თბილისი, ვაკე-საბურთალო, თბილისი, ალ. ყაზბეგის გამზ. №27
- სექტორი
- ქართული
- ცვლა
- 1
- საერთო ლიმიტი
- 125
- თავისუფალი ადგილი
- 0
- სსსმ ლიმიტი
- 13
- სსსმ თავისუფალი ადგილი
- 12
თბილისი · ვაკე-საბურთალო · თბილისი, ვაკე-საბურთალო, ალ. ყაზბეგის გამზ. №27
გახსენით სასურველი სექცია ტექსტის, თემატური ბმულებისა და დოკუმენტების ჩამონათვალის სანახავად.
სკოლის მისია სსიპ ქართველ იუნკერთა სახელობის ქალაქ თბილისის N 52 საჯარო სკოლის მისიას წარმოადგეს ხელსაყრელი პირობების შექმნა ადამიანის კულტურული, სოციალური და პიროვნული ზრდისათვის, მისი თვითგანვითრებისა და თვითრეალიზაციისათვის, მოზარდის ინტელექტუალური პოტენციალის მაქსიმალური გამოვლენისა და განვითარებისათვის, მოსწავლეთა მიერ კვლევითი ჩვევების დაუფლებისთვის. მისი მიზანია ფიზიკურად და ემოციურად უსაფრთხო გარემოში შესძინოს მოსწავლეებს თვითრეალიზაციისთვის აუცილებელი ცოდნა და გახადოს კონკურენტუნარიანი მოქალაქე. სკოლის ხედვა სკოლა გეგმავს შექმნას მრავალფეროვანი საგანმანათლებლო სივრცე, სადაც ფორმალური და არაფორმალური განათლების საშუალებით, მოსწავლეებს მიეცემათ შესაძლებლობების და პოტენციალის გამოვლენისა და რეალიზების საშუალება. სკოლის მთავარი ამოცანაა ყველა მოსწავლე თანაბრად მოვამზადოთ წარმატებისთვის. აქედან გამომდინარე სკოლა, საგნობრივი კურიკულუმების, კონკურსებისა და არაფორმალური განათლების ფარგლებში დაგეგმილი აქტივობების საშუალებით, ხელს უწყობს მოსწავლეებში თავისუფალ აზროვნებაზე დაფუძნებული იმ ღირებულებების, ფასეულობების ჩამოყალიბებას, რომელიც გარემოში ადაპტაციისა და ცხოვრებისეული პრობლემების გადაწყვეტის საშუალებას იძლევა; ჩვენ მზად ვართ შევქმნათ სრულყოფილი უსაფრთხო, განვითარებადი, ინკლუზიური გარემო ყველა მოსწავლისათვის. სკოლის ღირებულებები: სკოლა უპირველეს ყოვლისა, ხელმძღვანელობს სასწავლო პროცესში ჩართული პირების საუკეთესო ინტერესებით და საქმიანობას წარმართავს შემდეგ ღირებულებებზე დაყრდნობით: გამჭირვალობა: ჩვენი საქმიანობა, ხედვები და ღირებულებები საჯაროდაა ხელმისაწვდომი და წინასწარ ცნობილია ყველა დაინტერესებული პირისათვის, უზრუნველყოფილია სკოლის საქმიანობის შესახებ ინფორმაციის საჯაროობა. მიუკერძოებლობა: ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ სკოლის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები შეესაბამება მოქმედ კანონმდებლობასა და ითვალისწინებს დაინტერესებულ მხარეთა საუკეთესო ინტერესებს. თანამშრომლობა: ჩვენ ღია ვართ დაინტერესებულ მხარეებთან თანამშრომლობისათვის. კონსტრუქციულად განვიხილავთ სიახლეებს, წინადადებებს, განსხვავებულ პოზიციებსა და ორიენტირებულნი ვართ პრობლემების გადაჭრაზე. ობიექტურობა: ჩვენ მიერ განხორციელებული შეფასებები, ეფუძნება ეროვნულ სასწავლო გეგმას და ფაქტობრივ გარემოებებს. დადგენილი პროცედურები მაქსიმალურად გამორიცხავს შეფასებაში მონაწილე პირების სუბიექტივიზმს. განვითარება და ინოვაციურობა: სისტემატურად ვაფასებთ ჩვენს საქმიანობას და შეფასების შედეგებზე დაყრდნობით, ვგეგმავთ განვითარების ინოვაციურ გზებს. არ ვერიდებით სიახლეების დანერგვას. უსაფრთხოება: ჩვენ ვქმნით თითოეული სასკოლო საზოგადოების წევრისთვის უსაფრთხო სასკოლო გარემოს.
სსიპ ქართველ იუნკერთა სახელობის ქ.თბილისის 52-ე საჯარო სკოლის სტრუქტურული ერთეულების/პირების ფუნქციების აღწერა თავი I. პირების ფუნქციები მუხლი 1.ზოგადი დებულებები 1. სსიპ ქართველ იუნკერთა სახელობის ქ.თბილისის 52-ე საჯარო სკოლის (შემდგომში - სკოლა) სტრუქტურული ერთეულების/პირების ფუნქციების აღმწერი დოკუმენტი განსაზღვრავს სკოლაში მოქმედი სტრუქტურული ერთეულებისა და დაასაქმებული პირების ძირითად ფუნქციათა ჩამონათვალს. 2. სკოლა ვალდებულია გააცნოს „თანამდებობრივი ინსტრუქციები“ თავის დასაქმებულს. მუხლი 2. სკოლის დირექტორი 1. არის სკოლის წარმომადგენელი მესამე პირებთან ურთიერთობაში და ახორციელებს ადმინისტრაციულ ფუნქციებს სკოლაში, მართავს სკოლას და ხელს უწყობს სკოლის უწყვეტ განვითარებას ყველა მოსწავლისათვის სწავლებისა და სწავლის მაღალი ხარისხისა და სწავლის თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფის მიზნით. ის თავისი ფუნქციების შესრულებისას დამოუკიდებელი, კეთილსინდისიერი და მიუკერძოებელია. 2. ხელს უწყობს ზოგადი განათლების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიზნების მიღწევასა და ამ პოლიტიკის შესაბამისი სიახლეებისა და ცვლილებების განხორციელებას. 3. უზრუნველყოფს სკოლის შემდგომ წინსვლასა და განვითარებას სკოლის თვითშეფასების საფუძველზე. 4. თანაბარ ყურადღებას იჩენს მოსწავლის, მშობლის, მასწავლებლის ან სკოლაში დასაქმებული სხვა პირის მიმართ განურჩევლად სქესის, რასის, ენის, რელიგიის, ეროვნული, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, ქონებრივი მდგომარეობის, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების, შეზღუდული შესაძლებლობისა თუ სხვა ნიშნისა. 5. ხელმძღვანელობს და კოორდინაციას უწევს საამრიგებლო პროგრამების განხორციელებას, დამრიგებლებსა და მოსწავლეებს აძლევს მითითებებსა და დავალებებს. 6. იცავს მოსწავლესთან, მშობელთან, მასწავლებელთან და სკოლაში დასაქმებულ სხვა პირებთან დაკავშირებული ინფორმაციის კონფიდენციალურობას. 7. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ზრუნავს საკუთარ და სკოლის თანამშრომელთა პროფესიულ განვითარებაზე. 8. შეიმუშავებს საშტატო განრიგს; 9. სამეურვეო საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკას, სკოლის უსაფრთხოების პოლიტიკას, სკოლის განვითარების სტრატეგიასა და სკოლის ყოველწლიურ სამოქმედო გეგმას, აგრეთვე სკოლის შინაგანაწესს და სკოლის ბიუჯეტს; 10. მონაწილეობს სასკოლო სასწავლო გეგმის შემუშავებაში და დასამტკიცებლად წარუდგენას პედაგოგიური საბჭოს; 11. სამინისტროს მიერ დამტკიცებული პირობებისა და წესის შესაბამისად უზრუნველყოფს მასწავლებლებსა და სკოლის სხვა თანამშრომლებთან შრომითი ხელშეკრულებების დადებასა და შესრულებას; 12. სკოლის სამეურვეო საბჭოს ყოველი წლის 10 დეკემბრამდე აბარებს ანგარიშს სასწავლო პროცესის მიმდინარეობისა და ფინანსური საქმიანობის შესახებ; 13. უფლებამოსილია დადოს გარიგებები, მათ შორის, სკოლის ქონების შესახებ, გარდა იმ გარიგებებისა, რომელთათვისაც საქართველოს კანონმდებლობითა და სკოლის წესდებით გათვალისწინებულია სამეურვეო საბჭოს ან კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს თანხმობა; 14. გამოსცემს ინდივიდუალურ-სამართლებრივ აქტებს; 15. ნიშნავს დირექტორის იმ მოადგილეს, ხოლო დირექტორის მოადგილის თანამდებობის არარსებობის შემთხვევაში – სკოლის იმ თანამშრომელს, რომელიც დირექტორის/დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის მიერ თავისი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში შეასრულებს დირექტორის მოვალეობას, და ამ მონაცემს სარეგისტრაციოდ უგზავნის განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას. მუხლი 3. დირექტორის მოადგილე/მოადგილეები 1. დირექტორის პირველი მოადგილე თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, “ზოგადი განათლების შესახებ" საქართველოს კანონით, შინაგანაწესით, ამ ინსტრუქციით, დირექტორის სკოლის ტერიტორიაზე სამოქმედოდ გამოცემული ბრძანებით, ინსტრუქციებითა და მითითებებით, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით. 1. 2. დირექტორის მოადგილეს ნიშნავს და ათავისუფლებს სკოლის დირექტორი.
სკოლის წარმატება და განვითარება მნიშვნელოვანწილად მასწავლებლის პროფესიულ ოსტატობას ეფუძნება. მათ მაღალი პროფესიონალიზმი, დიდი პასუხისმგებლობა, ძალისხმევა და ენთუზიაზმი ესაჭიროებათ იმისთვის, რომ უპასუხონ თანამედროვე მოთხოვნებს. მუდმივი სწრაფვა განვითარებისაკენ, ცოდნის გაღრმავება, თანამედროვე, მუდმივად განვითარებადი ტექნოლოგიებისადმი პროფესიონალური დამოკიდებულება, საკუთარი გამოცდილებისა და უნარების მობილიზება არის საკვანძო საკითხები სკოლის მიერ წარმატების მისაღწევად. 2023-2030 წლებში სსიპ ქართველ იუნკერთა სახელობის ქ.თბილისის 52-ე საჯარო სკოლის გრძელვადიან პრიორიტეტებს წარმოადგენს: • სასკოლო საზოგადოებაში ცოდნაზე, გულწრფელობაზე, ღიაობაზე, თანამონაწილეობასა და პასუხისმგებლობაზე დაფუძნებული ღირებულებების, დემოკრატიის პრინციპების გაზიარება და დემოკრატიულ ღირებულებებზე დაფუძნებული სასკოლო კულტურის ჩამოყალიბება. • მოსწავლეების, მშობლებისა და პედაგოგების თანამშრომლობის უზრუნველყოფით უსაფრთხო, კონკურენტუნარიანი გარემოს შექმნა, სადაც ყველა მოსწავლეს ექნება თანაბარი შესაძლებლობა მიიღოს თანამედროვე, ღრმა და ფართო განათლება, მომზადებული შეხვდეს ცხოვრების მოთხოვნებს, ჩამოყალიბდეს კანონმორჩილ ადამიანად. • სკოლა მოწოდებულია უზრუნველყოს ჰარმონიულად განვითარებული, კონკურენტუნარიანი, ადაპტაციის უნარის მქონე, ეროვნული ინტერესების გამტარებელი, ტოლერანტი, საზოგადოებრივად აქტიური, დემოკრატიული პრინციპების მქონე მოქალაქის ჩამოყალიბება. • სკოლა უზრუნველყოფს მოსწავლეების ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ სწავლებას და ხელმისაწვდომობას, ხარისხიანი განათლების მიცემას. • სკოლისათვის უმნიშვნელოვანესია მოსწავლეთა შორის, როგორც ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება, ასევე იმ ცოდნის გადაცემა და უნარ-ჩვევების განვითარება, რაც აუცილებელია თანამედროვე ცხოვრებაში. მოსწავლე უნდა ვითარდებოდეს როგორც გონებრივად ისე ფიზიკურად, რის მიღწევასაც სკოლა შეეცდება მრავალპროფილიანი სპორტული სექციებითა და უცხო ენების არჩევის ფართო სპექტრით. • მოზარდმა უნდა შეძლოს ქვეყნის ინტერესების, ტრადიციებისა და ღირებულებების მიმართ საკუთარი პასუხისმგებლობის გააზრება, ინტელექტუალური თუ ტექნოლოგიური მიღწევების ეფექტიანად გამოყენება, ინფორმაციის მოპოვება, დამუშავება და ანალიზი. • მოსწავლემ უნდა მოახერხოს საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმალური რეალიზება და მომავალში არჩევანის გაკეთება განათლებასა და შრომით საქმიანობას შორის. • დასახული მიზნების მისაღწევად სკოლის სასწავლო პროცესი ეფუძნება დირექციის, მაღალკვალიფიციური პედაგოგებისა და მშობლების ურთიერთთანამშრომლობის პრინციპს.
სსიპ ქართველ იუნკერთა სახელობის ქალაქ თბილისის N52 საჯარო სკოლამ 2022-2023 სასწავლო წლის სტრატეგიული გეგმის შედგენისას იხელმძღვანელა წინა სასწავლო წლის ერთწლიანი სამოქმედო გეგმის რეფლექსიით. გარდა ამისა, გაითვალისწინა ახალი გამოწვევები და მეტი განვითარებისათვის გამოყო 5 ძირითადი მიმართულება. ესენია: სასწავლო პროცესის ხარისხის ამაღლება; სასკოლო დოკუმენტაციის შემუშავება/განახლება და ორგანიზაციული განვითარება; მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესება; უსაფრთხო, ორგანიზებული და დისციპლინირებული გარემოს უზრუნველყოფა; მშობელთა ჩართულობის ხელშეწყობა. სკოლას გათვალისწინებული აქვს მთელი რიგი აქტივობები, რაც ხელს შეუწყობს დასახული ამოცანების შესრულებას და საბოლოო ჯამში ზემოაღნიშნული მიზნების მიღწევას.
სსიპ ქართველ იუნკერთა სახელობის ქ.თბილისის 52-ე საჯარო სკოლა ცდილობს უზრუნველოყოს და წაახალისოს მოსწავლეთა ინიციატივები და ჩართულობა სასწავლო პროცესსა და სასკოლო ცხოვრებაში, შესაბამისად : • მოსწავლეს აქვს უფლება წერილობით ან/და ზეპირად გამოხატოს საკუთარი აზრი და გამოიჩინოს ინიციატივა. • მოსწავლეს ან/და მოსწავლეთა გარკვეულ ჯგუფს შეუძლია ინიციატივით მიმართოს სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობას/კლასის დამრიგებელს/დირექციას და ჩაერთოს ინიციატივის განხილვის პროცესში. • მოსწავლეთა თვითმმართველობა ან/და კლასის დამრიგებელი უფლებამოსილია მხარი დაუჭიროს მოსწავლის ან/და მოსწავლეთა გარკვეული ჯგუფის ინიციატივას და მიმართოს სკოლის დირექციას. მოსწავლეთა სწავლისა და პიროვნული ზრდის მხარდაჭერისთვის მშობელთა ჩართულობას სკოლა დიდ მნიშვნელობას ანიჭებს. ამის ნათელი მაგალითია საბაზო-საშუალო საფეხურზე მიმდინარე პროექტი „ჩემი პროფესია ჩემი ქვეყნისთვის“. აღნიშნული პროექტი მოიცავს მშობელთა ჯგუფების ჩართულობის სერიას, რომელთა მიმდინარეობისას მშობლები სტუმრობენ სკოლას და საკუთარ პროფესიებსა და გამოცდილებას უზიარებენ მოსწავლეებს. შეხვედრები ინტერაქციულია და მოსწავლეებს აქვთ შესაძლებლობა მათთან გააჟღერონ სხვადასხვა შეკითხვა და მიიღონ პასუხები მათთვის საინტერესო თემებზე. მნიშვნელოვანია არაფორმალური განათლების ელემენტები სასწავლო პროცესში, როგორებიცაა გაცვლითი პროგრამები და თანამშრომლობითი აქტივობები, რაც სასწავლო პროცესს მოსწავლის გამოცდილებასთან აახლოვებს. მაგალითად, 2012 წლიდან ვაწარმოებთ საბაზო-საშუალო საფეხურის მოსწავლეთა გაცვლით პროგრამას გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ქალაქ ჰალეს, ვილჰელმ ფონ ჰუმბოლდტის სახელობის კოოპერატიულ სკოლასთან. აღნიშნული გაცვლითი პროგრამა ყოველწლიურია, მისი მიზანი კულტურათაშორისი დიალოგი,ტოლერანტობის ჩამოყალიბება, მოსწავლეთა ენობრივი ზრდა, მათთვის ცხოვრებისეული გამოცდილების მიცემაა, ისინი ეცნობიან სხვა ქვეყნის საგანმანათლებლო სისტემას, სასკოლო ცხოვრებაში ჩართულნი არიან ყოველდღიურად, ღრმად აღიქვამენ მხარეთმცოდნეობის ელემენტებს. ამ პერიოდში მოსწავლეებს ეძლევათ შესაძლებლობა არსებული ენობრივი ცოდნის რეალიზება მოახდინონ ავთენტურ გარემოში. სკოლის ადმინისტრაციის, დირექციისა და მასწავლებლების მხრიდან ყოველთვის მხარდაჭერილია მოსწავლეთა და მათი მშობლების ინიციატივები, დირექტორი ხელს უწყობს მათ ჩართულობას სხვადასხვა აქტივობებში, რომელიც მიმართულია მოსწავლისა და სკოლის განვითარებისკენ. მაგალითად, გერმანული ენის კათედრაზე მასწავლებლებსა და მოსწავლეებს ჰქონდათ იდეა, მდგრადი განვითარების მიმართულებით სკოლაში განეხორციელებინათ პროექტი „მდგრადი განვითარება უკეთესი მომავლისთვის“ ნიუ ვიჟენის უნივერსიტეტთან თანამშრომლობით. დასახელებულ პროექტში ჩასართავად შეიკრა სამუშაო ჯგუფი, რომელიც მოიცავდა რამდენიმე მშობელსა და მოსწავლეს. პროექტი მიმდინარეობს სკოლის დირექტორის აქტიური მხარდაჭერითა და თანამონაწილეობით
ქცევის წესები 1. მოსწავლის დისციპლინურ გადაცდომად ითვლება: ა) არაერთგზის დაგვიანება; ბ) გაკვეთილის ჩაშლა ან ჩაშლის მცდელობა; გ) გაკვეთილის თვითნებურად მიტოვება; დ) მობილური ტელეფონით ან/და ნებისმიერი სხვა სახის ტექნიკური საშუალებით არასასწავლო მიზნით სარგებლობა; ე) სკოლისათვის მატერიალური/ქონებრივი ზიანის მიყენება ან ასეთი ზიანის წარმოშობის საშიშროების შექმნა; ვ) მოსწავლის მიერ სკოლის შინაგანაწესით დადგენილი ჩაცმულობის წესის (სამოსი, იერსახე და სხვა) დაუცველად სკოლის ტერიტორიაზე გამოცხადება, გარდა სკოლის მიერ წინასწარ განსაზღვრულ ღონისძიებაში მონაწილეობის მიღების მიზნით გამოცხადებისა; ზ) მოსწავლის/სკოლაში დასაქმებულის/მოსწავლის მშობლის/წარმომადგენლის/სკოლის ტერიტორიაზე შემოსული გარეშე პირის სიტყვიერი შეურაცხყოფა; თ) მოსწავლის/სკოლაში დასაქმებულის/მოსწავლის მშობლის/წარმომადგენლის/სკოლის ტერიტორიაზე შემოსული გარეშე პირის ფიზიკური შეურაცხყოფა; ი) სკოლის ტერიტორიაზე მოსწავლის გამოცხადება შემდეგი ნივთებით: ი.ა) თამბაქოს ნაწარმი/ელექტრონული სიგარეტი; ი.ბ) ალკოჰოლური საშუალებები; ი.გ) ნარკოტიკული საშუალებები; ი.დ) ფსიქოტროპული საშუალებები, ექიმის შესაბამისი ნებართვის გარეშე; ი.ე) ასაფეთქებელი და მომწამვლავი ნივთიერებები; ი.ვ) ძვირადღირებული ნივთები ან დიდი ოდენობის ფული; ი.ზ) ნებისმიერი სახის იარაღი ან ბასრი ნივთი, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს იარაღად; ი.თ) სანთებელა ან ასანთი; ი.ი) აზარტული თამაშის საშუალებები; ი.კ) უხამსობის ამსახველი ნივთები/საშუალებები; ი.ლ) ელექტროშოკური მოწყობილობა; ი.მ) ნებისმიერი სხვა ნივთი, რომელიც შეიძლება საფრთხეს უქმნიდეს სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. კ) მოსწავლის დისკრიმინაცია; ლ) კონფიდენციალურობის დარღვევა; მ) ფულის ან სხვა ნივთების გამოძალვა; ნ) მოსწავლის მიერ წინამდებარე პუნქტის „ი“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ნივთის/ნივთების გამოყენება; ო) ყურსასმენების გამოყენება არასასწავლო მიზნით; პ) სკოლაში დასაქმებული პირების კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობა: ჟ) სკოლის ტერიტორიაზე სხვისი ნივთის უნებართვოდ აღება, დაკარგვა ან/და დაზიანება; რ) სკოლის უსაფრთხოების წესების დარღვევა, რომელმაც ზიანი გამოიწვია; ს) მოსწავლეთა ქცევის კოდექსის დარღვევა, გარდა აღნიშნული კოდექსის მე-8 მუხლის დარღვევისა; ტ) ფსიქოლოგიური ზეწოლა; უ) სკოლის დოკუმენტაციის ხელყოფა; ფ) სკოლის საქმიანობისთვის განკუთვნილი კომპიუტერული მონაცემის მიღება ან/და კომპიუტერული სისტემის უნებართვოდ ან სკოლის ინტერესების საწინააღმდეგოდ გამოყენება; ქ) არაფხიზელ მდგომარეობაში სკოლაში გამოცხადება; ღ) მოსწავლისთვის შეუფერებელი სხვა ქმედების ჩადენა. 2. დისციპლინური გადაცდომის ჩადენისათვის მოსწავლის მიმართ გამოიყენება შემდეგი დისციპლინური სახდელები: ა) შენიშვნა; ბ) გაფრთხილება; გ) მკაცრი გაფრთხილება; დ) საყვედური; ე) სასტიკი საყვედური; ვ) სკოლიდან დროებით დათხოვნა; ზ) სკოლისათვის სასარგებლო საქმიანობის დაკისრება; თ) მოსწავლის სკოლიდან გარიცხვა (საშუალო საფეხურზე).