რუსთავი, კახაბერ თავგორაშვილის ქ.N14
- სექტორი
- ქართული
- ცვლა
- 1
- საერთო ლიმიტი
- 75
- თავისუფალი ადგილი
- 8
- სსსმ ლიმიტი
- 8
- სსსმ თავისუფალი ადგილი
- 7
ქვემო ქართლი · რუსთავი · რუსთავი, კახაბერ თავგორაშვილის ქ.N14
გახსენით სასურველი სექცია ტექსტის, თემატური ბმულებისა და დოკუმენტების ჩამონათვალის სანახავად.
სკოლის მისია: სსიპ ნიკოლოზ მუსხელიშვილის სახელობის ფიზიკა- მათემატიკის ქალაქ რუსთავის N 26 საჯარო სკოლის მისიაა, შექმნას ნაყოფიერი გარემო ქალაქ რუსთავში ფიზიკისა და მათემატიკის გაძლიერებული შესწავლით დაინტერესებული მოსწავლეებისათვის; აღზარდოს ლიდერის თვისებებით აღჭურვილი და სახელმწიფოებრივად მოაზროვნე წარმატებული მოქალაქეები. სკოლის ხედვა: • მოსწავლეს განუვითაროს კრიტიკული აზროვნების უნარი; • უზრუნველყოს მოსწავლეებისათვის ფიზიკისა და მათემატიკის გაძლიერებულად სწავლების შესაძლებლობა შესაბამისი პროგრამების დანერგვით; • შეიმუშავოს შესაბამისი აქტივობები მოსწავლეებში სირთულეების დაძლევის, მიზანდასახულობის, თვითრეალიზაციის გაღრმავებისა და მოტივაციის ასამაღლებლად; • უზრუნველყოს ესგ-ით გათვალისწინებული სხვა სასწავლო დისციპლინების სასკოლო სწავლების მეთოდებისა და მიდგომების განვითარება სკოლის ღირებულებები: მისიითა და ხედვით დასახული მიზნების წარმატებით შესასრულებლად საჭიროდ მიგვაჩნია, სასკოლო საზოგადოებამ ( დირექცია, მასწავლებლები, მოსწავლეები, მშობლები ) იხელმძღვანელოს შემდეგი სამუშაო პრინციპებით: • გუნდურობა და ურთიერთპატივისცემა; • გამჭვირვალობა; • პროფესიონალიზმი-პროფესიული სრულყოფისაკენ სწრაფვა, საქმის სიყვარული და ერთგულება; • ინოვაციური მიდგომების წახალისება და წარსული გამოცდილების გათვალისწინება; • სამართლიანობის დაცვა-მიუკერძოებლობა; • სასკოლო საზოგადოების უფლებების დაცვა; • თანასწორობა.
სკოლის სტრუქტურა მოიცავს სამურვეო საბჭოს, პედაგოგიურ საბჭოს, დირექციას, ადმინისტრაციას, დისციპლინურ კომიტეტს, მრჩეველთა საბჭოს, მოსწავლეთა თვითმმართველობას, ტექნიკურ პერსონალს (იხ. მიბმული ფაილი)
2020 წლის სექტემბრიდან სკოლა ჩართულია USAID საბაზისო განათლების პროგრამაში, რომლის მიზანია განათლების რეფორმის მხარდაჭერა სწავლების დაწყებით საფეხურზე მოსწავლეზე ორიენტირებული მიდგომების დანერგვის, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობისა და კვლევაზე დაფუძნებული სასწავლო პროცესის განვითარების მიმართულებით. განმახორციელებელი სკოლებში - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი. სკოლა ასევე ჩართულია „საჯარო სკოლის მოსწავლეების ტრანსპორტით უზრუნველყოფის“ პროგრამაში.
სკოლაში სასკოლო თემის მუშაობის, ქცევის წესებისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის მექანიზმებს არეგულირებს შინაგანაწესი. დისციპლინური დევნა შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ სკოლის შინგანაწესით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით.
სსიპ ნიკოლოზ მუსხელიშვილის სახელობის ფიზიკა-მათემატიკის ქალაქ რუსთავის N26 საჯარო სკოლა ფინანსდება ვაუჩერული დაფინანსებით და ამასთანავე, გააჩნია ეკონომიკური შემოსავალი, რომლებიც გამოიყენება კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად და მიემართება სკოლის განვითარებისკენ. სკოლის ძირითადი ფინანსური რესურსი იხარჯება დასაქმებულთა შრომის ანაზღაურებაზე, მატერიალური რესურსების შესყიდვაზე, კომუნალურ გადასახადებზე, საჭიროების შემთხვევაში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებზე სკოლა ყოველწლიურად შეიმუშავებს ბიუჯეტს., რომელიც იგეგმება რეალური გათვლებისა და გაანგარიშების საფუძველზე, როგორც შემოსავლით, ისე ხარჯვით ნაწილში. დეტალურად გაწერილი ბიუჯეტის განხილვა და დამტკიცება ხდება არაუგვიანეს 31 დეკემბრისა სკოლის სამეურვეო საბჭოს მიერ. ბიუჯეტის შესაბამისად, სკოლას შემუშავებული აქვს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული შესყიდვების გეგმა, რომელსაც ამტკიცებს დირექტორი ყოველი წლის 20 ნოემბრამდე, ასევე, შემუშავებული აქვს შესყიდვის განხორციელების წესი, განსაზღვრული ყავს შესყიდვების კორდინატორი, რომელსაც ევალება შესყიდვის პროცედურებთან დაკავშირებული მოთხოვნების სწორედ განხორციელება. ასევე განსაზღვრულია გეგმის კორექტირებაზე პასუხისმგებელი პირიც, ვინც ახორციელებს საჭიროების შემთხვევაში ცვლილებასა და გეგმის კორექტირებას. ფინანსური რესურსი ქმნის შესაძლებლობას ინფრასტრუქტურა იყოს გამართული, უსაფრთხო, მოწესრიგებული, ხოლო სასწავლო პროცესი შეუფერხებელი. სკოლას არ არ გააჩნია ფინანსური დავალიანება. სკოლა, თავის შემოსავლის ფარგლებში, სწორი ბიუუჯეტირებით, ინარჩუნებს ფინანსურ მდგრადობას. ფინანსების დაზოგვის მიზნით ხდება ხარჯების ოპტიმიზაცია.