ქ. რუსთავი/ბარათაშვილის ქ. № 7
- სექტორი
- ქართული
- ცვლა
- 1
- საერთო ლიმიტი
- 100
- თავისუფალი ადგილი
- 53
- სსსმ ლიმიტი
- 11
- სსსმ თავისუფალი ადგილი
- 9
ქვემო ქართლი · რუსთავი · რუსთავი, ბარათაშვილის ქ.№7
გახსენით სასურველი სექცია ტექსტის, თემატური ბმულებისა და დოკუმენტების ჩამონათვალის სანახავად.
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მისია ჩვენი მისიაა სკოლის სამი მთავარი ფიგურის - მოსწავლის, მასწავლებლისა და მშობლის თანამშრომლობით მივაღწიოთ აღმზრდელობითი პროცესის მთავარ ღირებულებას - თავისუფალი ადამიანის აღზრდას თავისუფალ გარემოში. თანამედროვე მოთხოვნათა შესაბამისი ხარისხიანი განათლების მიცემით, დამოუკიდებელი, კრიტიკული და ლოგიკური აზროვნების განვითარებით მოვამზადოთ მოსწავლეები მომავალი გამოწვევებისათვის. ჩვენი მიზანია: შედეგზე ორიენტირებული სასწავლო პროცესის ორგანიზება; მოსწავლის, მასწავლებლისა და მშობლის მოტივაციის გაზრდა; თანამედროვე პედაგოგიური ტექნოლოგიებისა და მეთოდოლოგიების დანერგვა სასწავლო და საგაკვეთილო პროცესში; მასწავლებელთა პროფესიული და კარიერული ზრდის ხელშეწყობა; საგანმანათლებლო და სააღმზრდელო მუშაობის ინტეგრაცია; უსაფრთხო, კეთილგანწყობილი და თანამშრომლობითი სასწავლო და სამუშაო გარემოს შექმნა; სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების საზოგადოებაში ადაპტაციისა და ინტეგრაციისათვის ხელშეწყობა; მოზარდის კულტურული, სოციალური და პიროვნული ზრდისათვის ჰარმონიული და ეფექტური გარემოს შექმნა; მოზარდის ინტელექტუალური პოტენციალის გამოვლენა და განვითარება; მოზარდთა სულიერი განვითარება, სამოქალაქო და სამართლებლივი აღზრდა, დემოკრატიული ღირებულებების ჩამოყალიბება; ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება; სკოლის საქმიანობის აგება დემოკრატიისა და ჰუმანიზმის, ეროვნული ტრადიციებისა და ღირებულებების გათვალისწინებით; ინტელექტუალური და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის ფორმირება და მუდმივი სრულყოფა. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ხედვა სკოლის ყველა თანამშრომელი ზრუნავს ბავშვის გონებრივ, ფიზიკურ, ემოციურ, სულიერ, განვითარებაზე, რათა ჩამოყალიბდეს სოციუმის სრულუფასოვან წევრად. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ სწავლება და სწავლა უნდა იყოს ყველასთვის განსხვავებული. სკოლის ყველა თანმშრომლს კარგად ესმის, რომ არ არსებობს სწორხაზოვანი სწავლება, რადგან ყველა ბავშვს აქვს ინდივიდუალური ნიჭი, შესაძლებლობა და განვითარების განსხვავებული პოტენციალი, ამიტომ სკოლა ზრუნავს, თითოეულმა მოსწავლემ შეიგრძნოს და დაინახოს სკუთარი განვითარების პროგრესი, თანადგომით, პასუხისმგებლობით, თანამშრომლობით, სიყვარულით, ერთგულებით. სკოლა მიმართულია თითოეული მოსწავლის შესაძლებლობების, პოტენციალისა და განსაკუთრებული ნიჭის გამოვლენასა და მაქსიმალურად განითარებაზე. ხელს უწყობს თითოეული ბავშვის ცხოვრებას და წარმატებას დღევანდელ საზოგადოებაში სკოლისა და ოჯახის კონსტრუქციული თანამშრომლობისა და პასუხისმგებლობის გადანაწილების გზით. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ღირებულებები სკოლა, საგნების სწავლა-სწავლების, სასკოლო პროექტების, სპორტული, სახელოვნებო და საკლუბო აქტივობების (მოსწავლეების, მასწავლებლების, მშობლების ჩართულობით) საშუალებით, ხელს უწყობს: ა) ურთიერთპატივისცემის, შემწყნარებლობისა და თანასწორობის დამკვიდრებას მოსწავლეებს, მშობლებს და მასწავლებლებს შორის განურჩევლად მათი სოციალური, ეთნიკური, რელიგიური, ლინგვისტური და მსოფლმხედველობრივი კუთვნილებისა; ბ) სკოლის საზოგადოების წევრებისთვის შემოქმედებითი და თანამშრომლობითი გარემოს შექმნას; გ) მოსწავლეთა მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის განვითარებასა და სამოქალაქო ჩართულობას; დ) ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის დაცვას; ე) კულტურული მრავალფეროვნების მიმართ პოზიტიური დამოკიდებულებისა და ტოლერანტობის დამკვიდრებას; ვ) ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებასა და უსაფრთხოების დაცვას; ზ) გარემოსდაცვით განათლებას მდგრადი განვითარებისთვის; თ) კონფლიქტების მშვიდობიანად მოგვარების გზების სწავლებას; ი) სამეწარმეო უნარების განვითარებას და ინიციატივების წახალისებას.
სსიპ - იაკობ გოგებაშვილის სახელობის ქალაქ რუსთავის N11 საჯარო სკოლის (შემდგომში - სკოლა) ფილოსოფიის (მისიის, ხედვის, ღირებულებების) შემუშავებისა და სტრატეგიული დაგეგმვის მეთოდოლოგია (შემდგომში - წესი) განსაზღვრავს მმართველობითი პროცესის - სკოლის მისიის, ხედვის და ღირებულებების შემუშავების, სტრატეგიული დაგეგმვისა და განვითარების ძირითად ეტაპებსა და პროცესში ჩართულ მხარეებს. წესი, ასევე, განსაზღვრავს სკოლის ფილოსიფიის, სტრატეგიული და სამოქმედო გეგმების განხილვის, დამტკიცების, მათში ცვლილებების შეტანის და გაზიარების მექანიზმებს, სტრატეგიული და სამოქმედო გეგმის მონიტორინგის, შეფასებისა და წლიური ანგარიშის მომზადებასთან დაკავშირებულ საკითხებს. 2. ამ წესში აღწერილია პრინციპები, მეთოდები და პროცედურები, რომლებზე დაყრდნობითაც ხდება სკოლის ფილოსოფიის, გრძელვადიანი - სტრატეგიული განვითარების და მოკლევადიანი - ერთწლიანი სამოქმედო გეგმების შემუშავება და მათი შესრულების მონიტორინგის მექანიზმები.
სსიპ - იაკობ გოგებაშვილის სახელობის ქალაქ რუსთავის N11 საჯარო სკოლის ფილოსოფიის (მისიის, ხედვის, ღირებულებების) შემუშავების და სტრატეგიული დაგეგმვის მეთოდოლოგია იხ. დანართი
ერთწლიანი სამოქმედო გეგმა გამომდინარეობს 2023 – 2030 წლების სტრატეგიული განვითარების შვიდწლიან გეგმიდან, სკოლის მისიიდან და სკოლის სტრატეგიული მიზნებიდან. მასში ასახულია სტრატეგიული მიზნებისა და ამოცანების შესაბამისი აქტივობები, შესრულების ინდიკატორები, შესრულებაზე პასუხისმგებელი პირები/სტრუქტურული ერთეულები, შესაბამისი რესურსები და დასახული მიზნების რეალიზების ვადები. იხ. დანართი N1
სამოქალაქო განათლების მასწავლებლის გვანცა შიშინაშვილის ინიციატივით ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა ჩაერთო ჩვენს პროექტში"შემოსწირე წიგნი სკოლის ბიბლიოთეკას" და უსასყიდლოდ გადმოგვცა საბავშვო და საყმაწვილო ლიტერატურის საუკეთესო ნიმუშები. მადლობა მათ მხარდაჭერისათვის! თქვენ კი ძვირფასო პედაგოგებო ,თქვენს მოსწავლეებთან ერთად ბედნიერ მოგზაურობას გისურვებთ წიგნის სამყაროში!
სსიპ - იაკობ გოგებაშვილის სახელობის ქალაქ რუსთავის N11 საჯარო სკოლის შინაგანაწესი იხ. დანართი
სკოლის ფოტოები ატვირთულია ბმულის სახით
სსიპ იაკობ გოგებაშვილის სახელობის ქალაქ რუსთავის N11 საჯარო სკოლის მასწავლებელთა ხელფასების მატების სტატისტიკა სახელფასო ფონდი მატებამდე: 75 653 ლარი; სახელფასო ფონდი მატების შემდეგ: 100 877 ლარი; ნამატი: 25 224 ლარი; პედაგოგთა რაოდენობა: 59 მასწავლებლის საშუალო ხელფასი გაიზარდა: 428 ლარით.