ასპინძა, სოფელი ჭობარეთი
- სექტორი
- ქართული
- ცვლა
- 1
- საერთო ლიმიტი
- 10
- თავისუფალი ადგილი
- 9
- სსსმ ლიმიტი
- 1
- სსსმ თავისუფალი ადგილი
- 1
სამცხე-ჯავახეთი · ასპინძა · ასპინძა, სოფელი ჭობარეთი
გახსენით სასურველი სექცია ტექსტის, თემატური ბმულებისა და დოკუმენტების ჩამონათვალის სანახავად.
სკოლის ფილოსოფია 1. სკოლის მისია ,,დაამკვიდროს მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლება, ხელი შეუწყოს მის გონებრივ და ფიზიკურ განვითარებას. შესძინოს მას თვითრეალიზაციისათვის საჭირო ცოდნა და ცნობიერება. განუვითაროს კულტურულ ფასეულობათა პატივისცემა. ჩაუნერგოს ოჯახის, საზოგადოების, სახელმწიფოს მიმართ პატივისცემა. შეუქმნას მოსწავლეს სათანადო პირობები საერთაშორისო სტანდარტის მქონე განათლების მისაღებად, საკუთარი, ინტელექტუალური, ფიზიკური და სულიერი თვისებებისა და შესაძლებლობების გამოსავლენად და გასავითარებლად. შეძლოს ტექნოლოგიური და სხვა ინტელექტუალური მიღწევების ეფექტიანად გამოყენება.ასევე, დაეხმაროს მას მომავალი განვითარების გზის არჩევაში.( სწავლა გააგრძელოს უმაღლეს სასწავლებელში ან ჩაებას შრომით საქმიანობაში.) იზრუნოს პედაგოგთა საქმიანობის ხარისხობრივ ზრდაზე, იყოს კონკურენტუნარიანი.“ 2. ხედვა • სკოლაში საჭირო რესურსებით აღჭურვილი, პოზიტიური, მამოტივირებებლი, ფიზიკური, ფსიქოლოგიური და სოციალურად უსაფრთხო გარემოს დამკვიდრება • სკოლა ხელს შეუწყობს მოზარდს გაიაზროს საკუთარი პასუხისმგებლობა ქვეყნის ინტერესების, ტრადიციებისა და ღირებულებების მიმართ. გააცნობიეროს საკუთარი უფლება - მოვალეობები ოჯახის, საზოგადოებისა და სახელმწიფოს წინაშე. • სკოლა დაეხმარება მოსწავლეს საჭირო ცოდნისა და უნარ-ჩვევების მიღებაში, რათა შესძლოს არჩევანი გააკეთოს მომავალი განათლებისა და შრომითი საქმიანობისათვის და დაიმკვიდროს საკუთარი ადგილი საზოგადოებრივ ცხოვრებაში. • სკოლა უზრუნველყოფს სასკოლო საზოგადოების სათანადო ჩართულობას სკოლის ცხოვრებაში უწყვეტი პროცესით • სკოლა ხელს შეუწყობს მასწავლებლებს კვალიფიკაციის ამაღლებაში. 3. ღირებულებები სასკოლო საზოგადოება აღიარებს და პატივს სცემს ზოგადსაკაცობრიო ღირებულებებს და სკოლისთვის პრიორიტეტულად გამოყოფს შემდეგ პოსტულატებს: • უსაფრთხოება: სკოლა უზრუნველყოფს ჯანსაღი სასწავლო და სამუშაო პირობებით უსაფრთხო გარემოს, სადაც ყველა იცავს ეთიკის ნორმებს და შინაგანაწესს. • პასუხისმგებლობა სკოლის ყველა სუბიექტი –მოსწავლე, მასწავლებელი, მშობელი–იზიარებს ურთიერთთანამშრომლობის პრინციპს და პასუხისმგებელია თავის ქმედებებზე. • სამართლიანობა სკოლა აღიარებს სამართლიანობის პრინციპს და თავის საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. • პატრიოტიზმი სკოლა აღიარებს ქვეყნის მატერიალური და არამატერიალური კულტურის ძეგლების დაცვას, ეროვნული ღირებულებების, კულტურის, ტრადიციების პატივისცემას და შენარჩუნებას. • ტოლერანტობა სკოლა აღიარებს თანასწორუფლებიანობას ადამიანის უფლებათა დეკლარაციის საფუძველზე • თანამშრომლობა სკოლის ყველა სუბიექტი –მოსწავლე, მასწავლებელი, მშობელი–იზიარებს ურთიერთთანამშრომლობის პრინციპს და პასუხისმგებელია თავის ქმედებებზე. • ურთიერთპატივისცემა სკოლა აღიარებს ეთიკის კოდექსს და საქმიანობას წარმართავს სასკოლო საზოგადოების ურთიერთპატივისცემის პრინციპით
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი თინათინ ლეკიშვილი მობ: 591503141 ელ.ფოსტა: tinatin.lekishvili@tpdc.ge