თბილისი, ვაკე-საბურთალო, არჩილ მეფის ქუჩა N27
- სექტორი
- ქართული
- ცვლა
- 2
- საერთო ლიმიტი
- 25
- თავისუფალი ადგილი
- 0
- სსსმ ლიმიტი
- 2
- სსსმ თავისუფალი ადგილი
- 1
თბილისი · ვაკე-საბურთალო · თბილისი, ვაკე-საბურთალო, დიდი დიღმის III მ/რ.
გახსენით სასურველი სექცია ტექსტის, თემატური ბმულებისა და დოკუმენტების ჩამონათვალის სანახავად.
მისია სკოლის მისიაა მოსწავლეთა საუკეთესო ინტერესების ხელშესაწყობად უსაფრთხო, ფიზიკური და ინკლუზიური გარემოს შექმნა; სწავლა-სწავლების ინოვაციური, თანამედროვე მეთოდების დანერგვა; ეროვნულ ღირებულებებზე დაფუძნებული დემოკრატიული განათლების უზრუნველყოფა. ხედვა სკოლის ხედვაა, გახდეს სანდო საგანმანათლებლო დაწესებულება; თანამედროვე, ინოვაციური მიდგომებით აღზარდოს ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების მქონე პასუხისმგებლიანი, წარმატებული თაობა; ღირებულებები სკოლის ღირებულებებია: • ურთიერთპატივისცემა; • სამართლიანობა; • თანამშრომლობა; • ინოვაციურობა-სიახლეებისკენ სწრაფვა; • მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა;
სკოლა საგანმანათლებლო პროცესს ახორციელებს სამ საგანმანათლებლო პრიოგრამაზე: ა) დაწყებითი საფეხურის ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამა; ბ) საბაზო საფეხურის ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამა; გ) საშუალო საფეხურის ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამა. საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების ენა არის - ქართული ენა. თითოეული საფეხურის დაძლევა წარმოადგენს მომდევნო საფეხურზე სწავლის გაგრძელების საფუძველს. საბაზო საფეხურის დაძლევის შედეგად, მოსწავლე უფლებამოსილია მიიღოს საბაზო საფეხურის დასრულების შესაბამისი ატესტატი და სწავლა გააგრძელოს, როგორც ზოგადი განათლების საშუალო საფეხურზე, ისე პროფესიული განათლების შესაბამის ნებადართულ პროგრამაზე. საშუალო საფეხურის დაძლევის შედეგად, მოსწავლეზე გაიცემა სრული ზოგადი განათლების მოწმობა - ატესტატი და უფლებამოსილია სწავლა გააგრძელოს, როგორც უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, ისე პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში / პროგრამებზე. სკოლაში ქცევის ზოგადი წესები მოცემულია სკოლის შინაგანაწესში. სკოლის მიერ განხორციელებული ღონისძიებების და აქტივობების შესახებ ინფორმაცია დეტალურად შეგიძლიათ იხილოთ სკოლის სოციალურ ქსელში: https://www.facebook.com/192sajaroskola