩვენ ვნერგავთ ინოვაციურ მიდგომებს და ვითვალისწინებთ წარსულ გამოცდილებას; • ჩვენ ვაფასებთ ინიციატივას და ვზრუნავთ მის მუდმივ გაუმჯობესებაზე; • ჩვენთვის მნიშვნელოვანია მუდმივი პროფესიული ზრდა და განვითარება; • ჩვენ ვმუშაობთ გუნდურად და ვიცავთ კოლეგიალობას; • ჩვენ უზრუნველვყოფთ სკოლაში ხარისხიანი განათლების თანაბარ ხელმისაწვდომობას მოსწავლეებისთვის;
ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა ახალდაბის საჯარო სკოლის სტრუქტურა დაფუძნებულია ურთიერთთანამშრომლობისა და პატივისცემის პრინციპზე.
სსიპ ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა ახალდაბის საჯარო სკოლის 2023-2030 წლების სტრატეგიული გეგმა ასახავს განათლების ხარისხის გაუმჯობესების მიმართულებით სკოლის გრძელვადიან ხედვას, ამ პროცესში მის დანიშნულებასა და ადგილს, განმარტავს სკოლის მიზნებსა და ძირითად ამოცანებს.
იპ ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა ახალდაბის საჯარო სკოლის ერთწლიანი სამოქმედო გეგმის შესრულების ანგარიში 2024-2025 სასწავლო წლის ერთწლიანი სამოქმედო გეგმა გამომდინარეობს შვიდწლიანი სტრატეგიული განვითარების გეგმიდან და კონკრეტული ამოცანების გადაჭრას ისახავდა მიზნად. სკოლამ სასწავლო წლის დასაწყისში დაისახა ამოცანები, გამოკვეთა პრიორიტეტები და რეგულარულად აწარმოებდა მისი შესრულებას და მონიტორინგს. სამოქმედო გეგმის მიერ დასახული ამოცანა, რომელიც გულისხმობს სკოლის დოკუმენტაციის შემუშავება/წარმოება/განახლებას შესრულდა სწორად. სკოლამ შეიმუშავა, შეათანხმა, განიხილა და დაამტკიცა შესაბამისი დუკუმენტაცია. გააფორმა ხელშეკრულებები მშობლებთან და სკოლის თანამშრომლებთან. შეიმუშავა და დაამტკიცა სკოლის ბიუჯეტი. სასწავლო პროცესის ხარისხის ამაღლებების კუთხით შემუშავდა სასწავლო კურიკულუმები. მოწესრიგდა სასკოლო დოკუმენტაცია. საჭიროებისამებრ, მოხდა ცვლილებების შეტანა და ახლის დამტკიცება. სასწავლო პროცესის ხარისხის გაზრდის მიზნით, ეროვნული სასწავლო მიზნებიდან გამომდინარე, შეიქმნა და დაინერგა ვალიდური, გამჭვირვალე, ობიექტური და სამართლიანი შეფასება; აკადემიური მოსწრების გაუმჯობესებისთვის მოსწავლეებში გაიზარდა მოტივაცია; მოსწავლეთა, მასწავლებელთა და მშობელთა პერიოდული გამოკითხვა სასწავლო პროცესთან დაკავშირებული საჭიროებების კვლევის მიზნით; სასწავლო პროცესის დიაგნოსტიკური წერების ჩატარება; სასწავლო პროცესის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, მოსწავლეთა მიღწევების დინამიკის შესწავლა და პერიოდულად მონიტორინგის ჩატარება; სასკოლო სასწავლო გეგმის შესრულების მონიტორინგი; საგაკვეთილო პროცესზე დასწრება, შედეგების ანალიზი და შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა/განხორციელება. მოსწავლეთათვის მხარდამჭერი და მიმღებლობითი გარემოს შექმნა; ოლიმპიადებში, კონფერენციებსა და პროექტებში მოსწავლეთა ჩართვა და წარმატებული მოსწავლეების წახალისება. სემესტრის განმავლობაში სისტემატიურად ტარდებოდა მონიტორინგი სასწავლო-სადამრიგებლო დარგებში. რისი მიზანიც იყო ერთის მხრივ პრობლემების აღმოჩენა და მათი მოგვარების გზებზე მსჯელობა და მეორეს მხრივ გამოცდილებისა და თანამედროვე მეთოდოლოგიის გაზიარება. სკოლა ცდილობს მოსწავლეს შეუქმნას ჯანსაღი გარემო და სასწავლო მიდგომები მორგებული იყოს თანამედროვე სწავლების მიდგომებზე და მეთოდებზე. ჩამოუყალიბოს მოსწავლეს სწავლისადმი პოზიტიური დამოკიდებულება. სასწავლო-სადამრიგებლო მიდგომები და მეთოდები მორგებულია კლასკონტიგენტის ინტერესების გათვალისწინებით. სასწავლო პროცესი მიმდინარეობს ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით. თუმცა, სკოლა ასევე ხელმძღვანელობს დამატებითი მასალით, რომელიც გულისხმობს მოსწავლეთა უნარებისა და ზოგადი ცოდნის გაუმჯობესებას თითოეულ საგანში. სადამრიგებლო საქმიანობა სკოლის წარმატებულად მუშაობისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რგოლია. დამრიგებელი რეგულარულად ატარებს სადამრიგებლო საათს. სადამრიგებლო საათის მიზანია, მოსწავლის კრიტიკული, ანალიტიკური და კრეატიული აზროვნების განვითარება, მოსწავლეთა პიროვნული ზრდა, ღირებულებათა სისტემის, მოქალაქეობრივი ცნობიერების ფორმირება. ჩატარდა შემდეგი აქტივობები: მოსწავლის ინიციატივების მხარდაჭერის დამკვიდრება; სწავლა-სწავლების პროცესში მხარდამჭერი გარემოს შექმნა და საჭიროების შემთხვევაში კონსულტაციების შეთავაზება; სკოლამ დანერგა მოსწავლის სასწავლო გარემოსთან ადაპტაციის ხელშემწყობი მექანიზმები, რომელიც წარმოადგენს სხვადასასხვა ინსტრუმენტებისა და პროცედურების ერთობლიობას, რომლის მიზანია რაც შეიძლება სრულფასოვნად და ეფექტიანად მოხდეს ახალი მოსწავლის ინტეგრაცია სკოლის სოციალურ გარემოსთან, კულტურასა და ღირებულებებთან. ადაპტაციის მიზნებია: ა) ახალი მოსწავლის სკოლაში/კლასში სწრაფი ინტეგრაცია, სოციალიზაცია და ორიენტაცია; ბ) ორგანიზაციაში არსებული ღირებულებების, კულტურისა და წესების შესახებ ინფორმირება; გ) საჭირო უნარების გამომუშავებაში დახმარება და მისთვის დაკისრებული მოვალეობებისა შესახებ ინფორმირება; დ) ახალი მოსწავლისთვის სკოლის მისიის, ხედვის, შინაგანაწესისა და სხვა ღირებულებების გაცნობა. დასახული მიზნის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის სრულყოფა, განვითარება 1. ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება; სკოლის ინფრასტრუქტურის მხრივ სკოლამ ვერ შეძლო არსებული მონაცემების გაუმჯობესება , მცირე სარემონტო სამუშაოების შესრულება, ბიბლიოთეკის რეაბილიტაცია და ლაბორატორიის მოწყობა, რადგან აღნიშნული დაკავშირებულია ფინანსურ საკითხთან. სკოლისთვის პრიორიტეტად რჩება ინფრასტრუქტურის საკითხის მოგვარება. რაც შეეხება ინვენტარის შეცვლას, რამდენიმე კლასში სკოლამ განათავსა ახალი მერხები, სკამები, დაფა. უსაფრთხო, ორგანიზებული და დისციპლინირებული გარემოს უზრუნველყოფად დასახული ამოცანებიდან: სასკოლო მმართველობაში დემოკრატიული კულტურის დამკვიდრება დასახული ამოცანებიდან სკოლის დირექციის მხარდაჭერით ჩატარდა მოსწავლეთა თვითმმართველობის არჩევნები, მხარს უჭერდა სკოლის თვითმმართველობის ინიციატივებს და მისი დახმარებით ახორციელებდა მათ. ხელი შეეწყო მშობელთა და თემის აქტიურ ჩართულობას შესაბამისი საკითხების განხილვის პროცესში. სისტემატიური ხასიათი ჰქონდა მშობლებთან შეხვედრას, როგორც ინდივიდუალურად, ასევე ჯგუფურად. მშობლებთან კომუნიკაცია გვეხმარება პრობლემების გამოკვეთასა და მათ დროულად მოგვარებაში. მშობლები არ განიცდიან ინფორმაციულ ვაკუუმს და აქვთ სისტემატიური წვდომა სკოლის ყოველდღიური ცხოვრების შესახებ. აკადემიური მიღწევების შესახებ ინფორმაციას მშობელი იღებს განმავითარებელი შეფასების სქემის საშუალებით.
დაბა ახალდაბის საჯარო სკოლის ერთწლიანი სამოქმედო გეგმა წარმოადგენს სტრატეგიული განვითარების გეგმის შესრულების საორიენტაციო ერთწლიან დოკუმენტს.
ქცევის წესები და აპელაციის მექანიზმები განსაზღვრულია სკოლის შინაგანაწესით
სკოლის ინფრასტრუქტურა საჭიროებს რეაბილიტაციას.
სკოლის ბიუჯეტი შეადგენს - 427.602 ლარს შრომის ანაღზაურებისთვის გაიცემა - 336.416 ლარი სკოლის განვითარებისთვის განკუთვნილია - 48.445 ლარი კომუნალური გადასახადებისთვის განკუთვნილია - 40.310 ლარი