ახალციხე, სოფელი თისელი
- სექტორი
- ქართული
- ცვლა
- 1
- საერთო ლიმიტი
- 25
- თავისუფალი ადგილი
- 24
- სსსმ ლიმიტი
- 4
- სსსმ თავისუფალი ადგილი
- 4
სამცხე-ჯავახეთი · ახალციხე · ახალციხე, სოფელი თისელი
გახსენით სასურველი სექცია ტექსტის, თემატური ბმულებისა და დოკუმენტების ჩამონათვალის სანახავად.
სკოლის მისია: უსაფრთხო, ინკლუზიურ გარემოში თანამედროვე აკადემიური განათლების მქონე, ეროვნული ინტერესებისა და ტრადიციების დამცველი, პროგრესულად მოაზროვნე, ზნეობრივად, სულიერად და ფიზიკურად ჯანსაღი თაობის აღზრდა, რაც ხელს შეუწყობს მათ სახელმწიფოებრივად მოაზროვნე პიროვნებებად ჩამოყალიბებაში და საკუთარი შესაძლებლობების უწყვეტად განვითარებასა და რეალიზებაში. ხედვა: ჩვენი გამორჩეული უნარი - მუდმივი თვითგანვითარებისკენ სწრაფვა და ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე საგანმანათლებლო სივრცეში ჩართულობა - 2030 წლისთვის დაგვიმკვიდრებს ადგილს საქართველოს საუკეთესო სკოლებს შორის. ღირებულებები: გაცხადებული მომავლის ხედვისა და სკოლის მისიის განხორციელების მიზნით, სასკოლო საზოგადოება თანხმდება, რომ სკოლამ მთლიანობაში და მისმა ყოველმა თანამშრომელმა თავიანთი ყოველდღიური საქმიანობის განხორციელებისას უნდა იხელმძღვანელონ შემდეგი სამუშაო პრინციპებითა და მიდგომებით: • პროფესიონალიზმი, საქმის სიყვარული და ერთგულება; • პატიოსნება და კეთილსინდისიერება; • სხვათა შრომის, მიღწევებისა და აზრის პატივისცემა; • მიუკერძოებლობა; • ერთგულება; • ინოვაციური მიდგომები და წარსული გამოცდილების გათვალისწინება; • ინიციატივების სწორი შეფასება და განხორციელებაში ხელშეწყობა; • პროფესიული ზრდა და განვითარება; • გუნდურად მუშაობა.
სკოლის სტრუქტურა
სსიპ ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ თისელის საჯარო სკოლის 2023-2030 წწ სტრატეგიული განვითარების გეგმა
სსიპ ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ თისელის საჯარო სკოლის წლიური სამოქმედო გეგმა
2023-2024 სასწავლო წლის სსიპ ახალციცის მუნიციპალიტეტის სოფელ თისელის საჯარო სკოლის ერთწლიანი სამოქედო გეგმის შესრულების ანგარიში
#20 ბრძანების დანართი დამტკიცებულია სსიპ ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ თისელის საჯარო სკოლის დირექტორის დიანა კახელის მიერ _________________________________________ სსიპ ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ თისელის საჯარო სკოლის მოსწავლეთა ინიციატივების მხარდაჭერის წესი მუხლი 1. ზოგადი დებულებები 1. სსიპ სსიპ ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ თისელის საჯარო სკოლის (შემდგომი - სკოლა) მოსწავლეთა ინიციატივების მხარდაჭერის წესის (შემდგომში - წესი) მიზანია მოსწავლეთა მხარდაჭერის, ინფორმირებულობის, პოზიტიური სასწავლო გარემოს შექმნის ხელშეწყობა, არსებული სირთულეების, საჭიროებები და ინიციატივების იდენტიფიცირების მიზნით შესაბამის ღონისძიებებისა და აქტივობების განხორციელება. 2. წინამდებარე დებულება ხელს შეუწყობს ყველა ბავშვისთვის ხარისხიანი განათლების და პოზიტიური სასწავლო გარემოს შექმნის შესაძლებლობის გაზრდას. მუხლი 2. მოსწავლეთა ინიციატივების მხარდაჭერის ჯგუფის ფუნქციები 1. წინამდებარე დებულების მიზნებიდან გამომდინარე დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით იქმნება მოსწავლეთა ინიციატივების მხარდაჭერის ჯგუფი (შემდგომში - ჯგუფი), რომლის შემადგენლობაშიც შედიან კლასების დამრიგებლები. 2. ჯგუფის მოქმედების ვადაა ერთი წელი; 3. ჯგუფის ძირითადი ფუნქციებია: 3.1. მოსწავლეთა შესაძლებლობების განვითარების ხელშეწყობა; 3.2. მოსწავლეთა განვითარებისათვის ეფექტური პოზიტიური სასწავლო გარემოს შექმნის ხელშეწყობა; 3.3. მოსწავლეთა სირთულეებისა და არსებული პრობლემების იდენტიფიცირება და დახმარების პროცესის ხელშეწყობა; 3.4. მოსწავლეთა ინდივიდუალური შესაძლებლობების გამოვლენა და ხელშეწყობა; 3.5. მოსწავლეებისთვის სასწავლო პროცესთან და სასკოლო აქტივობასთან დაკავშირებით ინფორმაციის დროულად მიწოდება; 3.6. მოსწავლის სასკოლო ცხოვრებაში ჩართულობის ხელშეწყობა; 3.7. მოსწავლეთა ინტერესების დადგენა და ინფორმაციის შეგროვება; 3.8. იდენტიფიცირებული პრობლემისა და საჭიროების სკოლის დირექციისათვის მიწოდება და გადაჭრის გზების შეთავაზება; 3.9. მოსწავლის ინტერესებიდან გამომდინარე მისი მხარდაჭერის მიზნით საჭიროებისამებრ, სხვა სახის ჩართულობა; 4. მოსწავლეთა მხარდაჭერის ჯგუფი საქმიანობას ახორციელებს მოსწავლეთა მშობლებთან, სკოლის სტრუქტურულ ერთეულებთან, მათ შორის მოსწავლეთა თვითმმართველობასთან, დირექციასთან და ადმინისტრაციასთან თანამშრომლობით. 5. ჯგუფს ჰყავს თავმჯდომარე და მდივანი, რომელიც განისაზღვრება ჯგუფის შექმნის შესახებ დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით; 6. ჯგუფის შეხვედრები ფორმდება ოქმის სახით, რომელსაც ხელს აწერს თავმჯდომარე და მდივანი; მუხლი 3. მოსწავლეთა ინიციატივების წარდგენის წესი 1. მოსწავლეებს ინიციატივის დაყენების უფლება აქვთ კლასის დამრიგებელთან, მასწავლებელთან, ჯგუფთან, მოსწავლეთა თვითმმართველობასთნ, სკოლის დირექტორთან ან დირექტორის მოადგილესთან, როგორც ზეპირად ასევე წერილობითი ფორმით; 2. მასწავლებელთან ინიციატივის წარდგენის შემთხვევაში, მასწავლებელი აღნიშნულის შესახებ აცნობებს კლასის დამრიგებელს; 3. კლასის დამრიგებელი უფლებამოსილია მოსწავლის მიერ წარდგენილი ინიციატივები განიხილოს ჯგუფის შეხვედრაზე ან დირექციასთან; 4. მოსწავლეთა თვითმმართველობის წინაშე წარდგენილი ინიციატივები განიხილება თვითმმართველობის წევრების მიერ და ეცნობება სკოლის დირექციას შემდგომი ნაბიჯებისათვის მხარდაჭერის მიზნით; 5. დირექტორთან ან დირექტორის მოადგილესთან წარდგენილი ინიციატივები განიხილება მათ მიერ ან სამუშაო ჯგუფთან ერთად, დირექტორის გადაწყვეტილებით. მუხლი 4. ჯგუფის შეხვედრები 1. ჯგუფი ატარებს შეხვედრებს, რომელსაც ესწრებიან ჯგუფის წევრები. სკოლასთან და მოსწავლესთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხი შეიძლება განხილულ იყოს. შეკითხვების დასმა და აზრის გამოთქმა თავისუფალია ყველასათვის. ასევე, განიხილება ჯგუფის მომავალი ღონისძიებები/აქტივობები და დგინდება ღონისძიების ჩატარებისთვის საჭიროებები; 2. ჯგუფის ყველა წევრი წახალისებულია დაესწროს და აქტიურად მიიღოს მონაწილეობა ჯგუფის შეხვედრებში/სხდომებში. მუხლი 5. მოსწავლეთა ინიციატივების მხარდაჭერის ხელშეწყობა 1. სკოლის დირექცია უზრუნველყოფს მოსწავლეთა ინიციატივების მხარდაჭერას ფინანსური და ადმინისტრაციული რესურსების და შესაძლებლობების ფარგლებში; 2. მოსწავლეთა ინიციატივების მხარდაჭერის მიზნით დირექცია კომუნიკაციას ამყარებს ჯგუფთან და სკოლის მოსწავლეებთან წერილობით, ინდივიდუალური ან ჯგუფური შეხვედრებით; 3. დაყენებულ ინიციატივას სკოლის დირექცია განიხილავს და მიღებულ გადაწყვეტილებას შეხვედრის ფორმატში აცნობებს ჯგუფის წევრებს. მუხლი 6. წესის დამტკიცება და ცვლილებების შეტანა 1. წინამდებარე წესს ამტკიცებს სკოლის დირექტორი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტით; 2. წესში ცვლილებების შეტანის ინიცირების უფლება აქვს მოსწავლეთა მხარდაჭერის ჯგუფის წევრებს; 3. წესის გაუქმება შესაძლებელია პირველ პუნქტში მითითებული წესით.
სსიპ ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ თისელის საჯარო სკოლა მოსწავლის ქცევის კოდექსი მსოსწავლის ქცევის კოდექსი არეგულირებს მოსწავლის ქცევის წესებს, რომლებსაც მოსწავლე იცავს სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას სკოლაში, აგრეთვე სკოლის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში მონაწილეობის დროს. მოსწავლის ქცევის წესები მუხლი 4. მასწავლებელთან და სკოლაში დასაქმებულ სხვა პირთან დამოკიდებულება 1. მოსწავლე ყოველთვის თავაზიანია მასწავლებელთან და სკოლაში დასაქმებულ სხვა პირთან ურთიერთობაში და არ აყენებს მათ რაიმე სახის შეურაცხყოფას. 2. მოსწავლე ემორჩილება სკოლის დირექტორის, მასწავლებლის, სკოლაში დასაქმებული სხვა პირისა და მანდატურის კანონიერ მითითებებს. მუხლი 5. მოსწავლეებთან დამოკიდებულება მოსწავლე თავაზიანად ეპყრობა სხვა მოსწავლეებს, თავს იკავებს მათთან ძალადობის მუქარისგან, ცილისმწამებლური ან დამცინავი განცხადებებისაგან და არ აყენებს მათ რაიმე სახის შეურაცხყოფას. მუხლი 6. მოსწავლის ჩაცმის წესი მოსწავლე სკოლაში ცხადდება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებისათვის შესაფერისი სამოსითა და აქსესუარებით. მუხლი 7. მოსწავლის ქცევა სკოლის ტერიტორიაზე, სასწავლო პროცესისა და სასკოლო ღონისძიებების დროს 1. მოსწავლე დროულად ცხადდება გაკვეთილზე ან სკოლის მიერ ორგანიზებულ სხვა საგანმანათლებლო ღონისძიებაზე. 2. გაკვეთილზე ყოფნისას მოსწავლეს აქვს სასწავლო პროცესისათვის აუცილებელი ნივთები. 3. მოსწავლე გამოხატავს აზრებს და შეხედულებებს სხვა პირთა უფლებების შელახვის გარეშე. 4. მოსწავლე არ იყენებს მობილურ ტელეფონს ან სხვა ტექნიკურ საშუალებებს სასწავლო პროცესის დროს, არასასწავლო მიზნით. 5. მოსწავლე ხელს არ უშლის მასწავლებელსა და სხვა მოსწავლეებს, სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას. 6. მოსწავლე პატივს სცემს სხვის აზრსა და აკადემიურ ნაშრომს, სხვისი ინტელექტუალური საქმიანობის შედეგად შექმნილ პროდუქტს არ ასაღებს თავისად. 7. მოსწავლე არ ეწევა რელიგიურ და პოლიტიკურ პროპაგანდას. 8. მოსწავლე არ ტოვებს გაკვეთილს მასწავლებლის ნებართვის გარეშე. 9. მოსწავლე უფრთხილდება და არ აზიანებს საკუთარ, სხვა პირთა და სკოლის ქონებას. 10. მოსწავლე იცავს სისუფთავეს სკოლაში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე. მუხლი 8. სკოლაში აკრძალული ნივთები მოსწავლე არ ცხადდება სკოლაში შემდეგი ნივთებით: ა) თამბაქოს ნაწარმი; ბ) ყველანაირი სახის იარაღი ან ისეთი ბასრი ნივთები, რომლებიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს იარაღად; გ) სანთებელა ან ასანთი; დ) ალკოჰოლური საშუალებები; ე) ტექნიკური საშუალებები, რომლებმაც შეიძლება ხელი შეუშალოს სასწავლო პროცესს; ვ) ძვირადღირებული ნივთები ან დიდი ოდენობის ფული; ზ) აზარტული თამაშის საშუალებები; თ) უხამსობის ამსახველი ნივთები; ი) ნარკოტიკული საშუალებები; კ) ასაფეთქებელი და მომწამლავი ნივთიერებები; ლ) ფსიქოტროპული საშუალებები, ექიმის შესაბამისი ნებართვის გარეშე. მუხლი 9. პასუხისმგებლობა ქცევის კოდექსის დარღვევისათვის მოსწავლის მიერ ამ კოდექსით განსაზღვრული ქცევის ნორმების დარღვევა იწვევს დისციპლინური დევნის დაწყებას “ზოგადი განათლების შესახებ„ საქართველოს კანონისა და სკოლის შინაგანაწესით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით.
სსიპ ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ თისელის საჯარო სკოლა აშენებულია 1960წელს. სკოლა არის ორსართულიანი. 2017 წლიდან ეტაპობრივად სკოლის საკუთარი ხარჯებით მოხდა მისი რეაბილიტაცია.
მოკლე ინფორმაცია სსიპ ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ თისელის საჯარო სკოლის 2024წლის ბიუჯეტი