რეესტრში დაბრუნება
საჯარო სკოლა · EMIS მონაცემი

სსიპ - მიხეილ გრუშევსკის სახელობის ქალაქ თბილისის №41 საჯარო სკოლა

თბილისი · ვაკე-საბურთალო · თბილისი, ვაკე-საბურთალო, ზაქარია ფალიაშვილის ქუჩა №34

რეესტრის კოდი#185
მოსწავლე1206
მასწავლებელი72
შენობა1
სკოლის პროფილი

ძირითადი ინფორმაცია

დირექტორი
რევაზ ჯავახიშვილი
სწავლების საფეხურები
დაწყებითი (1-6), საბაზო (7-9), საშუალო (10-12)
სწავლების სექტორი
ქართული, უკრაინული
ავტორიზაციის დასაწყისი
ავტორიზაციის დასრულება
პირველკლასელთა მიღება

ადგილების მიმდინარე ინფორმაცია

თბილისი, ვაკე-საბურთალო, ზ. ფალიაშვილის ქ. №34

სექტორი
უკრაინული
ცვლა
2
საერთო ლიმიტი
50
თავისუფალი ადგილი
30
სსსმ ლიმიტი
5
სსსმ თავისუფალი ადგილი
5

თბილისი, ვაკე-საბურთალო, ზ. ფალიაშვილის ქ. №34

სექტორი
ქართული
ცვლა
1
საერთო ლიმიტი
50
თავისუფალი ადგილი
17
სსსმ ლიმიტი
5
სსსმ თავისუფალი ადგილი
0
EMIS-ის სრული ჩანაწერი

დამატებითი ინფორმაცია და დოკუმენტები

გახსენით სასურველი სექცია ტექსტის, თემატური ბმულებისა და დოკუმენტების ჩამონათვალის სანახავად.

მისია, ხედვა და ღირებულებებიტექსტური ინფორმაცია

სკოლის მისია სკოლის მისიაა სასკოლო საზოგადოებისთვის შექმნას პიროვნულ განვითარებაზე ორიენტირებული სოციო-კულტურული სივრცე; სკოლის სპეციფიკიდან გამომდინარე , სკოლა სთავაზობს უკრაინული სექტორის ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში სრულყოფილად ჩართვას. სკოლის ხედვა ქართულ და უკრაინული კულტურის, მსოფლმხედველობის, ტრადიციების, კულტურული ღირებულებების გაცნობას და შესწავლა-გაზიარებას, რათა სკოლის მომავალ კურსდამთავრებულებს ჰქონდეთ მეგობრობის გააზრება და საერთაშორისო ასპარეზზე გატანის შესაძლებლობა. სკოლის ღირებულებები სასკოლო საზოგადოება თანხმდება, რომ სკოლამ მთლიანობაში და მისმა ყოველმა თანამშრომელმა თავიანთი ყოველდღიური საქმიანობის განხორციელებისას უნდა იხელმძღვანელონ შემდეგი სამუშაო პრინციპებითა და მიდგომებით: • პროფესიონალიზმი, საქმის სიყვარული და ერთგულება; • პატიოსნება და კეთილსინდისიერება; • სხვათა შრომის და აზრის პატივისცემა; • მიუკერძოებლობა; • ერთგულება; • ინოვაციური მიდგომები და წარსული გამოცდილების გათვალისწინება; • ინიციატივების სწორი შეფასება და განხორციელებაში ხელშეწყობა; • პროფესიული ზრდა და განვითარება; • გუნდურად მუშაობა.

სტრუქტურა1 დამატებითი მასალა

დოკუმენტები

სტრუქტურა-საჯარო (1).pdf06/12/2023 13:32:48 · 0.08 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე
ქცევის წესები და გასაჩივრების მექანიზმები1 დამატებითი მასალა

1. წინამდებარე სსიპ მიხეილ გრუშევსკის სახელობის ქალაქ თბილისის N41 საჯარო სკოლის (შემდგომში – ,,სკოლა”) შინაგანაწესი (შემდგომში – ,,შინაგანაწესი”) ვრცელდება სკოლაში დასაქმებულ პირებზე, მოსწავლეებსა და მათ მშობლებზე/კანონიერ წარმომადგენლებზე, ასევე სკოლის ტერიტორიაზე მყოფ ნებისმიერ პირზე და სავალდებულოა შესასრულებლად. 2. შინაგანაწესი წარმოადგენს სკოლასა და სკოლაში დასაქმებულებს შორის გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს. დასაქმებული ვალდებულია გაეცნოს შინაგანაწესს და აღნიშნული დაადასტუროს საკუთარი ხელმოწერით. სკოლა ვალდებულია დასაქმებულს გააცნოს შრომის შინაგანაწესში შეტანილი ცვლილება მისი შეტანიდან 14 კალენდარული დღის ვადაში. 3. შინაგანაწესი ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისათვის. 4. სკოლა ვალდებულია შინაგანაწესი განათავსოს ყველასათვის თვალსაჩინო ადგილას. 5. დამრიგებელი ვალდებულია სასწავლო წლის დაწყებისას შინაგანაწესი გააცნოს მოსწავლესა და მის მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს. შინაგანაწესში განხორციელებული ცვლილების გაცნობა უნდა მოხდეს არაუგვიანეს 5 დღეში. 6. შინაგანაწესით განისაზღვრება: ა) სამუშაო კვირის ხანგრძლივობა, ყოველდღიური სამუშაოს დაწყებისა და დამთავრების დრო; ბ) დასვენების ხანგრძლივობა; გ) შრომის ანაზღაურების გაცემის დრო და წესი; დ) ანაზღაურებადი შვებულების ხანგრძლივობა და მიცემის წესი; ე) ანაზღაურების გარეშე შვებულების ხანგრძლივობა და მიცემის წესი; ვ) შრომის პირობების დაცვის წესები; ზ) წახალისებისა და პასუხისმგებლობის სახე და გამოყენების წესი; თ) მატერიალური პასუხისმგებლობა; ი) განცხადების/საჩივრის განხილვის წესი; კ) სასწავლო პროცესის მარეგულირებელი ზოგადი ნორმები; ლ) სკოლაში ჩაცმულობის წესი. 7. შინაგანაწესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა) სკოლის ადმინისტრაცია - სკოლის საშტატო ნუსხით გათვალისწინებული პირები (გარდა მასწავლებლისა), ასევე სკოლაში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირები; ბ) სკოლის დირექცია – სკოლის დირექტორი და მისი მოადგილე/მოადგილეები (ასეთის არსებობის შემთხვევაში); გ) სასკოლო დრო – სასკოლო სასწავლო გეგმით განსაზღვრული პროცესის, აგრეთვე სკოლის მიერ ინიცირებული, ორგანიზებული, კონტროლირებული, დაფინანსებული ნებისმიერი ღონისძიების მიმდინარეობის დრო. დ) უფლებამოსილი პირი – სკოლის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული პირი, რომელიც სკოლის ტერიტორიაზე, სასკოლო დროს უზრუნველყოფს უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას იმ სკოლებში, სადაც არ არის განაწილებული მანდატური (შემდგომში - მანდატური), ხოლო იმ სკოლებში სადაც არის მანდატური, ეხმარება მანდატურს საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვაში, მანდატურის სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

დოკუმენტები

შინაგანაწესი-41.doc06/12/2023 11:57:16 · 0.22 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე
ინფრასტრუქტურა
ფინანსებიტექსტური ინფორმაცია

სსიპ - მიხეილ გრუშევსკის სახელობის ქალაქ თბილისის N41 საჯარო სკოლას აქვს ვაუჩერული დაფინანსება და ეკონომიკური შემოსავალი. სკოლას არ აქვს ფინანსური დავალიანება. სკოლა, თავის შემოსავლის ფარგლებში, სწორი ბიუუჯეტირებით, ინარჩუნებს ფინანსურ მდგრადობას. სკოლის ეკონომიკური შემოსავალი მიმართულია სკოლის საჭიროებებზე. სკოლის ბიუჯეტს ამტკიცებს სამეურვეო საბჭო, დირექტორის ბრძანებით დამტკიცებულია შესყიდვების წესი/გეგმა. სკოლის დირექტორი, ყოველი წლის 10 დეკემბრამდე, ანგარიშით წარდგება სამეურვეო საბჭოს წინაშე.