რეესტრში დაბრუნება
საჯარო სკოლა · EMIS მონაცემი

სსიპ - ქალაქ რუსთავის №25 საჯარო სკოლა

ქვემო ქართლი · რუსთავი · რუსთავი, მე-20 მ/რ

რეესტრის კოდი#1853
მოსწავლე760
მასწავლებელი52
შენობა1
სკოლის პროფილი

ძირითადი ინფორმაცია

დირექტორი
ბექა შათირიშვილი
სწავლების საფეხურები
დაწყებითი (1-6), საბაზო (7-9), საშუალო (10-12)
სწავლების სექტორი
ქართული
ავტორიზაციის დასაწყისი
19/12/2024
ავტორიზაციის დასრულება
19/12/2033
პირველკლასელთა მიღება

ადგილების მიმდინარე ინფორმაცია

რუსთავი, მე-20 მ/რ

სექტორი
ქართული
ცვლა
1
საერთო ლიმიტი
75
თავისუფალი ადგილი
22
სსსმ ლიმიტი
8
სსსმ თავისუფალი ადგილი
7
EMIS-ის სრული ჩანაწერი

დამატებითი ინფორმაცია და დოკუმენტები

გახსენით სასურველი სექცია ტექსტის, თემატური ბმულებისა და დოკუმენტების ჩამონათვალის სანახავად.

მისია, ხედვა და ღირებულებებიტექსტური ინფორმაცია

სკოლის მისია: სსიპ - ქალაქ რუსთავის 25-ე საჯარო სკოლა სწავლა-სწავლების მაღალი ხარისხით, პოზიტიური, უსაფრთხო და მამოტივირებელი სასკოლო გარემოს შექმნით ემსახურება გონებრივი, ფიზიკური, ემოციური და ესთეტიკურად განვითარებული, ეროვნული ტრადიციების მატარებელი, გლობალურად მოაზროვნე, 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებით აღჭურვილი მოქალაქის აღზრდას. სკოლის ხედვა: სსიპ - ქალაქ რუსთავის 25-ე საჯარო სკოლა 2031 წელს იქნება რეგიონში ერთ-ერთი წამყვანი და მზარდი სკოლა, რომელშიც ფორმალური და არაფორმალური საგანმანათლებლო პროცესი წარიმართება მოსწავლეთა პოტენციალის მაქსიმალური გამოვლენისა და განვითარებისათვის. სკოლა მუდმივად იზრუნებს ჩამოაყალიბოს ცოდნის მაძიებელი მოქალაქე, რომელიც გლობალური აზროვნებისა და ღირებულებების საფუძველზე შეძლებს უპასუხოს 21-ე საუკუნის გამოწვევებს. ღირებულებები: • პატრიოტიზმი; • ტოლერანტობა; • პასუხისმგებლობა; • თანამშრომლობა; • ურთიერთპატივისცემა; • დემოკრატიულობა.

სტრუქტურა1 დამატებითი მასალა

დოკუმენტები

სსიპ - ქალაქ რუსთავის N25 საჯარო სკოლის სტრუქტურა.docx02/12/2024 19:42:30 · 0.1 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე
სტრატეგიული გეგმაგეგმა და შესრულების ანგარიში

გეგმა

სსიპ ქალაქ რუსთავის N25 საჯარო სკოლის შვიდწლიანი განვითარების სტრატეგიული გეგმა 2024-2031 წლები შეთანხმებულია პედაგოგიური საბჭოს 25.12.2023 წლის ოქმი N9 დამტკიცებულია სამეურვეო საბჭოს სხდომა 26.12.2023 წლის ოქმი N14

დოკუმენტები

7 წლიანი სტრატეგიული - სსიპ - ქალაქ რუსთავის 25-ე საჯარო სკოლა.pdf25/06/2024 19:21:49 · 0.18 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე

დოკუმენტები

7 წლიანი სტრატეგიული - ანგარიში.docx27/09/2024 13:55:06 · 0.05 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე
წლიური სამოქმედო გეგმაგეგმა და შესრულების ანგარიში

გეგმა

სკოლის 2024 წლის სტრატეგიული განვითარების სამოქმედო გეგმა შეთანხმებულია პედაგოგიური საბჭოს 25.12.2023 წლის ოქმი N9 დამტკიცებულია სამეურვეო საბჭოს სხდომა 26.12.2023 წლის ოქმი N14

დოკუმენტები

ერთწლიანი სმოქმედო გეგმა - სსიპ - ქალაქ რუსთავის 25-ე საჯარო სკოლა.pdf25/06/2024 19:23:09 · 0.34 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე

დოკუმენტები

ერთწლიანი სმოქმედო გეგმა - ანგარიში 2024.docx27/09/2024 13:54:29 · 0.07 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე
პროგრამები და მხარდაჭერის სერვისები2 დამატებითი მასალა

 სკოლა მოსწავლეებს სთავაზობს დამატებითი, არასავალდებულო ხასიათის მომსახურებას (გახანგრძლივებული სწავლება, კვების სერვისი). სკოლის მიერ შეთავაზებული დამატებითი, არასავალდებულო ხასიათის მომსახურების გაწევა ხორციელდება ნებაყოფლობითობის პრინციპით, კანონმდებლობის შესაბამისად და ემსახურება მოსწავლის განვითარების ხელშეწყობას.  სსიპ - ქალაქ რუსთავის 25-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები სკოლისგან იღებენ სათანადო კონსულტაციასა და მხარდაჭერას აკადემიური მიღწევების გასაუმჯობესებლად (საშემოდგომი, ნიშნის ასამაღლებელი, ექსტერნის გამოცდების წინ კონსულტაციის მიზნით ინიშნება კონსულტაციები);  სსიპ - ქალაქ რუსთავის 25-ე საჯარო სკოლა სწავლის დაწყების მომენტიდან ხელს უწყობს მოსწავლეთა ადაპტაციას სასწავლო გარემოსთან (დაწყებითი კლასების კათედრა სხვა კათედრებთან თანამშრომლობით ატარებს მომავალი პირველკლასელებისთვის სახალისო გაკვეთილებს; ახორციელებს სხვადასხვა აქტივობებს)  სკოლის დირექცია/პედაგოგები უზრუნველყოფენ დამატებითი/არაფორმალური აქტივობების წახალისებასა და მოსწავლეთა ინიციატივების მხარდაჭერას (მოსწავლეთა ინიციატივების მხარდაჭერის ფარგლებში: მოსწავლეთა თვითმმართველობა თანამშრომლობს დირექციასთან და სხდომებზე მიღებულ გადაწყვეტილებებს ათანხმებს მასთან; მოსწავლეთა თვითმმართველობა იცავს მოსწავლეთა ინტერესებს და მათ უფლებებს, საჭიროების შემთხვევაში მოსწავლეებს სკოლის დირექციასთან შუამდგომლობს; მოსწავლეთა თვითმმართველობის ორგანო ხელს უწყობს სკოლაში არსებული კლუბების აქტიურ მუშაობას;სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობა სკოლისათვის მნიშვნელოვან საკითხებზე წარადგენს წინადადებებს; ე) სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობა სკოლისათვის მნიშვნელოვან საკითხებზე წარადგენს წინადადებებს; ვ) სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობა მონაწოლეობს სკოლაში მიმდინარე ღონისძიებების, პროექტების დაგეგმასა და განხორციელებაში; ზ) მოსწავლეთა თვითმმართველობა განიხილავს სწავლაში პრობლემების მქონე მოსწავლეთა საკითხებს; თ) მოსწავლეთა თვითმმართველობა განიხილავს გამორჩეული მოსწავლეების აღიარებისა და წახალისების საკითხებს; ი) მოსწავლეთა თვითმმართველობა გეგმავს პროექტებს, ინიციატორია სხვადასხვა აქტივობების  სკოლაში უზრუნველყოფილია კარიერული დაგეგმვისა და პროფესიული ორიენტაციის მომსახურება (ხორციელდება პროფორენტაციასთან დაკავშირებული პროექტები, იგეგმება ვიზიტები პროფესიულ კოლეჯებში, ხორციელდება შეხვედრები კოლეჯებისა და უნივერსიტეტების წარმომადგენლებთან და სხვ)

დოკუმენტები

ბრძანება N35 მოსწავლეთა თვითმმართველობის დებულების დამტკიცება.pdf27/09/2024 14:57:26 · 0.29 MB
მოსწავლეთა-თვითმმართველობის-დებულება.pdf27/09/2024 14:57:27 · 2.52 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე
ქცევის წესები და გასაჩივრების მექანიზმები2 დამატებითი მასალა

1.მოსწავლის დისციპლინური გადაცდომა, პასუხისმგებლობის სახეები,მოსწავლეთა მიმართ დისციპლინური წარმოების წესი, სკოლის მანდატურის მიერ შედგენილ დარღვევის აღრიცხვის ფურცელზე რეაგირების ვადები და პირობები, განცხადებისა და საჩივრის განხილვის წესი მოცემულია სკოლის შინაგანაწესში. 2.შინაგანაწესი ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისათვის / განთვსებულია ყველასათვის თვალსაჩინო ადგილას 3. დამრიგებელი ვალდებულია სასწავლო წლის დაწყებისას შინაგანაწესი გააცნოს მოსწავლესა და მის მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს.

დოკუმენტები

შინაგანაწესი-2022.docx10/04/2024 21:12:21 · 0.05 MB
განცხადებისა-და-საჩივრის-განხილვის-წესი-1.docx27/09/2024 14:03:51 · 0.02 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე
ინფრასტრუქტურა1 დამატებითი მასალა

სსიპ - ქალაქ რუსთავის 25-ე საჯარო სკოლას ჩაუტარდა სრული რეაბილიტაცია რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით. სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, სკოლაში მოეწყო საკლასო ოთახები, საპირფარეშოები, სპორტული მოედანი და ეზოს ტერიტორია. ასევე, დამონტაჟდა გათბობის, წყალმომარაგების და კანალიზაციის სისტემები. სკოლის შენობა ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.

ფინანსები1 დამატებითი მასალა

10 დეკემბრის ანგარიში

დოკუმენტები

10-dekembris-angarishi-saswavlo-procesze-2023.doc27/09/2024 13:52:23 · 0.13 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე