ახალციხე, 9 აპრილის ქ. №3
- სექტორი
- ქართული
- ცვლა
- 1
- საერთო ლიმიტი
- 25
- თავისუფალი ადგილი
- 7
- სსსმ ლიმიტი
- 3
- სსსმ თავისუფალი ადგილი
- 3
სამცხე-ჯავახეთი · ახალციხე · ახალციხე, 9 აპრილის ქ. №3
გახსენით სასურველი სექცია ტექსტის, თემატური ბმულებისა და დოკუმენტების ჩამონათვალის სანახავად.
სკოლის მისიაა აღზარდოს ცოდნიღ აღჭურვილი კანონმორჩილი, ტოლერანტი, კრიტიკულად მოაზროვნე მოქალაქეები, რომლებიც შეძლებენ თავისი ცოდნისა და უნარების რეალიზებას როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის საზღვრებს გარეთ, შექმნიან ღირებულებებს და შექმნიან სამყაროს უკეთესობისკენ. სკოლის ხედვა: სკოლა 2030 წლისათვის დაიმკვიდერებს საპატიო ადგილს არა მხოლოდ საქართველოს, არამედ ვროპის საუკეთესო სკოლებს შორის როგორც ფორმალური, ასევე არაფორმალური განათლებითა და სტემის საგნების გაძლიერებული სწავლებით. მოსწავლეები შეძლებენ ორიგინალური იდეების გამოვლენასა საზოგადოებაში არსებული პრობლმების არასტანდარტული მიდგომებით გადაჭრას, მიიღებენ გამოწვევებს და გადადგამენ გაბედულ ნაბიჯებს გარემოს გაუმჯობებსებისათვის. ს კ ო ლ ი ს ღ ი რ ე ბ უ ლ ე ბ ე ბ ი ა : გუნდურობა; პატივისცემა; პროფესიონალიზმი; ტოლერანტობა; უწყვეტი განვიტარება; თანასწორობა; ობოექტურობა; სამართლიანობა; დემოკრატიული მართვა.
მოსწავლის ინიციატივის მხარდაჭერის მექანიზმი სსიპ ახალციხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ვალის N1 საჯარო სკოლა მუხლი 1. ზოგადი დებულებები 1. აღნიშნული დოკუმენტი განსაზღვრავს სსიპ ახალციხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ვალის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეთა ინიციატივების მხარდაჭერის მექანიზმს. 2.აღნიშნული მექანიზმი ვრცელდება სკოლის ყველა მოსწავლეზე სასწავლო პროცესში. მუხლი 2.მოსწავლის ინიციატივის მხარდამჭერი მექანიზმის აღმწერები 1.მოსწავლეს უფლება აქვს კანონმდებლობით დადგენილი წესით წერილობით ან ზეპირად გამოხატოს საკუთარი აზრი და გამოიჩინოს ინიციატივა. 2.მოსწავლეს ან მოსწავლეთა გარკვეულ ჯგუფს შეუძლია ინიციატივით მიმართოს სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობას, კლასის ხელმძღვანელს, დირექციას და ჩაერთოს ინიციატივის განხილვის პროცესში. 3.მოსწავლეთა თვითმმართველობა ან კლასის დამრიგებელი უფლებამოსილია მხარი დაუჭიროს მოსწავლის ან მოსწავლეთა გარკვეული ჯგუფის ინიციატივას და მიმართოს სკოლის დირექციას 4.სკოლის დირექტორის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტის საფუძველზე მოსწავლის ან მოსწავლეთა ჯგუფის გარკვეული ინიციატივების მხარდასაჭერად შეიძლება შეიქმნას: 4.1 მოსწავლეთა ინიციატივების განხილვისა და განხორციელების მხარდამჭერი ჯგუფი 4.2 მოსწავლეთა ინიციატივების განხორციელების პროცესისა და შედეგების მონიტორინგის ჯგუფი. 5.მოსწავლეთა ინიციატივების განსახორციელებლად სკოლას შეუძლია ფინანასური რესურსის მობილიზება. 6.მოსწავლეთა ინიციატივების მხარდაჭერის მიზნით სკოლა უზრუნველყოფს სპეციალური სამუშაო სივრცის მოწყობასა და საინფორმაციო კამპანიას. 7.მოსწავლეთა ინიციატივების განხილვა-განხორციელებისას დაუშვებელია რომელიმე მოსწავლის დისკრიმინაცია ან ნებისმიერი ქმედება, რომელიც პირდაპირ თუ ირიბად უკავშირდება მოსწავლის უფლება- ვალდებულებების შეზღუდვას. 8.კანონმდებლობით დადგენილი წესით სკოლა უფლებამოსილია შეიძინოს და განკარგოს შესაბამისი რესურსი, რომელიც ხელს შეუწყობს მოსწავლეთა ინიციატივების განხორციელებას. 9.ნებისმიერ მოსწავლეს აქვს უფლება ღიად ისაუბროს საკუთარი ინიციატივის შესახებ და აღნიშნული მექანიზმის საფუძველზე განსახილველად წარადგინოს საკუთარი სამომავლო ხედვა. 10 ნებისმიერი მოსწავლე უფლებამოსილია საკუთარი ინიციატივის მხარდაჭერისა და განხორციელების მიზნით ითანამშრომლოს სასკოლო საზოგადოების ნებისმიერ წევრთან. მუხლი 3. პასუხიმგებლობა 1. წინამდებარე მექანიზმის სრულად დაცვის მიზნით გარკვეული პასუხისმგებლობა ეკისრებათ: 1.1 მოსწავლეებს; 1.2 მოსწავლეთა თვითმმართველობას; 1.3 სკოლის დირექციას; 1.4 კლასის დამრიგებელს 2.აღნიშნულ დოკუმენტში შეტანილმა ცვლილებას არ უნდა გამოიწვიოს მოსწავლეთა ინიციატივების მხარდაჭერის რაიმე სახით შეზღუდვა. 3. „მოსწავლეთა ინიციატივების მხარდაჭერის მექანიზმს“ ამტკიცებს სკოლის დირექტორი შესაბამისი ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით. 4.აღნიშნულ დოკუმენტში ნებისმიერი ცვლილებებისა და დამატებების შეტანა შესაძლებელი ამავე მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე. სკოლას აქვს ახალბედა მოსწავლეთა მხარდასაჭერი გეგმა, რომლის მიხედვითაც ხელმძღვანელობს : ახალბედა მოსწავლეთა მხარდაჭერის გეგმა სსიპ ახალციხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ვალის N1 საჯარო სკოლა მზად არის დასახვედრად , როგორც პირველკლასელების, ასევე იმ ბავშვებისთვისაც რომელთაც, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროება აღენიშნებათ და იმ ბავშვების დასახვედრადაც, ვინც მობილობით სხვა სკოლიდან გადმოდის. სკოლის მიზანია დაეხმაროს ბავშვსა და ოჯახს თავი მორგებულად იგრძნოს ახალ გარემოში. იმისთვის ,რომ სკოლის მიერ შემუშავებულმა გეგმამ ეფექტურად იმუშაოს აუცილებელია პროცესის ადრეული ინიცირება და სკოლასა და ოჯახს შორის კომუნიკაცია. 1. აუცილებელია მშობლის მიერ ბავშვის დარეგისტრირების წუთებიდან შედგეს კომუნიკაცია მშობელს და სკოლის წარმომადგენეს შორის რათა ორივე მხარე იყოს ინფორმირებული საჭირო ინფორმაციით. 2.კლასის დამრიგებელი ზრუნავს იმაზე, რომ მოიპოვოს ყველა საჭირო ინფორმაცია მოსწავლეებზე და ზრუნავს იმაზეც, რომ ბავშვისთვის და მშობლებისთვისაც ნაკლები სტრესის და შფოთვის გარეშე მოხდეს ახალ გარემოში შემოსვლა. 3.კოორდინატორის დახმარებით მნიშვნელოვანია, რომ შევკრათ გუნდი გამშვებ დაწესებულებებთან, საიდანაც მოდის მოსწავლე, სკოლის ფორმალურ გარემოში მაგალითად, სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებები. 4.მნიშვნელვანია, რომ სკოლამ პრაქტიკული როლი შეასრულოს სასწავლო წლის დაწყებამდე, მათი ოჯახების გაცნობისთვის და მათთვის სკოლის გასაცნობად ,სათანადო პირობები შექმნას. 5.სკოლა ინფორმირებული უნდა იყოს ბავშვის ყველა საჭიროებებზე, მაგალითად, ხომ არ აქვს რაიმე ჯანმრთელობის პრობლემა ან ხომ არ ესაჭიროება ადაპტირებული გარემო, ნივთი, ან სპეციალისტის დახმარება, რომელიც სკოლას არ ჰყავს, რათა ვიზრუნოთ ამაზე და მოსწავლეს დავხვდეთ სრულიად მომზადებული. 6.სასწავლო წლის დაწყებამდე განვსაზღვრავთ ვინ იქნება პირველი კლასის დამრიგებელი და ვაცნობთ მშობლებსა და მოსწავლეებს. 7.იგეგმება ღონისძიებები, რომლის საშუალებით შესაძლებლობა აქვთ ბავშვებსა და მშობლებს დაათვალიერონ სკოლის გარემო. 8.ამ ყველაფერთან ერთად ჩვენს სკოლას აქვს ბროშურა ,რომელიც ძალიან ეხმარება მშობლებს და ბავშვებს უფრო მეტი რამ გაიგონ ჩვენი სკოლის შესახებ. (იხ. დანართი 1) 9.ამასთან ერთად სკოლას აქვს შემუშავებული კითხვარი როგორც სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეთათვის ასევე ტიპური განვითარების მოსწავლეთათვის , რომლის მეშვეობითაც მოხდება მოსწავლის გამოკითხვა მისი სკოლაში ადაპტირების შემდგომ , ამის მეშვეობით მივიღებთ ინფორმაციას მათ საჭიროებებზე
მუხლი 1. ზოგადი დებულებები 1. წინამდებარე სსიპ ქ. ვალის N1საჯარო სკოლის (შემდგომში – ,,შინაგანაწესი”) ვრცელდება სკოლაში დასაქმებულ პირებზე, მოსწავლეებსა და მათ მშობლებზე/კანონიერ წარმომადგენლებზე, ასევე სკოლის ტერიტორიაზე მყოფ ნებისმიერ პირზე და სავალდებულოა შესასრულებლად. 2. შინაგანაწესი წარმოადგენს სკოლასა და სკოლაში დასაქმებულებს შორის გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს. დასაქმებული ვალდებულია გაეცნოს შინაგანაწესს და აღნიშნული დაადასტუროს საკუთარი ხელმოწერით. 3. შინაგანაწესი ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისათვის. 4. სკოლა ვალდებულია შინაგანაწესი განათავსოს ყველასათვის თვალსაჩინო ადგილას. 5. დამრიგებელი ვალდებულია სასწავლო წლის დაწყებისას შინაგანაწესი გააცნოს მოსწავლესა და მის მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს. შინაგანაწესში განხორციელებული ცვლილების გაცნობა უნდა მოხდეს არაუგვიანეს 5 დღეში. 6. შინაგანაწესით განისაზღვრება: ა) სამუშაო კვირის ხანგრძლივობა, ყოველდღიური სამუშაოს დაწყებისა და დამთავრების დრო; ბ) დასვენების ხანგრძლივობა; გ) შრომის ანაზღაურების გაცემის დრო და წესი; დ) ანაზღაურებადი შვებულების ხანგრძლივობა და მიცემის წესი; ე) ანაზღაურების გარეშე შვებულების ხანგრძლივობა და მიცემის წესი; ვ) შრომის პირობების დაცვის წესები; ზ) წახალისებისა და პასუხისმგებლობის სახე და გამოყენების წესი; თ) მატერიალური პასუხისმგებლობა; ი) განცხადების/საჩივრის განხილვის წესი; კ) სასწავლო პროცესის მარეგულირებელი ზოგადი ნორმები; ლ) სკოლაში ჩაცმულობის წესი. 7. შინაგანაწესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა) სკოლის ადმინისტრაცია - სკოლის საშტატო ნუსხით გათვალისწინებული პირები (გარდა მასწავლებლისა), ასევე სკოლაში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირები; ბ) სკოლის დირექცია – სკოლის დირექტორი და მისი მოადგილე/მოადგილეები (ასეთის არსებობის შემთხვევაში); გ) სასკოლო დრო – სასკოლო სასწავლო გეგმით განსაზღვრული პროცესის, აგრეთვე სკოლის მიერ ინიცირებული, ორგანიზებული, კონტროლირებული, დაფინანსებული ნებისმიერი ღონისძიების მიმდინარეობის დრო. დ) უფლებამოსილი პირი – სკოლის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული პირი, რომელიც სკოლის ტერიტორიაზე, სასკოლო დროს უზრუნველყოფს უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას იმ სკოლებში, სადაც არ არის განაწილებული მანდატური (შემდგომში - მანდატური), ხოლო იმ სკოლებში სადაც არის მანდატური, ეხმარება მანდატურს საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვაში, მანდატურის სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში. მუხლი 2. სამუშაო კვირის ხანგრძლივობა, სამუშაოს დაწყებისა და დამთავრების დრო 1. სკოლაში სამუშაო კვირა ხუთდღიანია (ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით). სამუშაო დროის ხანგრძლივობა შეადგენს 40 საათს კვირაში, რაც გულისხმობს 8-საათიან 5 სამუშაო დღეს (სამუშაო დროში არ იგულისხმება შესვენების დრო და ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დასვენების დღეები. 2. შაბათ-კვირა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უქმე დღეები არის დასვენების დღეები. 3. სამუშაო დროის დასაწყისია 09:00 საათი, ხოლო დასასრული - 18:00 საათი. სამუშაო დროის განმავლობაში შესვენების დროა 13:00 საათიდან 14:00 საათამდე. 4. დასაქმებული, რომელიც მეძუძური დედაა და კვებავს ერთ წლამდე ასაკის ბავშვს, მისი მოთხოვნის საფუძველზე ეძლევა დამატებითი შესვენება დღეში არანაკლებ 1 (ერთი) საათისა, რომელიც შეუძლია გამოიყენოს სამუშაო დღის ნებისმიერ მონაკვეთში. აღნიშნული ითვლება სამუშაო დროში და ანაზღაურდება. 5. სკოლაში დასაქმებულებისთვის ამ მუხლისაგან განსხვავებული სამუშაო კვირის ხანგრძლივობა, შესვენების, დასვენებისა და სამუშაო დრო შეიძლება განისაზღვროს მხარეთა შორის გაფორმებული შრომითი ხელშეკრულებით. 6. სკოლის მიერ ინიცირებული, ორგანიზებული, კონტროლირებული, დაფინანსებული ნებისმიერი ღონისძიებისთვის საჭირო დრო, რომელიც ემთხვევა უქმე საათებს შეიძლება ანაზღაურდეს სხვა დროს დამატებითი დასვენების ხარჯზე სკოლის დირექციასთან შეთანხმებით. მუხლი 3. სამუშაო დროის აღრიცხვა 1. დასაქმებულთა სამუშაო დროის ყოველდღიური აღრიცხვა წარმოებს ჟურნალის ან ტექნიკური საშუალებების გამოყენებით. 2. ყველა დასაქმებული ვალდებულია სამუშაოზე გამოცხადებისა და სამუშაო ადგილის დატოვების რეგისტრაცია ასახოს ჟურნალში ხელმოწერის მეშვეობით/რეგისტრაციის გავლით. იკრძალება სხვა დასაქმებულის ნაცვლად ხელის მოწერა/რეგისტრაციის გავლა. მუხლი 4. სამუშაო ადგილზე დაგვიანებით გამოცხადებისა და გამოუცხადობლობის შემთხვევაში შეტყობინების წესი 1. წინასწარ ცნობილი მიზეზით, სამუშაო ადგილზე გამოუცხადებლობის შემთხვევაში, დასაქმებული ვალდებულია წინასწარ (წინა დღეს, განსაკუთრებულ შემთხვევებში კი სამუშაოს დაწყებამდე მინიმუმ 1 (ერთი) საათით ადრე), გააფრთხილოს სკოლის დირექტორი/დირექტორის მოადგილე გამოუცხადებლობის შესახებ, სამუშაო ადგილზე არყოფნის სავარაუდო პერიოდის თაობაზე, შესაბამისი აუცილებლობისა და მიზეზების მითითებით. დეტალურად იხ. მიბმულ ფაილში
სსიპ ახალციხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ვალის N1 საჯარო სკოლა აშენდა 1953 წელს. 2016-2017 სასწავლო წლებში რეაბილიტირდა ათასწლეულის გამოწვევის ფონდის "მილენიუმის " მიერ. სკოლაში ამჟამად სწავლობს 272 მოსწავლე და 30 მასწავლებელია. საკლასო ოთახები, კომპიუტერული ლაბორატორია, საბუნებისმეტყველო ლაბორატორია სრულად აღჭურვილია. სკოლაში არის შიდა სპორტული მოედანი, ბიბლიოთეკა, სააქტო დარბაზი, სამედიცინო ოთახი. სკოლა აღჭურვილია სათვალთვალო კამერებით, არის მანდატური.