რეესტრში დაბრუნება
საჯარო სკოლა · EMIS მონაცემი

სსიპ - ვაჟა-ფშაველას სახელობის ქალაქ რუსთავის №23 საჯარო სკოლა

ქვემო ქართლი · რუსთავი · რუსთავი, მე-12 მ/რ 49ა

რეესტრის კოდი#1851
მოსწავლე1016
მასწავლებელი64
შენობა1
სკოლის პროფილი

ძირითადი ინფორმაცია

დირექტორი
მზია კიწმარიშვილი
სწავლების საფეხურები
დაწყებითი (1-6), საბაზო (7-9), საშუალო (10-12)
სწავლების სექტორი
ქართული
ავტორიზაციის დასაწყისი
ავტორიზაციის დასრულება
პირველკლასელთა მიღება

ადგილების მიმდინარე ინფორმაცია

რუსთავი, მე-12 მ/რ 49ა

სექტორი
ქართული
ცვლა
1
საერთო ლიმიტი
150
თავისუფალი ადგილი
88
სსსმ ლიმიტი
16
სსსმ თავისუფალი ადგილი
10
EMIS-ის სრული ჩანაწერი

დამატებითი ინფორმაცია და დოკუმენტები

გახსენით სასურველი სექცია ტექსტის, თემატური ბმულებისა და დოკუმენტების ჩამონათვალის სანახავად.

მისია, ხედვა და ღირებულებები1 დამატებითი მასალა

მისია სსიპ ვაჟა-ფშაველას სახელობის ქალაქ რუსთავის №23 საჯარო სკოლის მისიაა მრავალფეროვანი სასწავლო პროცესის, ორგანიზებული სასწავლო გარემოსა და ხარისხიანი განათლების მიღების საშუალებით აღზარდოს ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების მატარებელი, საზოგადოებრივი პასუხისმგებლობის მქონე, ინიციატივიანი, თავისუფალი მოქალაქე, რომელიც შეძლებს სათანადო ადგილის დამკვიდრებას საზოგადოებაში და საკუთარი წვლილის შეტანას ქვეყნის განვითარებასა და წინსვლაში. ხედვა მოსწავლის ინდივიდუალური ინტერესებიდან გამომდინარე, უახლოესი ექვსი წლის მანძილზე ჩვენი ძირითადი პრიორიტეტია მოსწავლეებმა მიიღონ არა მარტო ზოგადი განათლება, არამედ შეძლონ თავიანთი შესაძლებლობების, ნიჭისა და ინტერესების რეალიზება, ძლიერი მხარეების აღმოჩენა და განვითარება, რისთვისაც სკოლაში შექმნილია შესაბამისი ინკლუზიური, ინდივიდუალური მიდგომები. შედეგად მივიღებთ მეტად დადებით, მეგობრულ, გუნდურ, მასტიმულირებელ, უსაფრთხო, პოზიტიურ სასწავლო გარემოს. აღნიშნული ღირებულებები გაამართლებს საზოგადოების მოლოდინებს, გაზრდის მომავალი თაობის მოქალაქეობრივ თვითშეგნებას და მეტად აამაღლებს ჩვენი სკოლის იმიჯს, სადაც აღვზრდით თავდაჯერებულ, მაღალი თვითშეფასების, რეალიზებულ, ტოლერანტ თაობას. მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობით, თვითშეგნებით, ეროვნული თვითმყოფადობით, სრულფასოვანი ცხოვრებისა და სოციო-კულტურული მზაობით. ღირებულებები სამართლიანობა: სასკოლო წესებისა და ტრადიციების წინაშე ყველა მოსწავლე თანასწორია. ყველას თანაბრად ეძლევა საკუთარი თავის რეალიზების შანსი. ყველა მოსწავლესა და თანამშრომელზე თანაბრად მოქმედებს შეფასებისა და წახალისების სისტემა. შესაბამისად, დაუშვებელია სამართლიანობის პრინციპის დარღვევა ნებისმიერი წევრის მხრიდან; ტოლერანტობა და ურთიერთპატივისცემა: სსიპ ვაჟა-ფშაველას სახელობის ქალაქ რუსთავის №23 საჯარო სკოლის ერთ-ერთი ძლიერი მხარე მისი მრავალფეროვნებაა. დაუშვებელია ნებისმიერი სახის დისკრიმინაციული ქმედების განხორციელება ან წახალისება ეთნიკური, რელიგიური, პოლიტიკური, რასობრივი, გენდერული, სოციალური, განსხვავებული პირადი აზრის ან რაიმე სხვა ნიშნით; დისციპლინირებულობა: სსიპ ვაჟა-ფშაველას სახელობის ქალაქ რუსთავის №23 საჯარო სკოლის წარმატების საფუძველი დისციპლინის სწორი აღქმა და პატივისცემაა. სასკოლო დისციპლინას ყველა მოსწავლე და თანამშრომელი პატივს სცემს და იზიარებს; გუნდურობა: სკოლა ერთიანი ოჯახია, რომელიც აფასებს გუნდურობას. პატივს სცემენ ერთმანეთის პოტენციალს, ნიჭსა და ცოდნას, იაზრებენ თანამშრომლობის და გაერთიანებული რესურსების სწორი გადანაწილების მნიშვნელობასა და სიძლიერეს. ახალი წევრების თანადგომა: სსიპ ვაჟა-ფშაველას სახელობის ქალაქ რუსთავის №23 საჯარო სკოლას ახალი წევრები ყოველწლიურად ემატებიან. თითოეული მოსწავლე და თანამშრომელი აანალიზებს, რომ ყველა ახალ წევრს განსაკუთრებული ყურადღება სჭირდება ადაპტაციისათვის, სიამოვნებით ეხმარებიან მათ და უზიარებენ გამოცდილებას იმ გზის გასაკვალად, რომელიც ერთხელ თავად უკვე გაიარეს.

წლიური სამოქმედო გეგმაგეგმა და შესრულების ანგარიში

გეგმა

წინამდებარე დოკუმენტი:  განხილულია პედაგოგიური საბჭოს სხდომაზე  დამტკიცებულია სამეურვეო საბჭოს სხდომაზე სსიპ ვაჟა-ფშაველას სახელობის ქალაქ რუსთავის №23 საჯარო სკოლის ერთწლიანი სამოქმედო გეგმა 2023-2024 წლები   ერთწლიანი სამოქმედო გეგმა გამომდინარეობს 2023 – 2030 წლების სტრატეგიული განვითარების შვიდწლიან გეგმიდან, სკოლის მისიიდან და სკოლის სტრატეგიული მიზნებიდან. მასში ასახულია სტრატეგიული მიზნებისა და ამოცანების შესაბამისი აქტივობები, შესრულების ინდიკატორები, შესრულებაზე პასუხისმგებელი პირები/სტრუქტურული ერთეულები, შესაბამისი რესურსები და დასახული მიზნების რეალიზების ვადები. 1. სასწავლო პროცესის ხარისხის ამაღლება სტრატეგიული მიზნები ამოცანები აქტივობები პასუხისმგებელი პირი შესრულების პერიოდი IX X XI XII I II III IV V VI VII VIII შესრულების ინდიკატორები რესურსები სასწავლო პროცესის ხარისხის ამაღლება ახალი პროგრამების შემუშავება/ დანერგვა სასწავლო პროგრამების/კურიკულუმების/ შემუშავება მასწავლებლები; საგნობრივი კათედრები; კურიკულუმი; საგნობრივი კათედრის ოქმები; პედაგოგიური საბჭოს ოქმი; სამეურვეო საბჭოს ოქმი არსებული რესურსი სასკოლო დოკუმენტაციაში ცვლილებების შეტანა/საჭიროების შემთხვევაში ახლის დამტკიცება დირექტორი; სამეურვეო საბჭო; პედაგოგიური საბჭო; შესაბამისი დოკუმენტაციის დამტკიცების მასალები არსებული რესურსი საჭიროების შემთხვევაში, სსსმ მოსწავლეთათვის ინდივიდუალური სასწავლო გეგმების შემუშავება/სწავლება დირექტორი; ისგ ჯგუფები; სპეციალური მასწავლებლები; ინკლუზიურ განათლებაში ჩართული სხვა სპეციალისტები; პედაგოგიური საბჭოს ოქმი; სამეურვეო საბჭოს ოქმი; ისგ ჯგუფის ოქმები; ინდივიდუალური გეგმები არსებული რესურსი მოსწავლეთათვის მრავალფეროვანი, დამატებითი სასწავლო პროგრამების შეთავაზება დირექტორი; დირექტორის მოადგილე; საგნობრივი კათედრები; მასწავლებლები; სასკოლო კურიკულუმი; დამატებითი სასწავლო პროგრამების აღწერილობა არსებული რესურსი სადამრიგებლო პროგრამების შემუშავება/დანერგვა დირექტორის მოადგილე, დამრიგებლები სადამრიგებლო პროგრამები; დამრიგებლის პორტფოლიო არსებული რესურსი სასწავლო პროცესის ხარისხის გაზრდა შიდა სასკოლო პროექტების დანერგვა და მართვა დირექტორი; დირექტორის მოადგილე; საგნობრივი კათედრები; პროექტის პროგრამა; ფოტო-ვიდეო მასალა არსებული რესურსი დიფერენცირებული სწავლება დირექტორის მოადგილე; მასწავლებლები; საგნობრივი კურიკულუმები; ინდივიდუალური გეგმები არსებული რესურსი სწავლა სწავლების კონსტრუქტივისტული პრინციპების დამკვიდრება მასწავლებლები კურიკულუმი; სასწავლო პროექტები; მოსწავლეთა მიერ შესრულებული დავალებები; სასწავლო პროცესში გამოყენებული მასალები/აქტივობები; მასწავლებლის პორტფოლიო არსებული რესურსი გამჭვირვალე, სანდო, ობიექტური და სამართლიანი შეფასების სისტემის დანერგვა დირექტორი; მასწავლებლები კურიკულუმი; მოსწავლეთა მიერ შესრულებული დავალებები; შეფასებები არსებული რესურსი დაბალი აკადემიური მოსწრების მოსწავლეებთან დამატებითი მუშაობა დირექტორი; დირექტორის მოადგილე; მასწავლებლები მოსწავლის აკადემიური მხარდაჭერის საკონსულტაციო გრაფიკი; მოსწავლეთა აკადემიური მიღწევების შედეგების ანალიზი და ანგარიში; არსებული რესურსი სასწავლო პროცესის მონიტორინგი და შედეგების გათვალისწინებით შესაბამისი აქტივობების დაგეგმვა/ განხორციელება სხვადასხვა ტიპის კითხვარების შემუშავება. მოსწავლეთა, მასწავლებელთა და მშობელთა პერიოდული გამოკითხვა სასწავლო პროცესთან დაკავშირებული საჭიროებების კვლევის მიზნით დირექტორი; დირექტორის მოადგილე; კითხვარების ანალიზი არსებული რესურსი სასწავლო პროცესის დიაგნოსტიკური წერების ჩატარება დირექტორი; დირექტორის მოადგილე; ჩატარებული დიაგნოსტიკური წერის ანალიზი არსებული რესურსი სასწავლო პროცესის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, მოსწავლეთა მიღწევების დინამიკის შესწავლა და პერიოდულად მონიტორინგის ჩატარება დირექტორი; დირექტორის მოადგილე; განხორციელებული მონიტორინგის ანგარიში არსებული რესურსი სასკოლო სასწავლო გეგმის შესრულების მონიტორინგი დირექტორი; დირექტორის მოადგილე; განხორციელებული მონიტორინგის ანგარიში არსებული რესურსი სსსმ მოსწავლეთათვის ინდივიდუალური სასწავლო გეგმების შესრულების მონიტორინგი ინკლუზიური განათლების შიდა მონიტორინგის ჯგუფი ინკლუზიური განათლების შიდა მონიტორინგის ჯგუფის ოქმი; ინკლუზიური განათლების შიდა მონიტორინგის ჯგუფის დასკვნა არსებული რესურსი საგაკვეთილო პროცესზე დასწრება, შედეგების ანალიზი და შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა/განხორციელება დირექტორი; დირექტორის მოადგილე; ხარისხის განვითარებისა და პროფესიული მხარდაჭერის ჯგუფი; საგნობრივი კათედრები გაკვეთილზე დასწრების შედეგები და მისი ანალიზი; ხარისხის განვითარებისა და პროფესიული მხარდაჭერის ჯგუფის ოქმები; ურთიერთდასწრების შედეგები არსებული რესურსი აკადემიური მოსწრების გაუმჯობესებისთვის მოსწავლეებში მოტივაციის გაზრდა მოსწავლეთა მოტივაციის გაზრდა, მოიპოვონ დაფინანსება და პროფესიას დაეუფლონ პრესტიჟულ უმაღლეს სასწავლებლებში დირექტორი; დამრიგებლები მასწავლებლები მოსწავლეთა უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხვის დინამიკა; დამრიგებლის საათი. არსებული რესურსი მოსწავლეთა მიღწევების დინამიკის შესწავლის შედეგად საუკე

დოკუმენტები

დანართი 7 (ერთწლიანი სამოქმედო გეგმა 2023-2024).docx08/04/2024 08:59:31 · 0.08 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე
ქცევის წესები და გასაჩივრების მექანიზმებიტექსტური ინფორმაცია

შინაგანაწესი 2022 წელი მუხლი 1. ზოგადი დებულებები 1. წინამდებარე სსიპვაჟა-ფშაველას სახელობის ქალაქ რუსთავის №23 საჯარო სკოლის (შემდგომში – ,,სკოლა”) შინაგანაწესი (შემდგომში – ,,შინაგანაწესი”) ვრცელდება სკოლაში დასაქმებულ პირებზე, მოსწავლეებსა და მათ მშობლებზე/კანონიერ წარმომადგენლებზე, ასევე სკოლის ტერიტორიაზე მყოფ ნებისმიერ პირზე და სავალდებულოა შესასრულებლად. 2. შინაგანაწესი წარმოადგენს სკოლასა და სკოლაში დასაქმებულებს შორის გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს. დასაქმებული ვალდებულია გაეცნოს შინაგანაწესს და აღნიშნული დაადასტუროს საკუთარი ხელმოწერით. სკოლა ვალდებულია დასაქმებულს გააცნოს შრომის შინაგანაწესში შეტანილი ცვლილება მისი შეტანიდან 14 კალენდარული დღის ვადაში. 3. შინაგანაწესი ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისათვის. 4. სკოლა ვალდებულია შინაგანაწესი განათავსოს ყველასათვის თვალსაჩინო ადგილას. 5. დამრიგებელი ვალდებულია სასწავლო წლის დაწყებისას შინაგანაწესი გააცნოს მოსწავლესა და მის მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს. შინაგანაწესში განხორციელებული ცვლილების გაცნობა უნდა მოხდეს არაუგვიანეს 14 კალენდარული დღის ვადაში. 6. შინაგანაწესით განისაზღვრება: ა) სამუშაო კვირის ხანგრძლივობა, ყოველდღიური სამუშაოს დაწყებისა და დამთავრების დრო, ცვლაში მუშაობისას - ცვლის ხანგრძლივობა; ბ) დასვენების ხანგრძლივობა; გ) შრომის ანაზღაურების გაცემის დრო და წესი; დ) ანაზღაურებადი შვებულების ხანგრძლივობა და მიცემის წესი; ე) ანაზღაურების გარეშე შვებულების ხანგრძლივობა და მიცემის წესი; ვ) შრომის პირობების დაცვის წესები; ზ) წახალისებისა და პასუხისმგებლობის სახე და გამოყენების წესი; თ) მატერიალური პასუხისმგებლობა; ი) განცხადების/საჩივრის განხილვის წესი; კ) სასწავლო პროცესის მარეგულირებელი ზოგადი ნორმები; ლ) სკოლაში ჩაცმულობის წესი. 7. შინაგანაწესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა) სკოლის ადმინისტრაცია - სკოლის საშტატო ნუსხით გათვალისწინებული პირები (გარდა მასწავლებლისა), ასევე სკოლაში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირები; ბ) სკოლის დირექცია – სკოლის დირექტორი და მისი მოადგილე/მოადგილეები (ასეთის არსებობის შემთხვევაში); გ) სასკოლო დრო – სასკოლო სასწავლო გეგმით განსაზღვრული პროცესის, აგრეთვე სკოლის მიერ ინიცირებული, ორგანიზებული, კონტროლირებული, დაფინანსებული ნებისმიერი ღონისძიების მიმდინარეობის დრო. დ) უფლებამოსილი პირი – სკოლის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული პირი, რომელიც ეხმარება მანდატურს საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვაში, მანდატურის სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში. ე) დისკრიმინაცია არის განზრახ ან გაუფრთხილებლობით პირის განსხვავება ან გამორიცხვა ან მისთვის უპირატესობის მინიჭება რასის, კანის ფერის, ენის, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, ეროვნების, წარმოშობის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, შრომითი ხელშეკრულების სტატუსის, საცხოვრებელი ადგილის, ასაკის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, შეზღუდული შესაძლებლობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, რელიგიური, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ან სხვა გაერთიანებისადმი (მათ შორის, პროფესიული კავშირისადმი) კუთვნილების, ოჯახური მდგომარეობის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების გამო ან სხვა ნიშნით, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს დასაქმებასა და პროფესიულ საქმიანობაში თანაბარი შესაძლებლობის ან მოპყრობის უარყოფას ან ხელყოფას. პირდაპირია დისკრიმინაცია, როდესაც ამ მუხლის 1-ლი პუნქტით გათვალისწინებული რომელიმე ნიშნის გამო პირის მიმართ ხორციელდება არათანაბარი მოპყრობა სხვა პირთან შედარებით, რომელიც იმავე ან მსგავს მდგომარეობაში არის, იყო ან შეიძლებოდა ყოფილიყო უფრო ხელსაყრელი მოპყრობის ობიექტი. ირიბია დისკრიმინაცია, როდესაც ნეიტრალური დებულება, კრიტერიუმი ან პრაქტიკა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული რომელიმე ნიშნის გამო პირს სხვა პირთან შედარებით არახელსაყრელ მდგომარეობაში აყენებს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ასეთი დებულება, კრიტერიუმი ან პრაქტიკა ობიექტურად არის გამართლებული კანონიერი მიზნით და გამოყენებული საშუალებები ამ მიზნის მისაღწევად აუცილებელი და თანაზომიერია. მუხლი 2. სამუშაო კვირის ხანგრძლივობა, სამუშაოს დაწყებისა და დამთავრების დრო 1. სკოლაში სამუშაო კვირა ხუთდღიანია (ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით). სამუშაო დროის ხანგრძლივობა შეადგენს 40 საათს კვირაში (გარდა ხელშეკრულებით განსაზღვრული შემთხვევისა) რაც გულისხმობს 8-საათიან 5 სამუშაო დღეს (სამუშაო დროში არ იგულისხმება შესვენების დრო და ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დასვენების დღეები. 2. შაბათ-კვირა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უქმე დღეები არის დასვენების დღეები. 3. სამუშაო დროის დასაწყისია 09:00 საათი, ხოლო დასასრული - 18:00 საათი, გარდა კლასის დამრიგებლისა და მასწავლებლისა, რომელთა სკოლაში გამოცხადება განსაზღვრულია 23-ე მუხლის მე-6 პუნქტით. სამუშაო დროის განმავლობაში შესვენების დროა 13:00 საათიდან 14:00 საათამდე, გარდა მასწავლებლისა, რომლის შესვენების დროც განისაზღვრება გაკვეთილებს შორის შესვენების დროის შესაბამისა

ინფრასტრუქტურა