რეესტრში დაბრუნება
საჯარო სკოლა · EMIS მონაცემი

სსიპ - ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭვინთის საჯარო სკოლა

სამცხე-ჯავახეთი · ახალციხე · ახალციხე, სოფელი ჭვინთა

რეესტრის კოდი#1931
მოსწავლე38
მასწავლებელი19
შენობა1
სკოლის პროფილი

ძირითადი ინფორმაცია

დირექტორი
გიორგი გაგნიძე
სწავლების საფეხურები
დაწყებითი (1-6), საბაზო (7-9), საშუალო (10-12)
სწავლების სექტორი
ქართული
ავტორიზაციის დასაწყისი
ავტორიზაციის დასრულება
პირველკლასელთა მიღება

ადგილების მიმდინარე ინფორმაცია

ახალციხე, სოფელი ჭვინთი

სექტორი
ქართული
ცვლა
1
საერთო ლიმიტი
45
თავისუფალი ადგილი
42
სსსმ ლიმიტი
5
სსსმ თავისუფალი ადგილი
5
EMIS-ის სრული ჩანაწერი

დამატებითი ინფორმაცია და დოკუმენტები

გახსენით სასურველი სექცია ტექსტის, თემატური ბმულებისა და დოკუმენტების ჩამონათვალის სანახავად.

მისია, ხედვა და ღირებულებები1 დამატებითი მასალა

სკოლის მისია, ხედვა და ღირებულებები სკოლის მისია • სკოლის მისიაა შექმნას უსაფრთხო გარემო სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესებისათვის, რათა ზოგადმა განათლებამ თითოეულ მოსწავლეს მისცეს ქვეყნის ინტერესების, ტრადიციებისა და ღირებულებების მიმართ საკუთარი პასუხისმგებლობის გააზრების, ჯანსაღი ბუნებრივი გარემოს შექმნისა და შენარჩუნების უნარი. ჩამოუყალიბოს მოზარდს უნარი - მთელი ცხოვრების მანძილზე უწყვეტად განავითაროს საკუთარი შესაძლებლობები, აღზარდოს გლობალურად მოაზროვნე ადამიანები, რომლებიც შეძლებენ პოზიტიური ცვლილებების შეტანას ქვეყნისა და საკუთარ ცხოვრებაში. სკოლის ხედვა ამ მიზნით სკოლის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები იქნება: ა) სკოლაში ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული სწავლა-სწავლების პარალელურად არაფორმალური სწავლების მეთოდების დახვეწა-განვითარება; ბ} მოსწავლეების შესაძლებლობების, ნიჭისა და ინტერესების რეალიზება, ძლიერი მხარეების აღმოჩენა და განვითარება, სკოლაში შექმნილი შესაბამისი ინკლუზიური, ინდივიდუალური მიდგომების კიდევ უფრო მეტად დახვეწა; გ) სკოლაში „მწვანე ინიციატივების განვითარება“. ენერგოეფექტურობისა და ნარჩენების მართვის პროგრამები; დ) ჯანსაღი ცხოვრების წესის გაძლიერების მიზნით, სპორტული აქტივობების გააქტიურება; ე) სკოლის ყველა საფეხურებზე განათლების მაღალი ხარისხის სასკოლო კურიკულუმების შეთავაზება; ვ) მოსწავლისათვის იმ უნარ-ჩვევების განვითარება, რომლებიც თითოეულ მათგანს მისცემს საშუალებას, უკვე არსებული გამოცდილება და მიღწევები გამოიყენოს ახალი მატერიალური, ინტელექტუალური თუ სულიერი ღირებულებების შესაქმნელად; ზ) თანამედროვე მოთხოვნებისა და გამოწვევების შესაბამისად, მოსწავლის თავისუფალ და წარმატებულ პიროვნებად ჩამოყალიბებაზე ზრუნვა; თ) საერთაშორისო პროექტებში მონაწილეობის მიღება. ღირებულებები სკოლის მისიისა და ხედვიდან გამომდინარე სკოლის ღირებულებებია:  სიახლეების მიმართ ღიაობა  სხვათა შრომის, მიღწევებისა და აზრის პატივისცემა  სამართლიანობა  გუნდურობა  ერთგულება  გამჭვირვალობა სიახლეების მიმართ ღიაობა: სკოლა იღებს სიახლეებს, ინოვაციებს, მზადაა დაინტერესებულ მხარეებთან თანამშრომლობისათვის. კონსტრუქციულადაა განხილული სიახლეები, წინადადებები, განსხვავებული პოზიციები, ორიენტირება მიდის პრობლემების გადაჭრის გზებზე. სხვათა შრომის, მიღწევებისა და აზრის პატივისცემა: სკოლაში სხვისი აზრი და შრომა დაფასებულია. სამართლიანობა: სკოლაში ყველა გადაწყვეტილება მიღებულია სამართლიანობის პრინციპებზე დაყრდნობით, განხორციელებული შეფასებები, ასევე თვითშეფასება ეფუძნება კანონმდებლობით დადგენილ სტანდარტებს და ფაქტობრივ გარემოებებს. დადგენილი პროცედურები მაქსიმალურად გამორიცხავს მონაწილე პირების სუბიექტივიზმს და არ ტოვებს უსამართლობის განცდას. გუნდურობა: სკოლაში ყველა გადაწყვეტილება მიიღება გუნდურად, სასკოლო საზოგადოების მონაწილეობით. ერთგულება: სასკოლო საზოგადოების თითოეული წევრი აცნობიერებს ჩვენი სკოლის წარსულს, მნიშვნელობას და პრესტიჟს თემში და რჩება სკოლის ერთგული და მისი ინტერესების გამტარებელი. გამჭვირვალობა: სკოლაში მიმდინარე ყველა პროცესი გამჭვირვალეა და ტოვებს სამართლიანობის განცდას. სკოლის მისიისა და ხედვის განხორციელების მიზნით სასკოლო საზოგადოება თანხმდება, რომ სკოლამ მთლიანობაში და მისმა თითოეულმა თანამშრომელმა თავიანთი ყოველდღიური საქმიანობის განხორციელებაში უნდა იხელმძღვანელონ შემდეგი სამუშაო პრინციპებითა და მიდგომებით. მნიშვნელოვანია:  პროფესიონალიზმი, საქმის სიყვარული და ერთგულება;  პატიოსნება და კეთილსინდისიერება;  სხვათა შრომის, მიღწევებისა და აზრის პატივისცემა;  საკუთარი პასუხისმგებლობის გაცნობიერება;  საერთო საქმის კეთება და სკოლის ერთგულება;  ინოვაციური მიდგომების დანერგვა და წარსული გამოცდილების გათვალისწინება;  სწავლა-სწავლების მაღალ ხარისხზე ზრუნვა;  ინიციატივის დაფასება და ზრუნვა მის მუდმივ გაუმჯობესებაზე;  მუდმივი პროფესიული ზრდა და განვითარება;  გუნდურად მუშაობა და კოლეგიალობის დაცვა; შედეგზე ორიენტირებულობა

დოკუმენტები

მისია , ხედვა და ღირებულებები.docx17/02/2026 08:04:40 · 0.02 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე
სტრუქტურა1 დამატებითი მასალა

დოკუმენტები

დანართი N 12.ჭვინთის საჯარო სკოლის სტრუქტურა.pdf09/06/2026 05:10:18 · 0 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე
სტრატეგიული გეგმაგეგმა და შესრულების ანგარიში

გეგმა

სსიპ- ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭვინთის საჯარო სკოლის გრძელვადიანი სტრატეგიული გეგმა 2023-2030 წლებზე შემუშავებულია დირექტორის მონაწილეობით. შეთანხმებულია სკოლის სამეურვეო საბჭოსთან დამტკიცებულია პედაგოგიური საბჭოს მიერ სტრატეგიული განვითარების გეგმა ეფუძნება საქართველოს კანონს "ზოგადი განათლების შესახებ" შესავალი: დღეს ჩვენი სამშობლო იმყოფება ისტორიის მნიშვნელოვან გზაგასაყარზე, ქვეყანაში დემოკრატიისა და პლურალიზმის სახით დამკვიდრებას იწყებს ქართველი ერისათვის ახალი მსოფლმხედველობა. ჭეშმარიტი დემოკრატია და პლურალიზმი მხოლოდ კანონის წინაშე ყველას თანასწორობითა და პასუხისმგებლობის აღიარებით მიიღწევა. ერის წინაშე დასმულ ამ ამოცანის შესრულებაში, თავისი წვლილი აქვს შესატანი სკოლას, სადაც შესაბამის განათლების მიცემასთან ერთად, უნდა განხორციელდეს მორალურად მოაზროვნე ახალი თაობის აღზრდა სკოლა დამოუკიდებლად ახორციელებს საგანმანათლებლო საქმიანობას და უზრუნველყოფს ზოგადი განათლების მიღებას; დაწყებით, საბაზო და საშუალო საფეხურზე, ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად. წარმოდგენილი სტრატეგიული გეგმა განსაზღვრავს სკოლის განვითარების ძირითად მიმართულებას რომელიც ემყარება: საქართველოს კონსტიტუციას, „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონს, სკოლის შინაგანაწესს, ეროვნული სასწავლო გეგმას, ბავშვთა უფლებების კონვენციას, სხვა ნორმატიულ აქტებს და მიზნად ისახავს ზოგადი განათლების ეროვნული მიზნებით დასახული ამოცანების შესრულებას. პრეამბულა სკოლის მისია, მიზანი და ამოცანა: სკოლის მისიაა: სსიპ-ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭვინთის საჯარო სკოლის მისიაა მოსწავლე ახალგაზრდობის ინტელექტუალური პოტენციალის მაქსიმალური გამოვლენა და განვითარება. სწავლა-სწავლების ისეთი ინოვაციური, ეფექტური მეთოდების დანერგვა, რომლებიც ხელს უწყობენ მოსწავლეთა ანალიტიკური აზროვნების ფორმირებას, სწავლების ხარისხის ამაღლებას, შეძენილი ცოდნის ცხოვრებაში რეალიზების უნარის გამომუშავებას, მოზარდებში ტოლერანტობის, სამშობლოს სიყვარულის, ურთიერთპატივისცემის გრძნობების გაღვივებას. სკოლა წარმართავს პიროვნებაზე ორიენტირებულ საგანმანათლებლო სააღმზრდელო პროცესს. მოსწავლეებისთვის ქმნის უსაფრთხო გარემოს, სადაც ისინი განივითარებენ პოზიტიურ უნარ-ჩვევებს, შეძლებენ მიღებული ცოდნის წარმატებით გადატანას და გამოყენებას სხვადასხვა სიტუაციებში, რაც ხელს შეუწყობს მათ ადაპტაციას, თავისუფალ აზროვნებას, თვითდამკვიდრებას. სკოლის მიზანია: *ქვეყნის ინტერესების, ტრადიციებისა და ღირებულებების მიმართ საკუთარი პასუხისმგებლობის გააზრება. *ბუნებრივი გარემო პირობების შენარჩუნება და დაცვა. *ტექნოლოგიური და სხვა ინტელექტუალური მიღწევების ეფექტიანად გამოყენება. *განუვითაროს მოზარდს პირად ,ოჯახურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში დამოუკიდებელ გადაწყვეტილებათა მიღების უნარ ჩვევები. *მოსწავლის შესაძლებლობებისა და ინტერესების უწყვეტი განვითარება და რეალიზება. *აღიზარდოს კანონმორჩილი და ტოლერანტი მოქალაქე. სკოლის ამოცანაა: შეუქმნას მოსწავლეს პირობები საკუთარი ინტელექტუალური, ფიზიკური და სულიერი თვისებებისა თუ მიდრეკილებების გამოსავლენად და გასავითარებლად. შეუქმნას მოსწავლეს წინაპირობები იმისათვის, რომ სწორად აირჩიოს თავისი მომავალი განვითარების გზა. I. ინფორმაცია სკოლის შესახებ: I. სკოლის დირექტორი: 2. სკოლის დირექტორი წარმოადგენს სკოლას მესამე პირებთან ურთიერთობაში. 3. სკოლის დირექტორი: ა) ზედამხედველობს სკოლის ადმინისტრაციას; ბ) ზედამხედველობს და მართავს სკოლის სასწავლო-აღმზრდელობით პროცესს. გ) ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნების გათვალისწინებით ამტკიცებს სკოლის შინაგანაწესს. ანაწილებს მოვალეობებს სკოლის ადმინისტრაციაში. დ) კანონმდებლობითა და სკოლის წესდებით დადგენილი წესით დებს გარიგებებს სკოლის სახელით; ე) ამტკიცებს საშტატო განრიგს, მოქმედი კანონმდებლობით. წყვეტს სკოლის ადმინისტრაციის, პედაგოგის და სხვა მომსახურეთა თანამდებობაზე დანიშვნა-განთავისუფლების, წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხებს; ვ) მოქმედი კანონმდებლობისა და სკოლის წესდების შესაბამისად, აგრეთვე სამეურვეო საბჭოსთან შეთანხმებით განკარგავს სკოლის ბიუჯეტს. ზ) სამეურვეო საბჭოს თანხმობით უფლებამოსილია საფინანსო რესურსების არსებობის შემთხვევაში, გასცეს პრემიები, ჯილდოები. თ) ხელს აწერს სკოლის საფინანსო დოკუმენტაციას; ი) ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ სხვა უფლებამოსილებებს. 4. თავისი უფლებამოსილებების ფარგლებში დირექტორი გამოსცემს ბრძანებებს. 5. დირექტორი პასუხისმგებელია განათლების სამინისტროს წინაშე სკოლის საქმიანობის კანონიერებასა და ეფექტიანობაზე, სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესის ორგანიზაციაზე. სკოლის მატერიალური და ფინანსური სახსრების განკარგვის კანონიერებასა და მიზანშეწონილობაზე. 6. დირექტორის არყოფნის, მის მიერ თავის მოვალეობათა შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში, დირექტორის მოვალეობებს მისი მითითებით ასრულებს დირექტორის მოადგილე სასწავლო ნაწილის დარგში. V. პედაგოგთა რაოდენობა: (2024-2025) სასწავლო წლის მდგომარეობით) ა) ძირითადი – 19 ბ) შეთავსებით – 0 გ) უმაღლესი განათლებით –17 დ) საშუალო სპეც.განათ. –2 ე) მათ შორის ქალი – 14 ვ) მათ შორის სერთიფიცირებული – 19 VI. სკოლის დირექცია: დირექტორის მოადგილე სასწავლო დარგში: 1. სასწავლო ნაწილის გამგეს ნიშნავს (ათავისუფლებს) დირექტორი. 2. დირექტორის მოადგილე სასწავლო დარგში პასუხისმგებელია სკოლაში მიმდინარე სასწავლო პროცესზე. 3. სასწავლო ნაწილის გამგე ახორციელებს დირექტორის

დოკუმენტები

სტრატეგიული გეგმა.doc17/02/2026 08:05:24 · 0.08 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე
წლიური სამოქმედო გეგმაგეგმა და შესრულების ანგარიში

გეგმა

შემუშავებულია სკოლის დირექტორის მონაწილეობით ____________________________________ შეთანხმებულია სსიპ ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭვინთის საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს 2025 წლის 06 სექტემბრის სხდომაზე ოქმი N1 დამტკიცებულია სსიპ -ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭვინთის საჯარო სკოლის პედაგოგიური საბჭოს 2025 წლის 07 სექტემბრის სხდომაზე ოქმი N1 სსიპ - ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭვინთის საჯარო სკოლის სასკოლო სასწავლო გეგმა 2025-2026 სასწავლო წელი სასკოლო სასწავლო გეგმის სარჩევი სასკოლო სასწავლო გეგმის ნაწილებია:  სკოლის მისია;  ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მიზნები და ამოცანები საფეხურების მიხედვით;  სასწავლო წლის კალენდარი;  დღის რეჟიმი;  სასკოლო საათობრივი ბადე;  სასწავლო მასალის ჩამონათვალი საფეხურებისა და საგნების შესაბამისად, მათ შორის გრიფმინიჭებული სასკოლო სახელმძღვანელოების ნუსხა კლასების/დონეებისა და საგნების მიხედვით;  დაზუსტებული სადამრიგებლო პროგრამა;  საგნობრივი კათედრების მუშაობის პრინციპები;  მოსწავლის აკადემიური მიღწევის შეფასების წესები (რომელიც განსაზღვრავს ვადებსა და პირობებს გაცდენილი შემაჯამებლი დავალებების აღდგენისთვის, საშემოდგომო გამოცდების ჩატარებისთვის და სხვა);  ეროვნულ სასწავლო გეგმაზე დაყრდნობით შემუშავებული ინდივიდუალური სასწავლო გეგმა სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე მოსწავლეთათვის.  ინკლუზიური განათლება;  ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებელი დამატებითი საგანმანათლებლო მომსახურების ჩამონათვალი და აღწერილობა; ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მისია სსიპ-ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭვინთის საჯარო სკოლის მისიაა მოსწავლე ახალგაზრდობის ინტელექტუალური პოტენციალის მაქსიმალური გამოვლენა და განვითარება. სწავლა-სწავლების ისეთი ინოვაციური, ეფექტური მეთოდების დანერგვა, რომლებიც ხელს უწყობენ მოსწავლეთა ანალიტიკური აზროვნების ფორმირებას, სწავლების ხარისხის ამაღლებას, შეძენილი ცოდნის ცხოვრებაში რეალიზების უნარის გამომუშავებას, მოზარდებში ტოლერანტობის, სამშობლოს სიყვარულის, ურთიერთპატივისცემის გრძნობების გაღვივებას. სკოლა წარმართავს პიროვნებაზე ორიენტირებულ საგანმანათლებლო სააღმზრდელო პროცესს. მოსწავლეებისთვის ქმნის უსაფრთხო გარემოს, სადაც ისინი განივითარებენ პოზიტიურ უნარ-ჩვევებს, შეძლებენ მიღებული ცოდნის წარმატებით გადატანას და გამოყენებას სხვადასხვა სიტუაციებში, რაც ხელს შეუწყობს მათ ადაპტაციას, თავისუფალ აზროვნებას, თვითდამკვიდრებას. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მიზნები და ამოცანები საფეხურების მიხედვით 2025-2026 სასწავლო წლის სკოლის სასკოლო სასწავლო გეგმა შედგენილია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 11 მარტის #36/ნ ბრძანებით დამტკიცებული ეროვნული სასწავლო გეგმის საფუძველზე. სკოლაში მიმდინარეობს 12 წლიანი ზოგადსაგანმანათლებლო სწავლება ქართულ ენაზე. სკოლა, სრული ზოგადი განათლების მიხედვით, არის სამსაფეხურიანი: დაწყებითი (I-VI კლასები), საბაზო (VII-IX კლასები) და საშუალო (X-XII კლასები). დაწყებითი საფეხურის ძირითადი ამოცანებია: ა) შეუქმნას მოსწავლეს პირობები საკუთარი შესაძლებლობების გამოსავლენად და სწავლისათვის საჭირო უნარ-ჩვევების გამოსამუშავებლად; ბ) ჩამოუყალიბოს მოსწავლეს სწავლისადმი პოზიტიური დამოკიდებულება და სამყაროს შემეცნების მიმართ ინტერესი; გ) შეუქმნას მოსწავლეს პირობები და ჩამოუყალიბოს საფუძვლები შემდგომ, საბაზო საფეხურზე სწავლის წარმატებით გასაგრძელებლად; იმ ცოდნის დასაუფლებლად, უნარ-ჩვევების განსავითარებლად და დამოკიდებულებების ჩამოსაყალიბებლად, რომლებიც მას მომავალში დასჭირდება. საბაზო საფეხურის ძირითადი ამოცანებია: ა) დაეხმაროს მოსწავლეს ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების მიღწევაში; ბ) შეუქმნას მოსწავლეს პირობები იმ უნარ-ჩვევების გასავითარებლად, რომლებიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მთელი ცხოვრების განმავლობაში; გ) შეუქმნას მოსწავლეს წინაპირობა სწავლის გასაგრძელებლად, ან შრომით ბაზარზე სწორი არჩევანის გასაკეთებლად. საშუალო საფეხურის ძირითადი ამოცანებია: ა) შეუქმნას მოსწავლეს პირობები თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი განათლების მისაღებად; ბ) დაეხმაროს მოსწავლეს მომავალი არჩევანის გასაკეთებლად (სწავლის გასაგრძელებლად და/ან შრომით საქმიანობაში ჩასაბმელად); გ) მისცეს მოსწავლეს ხარისხიანი სრული ზოგადი განათლება. 2025-2026 სასწავლო წლის კალენდარი სკოლაში დადგენილია 5-დღიანი სასწავლო კვირა, არდადეგები და სასწავლო წლის კალენდარი სასწავლო წლის დაწყება-დასრულება · I კლასისათვის: 15.09.2025 წ. – 27.05.2026 წ. · II-XI კლასებისათვის: 15.09.2025 წ. – 15.06.2026 წ. · XII კლასისათვის: – 15.09.2025წ. – 20.05.2026 წ. არდადეგები · 2025 წლის 30 დეკემბერიდან – 2026 წლის 14 იანვრის ჩათვლით –ზამთრის არდადეგები (მინისტრის ბრძანება N88/ნ 15.07.2014წ.) · 2026 წლის 8 მარტიდან – 14 მარტის ჩათვლით – საგაზაფხულო არდადეგები(მინისტრის ბრძანება N127/ნ 30.12.2016წ.) · 2026 წლის 15 ივნისიდან 2026 წლის 15 სექტემბრამდე – ზაფხულის არდადეგები (კანონი ზოგადი განათლების შესახებ მუხლი N7) დასვენების დღეები: · 14 ოქტომბერი – მცხეთობა (შრომის კოდექსი) · 23 ნოემბერი – გიორგობა (შრომის კოდექსი) · 19 იანვარი – ნათლისღება (შრომის კოდექსი) · 3 მარტი – დედის დღე (შრომ

დოკუმენტები

ერთწლიანი სამოქმედო გეგმა 2025-2026.doc17/02/2026 11:30:16 · 0.2 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე
ქცევის წესები და გასაჩივრების მექანიზმები3 დამატებითი მასალა

დამტკიცებულია სსიპ-ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭვინთის საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს 2021 წლის 05 სექტემბრის სხდომაზე. სხდომის ოქმი N 3 შემუშავებულია დირექტორის მონაწილეობით. სსიპ ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭვინთის საჯარო სკოლის შინაგანაწესი 2021 წელი მუხლი 1. ზოგადი დებულებები 1. წინამდებარე სსიპ ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭვინთის საჯარო სკოლის (შემდგომში – ,,სკოლა”) შინაგანაწესი (შემდგომში – ,,შინაგანაწესი”) ვრცელდება სკოლაში დასაქმებულ პირებზე, მოსწავლეებსა და მათ მშობლებზე/კანონიერ წარმომადგენლებზე, ასევე სკოლის ტერიტორიაზე მყოფ ნებისმიერ პირზე და სავალდებულოა შესასრულებლად. 2. შინაგანაწესი წარმოადგენს სკოლასა და სკოლაში დასაქმებულებს შორის გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს. დასაქმებული ვალდებულია გაეცნოს შინაგანაწესს და აღნიშნული დაადასტუროს საკუთარი ხელმოწერით. 3. შინაგანაწესი ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისათვის. 4. სკოლა ვალდებულია შინაგანაწესი განათავსოს ყველასათვის თვალსაჩინო ადგილას. 5. დამრიგებელი ვალდებულია სასწავლო წლის დაწყებისას შინაგანაწესი გააცნოს მოსწავლესა და მის მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს. შინაგანაწესში განხორციელებული ცვლილების გაცნობა უნდა მოხდეს არაუგვიანეს 5 დღეში. 6. შინაგანაწესით განისაზღვრება: ა) სამუშაო კვირის ხანგრძლივობა, ყოველდღიური სამუშაოს დაწყებისა და დამთავრების დრო; ბ) დასვენების ხანგრძლივობა; გ) შრომის ანაზღაურების გაცემის დრო და წესი; დ) ანაზღაურებადი შვებულების ხანგრძლივობა და მიცემის წესი; ე) ანაზღაურების გარეშე შვებულების ხანგრძლივობა და მიცემის წესი; ვ) შრომის პირობების დაცვის წესები; ზ) წახალისებისა და პასუხისმგებლობის სახე და გამოყენების წესი; თ) მატერიალური პასუხისმგებლობა; ი) განცხადების/საჩივრის განხილვის წესი; კ) სასწავლო პროცესის მარეგულირებელი ზოგადი ნორმები; ლ) სკოლაში ჩაცმულობის წესი. 7. შინაგანაწესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა) სკოლის ადმინისტრაცია - სკოლის საშტატო ნუსხით გათვალისწინებული პირები (გარდა მასწავლებლისა), ასევე სკოლაში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირები; ბ) სკოლის დირექცია – სკოლის დირექტორი და მისი მოადგილე/მოადგილეები (ასეთის არსებობის შემთხვევაში); გ) სასკოლო დრო – სასკოლო სასწავლო გეგმით განსაზღვრული პროცესის, აგრეთვე სკოლის მიერ ინიცირებული, ორგანიზებული, კონტროლირებული, დაფინანსებული ნებისმიერი ღონისძიების მიმდინარეობის დრო. დ) უფლებამოსილი პირი – სკოლის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული პირი, რომელიც სკოლის ტერიტორიაზე, სასკოლო დროს უზრუნველყოფს უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას იმ სკოლებში, სადაც არ არის განაწილებული მანდატური (შემდგომში - მანდატური), ხოლო იმ სკოლებში სადაც არის მანდატური, ეხმარება მანდატურს საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვაში, მანდატურის სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში. მუხლი 2. სამუშაო კვირის ხანგრძლივობა, სამუშაოს დაწყებისა და დამთავრების დრო 1. სკოლაში სამუშაო კვირა ხუთდღიანია (ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით). სამუშაო დროის ხანგრძლივობა შეადგენს 40 საათს კვირაში, რაც გულისხმობს 8-საათიან 5 სამუშაო დღეს (სამუშაო დროში არ იგულისხმება შესვენების დრო და ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დასვენების დღეები. 2. შაბათ-კვირა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უქმე დღეები არის დასვენების დღეები. 3. სამუშაო დროის დასაწყისია 09:00 საათი, ხოლო დასასრული - 18:00 საათი. სამუშაო დროის განმავლობაში შესვენების დროა 13:00 საათიდან 14:00 საათამდე. 4. სკოლაში სასწავლო პროცესი I ცვლისთვის იწყება 09:00 საათზე, ხოლო II ცვლისთვის იწყება 13:00 საათზე. შემოდგომა ზამთრის პერიოდში სასწავლო პროცესი იწყება 09:00 საათზე, ხოლო II ცვლისთვის იწყება 14:00 საათზე). 5. დასაქმებული, რომელიც მეძუძური დედაა და კვებავს ერთ წლამდე ასაკის ბავშვს, მისი მოთხოვნის საფუძველზე ეძლევა დამატებითი შესვენება დღეში არანაკლებ 1 (ერთი) საათისა, რომელიც შეუძლია გამოიყენოს სამუშაო დღის ნებისმიერ მონაკვეთში. აღნიშნული ითვლება სამუშაო დროში და ანაზღაურდება. 6. სკოლაში დასაქმებულებისთვის ამ მუხლისაგან განსხვავებული სამუშაო კვირის ხანგრძლივობა, შესვენების, დასვენებისა და სამუშაო დრო შეიძლება განისაზღვროს მხარეთა შორის გაფორმებული შრომითი ხელშეკრულებით. 7. სკოლის მიერ ინიცირებული, ორგანიზებული, კონტროლირებული, დაფინანსებული ნებისმიერი ღონისძიებისთვის საჭირო დრო, რომელიც ემთხვევა უქმე საათებს შეიძლება ანაზღაურდეს სხვა დროს დამატებითი დასვენების ხარჯზე სკოლის დირექციასთან შეთანხმებით. მუხლი 3. სამუშაო დროის აღრიცხვა 1. დასაქმებულთა სამუშაო დროის ყოველდღიური აღრიცხვა წარმოებს ჟურნალის ან ტექნიკური საშუალებების გამოყენებით. 2. ყველა დასაქმებული ვალდებულია სამუშაოზე გამოცხადებისა და სამუშაო ადგილის დატოვების რეგისტრაცია ასახოს ჟურნალში ხელმოწერის მეშვეობით/რეგისტრაციის გავლით. იკრძალება სხვა დასაქმებულის ნაცვლად ხელის მოწერა/რეგისტრაციის გავლა. მუხლი 4. სამუშაო ადგილზე დაგვიანებით გამოცხადებისა და გამოუცხადობლობის შემთხვევაში შეტყობინების წესი 1. წინასწარ ცნობილი მიზ

დოკუმენტები

შინაგანაწესი.doc17/02/2026 08:08:32 · 0.23 MB
განცხადების-საჩივრის განხილვის წესი.docx16/03/2026 06:24:48 · 0.02 MB
დისციპლინიური კომიტეტი.docx16/03/2026 06:24:48 · 0.03 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე
ინფრასტრუქტურა
ფინანსები1 დამატებითი მასალა

დოკუმენტები

6. ფინანსურის ორგანიზაციის ოქმი შედეგების განხილვაზე (1).docx16/03/2026 06:33:08 · 0.02 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე