რუსთავი, XIX მ/რ
- სექტორი
- ქართული
- ცვლა
- 1
- საერთო ლიმიტი
- 75
- თავისუფალი ადგილი
- 6
- სსსმ ლიმიტი
- 8
- სსსმ თავისუფალი ადგილი
- 3
ქვემო ქართლი · რუსთავი · ქალაქი რუსთავი, მიკრო/რაიონი XIX, N 42
გახსენით სასურველი სექცია ტექსტის, თემატური ბმულებისა და დოკუმენტების ჩამონათვალის სანახავად.
სკოლის მისია სსიპ ქალაქ რუსთავის №28 საჯარო სკოლის მისიაა შექმნას სწავლა-სწავლების ინოვაციური და ინკლუზიური გარემო, რომელიც ხელს უწყობს მოსწავლეთა სრულფასოვან ინტელექტუალურ, და პიროვნულ ზრდას, პროფესიული საგანმანათლებლო მოთხოვნების დაკმაყოფილებას და პროფესიულ განვითარებას. ისეთი ღირებულებების ჩამოყალიბებას, როგორიცაა თავისუფალი და კრიტიკული აზროვნება, ეთიკური პასუხისმგებლობა, ტოლერანტობა და დემოკრატიული თანამოქალაქეობა. მოსწავლეები აღიჭურვონ ხარისხიანი ზოგადი განათლებითა და პროფესიული უნარებით, რომლებიც საშუალებას მისცემთ ადაპტირდნენ ცვალებად გარემოში, მიიღონ გააზრებული გადაწყვეტილებები და შემოქმედებითად უპასუხონ თანამედროვე სამყაროს გამოწვევებს. სკოლის ხედვა ჩვენი მიზანია 2032 წლისთვის სსიპ ქალაქ რუსთავის N28 საჯარო სკოლა წარმოადგენდეს მაღალი რეპუტაციის მქონე საგანმანათლებლო სივრცეს, რომელიც უზრუნველყოფს სწავლისა და განვითარების თანაბარ შესაძლებლობებს, ხელს შეუწყობს პროფესიულ განათლებას და იმ უნარ-ჩვევების განვითარებას, რომელიც დაეხმარება მოსწავლეს გააზრებული არჩევანისა და სოციალური რეალიზების შესაძლებლობაში. სკოლის ღირებულებები განსხვავებული აზრისა და უნარების მიმღებლობა; პასუხისმგებლობების გადანაწილება; ყოველდღიური შრომა; ეთიკა და სამართლიანობა; მოსწავლის მიღწევებისადმი მაღალი მოლოდინები; გუნდურობა და მხარდაჭერა; საჯაროობა და გამვირვალობა; უწყვეტი განვითარება;
სსიპ ქალაქ რუსთავის # 28 საჯარო სკოლა ახორციელებს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამას ,, კომპიუტერული ქსელი და სისტემები" სარეგისტრაციო ნომერი -06.2.1 მისანიჭებელი კვალიფიკაცია - საშუალო კვალიფიკაცია კომპიუტერულ ქსელსა და სისტემებში. კვალიფიკაციის დონე 5.1. ეროვნული ჩარჩო(NQF) -მეოთხე დონე. დაშვების წინაპირობა - საბაზო განათლება. პროგრამის ხელმძღვანელი - ნუგზარ გურასპაშვილი
სახელმწიფო , ვაუჩერული დაფინანსება.