წალენჯიხა, გამსახურდიას ქ.#1
- სექტორი
- ქართული
- ცვლა
- 1
- საერთო ლიმიტი
- 100
- თავისუფალი ადგილი
- 82
- სსსმ ლიმიტი
- 10
- სსსმ თავისუფალი ადგილი
- 10
სამეგრელო-ზემო სვანეთი · წალენჯიხა · ქ. წალენჯიხა, გამსახურდიას ქ.№1
გახსენით სასურველი სექცია ტექსტის, თემატური ბმულებისა და დოკუმენტების ჩამონათვალის სანახავად.
სკოლის მისიაა გამოცდილებაზე დაყრდნობით მოზარდებს ჩამოუყალიბოს ისეთი კომპეტენციები, რომლებიც ხელს შეუწყობს წიგნიერი, ინფორმირებული და პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე პიროვნებად ჩამოყალიბებას, რის შედეგადაც შეძლებენ მუდმივად ცვალებად და განვითარებად სამყაროში ადაპტირებას... სკოლაში თითოეული მოსწავლეს შეუძლია განივითაროს ცოდნის სამივე კატეგორია( დეკლარატიული, პროცედურული და პირობისეული) და საკუთარი პოტენციალი მაქსიმალურად გამოვლინოს.
სკოლის სტრუქტურული ერთეულების ფუნქცია მოვალეობები გადანაწილებულია
სკოლის სტრატეგიული გეგმის შესახებ სკოლას აქვს სტრატეგიული განვითარებისა და სამოქმედო გეგმების შემუშავების მეთოდოლოგია, რომელიც განსაზღვრავს სასკოლო საზოგადოების პრიორიტეტებისა და ინტერესების გათვალისწინების მექანიზმებს; სტრატეგიული გეგმა არის შვიდწლიანი, ციკლური და ეფუძნება სკოლის მისიას, ხედვას და ღირებულებებს (ფილოსოფიას). ის შეიცავს მისიასთან თავსებად მიზნებს და მიზნების შესაბამის ამოცანებს; სამოქმედო გეგმა არის ერთწლიანი. ის ეფუძნება სკოლის სტრატეგიულ გეგმას და სკოლის ყოველწლიურ თვითშეფასებას; სამოქმედო გეგმაში განსაზღვრულია სტრატეგიული მიზნებისა და ამოცანების შესაბამისი აქტივობები, შესრულების გაზომვადი ინდიკატორები, რეალისტური ვადები, პასუხისმგებელი პირები/სტრუქტურული ერთეულები და შესაბამისი რესურსები, რომელთა უზრუნველყოფაც რეალისტურია.
სსიპ ქალაქ წალენჯიხის N 2 მეორე საჯარო სკოლის ერთწლიანი სამოქმედო გეგმა დამტკიცებულია სკოლის დირექტორის N 2-86 (01.09.2023) ბრძანებით,რომელიც შეთანხმებულია სამეურვეო საბჭოსთან და დამტკიცებულია პედაგოგიური საბჭოს მიერ
სსიპ ქალაქ წალენჯიხის N 2 საჯარო სკოლის 2022-23 წლის კურსდამთავრებულებმა ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩაბარეს... იწყება ცხოვრების დაუვიწყარი ეტაპი-სტუდენტობა. სკოლა ამაყობს და ზეიმობს კურსდამთავრებულების დაუღალავი შრომის შედეგებით ვუსურვებთ წარმატებას, წინსვლას, პროფესიულ და პიროვნულ განვითარებას. სკოლის დირექტორი მანანა სონგულია:,,გვეამაყებით, გვეიმდებით.... მშობლიური სკოლა დაგილოცავთ სავალ ბილიკებს, წარმატება, ბედნიერება იყოს მუდამ თქვენი მეგზური და ესენი არიან: 1.ნია კვარაცხელია; -100%; 2.ნინი კვარაცხელია-50%; 3.ხატია ჩხვირკია-50% 4.მარიამ ქუჩულორია-50%; 5.დიმიტრი კვარაცხელია-50%; 6.ნიკა აბულაძე; 7.თათია შენგელია ( სახელმწიფო დაფინანსებით); 8.ნანა ჯოლოხავა; 9.მარიკა როგავა; 10.თათია წურწუმია; 11.ემა ლუკავა -( სახელმწიფო დაფინანსებით); 12.ნინო კვარაცხელია- (სახელმწიფო დაფინანსებით); 13.გიორგი ეხვაია- ( სახელმწიფო დაფინანსებით); 14.ლიზი კვარაცხელია; 15.ირაკლი კვარაცხელია; 16.ოთარ კვარაცხელია; 17.დათუნა მოსიძე; 18.მარიამ შენგელია; 19.მარიამ ზარქუა; 20.გურანდა გაბელია; 21.ნინო მოსიძე; 22.ბექა კვაშილავა; 23.გიორგი ზარქუა; 24.თაკო კვარაცხელია; 25.დიმიტრი შანავა.
სსიპ ქალაქ წალენჯიხის N 2 საჯარო სკოლის შინაგანაწესი შემუშავებულია საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ,შინაგანაწესი ვრცელდება დასაქმებულ პირებზე,მოსწავლეებსა და მათ მშობლებზე/კანონიერ წარმომადგენლებზე,ასევე სკოლის ტერიტორიაზე მყოფ ნებისმიერ პირზე და სავალდებულოა შესასრულებლად.
სკოლის შენობა სადაც მიმდინარეობს საგაკვეთილო პროცესი წარმოადგენს სასკოლო საზოგადოებისთვის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემოს. თუმცა სკოლის ტერიტორიაზე არის შენობა (რკინის კუნსტრუქცია),რომელიც დემონტაჟს ექვემდებარება. სკოლა გეგმავს ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე სადემონტაჟო დოკუმენტების მოგროვებას და შესაბამისად სადემონტაჟო სამუშაოების ჩატარებას. სკოლა იცავს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 20 34 იანვრის N06/ნ ბრძანებით დამტკიცებულ „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის წესი და პირობებს“. აღნიშნული ბრძანების საფუძველზე , შექმნილი ჰყავს მრჩეველთა საბჭო. სკოლა წესრიგის დაცვის მიზნით, პრევენციისათვის პერიოდულად ატარებს საგანმანათლებლო-საინფორმაციო შეხვედრებს მოსწავლეებისა და მშობლებისათვის. სკოლას ემსახურება 2 დარაჯი( საშტატო ერთეულით დამტკიცებული) რომლებიც სასწავლო პროცესში და მის შემდგომ პერიოდში უზრუნველყოფენ სკოლაში გარეშე პირების გადაადგილების კონტროლს. სოციალურად დაუცველების დასაქმების პროგრამით ასევე შევარჩიეთ 2 კარისკაცი, რომლელიც ახორციელებს უცხო პირთა შემოსვლის აღრიცხვას. წესრიგის დაცვის უზრუნველყოფისათვის გამოყენებულია სხვადასხვა მექანიზმები: მორიგე პედაგოგები. კლასის დამრიგებლებთან ერთად, მეთვალყურეობას უწევენ მოსწავლეებს შესვენებების დროს,მშობელსა და კლასის დამრიგებელს შორის არის მუდმივი სატელეფონო თუ სხვა კომუნიკაციები, რითაც ხდება მოსწავლის გაკვეთილზე დასწრების უზრუნველყოფა, გამოუცხადებლობის შემთხვევაში ხდება სწრაფი რეაგირება. აგრეთვე მოსწავლეთა გაკვეთილზე დასწრების კონტროლს ახდენს მანდატური, უზრუნველყოფილია მოსწავლეთა მიერ ქცევის წესების დაცვა. სკოლას ჰყავს 2 მანდატური, რომლებიც უზრუნველყოფენ სკოლის ტერიტორიაზე უსაფრთხოების დაცვას. სკოლას ჰყავს ექიმი, რომელიც უზრუნველყოფს სკოლაში პირველადი დახმარების გაწევას, როგორც სკოლის თანამშრომლებისა და მოსწავლეებისათვის, ასევე, სკოლის ტერიტორიაზე მყოფი პირებისათვის. სკოლაში გამოყოფილია ექიმის ოთახი, რომელიც აღჭურვილია სათანადო ინვენტარითა და პირველადი მოხმარების მედიკამენტებით. თვალსაჩინო ადგილებში გამოკრულია პირველადი სამსახურების, საგანგებო სიტუაციების სამსახურის ნომრები. თვალსაჩინო ადგილებზე გამოკრულია ევაკუაციის გეგმა, განთავსებულია ხანძარსაწინააღმდეგო ინვენტარი: სახანძრო დაფა, ცეცხლმაქრი. სკოლას ,დირექტორის ბრძანებით ჰყავს განსაზღვრული სახანძრო უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირი. სკოლა უზრუნველყოფს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა. კონტროლდება უცხო პირთა გადაადგილება, სკოლის ტერიტორიაზე გამოვლენილი თითოეული დარღვევა არ რჩება რეაგირების გარეშე, მანდატური პერიოდულად ,როცა ხდება მოსწავლეთა მხრიდან დარღვევები დგება ოქმები, რომელიც ეგზავნება სკოლის დირექტორს რეაგირებისთვის. აგრეთვე სკოლის დისციპლინური კომიტეტი გადაცდომებზე რეაგირებას უზრუნველყოფს. სკოლაში დაცულია სანიტარულ -ჰიგიენური ნორმები, რაც მოსწავლეთა ჯანმრთელობისთვის არის აუცილებელი.სკოლას ჰყავს სკოლის ინფრასტრუქტურის დასუფთავებაზე პასუხისმგებელი პირი/პირები, რაც დასტურდება სუბიექტთან გაფორმებული ხელშეკრულებით, სამუშაო აღწერილობით.სკოლას ჰყავს საშტატო განრიგით სამი დამლაგებელი, ორი მათგანი ყოველდღე საკლასო ოთახებს, დერეფნებს ალაგებს, ერთი კი ყოველდღე გარე პერიმეტრს(ეზო),ასევე სოციალური პროგრამით 4 დამლაგებელიც, ყოველდღე , აქედან სამი სკოლის შიდა პერიმეტრს ასუფთავებს, ხოლო ერთი ეზოს ასუფთავებს. სველი წერტილების მოწესრიგება ხდება შესვენებებზეც და გაკვეთილების ბოლოს. დერეფნები იწმინდება სველი წესით ყოველდღე. სკოლის ტერიტორიაზე დასუფთავების მონიტორინგს ახდენს სკოლის ექიმი . დასუფთავების მონიტორინგი ხორციელდება კვირის განმავლობაში არანაკლებ 3-ჯერ. მომავალში სკოლა პერიოდულად შეაფასებს უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად მექანიზმების ფუნქციონირების ეფექტიანობას, სხვადასხვა ინსტრუმენტის გამოყენებით, სასკოლო საზოგადოების გამოკითხვის ფორმებს (ელექტრონულ ფორმებს) რის საფუძველზეც მოხდება მყისიერი რეაგირება საჭირო ცვლილებების განხორციელების სახით.