რეესტრში დაბრუნება
საჯარო სკოლა · EMIS მონაცემი

სსიპ - ქალაქ თბილისის №195 საჯარო სკოლა

თბილისი · ვაკე-საბურთალო · თბილისი, ვაკე-საბურთალო, ს. ჩიქოვანის ქ. 26

რეესტრის კოდი#180
მოსწავლე427
მასწავლებელი52
შენობა1
სკოლის პროფილი

ძირითადი ინფორმაცია

დირექტორი
ნინო დათიშვილი
სწავლების საფეხურები
დაწყებითი (1-6), საბაზო (7-9), საშუალო (10-12)
სწავლების სექტორი
ქართული
ავტორიზაციის დასაწყისი
11/12/2023
ავტორიზაციის დასრულება
11/12/2032
პირველკლასელთა მიღება

ადგილების მიმდინარე ინფორმაცია

თბილისი, ვაკე-საბურთალო, თბილისი, ს. ჩიქოვანის ქ.26

სექტორი
ქართული
ცვლა
1
საერთო ლიმიტი
50
თავისუფალი ადგილი
27
სსსმ ლიმიტი
5
სსსმ თავისუფალი ადგილი
3
EMIS-ის სრული ჩანაწერი

დამატებითი ინფორმაცია და დოკუმენტები

გახსენით სასურველი სექცია ტექსტის, თემატური ბმულებისა და დოკუმენტების ჩამონათვალის სანახავად.

მისია, ხედვა და ღირებულებები2 დამატებითი მასალა

მისია სსიპ 195 საჯარო სკოლის, რომელიც ამავდროულად არის გერმანაული ენის დიპლომის (DSD-Schule) და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინიციატივის „სკოლები - მომავლის პარტნიორები“ {"Schulen: Partner der Zukunft" (PASCH)}, ერთ-ერთი პარტნიორი სკოლა, მისიაა - მაღალკვალიფიციური პერსონალის დახმარებით, შესაძლებლობა მისცეს თითოეულ მოსწავლეს, უსაფრთხო, მუდმივად განვითარებად და მზრუნველ გარემოში, მიაღწიოს თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმს, აღზარდოს იგი დამოუკიდებელ, დემოკრატიული ფასეულობების, ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების მატარებელ პიროვნებად და ხელი შეუწყოს მას საკუთარი უნიკალური მახასიათებლებისა და მიდრეკილებების გამოვლენასა და მუდმივ განვითარებაში. ხედვა 2030 წლისთვის სკოლაში იქნება ისეთი სასკოლო გარემო, რომელიც ყველა მოსწავლესა და მასწავლებელს მისცემს თვითრეალიზების საშუალებას, მოსწავლეები აღჭურვილნი იქნებიან საზოგადოებრივი ცხოვრებისათვის საჭირო უნარ ჩვევებით, ცოდნას დაეუფლებიან, როგორც სართველოს, ასევე გერმანიის პროფესიულ და/ან უმაღლეს სასწავლებლებში და თავიაანთ პროფესიულ ცოდნასა და უნარებს ქვეყნისა და კაცობრიობის საკეთილდღოდ გამოიყენებენ. სკოლის ღირებულებებია: • თანასწორობა; • სამართლიანობა; • პროფესიონალიზმი; • ზრუნვა; • გამჭვირვალობა; • გუნდურობა; თანასწორობა: სკოლის საზოგადოების ყველა წევრს აქვს თანაბარი უფლებები. ეს უფლებები გამყარებულია საქართველოს კონსტიტუციით და ადამიანის უფლებათა დეკლარაციით. სამართლიანობა: სკოლის მიერ მიღებული ყველა გადაწყვეტილება ემყარება სამართლიანობის პრინციპებს. განხორციელებული შეფასებები, ასევე თვითშეფასება ეფუძნება კანონმდებლობით დადგენილ სტანდარტებს და ფაქტობრივ გარემოებებს. დადგენილი პროცედურები მაქსიმალურად გამორიცხავს მონაწილე პირების სუბიექტივიზმს და არ ტოვებს უსამართლობის განცდას. პროფესიონალიზმი: სწავლა-სწავლების პროცესში სკოლა ეყრდნობა პროფესიონალიზმის სტანდარტებს და ხელს უწყობს პერსონალის პროფესიულ განვითარებას. ზრუნვა: სკოლა ქმნის მზრუნველ გარემოს, რისთვისაც ყველა გადაწყვეტილება მიიღება მხოლოდ მხარდამჭერის პოზიციიდან. გამჭვირვალობა: სკოლის საქმიანობაში მოქმედი სტანდარტები და პროცედურები, ხედვები და ღირებულებები, მარეგულირებელი დოკუმენტები საჯაროდაა ხელმისაწვდომი და წინასწარ ცნობილია ყველა დაინტერესებული მხარისათვის. გუნდურობა: სკოლაში გადაწყვეტილებები მიიღება გუნდურად, სასკოლო საზოგადოების მონაწილეობით, მათი კომპეტენციის ფარგლებში.

დოკუმენტები

მისიის ახალი ფორმულირება.docx11/02/2026 10:04:35 · 0.02 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე
სტრუქტურა1 დამატებითი მასალა

სსიპ ქალაქ თბილისის N195 საჯარო სკოლის სტრუქტურა პედაგოგიური საბჭო სამეურვეო საბჭო მოსწავლეთა თვითმმართველობა დისციპლინური კომიტეტი დირექტორი დირექტორის მოადგილე საქმის მწარმოებელი ბუღალტერი საინფორმაციო მენეჯერი მატერიალური ტექნიკური უზრუნველყოფის მენეჯერი ბიბლიოთეკარი სპეციალური მასწავლებელი დამრიგებელი ექიმი ტექნიკური პერსონალი

დოკუმენტები

სკოლის სტრუქტურა.pdf03/11/2023 12:38:22 · 2.15 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე
სტრატეგიული გეგმაგეგმა და შესრულების ანგარიში

დოკუმენტები

195-ე სკოლის 7-წლიანი სტრატეგიული გეგმა (განახლებული 2025 ივნისში) (1).docx15/04/2026 05:59:58 · 0 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე
წლიური სამოქმედო გეგმაგეგმა და შესრულების ანგარიში

დოკუმენტები

დანართი 3 .ერთწლიანი სამოქმედო გეგმის ანალიზი მონიტორინგის შედეგი (3).docx15/04/2026 06:01:24 · 0 MB
ერთწლიანი სამოქმედო გეგმა 2025-2026 (1).docx15/04/2026 06:01:24 · 0 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე
პროგრამები და მხარდაჭერის სერვისები1 დამატებითი მასალა

195-ე საჯარო სკოლაში ფუნქციონირებს: სპარსული ენის წრე(უფასო) წრე ფინანსდება ირანის საელჩოს მიერ; გახანგრძლივებული სწავლების ფასიანი ჯგუფი; მუსიკიკალური ბენდი; ქართული ცეკვის წრე; საფეხბურთო კლუბი; ხატვის წრე. EBSCO ეს არის კვლევითი მონაცემთა ბაზების, ელექტრონული ჟურნალების, ელექტრონული წიგნების, აკადემიური ბიბლიოთეკების საძიებო სისტემების, საბიბლიოთეკო ტექნოლოგიებისა და კლინიკური გადაწყვეტების მთავარი მიმწოდებელი მსოფლიო ბაზარზე სასწავლო დაწესებულებებისთვის, ბიბლიოთეკებისთვის, კვლევითი ინსტიტუტებისთვის, კოლეჯებისთვის, საავადმყოფოებისთვის, კორპორაციებისთვის. 29 ნოემბრის შეხვედრა განკუთვინილი იყო კერძო და საჯარო სკოლებისთვის. შეხედრაზე განხილული იყო; EBSCO_ს K-12 ელექტრონული რესურსები; მათი გამოყენების გზები და მნიშვნელობა; სკოლების წარმომადგენელები აქტიურად იყვნენ ჩართული დისკუსიაში და პრაქტიკული აქტივობის სახით წარმოადგინეს EBSCO_ს ელექტრონული სასკოლო რესურსების გამოყენების პრესპექტივები საკუთარი სკოლის მაგალითზე. შეხედრას ესწრებოდნენ საჯარო და კერძო სკოლების წარმომადგენელბი, მათ შორის რეგიონებიდან. ყველა მათგანი მიიღებს ერთთვიან უფასო წვდომას EBSCO_ს სასკოლო ბაზების სრულ პაკეტზე. შეხვედრას უძღვებოდა ISM გუნდი და EBSCO-ს რეგიონალური მენეჯრი Aliaksandr Rytau, რომელმაც დამსწრე საზოგადოებას გააცნო ებსკოს სერვისები. მოწვეულმა EBSCO-ს ტრენერმა, Iryna Serzhan ჩაატარა EBSCO-ს სერვისების გამოყენების ტრენინგი.

დოკუმენტები

Scan_20241021_103115.pdf21/10/2024 10:33:51 · 7.95 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე
ქცევის წესები და გასაჩივრების მექანიზმები1 დამატებითი მასალა

სსიპ 195-ე საჯარო სკოლის მოსწავლის ქცევის წესები მოსწავლის ქცევის წესები მუხლი 4. მასწავლებელთან და სკოლაში დასაქმებულ სხვა პირთან დამოკიდებულება 1. მოსწავლე ყოველთვის თავაზიანია მასწავლებელთან და სკოლაში დასაქმებულ სხვა პირთან ურთიერთობაში და არ აყენებს მათ რაიმე სახის შეურაცხყოფას. 2. მოსწავლე ემორჩილება სკოლის დირექტორის, მასწავლებლის, სკოლაში დასაქმებული სხვა პირისა და მანდატურის კანონიერ მითითებებს. მუხლი 5. მოსწავლეებთან დამოკიდებულება მოსწავლე თავაზიანად ეპყრობა სხვა მოსწავლეებს, თავს იკავებს მათთან ძალადობის მუქარისგან, ცილისმწამებლური ან დამცინავი განცხადებებისაგან და არ აყენებს მათ რაიმე სახის შეურაცხყოფას. მუხლი 6. მოსწავლის ჩაცმის წესი მოსწავლე სკოლაში ცხადდება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებისათვის შესაფერისი სამოსითა და აქსესუარებით. მუხლი 7. მოსწავლის ქცევა სკოლის ტერიტორიაზე, სასწავლო პროცესისა და სასკოლო ღონისძიებების დროს 1. მოსწავლე დროულად ცხადდება გაკვეთილზე ან სკოლის მიერ ორგანიზებულ სხვა საგანმანათლებლო ღონისძიებაზე. 2. გაკვეთილზე ყოფნისას მოსწავლეს აქვს სასწავლო პროცესისათვის აუცილებელი ნივთები. 3. მოსწავლე გამოხატავს აზრებს და შეხედულებებს სხვა პირთა უფლებების შელახვის გარეშე. 4. მოსწავლე არ იყენებს მობილურ ტელეფონს ან სხვა ტექნიკურ საშუალებებს სასწავლო პროცესის დროს, არასასწავლო მიზნით. 5. მოსწავლე ხელს არ უშლის მასწავლებელსა და სხვა მოსწავლეებს, სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას. 6. მოსწავლე პატივს სცემს სხვის აზრსა და აკადემიურ ნაშრომს, სხვისი ინტელექტუალური საქმიანობის შედეგად შექმნილ პროდუქტს არ ასაღებს თავისად. 7. მოსწავლე არ ეწევა რელიგიურ და პოლიტიკურ პროპაგანდას. 8. მოსწავლე არ ტოვებს გაკვეთილს მასწავლებლის ნებართვის გარეშე. 9. მოსწავლე უფრთხილდება და არ აზიანებს საკუთარ, სხვა პირთა და სკოლის ქონებას. 10. მოსწავლე იცავს სისუფთავეს სკოლაში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე. მუხლი 8. სკოლაში აკრძალული ნივთები მოსწავლე არ ცხადდება სკოლაში შემდეგი ნივთებით: ა) თამბაქოს ნაწარმი; ბ) ყველანაირი სახის იარაღი ან ისეთი ბასრი ნივთები, რომლებიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს იარაღად; გ) სანთებელა ან ასანთი; დ) ალკოჰოლური საშუალებები; ე) ტექნიკური საშუალებები, რომლებმაც შეიძლება ხელი შეუშალოს სასწავლო პროცესს; ვ) ძვირადღირებული ნივთები ან დიდი ოდენობის ფული; ზ) აზარტული თამაშის საშუალებები; თ) უხამსობის ამსახველი ნივთები; ი) ნარკოტიკული საშუალებები; კ) ასაფეთქებელი და მომწამლავი ნივთიერებები; ლ) ფსიქოტროპული საშუალებები, ექიმის შესაბამისი ნებართვის გარეშე. მუხლი 9. პასუხისმგებლობა ქცევის კოდექსის დარღვევისათვის მოსწავლის მიერ ამ კოდექსით განსაზღვრული ქცევის ნორმების დარღვევა იწვევს დისციპლინური დევნის დაწყებას “ზოგადი განათლების შესახებ„ საქართველოს კანონისა და სკოლის შინაგანაწესით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით. სსიპ ქალაქ თბილისის N195 საჯარო სკოლაში განცხადებისა და საჩივრის განხილვის წესი განცხადება/საჩივრის განხილვის წესი 1. კანონმდებლობითა და შრომის შინაგანაწესით გათვალისწინებული უფლებების დარღვევის შემთხვევაში სასკოლო საზოგადოების ნებისმიერ წევრს უფლება აქვს წერილობითი საჩივრით მიმართოს სკოლის დირექტორს. 2. განცხადება/საჩივარი შედგენილი უნდა იყოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად და რეგისტრაციაში უნდა გატარდეს სკოლის მიერ დადგენილი წესით; 3. განცხადება განიხილება რეგისტრაციიდან 10 სამუშაო დღის ვადაში; 4. საჩივრის განხილვა ხდება მისი რეგისტრაციიდან ერთი თვის ვადაში. საჩივრის განხილვის ვადა შეიძლება გაგრძელდეს დამატებით ერთი თვის ვადით; 5. განცხადება/საჩივარი შედგენილ უნდა იქნას წერილობითი ფორმით და უნდა შეიცავდეს: ✓ სკოლის დასახელებას; ✓ განმცხადებლის ვინაობასა და მისამართს (საკონტაქტო ტელეფონის ნომრის მითითებით); ✓ მოთხოვნას; ✓ გარემოებებს, რომლებიც საფუძვლად უდევს მის მოთხოვნას; ✓ განცხადების/საჩივრის წარდგენის თარიღსა და ხელმოწერას; ✓ განცხადებაზე/საჩივარზე დართული დოკუმენტების ჩამონათვალს (ასეთის არსებობის შემთხვევაში); ✓ გასაჩივრებული გადაწვეტილების დასახელებას (საჩივრის შემთხვევაში). 6. სკოლის დირექტორის გადაწყვეტილება და მისი ქმედება ან უმოქმედობა შეიძლება გასაჩივრდეს კანონით დადგენილი წესით სასამართლოში

დოკუმენტები

შინაგანაწესი SCAN.pdf15/04/2026 06:02:16 · 37 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე
ინფრასტრუქტურატექსტური ინფორმაცია

195-ე საჯარო სკოლა შედგება 2 ფლიგელისგან. საწავლო კორკპუსი 4 სართულინია. სკოლას აქვს 2 სპორტდარბაზი, 2 ღია სპორტული მოედანი, ბიბლიოთეკა, სამედიცინო ოთახი, ბუფეტი. სკოლა აღჭურვილია კომპიუტერული ტექნიკით. ცალკე გამოყოფილია საინფორმაციო ტექნოლოგიების კაბინეტი. საკლასო ოთახები აღჭურვილია სრულყოფილად. სკოლაში მუშაობს 48 პედაგოგი. 2 სპეცმასწავლებელი.

ფინანსები2 დამატებითი მასალა

სსიპ ქალაქ თბილისის N195 საჯარო სკოლა ფინანსდება ვაუჩერული დაფინანსებით და ეკონომიური შემოსავლებით, რომელიც განსაზღვრულია სკოლის საჭიროებისათვის. სკოლის ძირითადი ფინანსური რესურსი იხარჯება დასაქმებულთა შრომის ანაზღაურებაზე, მატერიალური რესურსების შესყიდვაზე, ასევე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებზე. სკოლის ბიუჯეტით გათვალიწინებულია სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული აქტივობების უზრუნველყოფა. სკოლის ბიუჯეტს ამტკიცებს სამეურვეო საბჭო, დირექტორის ბრძანებით დამტკიცებულია შესყიდვების წესი, გეგმა. სკოლის დირექტორი ყოველი წლის 10 დეკემბრამდე ანგარიშით წარდგება სამეურვეო საბჭოს წინაშე. ვებგვერდზე განთავსებულია სკოლის საპროგნოზო ბიუჯეტი.

დოკუმენტები

სამეურვეოს ოქმი.pdf10/10/2023 12:32:01 · 2.69 MB
2024 წლის ბიუჯეტის პროექტის პროგნოზი.xlsx10/10/2023 19:05:34 · 0.02 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე