თბილისი, გლდანი-ნაძალადევი, გლდანის მას. 1-ლი მ/რ
- სექტორი
- ქართული
- ცვლა
- 1
- საერთო ლიმიტი
- 100
- თავისუფალი ადგილი
- 19
- სსსმ ლიმიტი
- 10
- სსსმ თავისუფალი ადგილი
- 6
თბილისი · გლდანი-ნაძალადევი · თბილისი, გლდანი-ნაძალადევი, ანგია ბოჭორიშვილის ქუჩა №57
გახსენით სასურველი სექცია ტექსტის, თემატური ბმულებისა და დოკუმენტების ჩამონათვალის სანახავად.
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მისია: სკოლის მიერ უზრუნველყოფილ, უსაფრთხო გარემოში მოსწავლეთა პოტენციალის გამოვლენა და განვითარება, რათა ისინი ჩამოყალიბდნენ წიგნიერ, კრიტიკულად მოაზროვნე, შემოქმედ, სიახლის შეცნობის მსურველ, მიზანდასახულ და განათლებულ მოქალაქეებად, რომლებიც ხელს შეუწყობენ ქვეყანაში სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებას და შეძლებენ გამოიჩინონ ინიციატივა სამყაროს უკეთესობისაკენ შესაცვლელად. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ხედვა: მშობელთა მიერ შვილის სასწავლო-სააღმზრდელო პროცესში აქტიური ჩართულობით, მოსწავლეების ინიციატივების ხელშეწყობითა და წახალისებით, მათთვის მრავალფეროვანი აქტივობებისა და არაფორმალური განათლების შეთავაზებით, ასევე ციფრული ტექნოლოგიების აქტიური გამოყენებით უზრუნველყოს კონკურენტუნარიანი, დემოკრატიული ღირებულებების მქონე მოქალაქის ჩამოყალიბება; ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ღირებულებები • გამჭირვალობა; • მიუკერძოებლობა; • თანამშრომლობა; • ობიექტურობა:; • განვითარება და ინოვაციურობა;
სსიპ ქალაქ თბილისის N39 საჯარო სკოლის ორგანიზაციული სტრუქტურა: სსიპ ქალაქ თბილისის N39 საჯარო სკოლის სტრუქტურული ერთეულები: დირექცია დირექცია ადმინისტრაცია დისციპლინური კომიტეტი სამეურვეო საბჭო მოსწავლეთა თვითმმართველობა პედაგოგიური საბჭო სსიპ ქალაქ თბილისის N39 საჯარო სკოლაში თანამდებობრივი დაქვემდებარება დირექტორი დირექტორის მოადგილე ბუღალტერი ადმინისტრაცია ინკლუზიურ განათლებაში ჩართული სპეციალისტი ტექნიკური და სხვა პერსონალი მასწავლებლები სპეციალური მასწავლებლები საქმისწმარმოებელი ბიბლიოთეკარი საინფორმაციო მენეჯერი მატერიალურ ტექნიკური უზრუნველყოფის კოორდინატორი ექიმი დარაჯი დამლაგებელი
შესავალი წინამდებარე დოკუმენტი მოიცავს სკოლის მისიას, ხედვას, ღირებულებებსა და სტრატეგიულ მიზნებს. სტრატეგია განსაზღვრავს თუ როგორ უნდა მიაღწიოს სკოლამ დასახულ მიზნებს არსებული მატერიალურ-ტექნიკური, ადამიანური და ფინანსური რესურსების ეფექტურად გამოყენების გზითა და საჭირო დამატებითი რესურსების მოძიებით. სტრატეგიული გეგმა დეტალურად ახდენს გარემო ფაქტორების და შიდა გარემოს SWOT (სიძლიერე, სისუსტე, შესაძლებლობები და საფრთხე) ანალიზს. 7 (შვიდ) წლიანი სტრატეგიული გეგმის პროექტის შედგენისას გათვალისწინებული იქნა, როგორც წინარე გამოცდილება, ასევე, ახალი გამოწვევები. ინფორმაციის შეჯერების, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საუკეთესო პრაქტიკის გამოყენებითა და თანამედროვე მოთხოვნების გათვალისწინებით: ძირითად ამოცანად სკოლა ისახავს მოსწავლეებს მისცეს ხარისხიანი, 21-ე საუკუნის შესაბამისი განათლება, მოამზადოს ისინი დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის, ხელი შეუწყოს საჭირო უნარ-ჩვევების, პიროვნული ღირებულებების ჩამოყალიბებას შესაბამისი კვალიფიციური კადრების მეშვეობით. სტრატეგიული განვითარების შვიდწლიანი გეგმის შემუშავების პროცესის წარმართვაზე პასუხისმგებელია სკოლის დირექტორი, რომელიც უზრუნველყოფს კომუნიკაციას სკოლის სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულებთან, საჭირო ინფორმაციის შეგროვებას. სკოლის სტრატეგიული განვითარების გეგმის რეალიზება ხდება შიდა და გარე ფაქტორების გათვალისწინებით. ობიექტური ანალიზის საფუძველზე, შესაძლებელია მოხდეს სკოლის სტრატეგიული განვითარების გეგმის გადახედვა გარკვეული პერიოდულობით. სკოლის შესახებ ინფორმაცია სკოლა ფუნქციონირებს 1976 წლიდან. სწავლება მიმდინარეობს ქართულ ენაზე. იგი, დაარსების დღიდან მოწინავე პოზიციას იკავებს გლდანის რაიონში . არის საკმაოდ კონკურენტუნარიანი , აქედან გამომდინარე დიდია მასზე მოთხოვნა. მოსწავლეთა დიდი კონტიგენტის გამო სკოლა არის ორცვლიანი. დღეის მონაცემებით, სკოლაში ირიცხება 1646 მოსწავლე. სსიპ 39-ე საჯარო სკოლა ემსახურება საქართველოს ყველა მოქალაქეს , მიუხედავად მისი განვითრებისა და შესაძლებლობებისა. სკოლას აქვს ძალიან დიდი წარმატება და აღიარება ინკლუზიური განათლების მიმართულებით(სულ - 29 მოსწავლე). სწავლის ხარისხის გაუმჯობესებაზე ზრუნავენ მაღალკვალიფიციური პედაგოგები(სულ 88 პედაგოგი, მათგან - 11 წამყვანი). სასწავლო პროცესის ხარისხზე ზრუნავენ : სკოლაში არსებული ხარისხის ჯგუფი, დირექცია, პედაგოგები. 39-ე საჯარო სკოლას ჰყავს ისეთი კურსდამთავრებულები, რომლებიც საკმაოდ წარმატებულები არიან სხვადასხვა სფეროში: განათლებაში, პოლიტიკაში, საზოგადოებრივ საქმიანობაში, მუსიკაში, ხელოვნებაში და სხვა. სკოლის მისია მისია - მოსწავლეთა პოტენციალის გამოვლენა და განვითარება, რათა ისინი ჩამოყალიბდნენ წიგნიერ, კრიტიკულად მოაზროვნე, შემოქმედ, სიახლის შეცნობის მსურველ, მიზანდასახულ და განათლებულ მოქალაქეებად, რომლებიც ხელს შეუწყობენ ქვეყანაში სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებას და შეძლებენ გამოიჩინონ ინიციატივა სამყაროს უკეთესობისაკენ შესაცვლელად. სკოლის ხედვა მშობელთა მიერ შვილის სასწავლო-სააღმზრდელო პროცესში აქტიური ჩართულობით, მოსწავლეების ინიციატივების ხელშეწყობითა და წახალისებით, მათთვის მრავალფეროვანი აქტივობებისა და არაფორმალური განათლების შეთავაზებით, ასევე ციფრული ტექნოლოგიების აქტიური გამოყენებით უზრუნველყოს კონკურენტუნარიანი, დემოკრატიული ღირებულებების მქონე მოქალაქის ჩამოყალიბება; სკოლის ღირებულებები: სკოლა უპირველეს ყოვლისა, ხელმძღვანელობს სასწავლო პროცესში ჩართული პირების საუკეთესო ინტერესებით და საქმიანობას წარმართავს შემდეგ ღირებულებებზე დაყრდნობით: • გამჭირვალობა: ჩვენი საქმიანობა, ხედვები და ღირებულებები საჯაროდაა ხელმისაწვდომი და წინასწარ ცნობილია ყველა დაინტერესებული პირისათვის, უზრუნველყოფილია სკოლის საქმიანობის შესახებ ინფორმაციის საჯაროობა. • მიუკერძოებლობა: ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ სკოლის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები შეესაბამება მოქმედ კანონმდებლობასა და ითვალისწინებს დაინტერესებულ მხარეთა საუკეთესო ინტერესებს. • თანამშრომლობა: ჩვენ ღია ვართ დაინტერესებულ მხარეებთან თანამშრომლობისათვის. კონსტრუქციულად განვიხილავთ სიახლეებს, წინადადებებს, განსხვავებულ პოზიციებსა და ორიენტირებულნი ვართ პრობლემების გადაჭრაზე. • ობიექტურობა: ჩვენ მიერ განხორციელებული შეფასებები, ეფუძნება ეროვნულ სასწავლო გეგმას და ფაქტობრივ გარემოებებს. დადგენილი პროცედურები მაქსიმალურად გამორიცხავს შეფასებაში მონაწილე პირების სუბიექტივიზმს. • განვითარება და ინოვაციურობა: სისტემატურად ვაფასებთ ჩვენს საქმიანობას და შეფასების შედეგებზე დაყრდნობით, ვგეგმავთ განვითარების ინოვაციურ გზებს. არ ვერიდებით სიახლეების დანერგვას. სკოლის მიზნები სკოლის მიზანია: • აღზარდოს მაღალი აკადემიური ცოდნის მიღებაზე ორიენტირებული თავისუფალი და პასუხისმგებელი, კრიტიკული აზროვნების, ეფექტური კომუნიკაციის უნარების, ჯანსაღი ღირებულებების მატარებელი ადამიანები, რომელთაც შეეძლებათ საკუთარი შესაძლებლობების ოპტიმალური შეფასება და ცხოვრებაში რეალიზება. • ხელი შეუწყოს მასწავლებელთა პროფესიულ ზრდას და პედაგოგიური პრაქტიკის შემდგომ დახვეწასა და გამდიდრებას. • მოსწავლეთათვის შესაბამისი უნარების განვითარება, დამოუკიდებლად მოახერხოს საჭირო ინფორმაციის მოძიება, აღქმა, ანალიზი, დასკვნის გაკეთება და გადაწყვეტილების მიღება; • მოსწავლეთა შესაძლებლობების მაქსიმალური გამოვლენა და განვითარება; • მატერიალურ-ტექნიკური ბაზის მუდმივი განახლება; • უსაფრთხო და შესაძლებლობებით მრავალფეროვანი გარემოს შექმნა და მუდმივი სრულყოფ
ერთწლიანი სამოქმედო გეგმა გამომდინარეობს 2023 – 2030 წლების სტრატეგიული განვითარების შვიდწლიან გეგმიდან, სკოლის მისიიდან და სკოლის სტრატეგიული მიზნებიდან. მასში ასახულია სტრატეგიული მიზნებისა და ამოცანების შესაბამისი აქტივობები, შესრულების ინდიკატორები, შესრულებაზე პასუხისმგებელი პირები/სტრუქტურული ერთეულები, შესაბამისი რესურსები და დასახული მიზნების რეალიზების ვადები. 1. სასწავლო პროცესის ხარისხის ამაღლება სტრატეგიული მიზნები ამოცანები აქტივობები პასუხისმგებელი პირი შესრულების პერიოდი IX X XI XII I II III IV V VI VII VIII შესრულების ინდიკატორები რესურსები სასწავლო პროცესის ხარისხის ამაღლება ახალი პროგრამების შემუშავება/ დანერგვა სასწავლო პროგრამების/კურიკულუმების/ შემუშავება მასწავლებლები; საგნობრივი კათედრები; კურიკულუმი; საგნობრივი კათედრის ოქმები; პედაგოგიური საბჭოს ოქმი; სამეურვეო საბჭოს ოქმი არსებული რესურსი სასკოლო დოკუმენტაციაში ცვლილებების შეტანა/საჭიროების შემთხვევაში ახლის დამტკიცება დირექტორი; სამეურვეო საბჭო; პედაგოგიური საბჭო; შესაბამისი დოკუმენტაციის დამტკიცების მასალები არსებული რესურსი საჭიროების შემთხვევაში, სსსმ მოსწავლეთათვის ინდივიდუალური სასწავლო გეგმების შემუშავება/სწავლება დირექტორი; ისგ ჯგუფები; სპეციალური მასწავლებლები; ინკლუზიურ განათლებაში ჩართული სხვა სპეციალისტები; პედაგოგიური საბჭოს ოქმი; სამეურვეო საბჭოს ოქმი; ისგ ჯგუფის ოქმები; ინდივიდუალური გეგმები არსებული რესურსი მოსწავლეთათვის მრავალფეროვანი, დამატებითი სასწავლო პროგრამების შეთავაზება დირექტორი; დირექტორის მოადგილე; საგნობრივი კათედრები; მასწავლებლები; სასკოლო კურიკულუმი; დამატებითი სასწავლო პროგრამების აღწერილობა არსებული რესურსი სადამრიგებლო პროგრამების შემუშავება/დანერგვა დირექტორის მოადგილე, დამრიგებლები სადამრიგებლო პროგრამები; დამრიგებლის პორტფოლიო არსებული რესურსი სასწავლო პროცესის ხარისხის გაზრდა შიდა სასკოლო პროექტების დანერგვა და მართვა დირექტორი; დირექტორის მოადგილე; საგნობრივი კათედრები; პროექტის პროგრამა; ფოტო-ვიდეო მასალა არსებული რესურსი დიფერენცირებული სწავლება დირექტორის მოადგილე; მასწავლებლები; საგნობრივი კურიკულუმები; ინდივიდუალური გეგმები არსებული რესურსი სწავლა სწავლების კონსტრუქტივისტული პრინციპების დამკვიდრება მასწავლებლები კურიკულუმი; სასწავლო პროექტები; მოსწავლეთა მიერ შესრულებული დავალებები; სასწავლო პროცესში გამოყენებული მასალები/აქტივობები; მასწავლებლის პორტფოლიო არსებული რესურსი გამჭვირვალე, სანდო, ობიექტური და სამართლიანი შეფასების სისტემის დანერგვა დირექტორი; მასწავლებლები კურიკულუმი; მოსწავლეთა მიერ შესრულებული დავალებები; შეფასებები არსებული რესურსი დაბალი აკადემიური მოსწრების მოსწავლეებთან დამატებითი მუშაობა დირექტორი; დირექტორის მოადგილე; მასწავლებლები მოსწავლის აკადემიური მხარდაჭერის საკონსულტაციო გრაფიკი; მოსწავლეთა აკადემიური მიღწევების შედეგების ანალიზი და ანგარიში; არსებული რესურსი სასწავლო პროცესის მონიტორინგი და შედეგების გათვალისწინებით შესაბამისი აქტივობების დაგეგმვა/ განხორციელება სხვადასხვა ტიპის კითხვარების შემუშავება. მოსწავლეთა, მასწავლებელთა და მშობელთა პერიოდული გამოკითხვა სასწავლო პროცესთან დაკავშირებული საჭიროებების კვლევის მიზნით დირექტორი; დირექტორის მოადგილე; კითხვარების ანალიზი არსებული რესურსი სასწავლო პროცესის დიაგნოსტიკური წერების ჩატარება დირექტორი; დირექტორის მოადგილე; ჩატარებული დიაგნოსტიკური წერის ანალიზი არსებული რესურსი სასწავლო პროცესის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, მოსწავლეთა მიღწევების დინამიკის შესწავლა და პერიოდულად მონიტორინგის ჩატარება დირექტორი; დირექტორის მოადგილე; განხორციელებული მონიტორინგის ანგარიში არსებული რესურსი სასკოლო სასწავლო გეგმის შესრულების მონიტორინგი დირექტორი; დირექტორის მოადგილე; განხორციელებული მონიტორინგის ანგარიში არსებული რესურსი სსსმ მოსწავლეთათვის ინდივიდუალური სასწავლო გეგმების შესრულების მონიტორინგი ინკლუზიური განათლების შიდა მონიტორინგის ჯგუფი ინკლუზიური განათლების შიდა მონიტორინგის ჯგუფის ოქმი; ინკლუზიური განათლების შიდა მონიტორინგის ჯგუფის დასკვნა არსებული რესურსი საგაკვეთილო პროცესზე დასწრება, შედეგების ანალიზი და შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა/განხორციელება დირექტორი; დირექტორის მოადგილე; ხარისხის განვითარებისა და პროფესიული მხარდაჭერის ჯგუფი; საგნობრივი კათედრები გაკვეთილზე დასწრების შედეგები და მისი ანალიზი; ხარისხის განვითარებისა და პროფესიული მხარდაჭერის ჯგუფის ოქმები; ურთიერთდასწრების შედეგები არსებული რესურსი აკადემიური მოსწრების გაუმჯობესებისთვის მოსწავლეებში მოტივაციის გაზრდა მოსწავლეთა მოტივაციის გაზრდა, მოიპოვონ დაფინანსება და პროფესიას დაეუფლონ პრესტიჟულ უმაღლეს სასწავლებლებში დირექტორი; დამრიგებლები მასწავლებლები მოსწავლეთა უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხვის დინამიკა; დამრიგებლის საათი. არსებული რესურსი მოსწავლეთა მიღწევების დინამიკის შესწავლის შედეგად საუკეთესო მოსწავლეთა წახალისების პრაქტიკის დამკვიდრება დირექტორი; დირექტორის მოადგილე; საგნობრივი კათედრები; წახალისების შესახებ გადაწყვეტილებები არსებული რესურსი მოსწავლეთათვის მხარდამჭერი და მიმღებლობითი გარემოს შექმ
თავი I. ზოგადი დებულებები მუხლი 1. წესის მოქმედების სფერო და მიზანი 1.1 სსიპ - ქალაქ თბილისის N39 საჯარო სკოლა (შემდგომში „სკოლა“) დაინტერესებულია, შექმნას სკოლაში განცხადებისა და საჩივრის განხილვის წესი (შემდგომში - წესი), რათა დეტალურად გაიწეროს პროცესის თანმიმდევრობა და მიეცეს მას ორგანიზებული სახე. 1.2 წინამდებარე წესის მოქმედება ვრცელდება სკოლაში დასაქმებულ ყველა პირზე, სკოლის მოსწავლეზე, მის მშობელზე/კანონიერ წარმომადგენელზე. ასევე, ნებისმიერ დაინტერესებულ პირზე, რომელსაც სურს, სკოლას მიმართოს განცხადებით/საჩივრით. 1.3 სკოლაში საჩივრის/განცხადების მისაღებად, იგი წარდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე. უცხოურ ენაზე შესრულებული განცხადების/საჩივრის სკოლაში მისაღებად, მას უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი. მუხლი 2. სკოლაში საჩივრის/განცხადების განხილვის პრინციპები 2.1 სკოლაში წარდგენილი საჩივარი/განცხადება განიხილება ობიექტურობისა და სამართლიანობის, მიუკერძოებლობის პრინციპის დაცვით, კანონმდებლობისა და ამ წესის შესაბამისად დადგენილ ვადებში. 2.2 საჩივრის/განცხადების განხილვისას დაუშვებელია იმ პირის მონაწილეობა, რომელსაც აქვს პირადი ინტერესი, ან/და არსებობს სხვა გარემოება, რომელმაც შესაძლოა ზეგავლენა მოახდინოს გადაწყვეტილების მიღებაზე. გადაწყვეტილებაზე. მუხლი 3. განცხადების/საჩივრის წარდგენის წესი 3.1 სკოლაში საჩივრის/განცხადების წარდგენა შესაძლებელია სკოლის კანცელარიაში განმცხადებლის/საჩივრის ავტორის მიერ ჩაბარებით, საფოსტო გზავნილის ან/და ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის (eflow) საშუალებით. 3.2 სკოლაში შემოსული განცხადება/საჩივარი, რომელიც შედგენილია მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, რეგისტრაციაში უნდა გატარდეს დაუყოვნებლივ. არასამუშაო საათებში (17:00 საათიდან) შემოსული განცხადება/საჩივარი რეგისტრაციაში უნდა გატარდეს მომდევნო სამუშაო დღეს. 3.3 სკოლაში შემოსულ განცხადებაზე/საჩივარზე ადმინისტრაცია რეაგირებას ახდენს საქართველოს კანონმდებლობის და ამ წესის შესაბამისად. 3.4 განცხადება/საჩივარი შედგენილი უნდა იქნეს წერილობითი ფორმით და იგი უნდა შეიცავდეს შემდეგ რეკვიზიტებს: • სკოლის დასახელებას, რომელსაც მიმართავს განმცხადებელი/საჩივრის ავტორი; • განმცხადებლის/საჩივრის ავტორის ვინაობასა და მისამართს (საკონტაქტო ტელეფონის ნომრის მითითებით); • მოთხოვნას; • გარემოებებს, რომლებიც საფუძვლად უდევს მის მოთხოვნას; • გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის/გადაწყვეტილების დასახელებას (მხოლოდ საჩივრის შემთხვევაში); • განცხადების/საჩივრის წარდგენის თარიღსა და ხელმოწერას; • განცხადებაზე/საჩივარზე დართული დოკუმენტების ჩამონათვალს (ასეთის არსებობის შემთხვევაში). მუხლი 4. განცხადების განხილვის ზოგადი წესი და მისი ვადები 4.1 განცხადებას განიხილავს უფლებამოსილი პირი/სტრუქტურული ერთეული, რომლის კომპეტენციის ფარგლებსაც განეკუთვნება განცხადებაზე პასუხის გაცემა. 4.2 კორესპონდენცია, მიღებული გადაწყვეტილების შესახებ, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი, გაიცემა სკოლის დირექტორის სახელით და ხელმოწერით. 4.3 განცხადების განხილვის ვადა, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი, განისაზღვრება 10 სამუშაო დღით. თუ განცხადებით მოთხოვნილია ინდივიდუალურ- ადმინისტრაციული სამართლებლივი აქტის გამოცემა, რომელიც არ ეხება მესამე პირის ინტერესებს, ის გამოიცემა განცხადების წარდგენიდან 15 დღის ვადაში. 4.4 თუ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა დადგენისათვის აუცილებელია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოსაცემად კანონმდებლობით გათვალისწინებულზე მეტი ვადა, უფლებამოსილმა პირმა/სტრუქტურულმა ერთეულმა შესაძლებელია ადმინისტრაციული წარმოების დაწყებისას მიიღოს გადაწყვეტილება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ვადის გაგრძელების შესახებ. 4.5 ამ მუხლის 4.4. პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის საერთო ვადა არ უნდა აღემატებოდეს 3 თვეს. მუხლი 5. საჩივრის განხილვის ზოგადი წესი და მისი ვადები 5.1 საჩივარს განიხილავს უფლებამოსილი პირი/სტრუქტურული ერთეული/კომისია, რომლის კომპეტენციის ფარგლებსაც განეკუთვნება საჩივარზე პასუხის გაცემა. 5.2 საჩივრის განხილვის ვადაა ერთი თვე. 5.3 თუ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა დადგენისათვის აუცილებელია საჩივრის განსახილველად ერთ თვეზე მეტი ვადა, შესაბამისი პირი/სტრუქტურული ერთეული უფლებამოსილია, გამოიტანოს დასაბუთებული გადაწყვეტილება საჩივრის განხილვის ვადის გაგრძელების შესახებ. წინამდებარე მუხლის 5.2. პუნქტით განსაზღვრული ვადა შეიძლება გაგრძელდეს დამატებით ერთი თვით. 5.4 ამ წესის 5.3 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში, საჩივრის ავტორს ინფორმაცია ვადის გაგრძელებაზე უნდა ეცნობოს საჩივრის სკოლაში რეგისტრაციიდან 7 დღის ვადაში. 5.5 საჩივარზე პასუხი უნდა იყოს დასაბუთებული. 5.6 სკოლის მიერ მომზადებულ კორესპონდენციაში, საჭიროების შემთხვევაში, მითითებული უნდა იყოს გადაწყვეტილების გასაჩივრების წესი. თავი II. საჩივრის განხილვის წესი დისციპლინური წარმოებისას მუხლი 6. დისციპლინური სახდელის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების ზოგადი წესი 12.1 დირექტორის/დისციპლინური კომიტეტის გადაწყვეტილება დისციპლინური სახდელის დაკისრებაზე უარის თქმის შესახებ, ან დისციპლინური კომიტეტის გადაწყვეტილება დისციპლინური სახდელის დაკისრებაზე და სკოლის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი სახდელის დაკისრებასთან დაკავშირებით საჩივრდება სკოლის სამეურვე
სკოლის ინფრასტრუქტურული მდგომრაოება შეესაბმება , ზოგადსაგანმანატლებლო დაწესებულების მიმართ დადგენილ სტანტარტს. სკოლის ოთხივე სართული გარემონტებულია, საკლასო ოთახები აღჭურვლია ახალი ინვენტარით, სკოლაში ფუნქციონირებს ბიბლიოთეკა, რომელიც აღჭურვილია ყველა საჭირო ინვენტარით , სკოლას აქვს შიდა, აგრეთვე გარე სტადიონი, გარე სტადიონი ახალი გარემონტებულია, დაგებულია მწვანე საფარი და შემოღობილია ლითონის ღობით. სკოლის პრიორიტეტული მიმართულებაა განათლების ინკლუზიური გარემოს შექმნა, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის ფუნქციონირებს რესურცოთახები, ადაპტირებული საპირფარეშო, პანდუსი.
,,ზოგადი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საჯარო სკოლის დირექტორი თანხებს განკარგავს სამეურვეო საბჭოს მიერ დამტკიცებული სკოლის ბიუჯეტის მიხედვით. სამეურვეო საბჭოს მიერ 2021 წლის ბოლოს დამტკიცდა 2022 წლის ბიუჯეტი, რომელიც დაგეგმილი იყო რეალური გათვლებისა და გაანგარიშების საფუძველზე, როგორც შემოსავლით, ისე ხარჯვით ნაწილში. 2022 წლის ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში გათვალისწინებული იყო როგორც ვაუჩერული დაფინანსებიდან, ისე ეკონომიკური საქმიანობიდან მისაღები სავარაუდო შემოსავლები. 2022 წლის სკოლის ბიუჯეტის შემოსავლები და გადარიცხვითი ოპერაციები განხორციელებულია კანონმდებლობის შესაბამისად. 2022 წლის 01 იანვრის მდგომარეობით სკოლის საბანკო ანგარიშზე ირიცხებოდა 4792 ლარი. სკოლის 2022 წლის 01 იანვრიდან 30 ნოემბრის ჩათვლით მიღებულმა შემოსავალმა ჯამში შეადგინა 1584598 ლარი. სკოლის საბიუჯეტო დაფინანსებამ შეადგინა 1559069 ლარი, საიდანაც 852542 ლარი შეადგენს სკოლაში რიცხულ მოსწავლეებზე გათვლილ ვაუჩერულ დაფინანსებას, COVID-19 პანდემიის პირობებში საჯარო სკოლების მხარდაჭერის ფარგლებში მასწავლებლების დანამატისთვის (ონლაინ გაკვეთილები) ჩაირიცხა 20384 ლარი, 610224 ლარი - დანამატი სქემით განსაზღვრული სტატუსის მქონე პედაგოგებისთვის, ხოლო 46900 ლარი - სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვების სწავლების დასაფინანსებლად. 4655 ლარი ჩაირიცხა სკოლის ანგარიშზე გამაგრილებელი სისტემის ნაწილების შეძენა-შეკეთებისთვის. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 27 დეკემბრის N1222 ბრძანების საფუძველზე, 2022 წელს სკოლას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაფინანსების ფარგლებში ჩაერიცხა 6600 ლარი ექიმის კაბინეტის ფუნქციონირებისათვის. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ დეფიციტის შევსების მიზნით ჩაგვირიცხა 17764 ლარი. 2022 წელს სკოლამ იჯარით გასცა ფართები სპორტული სექციების, ქართული ხალხური ცეკვის წრის, ჭადრაკის და ხალხური სიმღერის წრის ფუნქციონირებისთვის. ასევე სექტემბრის თვიდან განახლდა გახანგრძლივებული ჯგუფის მუშაობა, რომელიც სკოლაში დაწყებული სარემონტო სამუშაოების გამო, შეჩერდა 01 დეკემბრიდან რემონტის დასრულებამდე. სკოლის არასაბიუჯეტო შემოსავლებმა შეადგინა 25529 ლარი - იჯარიდან შემოსავალი 11855 ლარი, გახანგრძლივებული წრის შემოსავალი- 2065 ლარი. სკოლამ საბანკო ანგარიშზე არსებული თანხის პროცენტის სახით, როგორც ,,სხვა შემოსავალი’’ 2022 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით, ჯამში მიიღო 3277 ლარი. სსიპ - შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა სკოლის საბანკო ანგარიშზე ჩარიცხა ზაფხულის პერიოდში მათ მიერ გახარჯული კომუნალურების თანხა- 8332 ლარი. სკოლის 2022 წლის ბიუჯეტის ძირითადი ნაწილი მოხმარდა შრომის ანაზღაურებასა (ხელფასები, თანამდებობრივი სარგო, სქემით განსაზღვრული სტატუსის დანამატები, საავადმყოფო ფურცლები) და კომუნალურ გადასახადებს. ამას გარდა, შესყიდულ იქნა სასკოლო-საოფისე ინვევტარი, სკოლისათვის საჭირო საოფისე ნივთები (საკანცელარიო ნივთები, საბეჭდი ქაღალდი, საკანცელარიო წიგნები და სხვა ანალოგიური მასალები) და სკოლის მოვლა-დასუფთავებისთვის საჭირო საგნები და მასალები. სკოლის 2022 წლის ბიუჯეტი მაქსიმალურად პასუხობდა სკოლის მოთხოვნილებებს. სკოლის თანხების ხარჯვა განხორციელდა წინასწარ დასახული მიზნებისა და ამოცანების შესასრულებლად და სასწავლო პროცესსა თუ ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე საჭიროებების შესაბამისად.