თბილისი, ვაკე-საბურთალო, თბილისი, ალ. ყაზბეგის გამზ. №39
- სექტორი
- ქართული
- ცვლა
- 1
- საერთო ლიმიტი
- 150
- თავისუფალი ადგილი
- 93
- სსსმ ლიმიტი
- 16
- სსსმ თავისუფალი ადგილი
- 16
თბილისი · ვაკე-საბურთალო · თბილისი, ვაკე-საბურთალო, ალ. ყაზბეგის გამზ. №39
გახსენით სასურველი სექცია ტექსტის, თემატური ბმულებისა და დოკუმენტების ჩამონათვალის სანახავად.
#მისია სკოლის მისიაა სკოლის მთავარი ფიგურის - მოსწავლის, მასწავლებლისა და მშობლის თანამშრომლობით მივაღწიოთ აღმზრდელობითი პროცესის მთავარ ღირებულებას - თავისუფალი ადამიანის აღზრდას თავისუფალ გარემოში უსაფრთხო სასწავლო გარემოს შექმნით, თანამედროვე მოთხოვნათა შესაბამისი ხარისხიანი განათლების მიცემით, დამოუკიდებელი, კრიტიკული, ლოგიკური და შემოქმედებითი აზროვნების განვითარებით მოვამზადოთ კანონმორჩილი, ჰარმონიულად განვითარებული, კონკურენტუნარიანი, ადაპტაციის უნარის მქონე, ეროვნული ინტერესების გამტარებელი, ტოლერანტი, საზოგადოებრივად აქტიური, დემოკრატიული პრინციპების მქონე მოსწავლეები მომავალი გამოწვევებისათვის. #სკოლის ხედვა სკოლის ხედვაა მომდევნო 7 წლის განმავლობაში მოსწავლეების, მშობლებისა და პედაგოგების თანამშრომლობით შეიქმნას უსაფრთხო, ეფექტური, ინკლუზიური სასწავლო და სამუშაო გარემო, სადაც მოსწავლეთა 70%-ს ექნება კარგი და მაღალი სასკოლო მოტივაცია, ხოლო 30%-ს სკოლისადმი დადებითი დამოკიდებულება. სკოლის ხედვა ეფუძნება პრინციპს, რომ იყოს მუდმივ განათლებაზე ორიენტირებული, ინდივიდუალურ საჭიროებებსა და ინტერესებს მორგებული, შედეგზე ორიენტირებული სასწავლო პროცესი. სკოლის ხედვით უნდა მოხდეს საგანმანათლებლო და საამღზრდელო მუშაობის ინტეგრაცია. მოსწავლე უნდა ვითარდებოდეს როგორც გონებრივად, ისე ფიზიკურად. მოზარდმა უნდა შეძლოს ქვეყნის ინტერესების, ტრადიციებისა და ღირებულებების მიმართ საკუთარი პასუხისმგებლობის გააზრება, ინტელექტუალური თუ ტექნოლოგიური მიღწევების ეფექტიანად გამოყენება, ინფორმაციის მოპოვება, დამუშავება და ანალიზი. მოახერხოს საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმალური რეალიზება და მომავალში არჩევანის გაკეთება განათლებასა და შრომით საქმიანობას შორის. #სკოლის ღირებულებები სკოლის ღირებულებებია: * ინკლუზიური გარემო - ჩვენ ვქმნით გარემოს, სადაც მოსწავლეების ინდივიდუალური განსხვავებისა და საგანმანათლებლო საჭიროების მიმართ გულისხმიერი, ემპათიური დამოკიდებულებაა. ყველა მოსწავლისათვის უზრუნველყოფილია სწავლისა და განათლების ერთნაირი პირობები და თანამონაწილეობა მთლიან სასკოლო საქმიანობაში. * მრავალფეროვნება - ჩვენ ვიცით და ვიზიარებთ სკოლაში არსებულ მრავალფეროვნებას და გაკვეთილების დაგეგმვის, სწავლებისა და შეფასებისას ვითვალისწინებთ ამას. * გამჭვირვალობა და საჯაროობა - ჩვენ გვაქვს ღია მმართველობა, რომელიც საზოგადოებას აძლევს საშუალებას მაქსიმალურად იყოს ჩართული და გათვითცნობიერებული სკოლის საქმიანობაში. * კოლეგიალობა - ჩვენ მუდმივად მზად ვართ თანამშრომლობისთვის, პედაგოგიური გამოცდილების, ხელმისაწვდომი ინფორმაციისა და ტექნოლოგიების, ინოვაციების უანგარო გაზიარებისთვის. * ფორმალური და არაფორმალური განათლების ურთიერთქმედება - ჩვენ კარგად გვესმის ადამიანის მთელი არსებობა წარმოადგენს სწავლების მუდმივ პროცესს, რომლის შედეგადაც მიიღწევა ცნებების, ცოდნა-უნარების ათვისება და ღირებულებათა სისტემის ფორმირება. ამისათვის უმნიშვნელოვანესია ფორმალური განათლებისა და არაფორმალური სწავლების ინტეგრაცია, რადგანაც ორივე წარმოადგენს ცხოვრების მანძილზე სწავლების შემადგენელ ნაწილს.