რეესტრში დაბრუნება
საჯარო სკოლა · EMIS მონაცემი

სსიპ - ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოჯიხევის №2 საჯარო სკოლა

სამეგრელო-ზემო სვანეთი · ხობი · ხობი, სოფელი ნოჯიხევი, რუსთაველის ქუჩა N18

რეესტრის კოდი#1839
მოსწავლე102
მასწავლებელი22
შენობა1
სკოლის პროფილი

ძირითადი ინფორმაცია

დირექტორი
ლია კაპანაძე
სწავლების საფეხურები
დაწყებითი (1-6), საბაზო (7-9), საშუალო (10-12)
სწავლების სექტორი
ქართული
ავტორიზაციის დასაწყისი
25/08/2025
ავტორიზაციის დასრულება
25/08/2034
პირველკლასელთა მიღება

ადგილების მიმდინარე ინფორმაცია

ხობი, სოფ. ნოჯიხევი, რუსთაველის ქ.№18

სექტორი
ქართული
ცვლა
1
საერთო ლიმიტი
20
თავისუფალი ადგილი
16
სსსმ ლიმიტი
2
სსსმ თავისუფალი ადგილი
2

ხობი, სოფ. ნოჯიხევი, რუსთაველის ქ.№18

სექტორი
ქართული
ცვლა
2
საერთო ლიმიტი
25
თავისუფალი ადგილი
25
სსსმ ლიმიტი
3
სსსმ თავისუფალი ადგილი
3
EMIS-ის სრული ჩანაწერი

დამატებითი ინფორმაცია და დოკუმენტები

გახსენით სასურველი სექცია ტექსტის, თემატური ბმულებისა და დოკუმენტების ჩამონათვალის სანახავად.

მისია, ხედვა და ღირებულებები1 დამატებითი მასალა

მისია: ჯანსაღ, უსაფრთხო და პოზიტიურ სასკოლო გარემოში შესძინოს მოსწავლეებს თვითრეალიზაციისთვის საჭირო ცოდნა და ცნობიერება, განუვითაროს კულტურულ ფასეულობათა პატივისცემა და შეუქმნას სათანადო პირობები საერთაშორისო სტანდარტის მქონე განათლების მისაღებად, საკუთარი ინტელექტუალური და ფიზიკური შესაძლებლობების გამოსავლენად და გასავითარებლად. ამ მისიის შესასრულებლად სკოლას ჰყავს მაღალკვალიფიციური და პროფესიონალი კადრები. ხედვა: სსიპ ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოჯიხევის N2 საჯარო სკოლა 2031 წლისთვის შეძლებს თვითრეალიზებული, 21-ე საუკუნის კომპეტენციების და გლობალურ-ფუნქციური უნარებით, საერთაშორისო სტანდარტის მქონე განათლებული მოქალაქეების მომზადებას. ამ მიზნის მისაღწევად სკოლა გამოიყენებს ინოვაციური და ტრადიციული სწავლების მეთოდებს, სტრატეგიებსა და მიდგომებს. სკოლის ძირითადი მიმართულებაა შრომის ბაზრის მოთხოვნებზე ორიენტირებულ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების ფორმალური და არაფორმალური განათლების განვითარება. ჩვენი სკოლის კურსდამთავრებულები გაუწევენ ჯანსაღ კონკურენციას და შეძლებენ დასაქმებას სხვადასხვა სფეროში როგორც საქართველოს ფარგლებს შიგნით, ასევე უცხოეთშიც. ღირებულებები: სსიპ ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოჯიხევის N2 საჯარო სკოლის მისიისა და ხედვიდან გამომდინარე, სასკოლო საზოგადოება თანხმდება შემდეგ ღირებულებებზე: ▪ თანამშრომლობა ▪ სამართლიანობა ▪ ღიაობა ▪ სანდოობა ▪ მიმღებლობა ▪ გუნდურობა

სტრუქტურა1 დამატებითი მასალა

სკოლას ჰყავს სასკოლო სასწავლო გეგმით განსაზღვრული სასწავლო პროცესის შესაბამისი ადამიანური რესურსი. სკოლის თანამდებობრივი სტრუქტურა შედგება: სკოლის დირექცია, ადმინისტრაცია, ტექნიკური პერსონალი და მასწავლებლები, სპეც მასწავლებელი, ექიმი, სამეურვეო საბჭო, პედაგოგიური საბჭო, დისციპლინური კომიტეტი, ხარისხის მართვის ჯგუფი, მოსწავლეთა თვითთმართველობა. ასევე, სკოლაში აქტიურად ფუნქციონირებს საგნობრივი კათედრები

დოკუმენტები

სტრუქტურა-ნოჯიხევის N2.pdf11/06/2025 17:34:52 · 0.05 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე
სტრატეგიული გეგმაგეგმა და შესრულების ანგარიში

გეგმა

წინამდებარე დოკუმენტი მოიცავს სკოლის მისიას, ხედვას, ღირებულებებსა და სტრატეგიულ მიზნებს. სტრატეგია განსაზღვრავს თუ როგორ უნდა მიაღწიოს სკოლამ დასახულ მიზნებს არსებული მატერიალურ-ტექნიკური, ადამიანური და ფინანსური რესურსების ეფექტურად გამოყენების გზითა და საჭირო დამატებითი რესურსების მოძიებით. სტრატეგიული გეგმა დეტალურად ახდენს გარემო ფაქტორების და შიდა გარემოს SWOT (სიძლიერე, სისუსტე, შესაძლებლობები და საფრთხე) ანალიზს. 7 (შვიდ) წლიანი სტრატეგიული გეგმის შედგენისას გათვალისწინებული იქნა, როგორც წინარე გამოცდილება, ასევე, ახალი გამოწვევები. ინფორმაციის შეჯერების, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საუკეთესო პრაქტიკის გამოყენებითა და თანამედროვე მოთხოვნების გათვალისწინებით: ძირითად ამოცანად სკოლა ისახავს მოსწავლეებს მისცეს ხარისხიანი, 21-ე საუკუნის შესაბამისი განათლება, მოამზადოს ისინი დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის, ხელი შეუწყოს საჭირო უნარჩვევების, პიროვნული ღირებულებების ჩამოყალიბებას შესაბამისი კვალიფიციური კადრების მეშვეობით. სტრატეგიული განვითარების შვიდწლიანი გეგმის შემუშავების პროცესის წარმართვაზე პასუხისმგებელია სკოლის დირექტორი, რომელიც უზრუნველყოფს კომუნიკაციას სკოლის სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულებთან, საჭირო ინფორმაციის შეგროვებას. სკოლის სტრატეგიული განვითარების გეგმის რეალიზება ხდება შიდა და გარე ფაქტორების გათვალისწინებით. ობიექტური ანალიზის საფუძველზე, შესაძლებელია მოხდეს სკოლის სტრატეგიული განვითარების გეგმის გადახედვა გარკვეული პერიოდულობით. ჩატარებული კვლევების და ფაქტობრივი მონაცემების საფუძველზე, სსიპ ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოჯიხევის N2 საჯარო სკოლამ შეიმუშავა 2024-2031 წლების სტრატეგიული განვითარების გეგმა, რომელიც შეთანხმდა პედაგოგიური საბჭოს სხდომაზე და დამტკიცდა სამეურვეო საბჭოს მიერ 09 სექტემბრის N11 სხდომაზე. რეფორმულირებას საჭიროებდა ხედვა და მისია, რომლებიც უფრო მკაფიოდ და ნათლად უნდა გამოხატავდნენ სსიპ ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოჯიხევის N2 საჯარო სკოლის როლს და ადგილს ზოგადი განათლების სივრცესა და საზოგადოებაში; დახვეწასა და ოპტიმიზებას საჭიროებდა სტრატეგიული მიზნები, რათა რეალისტური ყოფილიყო მათი მიღწევა და მიღწეული შედეგების გაზომვა

დოკუმენტები

შვიდწლიანი სტრატეგიული განვითარების გეგმა 2023-2030.pdf11/06/2025 17:47:33 · 0.19 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე
წლიური სამოქმედო გეგმაგეგმა და შესრულების ანგარიში

გეგმა

სამოქმედო გეგმა გამომდინარეობს 2024 – 2031 წლების სტრატეგიული განვითარების შვიდწლიან გეგმიდან, სკოლის მისიიდან და სკოლის სტრატეგიული მიზნებიდან. 2024-2025 სასწავლო წლის სამოქმედო გეგმის პირველი ვერსია წარმოადგენდა რამდენადმე ხარვეზიან დოკუმენტს (არ იყო შექმნილი სტრატეგიული დაგეგმარების მეთოდოლოგიური დოკუმენტის მიხედვით) და მას ჩაენაცვლა ახალი დოკუმენტი (სკოლის ახალ ფილოსოფიურ დოკუმენტაციაზე მუშაობა სტრატეგიული დაგეგმარების სამუშაო ჯგუფმა დაიწყო საინიციატივო განცხადების მიღების შემდეგ). მასში ასახულია სტრატეგიული მიზნებისა და ამოცანების შესაბამისი აქტივობები, შესრულების ინდიკატორები, შესრულებაზე პასუხისმგებელი პირები/სტრუქტურული ერთეულები, შესაბამისი რესურსები და დასახული მიზნების რეალიზების ვადები.

დოკუმენტები

ერთწლიანი სამოქმედო გეგმა-2024-2025.pdf11/06/2025 17:24:38 · 0.25 MB
ერთწლიანი სამოქმედო გეგმის ანგარიში.docx18/06/2025 00:18:35 · 0.02 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე
პროგრამები და მხარდაჭერის სერვისები2 დამატებითი მასალა

დოკუმენტები

ბრძანება 2-40.pdf16/06/2025 10:40:02 · 13.87 MB
თვითმმართველობის დებულება.pdf16/06/2025 10:40:03 · 0.07 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე
ქცევის წესები და გასაჩივრების მექანიზმები3 დამატებითი მასალა

სსიპ ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოჯიხევის N2 საჯარო სკოლის მოსწავლის, მასწავლებლის და სხვა თანამშრომლების ქცევის წესებს არეგულირებს სკოლის შინაგანაწესი. ქცევის წესების დაცვა ხელს უწყობს სკოლაში უსაფრთხო და თანამშრომლობითი გარემოს შექმნას.

დოკუმენტები

ბრძანება 2-26.pdf11/06/2025 17:55:31 · 5.71 MB
ბრძანება 2-31.pdf11/06/2025 17:55:31 · 5.09 MB
შინაგანაწესი.pdf11/06/2025 17:55:32 · 21.58 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე
ინფრასტრუქტურა1 დამატებითი მასალა

დოკუმენტები

ბიუჯეტი 2025- ნოჯიხევის N2 საჯარო სკოლა.xlsx16/06/2025 10:30:46 · 0.02 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე
ფინანსები1 დამატებითი მასალა

დოკუმენტები

ბიუჯეტი 2025- ნოჯიხევის N2 საჯარო სკოლა.xlsx16/06/2025 10:44:55 · 0.02 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე