რეესტრში დაბრუნება
საჯარო სკოლა · EMIS მონაცემი

სსიპ - ქალაქ ახალციხის №5 საჯარო სკოლა

სამცხე-ჯავახეთი · ახალციხე · ახალციხე, ფარნავაზ მეფის ქ. №6

რეესტრის კოდი#1912
მოსწავლე1341
მასწავლებელი88
შენობა3
სკოლის პროფილი

ძირითადი ინფორმაცია

დირექტორი
ინგა ვარდიძე
სწავლების საფეხურები
დაწყებითი (1-6), საბაზო (7-9), საშუალო (10-12)
სწავლების სექტორი
ქართული
ავტორიზაციის დასაწყისი
ავტორიზაციის დასრულება
პირველკლასელთა მიღება

ადგილების მიმდინარე ინფორმაცია

ახალციხე, ფარნავაზ მეფის ქ. N6

სექტორი
ქართული
ცვლა
1
საერთო ლიმიტი
150
თავისუფალი ადგილი
40
სსსმ ლიმიტი
15
სსსმ თავისუფალი ადგილი
15
EMIS-ის სრული ჩანაწერი

დამატებითი ინფორმაცია და დოკუმენტები

გახსენით სასურველი სექცია ტექსტის, თემატური ბმულებისა და დოკუმენტების ჩამონათვალის სანახავად.

მისია, ხედვა და ღირებულებები2 დამატებითი მასალა

სკოლის მისია სსიპ ქალაქ ახალციხის N5 საჯარო სკოლის მისიაა უსაფრთხო, ინკლუზიურ გარემოში თანამედროვე აკადემიური განათლების მქონე, ეროვნული ინტერესებისა და ტრადიციების დამცველი, პროგრესულად მოაზროვნე, ზნეობრივად, სულიერად და ფიზიკურად ჯანსაღი თაობის აღზრდა, რაც ხელს შეუწყობს მათ სახელმწიფოებრივად მოაზროვნე პიროვნებებად ჩამოყალიბებაში და საკუთარი შესაძლებლობების უწყვეტად განვითარებასა და რეალიზებაში. სკოლის ხედვა 2030 წელს სსიპ ქალაქ ახალციხის N5 საჯარო სკოლა იქნება ლიდერი ზოგადსაგანმანათლებლო სივრცეში, სადაც საგანმანათლებლო პროცესი ეფუძნება თანამედროვე, ინოვაციურ, ხარისხიან განათლებას და მოამზადებს მომავალ თაობას არა მარტო ადგილობრივ, არამედ საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში ინტეგრაციისთვის. სკოლის ღირებულებები სკოლა ხელმძღვანელობს სასკოლო საზოგადოების საერთო ინტერესებით და საქმიანობას წარმართავს შემდეგ ღირებულებებზე დაყრდნობით: • პროფესიონალიზმი; • გამჭვირვალობა; • მიუკერძოებლობა; • თანამშრომლობა/გუნდურობა; • ობიექტურობა ; • განვითარება და ინოვაციურობა ; • ტოლერანტობა; • მოსწავლეთა საუკეთესო ინტერესების მხარდაჭერა.

სტრუქტურა2 დამატებითი მასალა

მოსწავლეზე ორიენტირებული პროცესების ეფექტური მართვისთვის, სკოლაში ფუნქციონირებს ანგარიშვალდებულების სტრუქტურა

დოკუმენტები

სსიპ ქალაქ ახალციხის N5 საჯარო სკოლის თანამდებობრივი ინსტრუქციები.pdf28/03/2025 18:07:11 · 0.28 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე
სტრატეგიული გეგმაგეგმა და შესრულების ანგარიში

გეგმა

სსიპ ქალაქ ახალციხის N5 საჯარო სკოლის (შემდგომში - სკოლა) სტრატეგიული განვითარების გეგმა (2023-2030წწ.) წარმოადგენს ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნებზე დაფუძნებულ შვიდწლიან სტრატეგიულ განაცხადს, რომელიც მოიცავს სკოლის მოკლე მიმოხილვას, ხედვას, მისიას, ღირებულებებსა და სტრატეგიულ მიზნებს. სტრატეგიული გეგმა განსაზღვრავს თუ როგორ უნდა მიაღწიოს სკოლამ დასახულ მიზნებს არსებული მატერიალურ-ტექნიკური, ადამიანური და ფინანსური რესურსების ეფექტურად გამოყენების გზითა და საჭირო დამატებითი რესურსების მოძიებით. სტრატეგიულ გეგმაში წარმოდგენილი სკოლის პრიორიტეტები, ჩამოყალიბებული განვითარების ხედვა, ღირებულებები, ეყრდნობა სკოლის მისიას და ორგანიზაციაში ჩატარებულ SWOT ანალიზის შედეგად გამოვლენილ არსებით საკითხებს დაწესებულების ძლიერი და სუსტი მხარების განსაზღვრისა, ასევე, გარე საფრთხეებისა და შესაძლებლობების ანალიზს. 7 (შვიდ) წლიანი სტრატეგიული გეგმის პროექტის შედგენისას გათვალისწინებული იქნა, როგორც წინარე გამოცდილება, ასევე, ახალი გამოწვევები. ინფორმაციის შეჯერების, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საუკეთესო პრაქტიკის გამოყენებითა და თანამედროვე მოთხოვნების გათვალისწინებით. სკოლის მიზანია, საკუთარი მისიისა და ხედვის საპასუხოდ, დაწესებულებამ დანერგოს და შეიმუშავოს ხარისხის მექანიზმები, ხელი შეუწყოს სკოლის წარმატებულ ფუნქციონირების პროცესს, მოახდინოს ადამიანური რესურსების ეფექტური მართვა, ორგანიზაციული კულტურის დამკვიდრება და ყოველივე ამის ფონზე დაიკავოს ლიდერი პოზიცია კონკურენტულ ზოგადსაგანმანათლებლო სივრცეში. სტრატეგიული განვითარების გეგმაში ჩამოყალიბებული მიზნების მიღწევას უზრუნველყოფს სკოლის დირექტორის, სამეურვეო საბჭოს, თანამშრომლების, მოსწავლეების, მშობლებისა და სკოლის საქმიანობით დაინტერესებული საზოგადოების მჭიდრო და ინტენსიური თანამშრომლობა. სკოლის მართვის სტილი ეყრდნობა თანამშრომლობით დემოკრატიის პრინციპებს, ფუნქციათა დელეგირებას, ურთიერთნდობასა და გამჭვირვალეობას, რაც ხელს უწყობს სასკოლო საზოგადოებაში მიკუთვნებულობის განცდის ჩამოყალიბებას. სკოლის სტრატეგიული განვითარების გეგმის რეალიზება ხდება შიდა და გარე ფაქტორების გათვალისწინებით. ობიექტური ანალიზის საფუძველზე, შესაძლებელია მოხდეს სკოლის სტრატეგიული განვითარების გეგმის გადახედვა გარკვეული პერიოდულობით. სტრატეგიული განვითრების მიზნების შესრულებისთვის საჭირო აქტივობები გაწერილი არის სამოქმედო გეგმებში, რომლიც უშუალოდ სტრატეგიული მიზნების მიღწევასა და კონკრეტული ამოცანების ეფექტურად განხორციელებას მოიაზრებს, სადაც ჩამოყალიბებულია მიზნები და ამოცანები, ასევე ინდიკატორები და შესრულებაზე პასუხისმგებელი პირი/პირები. მისი გადახედვა და მასში ცვლილებების შეტანა მოხდება საჭიროებისამებრ.

დოკუმენტები

შვიდწლიანი სტრატეგიული გეგმა 2023-2030 წწ..pdf28/03/2025 11:42:10 · 0.27 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე
წლიური სამოქმედო გეგმაგეგმა და შესრულების ანგარიში

გეგმა

მოკლე ინფორმაცია წინამდებარე დოკუმენტი წარმოადგენს 2024– 2025 წლების სსიპ ქალაქ ახალციხის N5 საჯარო სკოლის ერთწლიან განვითარების სამოქმედო გეგმას, რომელიც სკოლის მისიიდან გამომდინარეობს და კონკრეტული ამოცანების გადაჭრას ისახავს მიზნად. სამოქმედო გეგმა შემუშავებულია წინა სასწავლო წლის ერთწლიანი სამოქმედო გეგმის რეფლექსიის საფუძველზე და ეყრდნობა სტრატეგიული განვითარების გეგმის ძირითად ამოცანებს.

დოკუმენტები

2023-2024 სასწავლო წლის ერთწლიანი სამოქმედო გეგმა.pdf19/02/2024 15:10:40 · 0.27 MB
2024-2025 სასწავლო წლის სამოქმედო გეგმა.pdf01/04/2025 12:01:28 · 5.76 MB
2025-2026-სასწ.წლის ერთწლიანი-სამოქმედო-გეგმა.pdf26/09/2025 11:48:48 · 0.2 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე

დოკუმენტები

ერთწლიანი სამოქმედო გეგმის შესრულების მონიტორინგის შედეგები.pdf11/04/2025 21:14:22 · 2.68 MB
2024-2025 სასწავლო წლის ერთწლიანი სამოქმედო გეგმის შესრულების მონიტორინგის შედეგები.pdf30/09/2025 11:29:39 · 0.16 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე
პროგრამები და მხარდაჭერის სერვისები26 დამატებითი მასალა

სსიპ ქალაქ ახალციხის N5 საჯარო სკოლაში შემუშავებულია და ფუნქციონირებს სხვადასხვა სახის მხარდაჭერის სერვისები: მოსწავლეთა ინიციატივების მხარდაჭერის წესი; მოსწავლეთა ადაპტაციის წესი; პროფესიული ორიენტაციის დაგეგმვისა და კონსულტირების გაწევის წესი; ტრანზიციის გეგმა; სსსმ მოსწავლესთან მუშაობის მექანიზმები; სამედიცინო დახმარების აღმოჩენის წესი; სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესი; მატერიალური რესურსებით სარგებლობის წესი; პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკა; ციფრული განვითარების გეგმა; რემედიაციის პროგრამის დებულება; 2024-2025 სასწავლო წლის სასკოლო სასწავლო გეგმა; ვიდეო/აუდიო მონიტორინგის განხორციელების წესი.

დოკუმენტები

მოსწავლეთა ინიციატივების მხარდაჭერის წესი.pdf01/04/2025 09:32:13 · 0.06 MB
მოსწავლის ადაპტაციის წესი.pdf01/04/2025 09:32:13 · 0.1 MB
პროფესიული ორიენტაციისა დაგეგმვისა და კონსულტირების წესი.pdf01/04/2025 09:32:13 · 0.08 MB
ტრანზაციის გეგმა.pdf01/04/2025 09:32:13 · 0.2 MB
სსსმ მოსწავლესთან მუშაობის მექანიზმი.pdf01/04/2025 09:32:14 · 0.43 MB
სამედიცინო დახმარების აღმოჩენის წესი.pdf01/04/2025 09:32:14 · 2.17 MB
სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესი.pdf01/04/2025 09:32:14 · 2.47 MB
მატერიალური რესურსებით სარგებლობის წესი.pdf01/04/2025 09:32:15 · 1.98 MB
პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკა.pdf01/04/2025 09:32:15 · 0.16 MB
ციფრული განვითარების გეგმა.pdf01/04/2025 09:32:15 · 2.97 MB
რემედიაციის პროგრამის დებულება.pdf01/04/2025 09:32:15 · 0.06 MB
სასკოლო სასწავლო გეგმა 2024-2025.pdf01/04/2025 09:32:15 · 43.04 MB
ვიდეო-აუდიო მონიტორინგის განხორციელების წესი.pdf01/04/2025 09:32:17 · 0.13 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე
ქცევის წესები და გასაჩივრების მექანიზმები8 დამატებითი მასალა

სსიპ ქალაქ ახალციხის N5 საჯარო სკოლაში მოქმედებს: სკოლის შინაგანაწესი; განცხადებისა და საჩივრის განხილვის წესი; მოსწავლის, მათი მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის და პერსონალის კანონიერი უფლებების დაცვისა და გასაჩივრების მარეგულირებელი დოკუმენტი; ბავშვთა მიმართ განხორციელებული ძალადობასთან დაკავშირებული შიდა ინსტრუქცია.

დოკუმენტები

შინაგანაწესი.pdf28/03/2025 19:23:43 · 10.13 MB
განცხადებისა და საჩივრის განხილვის წესის დამტკიცების შესახებ_0001.pdf28/03/2025 19:23:44 · 3.62 MB
მოსწავლის, მათი მშობლის და პერსონალის კანონიერი უფლებების დაცვისა და გასაჩივრების მარეგულირებელი დოკუმენტი.pdf28/03/2025 19:23:44 · 13.58 MB
ბავშვთა მიმართ განხორციელებული ძალადობასთან დაკავშირებული შიდა ინსტრუქცია.pdf28/03/2025 19:23:45 · 0.08 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე
ინფრასტრუქტურა1 დამატებითი მასალა
ფინანსები1 დამატებითი მასალა

სსიპ ქალაქ ახალციხის N5 საჯარო სკოლის 2025 წლის ბიუჯეტი შეგიძლიათ იხილოთ მიბმული ფაილის სახით.

დოკუმენტები

2025 წლის ბიუჯეტი.xls28/03/2025 19:45:48 · 0.08 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე