ქ. წალენჯიხა, წმ. ნინოს ქ. №126
- სექტორი
- ქართული
- ცვლა
- 1
- საერთო ლიმიტი
- 55
- თავისუფალი ადგილი
- 40
- სსსმ ლიმიტი
- 6
- სსსმ თავისუფალი ადგილი
- 6
სამეგრელო-ზემო სვანეთი · წალენჯიხა · ქ. წალენჯიხა, წმ. ნინოს ქ. №126
გახსენით სასურველი სექცია ტექსტის, თემატური ბმულებისა და დოკუმენტების ჩამონათვალის სანახავად.
მისია სკოლის მისიაა ფორმალურ განათლებასთან ერთად, არაფორმალური განათლების ხელშეწყობით მოსწავლეებს შეუქმნას ყველასთვის თანაბრად ხელმისაწვდომი სასკოლო სასწავლო გარემო, სადაც მოსწავლეები თეორიულ ცოდნასთან ერთად შეიძენენ პრაქტიკულ გამოცდილებას, განივითარებენ საკუთარ შესაძლებლობებს, გახდებიან გადაწყვტილების დამოუკიდებლად მიმღები, კრიტიკულად, შემოქმედებითად მოაზროვნე, კონკურენტუნარიანი მოქალაქეები. ხედვა სკოლამ შვიდ წელიწადში დაიმკვიდროს საკუთარი ადგილი ეროვნულ საგანმანათლებლო სივრცეში, მასწავლებელთა უწყვეტი პროფესიული განვითარებით, მოსწავლეთა თანაბარი ჩართულობით, სწავლა-სწავლების ხარისხის ამაღლებით, ფორმალური განათლებასთან ერთად არაფორმალური განათლების ხელშეწყობით. ღირებულებები: გაცხადებული მომავლის ხედვისა და სკოლის მისიის განხორციელების მიზნით სასკოლო საზოგადოება ვთანხმდებით, რომ სკოლა მთლიანობაში და მისი თითოეული თანამშრომელი ჩვენი ყოველდღიური საქმიანობის განხორციელებაში ვიხელმძღვანელებთ შემდეგი პრინციპებითა და მიდგომებით: ჩვენთვის უმთავრესია: • გუნდური მუშაობა/თანამშრომლობა; • მხარდაჭერა და აღიარება; • პროფესიონალიზმი/აკადემიური ხარისხი;
სსიპ ვახტანგ კვარაცხელიას სახელობის ქ. წალენჯიხის N4 საჯარო სკოლის სტრუქტურული ერთეულების/პირების ფუნქციების აღმწერი დოკუმენტი განსაზღვრავს სკოლაში მოქმედი სტრუქტურული ერთეულებისა და დაასაქმებული პირების ძირითად ფუნქციათა ჩამონათვალს.
სსიპ ვახტანგ კვარაცხელიას სახელობის ქ. წალენჯიხის N4 საჯარო სკოლის სტრატეგიული განვითარების შვიდწლიანი გეგმა სკოლის მისიიდან, ხედვიდან და სკოლის სტრატეგიული მიზნებიდან გამომდინარეობს და კონკრეტული ამოცანების გადაჭრას ისახავს მიზნად. სტრატეგიული განვითარების გეგმა მოიცავს გრძელვადიან სტრატეგიულ მიზნებს, შესაბამის ამოცანებს და მიზნების მიღწევის გზებს. ასევე განსაზღვრავს ამ ამოცანათა შესრულებისთვის საჭირო ვადებს, ინდიკატორებს და შემსრულებელ სტრუქტურებსა და პირებს.
სსიპ ვახტანგ კვარაცხელიას სახელობის ქ. წალენჯიხის N4 საჯარო სკოლას აქვს 2023-2024 სასწავლო წლის ერთ წლიანი სამოქმედო გეგმა
სკოლას აქვს შემუშავებული მოსწავლეთა ინიციატივების მხარდაჭერის წესი
სკოლას აქვს შენაგანაწესი
სკოლა ახალ აშენებულია. სკოლის ინფრასტრუქტურა კეთილმოწყობილია. სკოლას აქვს სსსმ მოსწავლეებისთვის ადაპტირებული გარემო
სსიპ ვახტანგ კვარაცხელიას სახელობის ქ. წალენჯიხის N4 საჯარო სკოლის ფინანსები წარმოდგენილია შემოსავალ-გასავლის ყოველთვიური უწყისი სახით.