ქ. ახალციხე, რუსთაველის ქ.№12
- სექტორი
- სომხური
- ცვლა
- 1
- საერთო ლიმიტი
- 50
- თავისუფალი ადგილი
- 15
- სსსმ ლიმიტი
- 5
- სსსმ თავისუფალი ადგილი
- 5
სამცხე-ჯავახეთი · ახალციხე · ახალციხე, რუსთაველის ქ. №12
გახსენით სასურველი სექცია ტექსტის, თემატური ბმულებისა და დოკუმენტების ჩამონათვალის სანახავად.
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მისია ქალაქ ახალციხის N3 საჯარო სკოლის მისიაა ხარისხიანი განათლების მეშვეობით, სასკოლო საზოგადოებასთან ერთად აღზარდოს პატრიოტი, დამოუკიდებელი, შემოქმედებითი, საკუთარი შესაძლებლობების მუდმივად განვითარების შემძლე, ინფორმირებული და ამ ინფორმაციის ადეკვატურად გამოყენების უნარის მქონე, კანონმორჩილი და ტოლერანტი, სახელმწიფო ინტერესებისა და ტრადიციების დამცველი, კრიტიკულად მოაზროვნე , კომუნიკაბელური, სულიერად და ფიზიკურად ჯანსაღი, მაღალი ზნეობის, გამოკვეთილი მოქალაქეობრივი პოზიციის მქონე მომავალი თაობა. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ხედვა სწავლა -სწავლების მაღალი ხარისხით ხელი შეუწყოს თითოეული მოსწავლე აღჭურვოს საზოგადოებრივი ცხოვრებისათვის საჭირო უნარ–¬ჩვე¬ვებითა და სოციალურად სწორი ორიენტაციით., აგრეთვე შეძლოს მათში თავისუფალი, შემოქმედებითი, ინტერკულტურული, სამოქალაქო ცნობიერებისა და ტოლერანტობის ჩამოყალიბება. დემოკრატიული, ჰუმანური, ცოდნაზე ორირნტირებული, მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის მქონე, გლობალურად მოაზროვნე აქტიური, კონკურენტუნარიანი თაობების აღზრდა. თაობებისა, რომლებიც შეცვლიან მსოფლიოს უკეთესობისაკენ. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ღირებულებები განცხადებული მომავლის ხედვისა და სკოლის მისიის განხორციელების მიზნით, სასკოლო საზოადოება თანხმდება, რომ სკოლამ მთლიანობაში და მისმა ყველა თანამშრომელმა თავიანთი ყოველდღიური საქმიანობის განხორციელებისას უნდა იხელმძღვანელოს შემდეგი პრინციპებითა და მიდგომებით: • პროფესიონალიზმი, საქმის სიყვარული და ერთგულება; • სხვისი შრომის, მიღწევებისა და აზრის პატივისცემა; • პატიოსნება და კეთილსინდისიერება; • მიუკერძოებლობა; • საქმისადმი ერთგულება; • შესაძლებლობების თვითრიალიზება; • ინოვაციურ მიდგომებში წინარე გამოცდილების გათვალისწინება; • ინოვაციური მიდგომების სწორი შეფასება და განხორციელების ხელშეწყობა; • პროფესიული ზრდა და განვითარება; • სკოლაში არსებული რესურსების ეფექტურად გამოყენება; • გუნდური მუშაობ
მოკლე ინფორმაცია სსიპ-ქალაქ ახალციხის N3 საჯარო სკოლის სტრუქტურა 1. სამეურვეო საბჭო 2. დირექცია 3. დირექტორი 4. დირექტორის მოადგილე 5. ბუღალტერი 6. დისციპლინური კომიტეტი 7. პედაგოგიური საბჭო 8. ხარისხის განვითარებისა და პროფესიული მხარდაჭერის ჯგუფი 9. საგნობრივი კათედრები 10. მოსწავლეთა თვითმმართველობა 11.უსაფრთხოების მრჩეველთა საბჭო 12. საშტატო ნუსხა ადმინისტრაცია 13. მატერიალურ ტექნიკური უზრუნველყოფის კოორდინატორი 14. საქმისმწარმოებელი 15. ბიბლიოთეკარი 16. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირის ასისტენტი 17. სკოლის ექიმი 18. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირის მასწავლებელი
მოკლე ინფორმაცია წინამდებარე დოკუმენტი მოიცავს სკოლის მისიას, ხედვას, ღირებულებებსა და სტრატეგიულ მიზნებს. სტრატეგია განსაზღვრავს თუ როგორ უნდა მიაღწიოს სკოლამ დასახულ მიზნებს არსებული მატერიალურ-ტექნიკური, ადამიანური და ფინანსური რესურსების ეფექტურად გამოყენების გზითა და საჭირო დამატებითი რესურსების მოძიებით. სტრატეგიული გეგმა დეტალურად ახდენს გარემო ფაქტორების და შიდა გარემოს SWOT (სიძლიერე, სისუსტე, შესაძლებლობები და საფრთხე) ანალიზს. 7 (შვიდ) წლიანი სტრატეგიული გეგმის პროექტის შედგენისას გათვალისწინებული იქნა, როგორც წინარე გამოცდილება, ასევე, ახალი გამოწვევები. ინფორმაციის შეჯერების, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საუკეთესო პრაქტიკის გამოყენებითა და თანამედროვე მოთხოვნების გათვალისწინებით: ძირითად ამოცანად სკოლა ისახავს მოსწავლეებს მისცეს ხარისხიანი, 21-ე საუკუნის შესაბამისი განათლება, მოამზადოს ისინი დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის, ხელი შეუწყოს საჭირო უნარჩვევების, პიროვნული ღირებულებების ჩამოყალიბებას შესაბამისი კვალიფიციური კადრების მეშვეობით. სტრატეგიული განვითარების შვიდწლიანი გეგმის შემუშავების პროცესის წარმართვაზე პასუხისმგებელია სკოლის დირექტორი, რომელიც უზრუნველყოფს კომუნიკაციას სკოლის სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულებთან, საჭირო ინფორმაციის შეგროვებას. სკოლის სტრატეგიული განვითარების გეგმის რეალიზება ხდება შიდა და გარე ფაქტორების გათვალისწინებით. ობიექტური ანალიზის საფუძველზე, შესაძლებელია მოხდეს სკოლის სტრატეგიული განვითარების გეგმის გადახედვა გარკვეული პერიოდულობით.
მოკლე ინფორმაცია ერთწლიანი სამოქმედო გეგმა გამომდინარეობს 2023 – 2030 წლების სტრატეგიული განვითარების შვიდწლიან გეგმიდან, სკოლის მისიიდან და სკოლის სტრატეგიული მიზნებიდან. მასში ასახულია სტრატეგიული მიზნებისა და ამოცანების შესაბამისი აქტივობები, შესრულების ინდიკატორები, შესრულებაზე პასუხისმგებელი პირები/სტრუქტურული ერთეულები, შესაბამისი რესურსები და დასახული მიზნების რეალიზების ვადები.
სსიპ ქალაქ ქალაქ N3 საჯარო სკოლაში ძალიან ბევრი ნიჭიერი და წარმატებული მოსწავლე სწავლობს. ჩვენ ვზრუნავთ ყველა მოსწავლეში განვავითაროთ მათში არსებული ნიჭი, მივცეთ ,,გზა ფართო“. ჩვენი საქმიანობა აგებულია თითოეული მოსწავლის საჭიროებასა და მოთხოვნილებაზე, რათა მოსწავლეებმა შეძლონ სკოლაში მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება. ყოველწლიურად გვყავს ოქროსა და ვერცხლის მედალოსნები და ,,ჩემი პირველი კომპიუტერი“ - პროექტის ფარგლებში ჩართული მოსწავლეები. ასევე სპორტში გვაქვს დიდი მიღწევები.
მოკლე ინფორმაცია შინაგანაწესი წარმოადგენს სკოლასა და სკოლაში დასაქმებულებს შორის გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს. დასაქმებული ვალდებულია გაეცნოს შინაგანაწესს და აღნიშნული დაადასტუროს საკუთარი ხელმოწერით. შინაგანაწესი ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისათვის.
მოკლე შინაარსი წარმოდგენილია 2024 წლის ბიუჯეტი